მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის ფილარმონიას - ეკონომიკის სამინისტრომ საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას უჩივლა
რა ბედი ელის ფილარმონიას - ეკონომიკის სამინისტრომ საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას უჩივლა

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ფი­ლარ­მო­ნი­ის მმარ­თველ კომ­პა­ნი­ას სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ფი­ლარ­მო­ნი­ის მმარ­თველ კომ­პა­ნი­ას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ცალ­მხრი­ვად შე­უ­წყვი­ტა და ამას­თან, და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვის მო­თხოვ­ნის მიზ­ნით, რო­მე­ლიც 3,5 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

„ინ­ტერპრე­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე, რა ეტაპ­ზეა თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის სა­კი­თხი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა აცხა­დებს, რომ სა­მი­ნის­ტრომ შპს „ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალ ივენთსთან“ არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­წყვი­ტა და ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს „თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის“ 100%-იანი წი­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს­თვის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

„ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბაა. სა­ხელ­მწი­ფო შე­ი­მუ­შა­ვებს „თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის“ გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას და მო­ი­ზი­დავს სახ­სრებს შემ­დგომ­ში მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ბუ­ნებ­რი­ვია, გეგ­მა მომ­ზა­დე­ბის­თა­ნა­ვე წა­რედ­გი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას”,-აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2007 წელს თბი­ლი­სის დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი/ფი­ლარ­მო­ნია 49-წლი­ა­ნი მარ­თვის უფ­ლე­ბით შპს „ინ­თერ­ნე­ი­შე­ნალ ივენთსს“ გა­და­ე­ცა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის დარ­ბაზს სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე 3,115,146 ლა­რის და $177,102 დო­ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ერი­ცხე­ბა. 2019 წლის 18 იან­ვარს ფი­ლარ­მო­ნი­ის მმარ­თველ­მა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრ გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას წე­რი­ლით მი­მარ­თა, რო­მელ­შიც და­ვა­ლი­ა­ნე­ბის 9 წელ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბას სთხოვ­და.

ავტორი:

რა ბედი ელის ფილარმონიას - ეკონომიკის სამინისტრომ საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას უჩივლა

რა ბედი ელის ფილარმონიას - ეკონომიკის სამინისტრომ საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას უჩივლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას საქალაქო სასამართლოში უჩივლა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა და ამასთან, დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით, რომელიც 3,5 მილიონ ლარს აჭარბებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„ინტერპრენიუსის" კითხვაზე, რა ეტაპზეა თბილისის საკონცერტო დარბაზის საკითხი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სამინისტრომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები.

„ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა. სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას”,-აღნიშნა მინისტრმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანების 9 წელზე გადანაწილებას სთხოვდა.

კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

როდიდან გაიზრდება მინიმალური ანაზღაურება საქართველოში  - 23 ათასზე მეტ ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს

სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?