პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონეტებით მოყოლილი საქართველოს ისტორია - განძი, რომელიც უკვე ხელშესახებია
მონეტებით მოყოლილი საქართველოს ისტორია - განძი, რომელიც უკვე ხელშესახებია

“ ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მა­ტი­ა­ნეა, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ამ მო­ნე­ტე­ბით მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რია არის სა­ინ­ტე­რე­სო გზა, რომ გაჰ­ყვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო გზებს, იმ პე­რი­ო­დებს, რო­დე­საც ფული იჭ­რე­ბო­და. ყვე­ლა მო­ნე­ტა ძა­ლი­ან სკურ­პუ­ლო­ზუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი იმ პე­რი­ო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ მე­ფე­ებ­თან, რომლთაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავთ. ყვე­ლა ფული დე­ვალ­ვა­ცი­ას გა­ნიც­დის,თუმ­ცა ეს არის ფული, რო­მე­ლიც არას­დროს უფა­სურ­დე­ბა.

პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და "გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L“ -ის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და და ის წიგნ-ალ­ბომ­სა და მო­ნე­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს, 24 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ტა, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გვი­ამ­ბობს.

„"ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია" შედ­გე­ბა 24 მო­ნე­ტი­სა­გან, რომ­ლი­თაც ივ­სე­ბა წიგ­ნი-ალ­მო­ბი. 14 ნო­ემ­ბრი­დან, თვე­ში ერთხელ, ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, მო­ნე­ტე­ბის კომ­პლექ­ტი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. პრო­ექ­ტი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. მკი­თხვე­ლი 4 თვის გამ­ნავ­ლო­ბა­ში, ჟურ­ნალ­თან ერ­თად, 5-5, ბოლო თვეს კი 4 მო­ნე­ტას მი­ი­ღებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ექ­ტის გამ­ნავ­ლო­ბა­ში (5 თვე) წიგ­ნი-ალ­ბო­მი, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი შეგ­რო­ვე­ბუ­ლი 24 მო­ნე­ტით შე­ავ­სებს, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 20.90 ლა­რად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ალ­ბომს, ასე­ვე, მოჰ­ყვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლუპა. ვფიქ­რობ, რომ ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტია, რად­გან უკვე ყვე­ლა ჩვენ­განს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ე­ხოს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას .“- „პა­ლიტ­რა ლ“-ის მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

ალ­ბომ­ზე ნუ­მიზ­მატ­თა და ის­ტო­რი­კოს­თა გუნ­დი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. წიგნ-ალ­ბომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნე­ტე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში.

თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას ერ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ეპო­ქის მი­მო­ხილ­ვა. ალ­ბომ­ში შეხ­ვდე­ბით ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცულ, ეპო­ქე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის ფო­ტო­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­უ­ლი სი­ზუს­ტით აღ­წე­რენ თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას.

მაია პა­ტა­რი­ძე, ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცი­ის თა­ნა­ავ­ტო­რი: "მო­ნე­ტებ­თან ერ­თად ავარ­ჩი­ეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბიც, რათა ეპო­ქა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გაგ­ვე­ცო­ცხლე­ბი­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით ნე­კის ფრჩხი­ლის­ხე­ლაა იმე­რე­თის მეფე გი­ორ­გი მე­ო­რის მო­ნე­ტა, მაგ­რამ მას­ზე და­ტა­ნი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ზუს­ტად იმე­ო­რებს გე­ლა­თის ტაძ­რის ფრეს­კას, რომ­ლის ფო­ტო­მა­სა­ლაც თან ერ­თვის წიგნს. და­ვით ნა­რი­ნის მო­ნე­ტას ფო­ტო­მა­სა­ლად დმა­ნი­სის ნა­ქა­ლა­ქა­რი შე­ვურ­ჩი­ეთ... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­მარ მე­ფის მო­ნე­ტა, რო­მელ­ზეც დე­დოფ­ლის ხელრ­თვა (ფაქ­სი­მი­ლეა) აღ­ბეჭ­დი­ლი და თა­მა­რის ვერ­ცხლის სურა, რო­მე­ლიც სვა­ნე­თის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. ერეკ­ლე მე­ფის მო­ნე­ტას მე­ფის ხმლის ფოტო და­ვურ­თეთ. ასე რომ, ეს წიგ­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. მისი გაც­ნო­ბით, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბის სურ­ვილ­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა მკი­თხველს სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტე­რე­სიც გა­უჩ­ნდეს. ვინ იცის, ეგებ, ამ წიგ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა ხვალ ჩვენ შეგვცვა­ლონ."

გიორგი
0

სულმოუთქმელად ელოდნენ მომდევნო მონეტის გამოჩენას ჩემი შვილები, რიგითობაც ჰქონდათ დადაგენილი,თუ ვის უნდა მოეთავსებინა მონეტა ალბომში. ძალიან კარგი პროექტია, მაგრამ არასაკმარისი. კარგი იქნება თუ უფრო ვრცელი ინფორმაციით გამოვა ფოტო-ალბომი შესაბამისი პერიოდის მოკლე მიმოხილვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

მონეტებით მოყოლილი საქართველოს ისტორია - განძი, რომელიც უკვე ხელშესახებია

მონეტებით მოყოლილი საქართველოს ისტორია - განძი, რომელიც უკვე ხელშესახებია

“ ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინტერესო გზა, რომ გაჰყვე საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდებს, როდესაც ფული იჭრებოდა. ყველა მონეტა ძალიან სკურპულოზურად არის შერჩეული იმ პერიოდებთან დაკავშირებით, იმ მეფეებთან, რომლთაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ყველა ფული დევალვაციას განიცდის,თუმცა ეს არის ფული, რომელიც არასდროს უფასურდება.

პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და "გამომცემლობა პალიტრა L“ -ის მიერ განხორციელდა და ის წიგნ-ალბომსა და მონეტების კოლექციას აერთიანებს, 24 განსხვავებული მონეტა, საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

„"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" შედგება 24 მონეტისაგან, რომლითაც ივსება წიგნი-ალმობი. 14 ნოემბრიდან, თვეში ერთხელ, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. პროექტი 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მკითხველი 4 თვის გამნავლობაში, ჟურნალთან ერთად, 5-5, ბოლო თვეს კი 4 მონეტას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის გამნავლობაში (5 თვე) წიგნი-ალბომი, რომელსაც მკითხველი შეგროვებული 24 მონეტით შეავსებს, სპეციალურ ფასად - 20.90 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ალბომს, ასევე, მოჰყვება სპეციალური ლუპა. ვფიქრობ, რომ ისტორიული პროექტია, რადგან უკვე ყველა ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, შეეხოს საქართველოს ისტორიას .“- „პალიტრა ლ“-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე.

ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.

მაია პატარიძე, ქართული მონეტების ოქროს კოლექციის თანაავტორი: "მონეტებთან ერთად ავარჩიეთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატებიც, რათა ეპოქა შეძლებისდაგვარად გაგვეცოცხლებინა. დაახლოებით ნეკის ფრჩხილისხელაა იმერეთის მეფე გიორგი მეორის მონეტა, მაგრამ მასზე დატანილი გამოსახულება ზუსტად იმეორებს გელათის ტაძრის ფრესკას, რომლის ფოტომასალაც თან ერთვის წიგნს. დავით ნარინის მონეტას ფოტომასალად დმანისის ნაქალაქარი შევურჩიეთ... მნიშვნელოვანია თამარ მეფის მონეტა, რომელზეც დედოფლის ხელრთვა (ფაქსიმილეა) აღბეჭდილი და თამარის ვერცხლის სურა, რომელიც სვანეთის მუზეუმშია დაცული. ერეკლე მეფის მონეტას მეფის ხმლის ფოტო დავურთეთ. ასე რომ, ეს წიგნი ძალიან საინტერესოა. მისი გაცნობით, კოლექციონერობის სურვილთან ერთად, შესაძლოა მკითხველს სამეცნიერო ინტერესიც გაუჩნდეს. ვინ იცის, ეგებ, ამ წიგნით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ხვალ ჩვენ შეგვცვალონ."

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა