პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?
თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

თბი­ლის­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ, მაია ბი­თა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბი­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, არის ქუ­ჩე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­ბა­რი­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ავ­ტო­ბუ­სე­ბი ვერ იმოძ­რა­ვე­ბენ და ამი­ტო­მაც დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბობს სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა არ გა­უქ­მდეს.

„მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის კომ­პა­ნია ძა­ლი­ან კარ­გად გვე­თა­ნამ­შრომ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­მოც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ერ­თობ­ლი­ვად აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ცვლით ამ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს, რად­გან ისი­ნი, რო­გორც „ბოგ­და­ნის“ ავ­ტო­ბუ­სე­ბი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. მათ არ უნდა ია­რონ ქა­ლაქ­ში. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვაც­ნო­ბებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რა რა­ო­დე­ნო­ბა რა დროს ჩა­ნაც­ვლდე­ბა. „სის­ტრამ“ უნდა გვი­თხრას მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის რა რა­ო­დე­ნო­ბა გვჭირ­დე­ბა. ვით­ვლით რა ზო­მის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი უნდა შე­მო­ვი­დეს, რო­მე­ლიც 16 ადა­მი­ანს იტევს თუ 19 ადა­მი­ანს. ცალ­სა­ხაა, რომ გვჭირ­დე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რად­გან გვაქვს ქუ­ჩე­ბი, სა­დაც ვერ ივ­ლი­ან 8-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბიც კი“, - გა­ნა­ცხა­და ბი­თა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, აქამ­დე არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი, შე­საძ­ლოა, გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო.

მაია ბი­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლე­ბის შემ­დეგ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი არ შე­იც­ვლე­ბა და მე­რია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს.

“ჩვენ ხმა­მაღ­ლა ვა­ცხა­დებთ, რომ არ იგეგ­მე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ფა­სის მა­ტე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო კვლავ გა­აგ­რძე­ლებს სუბ­სი­დი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ დიდ კა­პი­ტა­ლურ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და მო­მა­ვალ წელ­საც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. სა­ხელ­მწი­ფო ასუბ­სი­დი­რებს რო­გორც მეტ­როს, ასე­ვე ავ­ტო­ბუ­სებს 70-დან 90 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ყო­ველ­წლი­უ­რად. ყვე­ლა შე­ღა­ვა­თი მო­მა­ვალ­შიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრას­პორ­ტის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდა დღის წეს­რიგ­ში არ დგას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ძა­ლი­ან დიდ კა­პი­ტა­ლურ და­ნა­ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს, მაგ­რამ ეს სა­ხელ­მწი­ფოს გა­სა­კე­თე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ბი­თა­ძემ.

რო­გორც ბი­თა­ძე გან­მარ­ტავს, გა­დახ­დის ერ­თი­ან სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი იმის მი­ხედ­ვით და­ან­გა­რიშ­დე­ბა, რა კომ­ბი­ნა­ცი­ას აირ­ჩევს მგზავ­რი. მი­სი­ვე თქმით, მგზავ­რო­ბი­სას სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პი­რო­ბე­ბი ისევ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
2

ასეთ შენარჩუნებას რა აზრი აქვს? გვადებილებთ თუ რაშია საქმე? 171 თემქიდან ვაკეში მიდის და რამდენიმე საავადმყოფოს აკავშირებს ერთმანეთთან და ძალიან მოსახერხებელი ტრანსპორტია აგლაძის ქუჩისთვის. ჰოდა მანქანები შეგვიმცირეს და ამხელა ხაზზე მხოლოდ 2 მარშრუტკა მოძრაობს და დადიან 2 საათში ერთხელ. ასეთ შენარჩუნებას რა აზრი აქვს? ის ორიც გააუქმეთ ბარემ.

nn
6

ძალიან გთხოვთ რომ წყნეთში დაამატოთ მარშუტკები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

თბილისში სამარშრუტო ტაქსები შენარჩუნდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, არის ქუჩები, რომლებზეც გაბარიტებიდან გამომდინარე ავტობუსები ვერ იმოძრავებენ და ამიტომაც დედაქალაქში არსებობს საჭიროება, რომ მიკროავტობუსების მოძრაობა არ გაუქმდეს.

„მიკროავტობუსების კომპანია ძალიან კარგად გვეთანამშრომლება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მიკროავტობუსების გამოცვლასთან დაკავშირებითაც. ერთობლივად აუცილებლად გამოვცვლით ამ მიკროავტობუსებს, რადგან ისინი, როგორც „ბოგდანის“ ავტობუსები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათ არ უნდა იარონ ქალაქში. უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას, რა რაოდენობა რა დროს ჩანაცვლდება. „სისტრამ“ უნდა გვითხრას მიკროავტობუსების რა რაოდენობა გვჭირდება. ვითვლით რა ზომის მიკროავტობუსები უნდა შემოვიდეს, რომელიც 16 ადამიანს იტევს თუ 19 ადამიანს. ცალსახაა, რომ გვჭირდება მიკროავტობუსები, რადგან გვაქვს ქუჩები, სადაც ვერ ივლიან 8-მეტრიანი ავტობუსებიც კი“, - განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, აქამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ თბილისში სამარშრუტო ტაქსები, შესაძლოა, გაუქმებულიყო.

მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური პროექტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს.

“ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ კაპიტალურ ინვესტიციას ვახორციელებთ და მომავალ წელსაც განვახორციელებთ. სახელმწიფო ასუბსიდირებს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსებს 70-დან 90 მილიონ ლარამდე ყოველწლიურად. ყველა შეღავათი მომავალშიც შენარჩუნდება და საზოგადოებრივი ტრასპორტის საფასურის გაზრდა დღის წესრიგში არ დგას მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდ კაპიტალურ დანახარჯებს მოითხოვს, მაგრამ ეს სახელმწიფოს გასაკეთებელია“, - განაცხადა ბითაძემ.

როგორც ბითაძე განმარტავს, გადახდის ერთიან სისტემის ამოქმედების შემდეგ მგზავრობის საფასური იმის მიხედვით დაანგარიშდება, რა კომბინაციას აირჩევს მგზავრი. მისივე თქმით, მგზავრობისას საათნახევრიანი საშეღავათო პირობები ისევ შენარჩუნდება.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა, რომლებიც 8 მარშრუტზე გადანაწილდება

ბერნარ არნო - ახალი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესთა სამეულში

დეპუტატები, რომლებიც ქონებას "მალავენ" - რა დარღვევებით ივსება დეკლარაციები