მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია - თავად ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ
თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია - თავად ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ

პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ზღვა­ზე მოკ­ლუ­ლი 36 წლის მა­მა­კა­ცი მისი ძმის­შვი­ლის მე­გო­ბა­რია.

დე­პუ­ტა­ტი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თბი­ლი­სის ზღვა­ზე მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი ბო­ლოს სწო­რედ მის­მა ძმის­შვილ­მა ბექა კვი­ცი­ან­მა ნახა. ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის თქმით, ოჯახს ამის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს და მის ძმის­შვილს, ბექა კვი­ცი­ანს ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

“არ ვიცი, არა­ფე­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს იმის გარ­და, რომ ორი­ვე და­კარ­გუ­ლი იყო, ორი­ვეს ეძებ­დნენ. ნო­დარ ცხა­და­ძე მო­ი­ნა­ხა და ბექა ჯერ არ არის მო­ძებ­ნი­ლი. არა­ფე­რი ვიცი, არი­ან ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი, ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი და ჩემი ძმის­შვი­ლი მისი ბავ­შვის ნათ­ლი­აა. ამი­ტომ , ჯერ ვე­რა­ფერს გე­ტყვით. არა­ფე­რი ვერ­სია არ არ­სე­ბობს. ჩემი ძმის­შვი­ლი ამ დრომ­დე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა”, - აცხა­დებს ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის ზღვა­ზე 36 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი გუ­შინ იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თაა მოკ­ლუ­ლი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით და 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც, შე­სა­ბა­მი­სად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
82

გასაგებია ვინაა კვიციანი და რა ხალხთან აქვს საქმე. ყველაფერი გასაგებია

ზურა-ს!
9

რა შუაშია ასეთი დასკვნები. პატიოსნებსაც ჰკლავენ!

ავტორი:

თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია - თავად ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ

თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია - თავად ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ

პარლამენტის დეპუტატის, ემზარ კვიციანის ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის მამაკაცი მისი ძმისშვილის მეგობარია.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ბექა კვიციანმა ნახა. ემზარ კვიციანის თქმით, ოჯახს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მის ძმისშვილს, ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ.

“არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგული იყო, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ , ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა”, - აცხადებს ემზარ კვიციანი.

ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

დაპირისპირება ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის - ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

პოლიციამ დააკავა 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოქალაქებს "ფეისბუქი" გაუტეხა და მათ მეგობრებს თანხა მოტყუებით ჩაარიცხინა