პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ" - კინოთეატრებთან აქციისას დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
"ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ" - კინოთეატრებთან აქციისას დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­თან" საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბულ მე­რაბ ჭი­კა­ი­ძეს სახ­დე­ლის სა­ხით 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

მე­რაბ ჭი­კა­ი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მან ნამ­დვი­ლად შე­ი­გი­ნა, თუმ­ცა, არა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით.

"პრო­ტესტს ვა­ცხა­დებ­დი მშვი­დო­ბი­ანს და არა ძა­ლა­დობ­რივს. ვა­დას­ტუ­რებ, შე­ვი­გი­ნე, ოღონდ არა პო­ლი­ცი­ის მი­მართ, აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. 20-მა ადა­მი­ან­მა ერ­თდრო­უ­ლად და­მა­კა­ვა. პო­ლი­ცი­ას­თან ახ­ლოს არ ვყო­ფილ­ვარ, ფი­ზი­კუ­რად ვერ შე­ვა­გი­ნებ­დი", - გა­ნა­ცხა­და ჭი­კა­ი­ძემ.

ის მო­სა­მარ­თლემ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად სცნო.

თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რებ­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ი­სას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი 24 პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან, ამ მო­მენ­ტის­თვის 5 პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­და­ი­დო.

აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი ად­ვო­კატ ცირა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გახ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­საც­ნო­ბად, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის საქ­მე­ზე წარ­სად­გე­ნად დრო მო­ი­თხო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მო­სა­მარ­თლე ლე­ი­ლა გო­გიშ­ვილ­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. პრო­ცე­სი 11 დე­კემ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე (სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა) და 166-ე (ხუ­ლიგ­ნო­ბა) მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე სულ და­კა­ვე­ბუ­ლია 27 პირი, მათ შო­რის 24 - თბი­ლის­ში, 3 - ბა­თუმ­ში. სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი.

ავტორი:

"ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ" - კინოთეატრებთან აქციისას დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

"ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ" - კინოთეატრებთან აქციისას დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

კინოთეატრ "ამირანთან" საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მერაბ ჭიკაიძეს სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მერაბ ჭიკაიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მან ნამდვილად შეიგინა, თუმცა, არა სამართალდამცველების მისამართით.

"პროტესტს ვაცხადებდი მშვიდობიანს და არა ძალადობრივს. ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ, აღელვებული ვიყავი, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. 20-მა ადამიანმა ერთდროულად დამაკავა. პოლიციასთან ახლოს არ ვყოფილვარ, ფიზიკურად ვერ შევაგინებდი", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად სცნო.

თბილისის კინოთეატრებთან საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირებიდან, ამ მომენტისთვის 5 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი ადვოკატ ცირა ჯავახიშვილის შუამდგომლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, მან მტკიცებულებების გასაცნობად, ასევე მტკიცებულებების საქმეზე წარსადგენად დრო მოითხოვა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე ლეილა გოგიშვილმა დააკმაყოფილა. პროცესი 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი.

ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა... - სანდრო ბრეგაძე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

რა ბედი ელის ფილარმონიას - ეკონომიკის სამინისტრომ საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას უჩივლა