საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს
"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ სკან­და­ლურ პრო­ცე­სებს რუ­სუ­ლი მე­დია ეხ­მა­უ­რე­ბა. სი­ნო­დის სხდო­მის შემ­დეგ მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე არა­ერ­თი რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა წერს.

"86 წლის სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ რუ­სეთ­შიც ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს, 49 წლის მე­უ­ფე პეტ­რემ სი­ნო­დის სხდო­მი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, სა­ში­ნელ ცოდ­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და, რაც მთა­ვა­რია, ამ­დე­ნი დღის მე­რეც უკან არ იხევს. მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რე ცა­ა­ვა, პატ­რი­არ­ქის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, მო­ნას­ტერ­ში გა­ამ­წე­სეს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სკან­და­ლი რამ­დე­ნი­მე დღით ადრე დი­წყო, რო­დე­საც კი­დევ ერთი მე­უ­ფის, ია­კობ ია­კო­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სა­ეკ­ლე­სიო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გეგ­მავ­დნენ, მათ შო­რის იყ­ვნენ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ასე­ვე მომ­ქე­დი პრე­მი­ე­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რია. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თქმით, პირ­ველ პი­რებს 86 წლის პატ­რი­არ­ქის შეც­ვლა სურ­დათ. გეგ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რამ­დე­ნი­მე ვერ­სია, მათ შო­რის პატ­რი­არ­ქის მკვლე­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­უ­ფე ია­კობ­მა თა­ვი­სი სი­ტყვე­ბი მო­ი­ნა­ნია.

პრე­მი­ერ­მა გა­ხა­რი­ამ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გან­ცხა­დე­ბას ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შე­ტე­ვა უწო­და", - წერს Currenttime.tv, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და სა­პატ­რი­არ­ქოს შო­რის ღია კონ­ფლიქ­ტი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია მი­იჩ­მევს, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გან­ცხა­დე­ბით პრო­კუ­ა­ტუ­რა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს".

"არა­ერ­თი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ლე­სია ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ინ­სტი­ტუ­ტად მი­იჩ­ნე­ვა, პატ­რი­არ­ქი კი - ყვე­ლა­ზე ავ­ტო­ტი­რე­ტულ ფი­გუ­რად, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში ის მძი­მედ ავად­მყო­ფობს. სწო­რედ ამი­ტომ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი უფრო და უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ შიდა სა­ეკ­ლე­სიო კრი­ზი­სი და ჯგუ­ფებს შო­რის ბრძო­ლა მწვა­ვე ფა­ზა­ში გა­და­დის", - წერს იგი­ვე გა­მო­ცე­მა.

Aif.ru-ს (Аргументы и Факты) ცნო­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში ბოლო წლებ­ში მე­სა­მე სკან­და­ლი მოხ­და. 2018 წლის და­სა­წყის­ში დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ცი­ა­ნი­დის გამო და­ი­ჭი­რეს, რო­მე­ლიც მას, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ა­ში მიჰ­ქონ­და, სა­დაც სამ­კურ­ნა­ლოდ ქარ­თვე­ლი პატ­რი­არ­ქი ილია II იმ­ყო­ფე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის გა­ა­სა­მარ­თლეს და და­ა­პა­ტიმ­რეს.

"ამას მოჰ­ყვა მე­უ­ფე ია­კო­ბის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, "პატ­რი­არ­ქის მო­შო­რე­ბა­ზე", რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი, მუ­ე­ფე პეტ­რე ცა­ა­ვას ბრალ­დე­ბე­ბი. ის წმინ­და სი­ნოდ­ში ერთ-ერთ მთა­ვარ ფი­გუ­რად იყო მი­ჩე­ნუ­ლი და საკ­ლე­სიო სა­კი­თხებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მოქმთა­საც არას­დროს ერი­დე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

Ria.ru-ს ცნო­ბით კი, NDI-ს გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ტარ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის ლი­დე­რობს.

"ქარ­თველ ხალ­ხს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ო­ე­ბა აქვს პატ­რი­არ­ქის მი­მართ. ყო­ველ კვი­რას, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ზღვა ხალ­ხი მი­დის, რათა მის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბას მო­უს­მი­ნოს, ახ­ლო­დან ნა­ხოს და ხელ­ზე შე­ე­ხოს, ეს მათ­თვის დიდი მად­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბაა. პატ­რი­არ­ქი დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ად­გი­ლობ­რივ ოჯა­ხებ­ში ყო­ველ მე­სა­მე შვილს ნათ­ლავს. ყვე­ლა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ცდი­ლობს პატ­რი­არ­ქი მათი შვი­ლის ნათ­ლია გახ­დეს და ამით ოჯახ­ში მად­ლი შე­ი­ტა­ნოს", - წერს გა­მო­ცე­მა.

"ილია II-ს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­რე­ვი ექა­ჩე­ბა" - ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­და­ლებს Независимой газета. რო­გორც გა­მო­ცე­მა ქარ­თულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, "ცოტა ხნის წინ პატ­რი­არ­ქს გა­დად­გო­მას აი­ძუ­ლებ­დნენ, რაც თა­ვად პატ­რი­არ­ქმა უარ­ყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და გა­მო­იკ­ვე­თე­ბა თუ არა, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რის ინ­ტე­რე­სი".

რუსი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ორი ქვეყ­ნის ერ­თმა­ნე­თის­გან სულ უფრო და­შო­რე­ბას ცხად­ყოფს.

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ თე­მა­ზე ასე ღიად ისა­უბ­რებ­დნენ, მით უფრო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე. აი, ეს მო­გი­ტა­ნათ ევ­რო­პამ"

"იქ პრო­ევ­რო­პე­ლე­ბის მთე­ლი ბან­დაა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას კაც­მა არ იცის, საით ექა­ჩე­ბა"

"ამ ყვე­ლაფ­რის უკან პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრე­სე­ბი დგას. ერ­მაც და ბერ­მაც ერ­თმა­ნე­თის­თვის ათას­ნა­ი­რი სი­ბინ­ძუ­რის დაბ­რა­ლე­ბა და­ი­წყეს, ისე, რო­გორც ეს ამე­რი­კულ სე­ნატ­ში ხდე­ბა", - წე­რენ რუ­სე­ბი გა­მო­ცე­მა vz.ru-ს (ВЗГЛЯД) მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
129

მართლაც ეგაა ევროპა

ქრისტიანი
7

ევროპა რა შუაშია იქ ნაწილი კათოლიკები არიან,რომლებსაც რომის პაპი ყავთ და მთელი მსოფლიო ემორჩილება ხოლო ნაწილი პროტესტანტები რომლებიც წმინდანად მხოლოდ იესო ქრიტეს აღიარებენ.მართმადიდებლებისგან განსხვავებით ევროპაში რელიგია პოლიტიკისგან შორსაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განვითარებულ სკანდალურ პროცესებს რუსული მედია ეხმაურება. სინოდის სხდომის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე არაერთი რუსული ინტერნეტ-გამოცემა წერს.

"86 წლის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, 49 წლის მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, საშინელ ცოდვაში დაადანაშაულა და, რაც მთავარია, ამდენი დღის მერეც უკან არ იხევს. მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, პატრიარქის მიმართ გაკეთებული უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, მონასტერში გაამწესეს.

საქართველოს საპატრიარქოში სკანდალი რამდენიმე დღით ადრე დიწყო, როდესაც კიდევ ერთი მეუფის, იაკობ იაკობიშვილის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნები საეკლესიო გადატრიალების ორგანიზებას გეგმავდნენ, მათ შორის იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ასევე მომქედი პრემიერი, გიორგი გახარია. სასულიერო პირის თქმით, პირველ პირებს 86 წლის პატრიარქის შეცვლა სურდათ. გეგმის განსახორციელებლად, რამდენიმე ვერსია, მათ შორის პატრიარქის მკვლელობა განიხილებოდა. თუმცა, მოგვიანებით, მეუფე იაკობმა თავისი სიტყვები მოინანია.

პრემიერმა გახარიამ სასულიერო პირის განცხადებას ქართულ ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა უწოდა", - წერს Currenttime.tv, რომლის ცნობითაც, "საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საპატრიარქოს შორის ღია კონფლიქტი არ არსებობს, თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩმევს, რომ სასულიერო პირის განცხადებით პროკუატურა უნდა დაინტერესდეს".

"არაერთი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ეკლესია ყველაზე გავლენიან ინსტიტუტად მიიჩნევა, პატრიარქი კი - ყველაზე ავტოტირეტულ ფიგურად, თუმცა ბოლო წლებში ის მძიმედ ავადმყოფობს. სწორედ ამიტომ ანალიტიკოსები უფრო და უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ შიდა საეკლესიო კრიზისი და ჯგუფებს შორის ბრძოლა მწვავე ფაზაში გადადის", - წერს იგივე გამოცემა.

Aif.ru-ს (Аргументы и Факты) ცნობით კი, საქართველოს საპატრიარქოში ბოლო წლებში მესამე სკანდალი მოხდა. 2018 წლის დასაწყისში დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში ციანიდის გამო დაიჭირეს, რომელიც მას, არსებული ინფორმაციით, გერმანიაში მიჰქონდა, სადაც სამკურნალოდ ქართველი პატრიარქი ილია II იმყოფებოდა. მოგვიანებით, ის გაასამართლეს და დააპატიმრეს.

"ამას მოჰყვა მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება, "პატრიარქის მოშორებაზე", რამდენიმე დღის შემდეგ კი, მუეფე პეტრე ცაავას ბრალდებები. ის წმინდა სინოდში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იყო მიჩენული და საკლესიო საკითხებში განსხვავებული აზრის გამოქმთასაც არასდროს ერიდებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

Ria.ru-ს ცნობით კი, NDI-ს გამოკითხვის შედეგებით, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლიდერობს.

"ქართველ ხალხს განსაკუთრებული დამოკიდებუოება აქვს პატრიარქის მიმართ. ყოველ კვირას, სამების საკათედრო ტაძარში ზღვა ხალხი მიდის, რათა მის საკვირაო ქადაგებას მოუსმინოს, ახლოდან ნახოს და ხელზე შეეხოს, ეს მათთვის დიდი მადლი და ბედნიერებაა. პატრიარქი დღესასწაულებზე ადგილობრივ ოჯახებში ყოველ მესამე შვილს ნათლავს. ყველა მრავალშვილიანი ოჯახი ცდილობს პატრიარქი მათი შვილის ნათლია გახდეს და ამით ოჯახში მადლი შეიტანოს", - წერს გამოცემა.

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ექაჩება" - ამ სათაურით ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ სკანდალებს Независимой газета. როგორც გამოცემა ქართულ მედიაზე დაყრდნობით წერს, "ცოტა ხნის წინ პატრიარქს გადადგომას აიძულებდნენ, რაც თავად პატრიარქმა უარყო. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და გამოიკვეთება თუ არა, რომელიმე პოლიტიკური მხარის ინტერესი".

რუსი ინტერნეტ-მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში განვითარებული პროცესები ორი ქვეყნის ერთმანეთისგან სულ უფრო დაშორებას ცხადყოფს.

"რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში ამ თემაზე ასე ღიად ისაუბრებდნენ, მით უფრო სასულიერო პირებზე. აი, ეს მოგიტანათ ევროპამ"

"იქ პროევროპელების მთელი ბანდაა, რომელიც ქვეყანას კაცმა არ იცის, საით ექაჩება"

"ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ინტრესები დგას. ერმაც და ბერმაც ერთმანეთისთვის ათასნაირი სიბინძურის დაბრალება დაიწყეს, ისე, როგორც ეს ამერიკულ სენატში ხდება", - წერენ რუსები გამოცემა vz.ru-ს (ВЗГЛЯД) მიერ მომზადებული პუბლიკაციის კომენტარებში.

ხალხით გადაჭედილი სანაპიროები და პარკები - რა ხდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც COVID-19-ს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ - როგორ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდსიტუაცია

ფაშინიანი კორონავირუსს და სარგსიანის დროინდელ მაფიოზებს ერთდროულად ებრძვის - რას ყვებიან სომხები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე