პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე გერასიმე ჟურნალისტებს - თქვენ ვისკენ ხართ - მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?
მეუფე გერასიმე ჟურნალისტებს - თქვენ ვისკენ ხართ - მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?

ზუგ­დიდ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის მხარ­დამ­ჭე­რი მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. მსვლე­ლო­ბას, რო­მელ­საც ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი გე­რა­სი­მე მი­უ­ძღვო­და, ვლა­ქერ­ნის ღვთის­მშობ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან და­ი­წყო და ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის მშე­ნე­ბა­რე სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დას­რულ­და, სა­დაც მე­უ­ფე გე­რა­სი­მეს კურ­თხე­ვით პა­რაკ­ლი­სი აღავ­ლი­ნეს.

„მსვლე­ლო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნია. ჩვენ გვინ­და გა­მოვ­ხა­ტოთ თა­ნად­გო­მა პატ­რი­არ­ქის და ეკ­ლე­სი­ის მა­მამ­თავ­რის ილია მე­ო­რეს მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ და დას­ძი­ნა, ჩვენ ხში­რად ვი­ძა­ხით - გვიყ­ვარს პატ­რი­არ­ქი, პა­ტივს ვცემთ პატ­რი­არ­ქს, დღეს დად­გა დრო, რომ არამ­ხო­ლოდ სი­ტყვით გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პატ­რი­არ­ქის მი­მართ, არა­მედ საქ­მი­თაც. „ჩვე­ნი მსვლე­ლო­ბაც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ვი­ა­როთ და­დი­ა­ნე­ბის ტაძ­რი­დან მშე­ნე­ბა­რე ტაძ­რამ­დე გზა, გა­და­ვი­ხა­დოთ პა­რაკ­ლი­სი და ღმერ­თს შევ­თხო­ვოთ პატ­რი­აქ­რის კე­თილ­დღე­ო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა დღე­ვან­დე­ლი მსვლე­ლო­ბა სა­პატ­რი­აქ­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, მე­უ­ფე გე­რა­სი­მე აღ­ნიშ­ნავს, რომ ნა­წი­ლობ­რივ უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან პატ­რი­არ­ქის მი­მართ იყო ბრალ­დე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­უ­ფე პეტ­რეს მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, მე­უ­ფე გე­რა­სი­მე ამ­ბობს, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია მან სი­ნოდ­ზე და­ა­ფიქ­სი­რა.

„ჯო­ბია, რომ დღე­ვან­დელ თე­მა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ჩვე­ნი პო­ზი­ცია ეკ­ლე­სი­ამ გა­მო­ხა­ტა წმინ­და სი­ნოდ­ზე. მე გე­კი­თხე­ბით, თქვენ ვის­კენ ხართ - მე­უ­ფე პეტ­რეს­კენ თუ პატ­რი­არ­ქის­კენ?“- მი­მარ­თა მე­უ­ფე გე­რა­სი­მემ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭეშმარიტება ერთია
8

და კითხვაც კი არაქრისტიანულია შინაარსით, რას ნიშნავს ამისკენ თუ იმისკენ? კონკრეტული საკითხი კი გასარკვევია ცილისწამებაა თუ სიმართლე - დასკვნაც შესატყვისი იქნება.

ტაზო
1

ჩვენც და თქვენც სახარებისკენ უნდა ვიყოთ, მაგრამ სახარების ქადაგება -სწავლებაზე ამ ქვეყანაში ტაბუა დადებული, რომლითაც ინება ღმერთმა მორწმუნეთა ხსნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

მეუფე გერასიმე ჟურნალისტებს - თქვენ ვისკენ ხართ - მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?

მეუფე გერასიმე ჟურნალისტებს - თქვენ ვისკენ ხართ - მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?

ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მიუძღვოდა, ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც მეუფე გერასიმეს კურთხევით პარაკლისი აღავლინეს.

„მსვლელობა მშვიდობიანია. ჩვენ გვინდა გამოვხატოთ თანადგომა პატრიარქის და ეკლესიის მამამთავრის ილია მეორეს მიმართ“, - განაცხადა მეუფემ და დასძინა, ჩვენ ხშირად ვიძახით - გვიყვარს პატრიარქი, პატივს ვცემთ პატრიარქს, დღეს დადგა დრო, რომ არამხოლოდ სიტყვით გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, არამედ საქმითაც. „ჩვენი მსვლელობაც ამას ემსახურება, მშვიდობიანად გავიაროთ დადიანების ტაძრიდან მშენებარე ტაძრამდე გზა, გადავიხადოთ პარაკლისი და ღმერთს შევთხოვოთ პატრიაქრის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა“, - აღნიშნა მეუფემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა დღევანდელი მსვლელობა საპატრიაქროში განვითარებულ მოვლენებს, მეუფე გერასიმე აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ უკავშირდება, რადგან პატრიარქის მიმართ იყო ბრალდებები.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მან სინოდზე დააფიქსირა.

„ჯობია, რომ დღევანდელ თემაზე ვილაპარაკოთ. ჩვენი პოზიცია ეკლესიამ გამოხატა წმინდა სინოდზე. მე გეკითხებით, თქვენ ვისკენ ხართ - მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?“- მიმართა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს.

მოიხსნება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი - რა რეკომენდაციას გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?

"ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები" - ვლადიმერ პოზნერი

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს