სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები  ერთმანეთს საბაგიროებით დაუკავშირდება
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები  ერთმანეთს საბაგიროებით დაუკავშირდება

დე­და­ქა­ლაქ­ში მტკვრის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ებს ერ­თმა­ნეთს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ბა­გი­რო­ე­ბი და­ა­კავ­ში­რებს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ, მაია ბი­თა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ბი­თა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ბა­გი­რო­ე­ბის მო­წყო­ბის კუ­თხით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჯგუ­ფის მიერ მე­რი­ის­თვის ჯამ­ში, 120 მარ­შრუტ­ზე მე­ტია შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა იკ­ვე­თე­ბა.

მე­რის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ მარ­შრუ­ტებს შო­რის, სა­დაც შე­საძ­ლოა, სა­ბა­გი­რო­ე­ბი გა­კეთ­დეს, მო­ი­აზ­რე­ბა თემ­ქი­დან თბი­ლი­სის ზღვის მი­მარ­თუ­ლე­ბა, ასე­ვე სა­ბა­გი­როს გა­კე­თე­ბა და­გეგ­მი­ლია სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად და ძველ თბი­ლის­ში.

„კუს ტბის სა­ბა­გი­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც გა­მორ­თუ­ლი იყო ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, ჩვენ გვყავს უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 4 თვე­ში და­ას­რუ­ლებს სა­მუ­შა­ო­ებს. ეს იყო გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოს­წორ­დე­ბა და სე­ზონს ეს სა­ბა­გი­რო გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ სა­ბა­გი­რო­ებს, რო­მელ­ზეც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა კვლე­ვა შე­უკ­ვე­თა, უკვე გვაქვს კარ­გი შე­დე­გე­ბი და სა­ბო­ლოო კვლე­ვა ჩაგ­ვბარ­დე­ბა ნო­ემ­ბრის ბო­ლოს. თუმ­ცა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვაქვს სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ფუძ­ვლად და­ე­დე­ბა თბი­ლის­ში ახა­ლი სა­ბა­გი­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს არ არის ერთჯე­რა­დი ქმე­დე­ბა, ერთი სა­ბა­გი­როს­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი კვლე­ვა, ეს არის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს და­კავ­ში­რე­ბის ახა­ლი სქე­მა სა­ბა­გი­რო­ე­ბით, რო­მე­ლიც ვე­ცა­დეთ მკვლე­ვა­რებ­თან ერ­თად შეგ­ვედ­გი­ნა ისე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ახა­ლი სა­ბა­გი­რო ქსე­ლი რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბით.

წი­ნას­წარ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ იკ­ვე­თე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სქე­მე­ბი თემ­ქი­დან თბი­ლი­სის ზღვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად. გარ­და ამი­სა, გან­ვი­ხი­ლავთ ძველ თბი­ლის­თან სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბით ან პო­ტენ­ცი­უ­რი სა­ბა­გი­რო­ე­ბით და­კავ­ში­რე­ბა­საც. ეს არის უნი­კა­ლუ­რი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტანს გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის სა­ბა­გი­რო­ე­ბის ქსელ­ში. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დიდ პო­ტენ­ცი­ა­ლად შე­იძ­ლე­ბა აღ­ვიქ­ვათ ის სა­ბა­გი­რო­თა ქსე­ლი, რო­მე­ლიც სულ მალე ჩა­ბარ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს“, - გა­ნა­ცხა­და ბი­თა­ძემ.

რო­გორც მე­რის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, კვლე­ვის სა­ბო­ლოო შე­დე­გი დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით, ორ კვი­რა­ში ექ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
24
კარგია :)
123
45
ძალიან მაგარი სიახლეა!
ავტორი:

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები  ერთმანეთს საბაგიროებით დაუკავშირდება

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები  ერთმანეთს საბაგიროებით დაუკავშირდება

დედაქალაქში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთს, სავარაუდოდ, საბაგიროები დააკავშირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა.

ბითაძის განმარტებით, საბაგიროების მოწყობის კუთხით, სპეციალისტების ჯგუფის მიერ მერიისთვის ჯამში, 120 მარშრუტზე მეტია შეთავაზებული, საიდანაც რამდენიმე ძირითადი მიმართულება იკვეთება.

მერის მოადგილის ინფორმაციით, იმ მარშრუტებს შორის, სადაც შესაძლოა, საბაგიროები გაკეთდეს, მოიაზრება თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულება, ასევე საბაგიროს გაკეთება დაგეგმილია სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად და ძველ თბილისში.

„კუს ტბის საბაგიროსთან დაკავშირებით, რომელიც გამორთული იყო ტექნიკური მიზეზების გამო, ჩვენ გვყავს უკვე გამარჯვებული, რომელიც 4 თვეში დაასრულებს სამუშაოებს. ეს იყო გეგმური ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ხარვეზი, რომელიც უახლოეს მომავალში გამოსწორდება და სეზონს ეს საბაგირო გამართული შეხვდება. რაც შეეხება დანარჩენ საბაგიროებს, რომელზეც მუნიციპალიტეტმა კვლევა შეუკვეთა, უკვე გვაქვს კარგი შედეგები და საბოლოო კვლევა ჩაგვბარდება ნოემბრის ბოლოს. თუმცა იდენტიფიცირებული გვაქვს სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საბოლოო ჯამში, საფუძვლად დაედება თბილისში ახალი საბაგიროების განვითარებას. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ერთი საბაგიროსთვის გაკეთებული კვლევა, ეს არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დაკავშირების ახალი სქემა საბაგიროებით, რომელიც ვეცადეთ მკვლევარებთან ერთად შეგვედგინა ისე, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი ყოფილიყო ახალი საბაგირო ქსელი როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ასევე ტურისტული მარშრუტების კოორდინირებით.

წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ძალიან საინტერესო სქემები თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, ასევე სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად. გარდა ამისა, განვიხილავთ ძველ თბილისთან საფეხმავლო ბილიკებით ან პოტენციური საბაგიროებით დაკავშირებასაც. ეს არის უნიკალური კვლევა, რომელიც ცვლილებებს შეიტანს გენერალური გეგმის საბაგიროების ქსელში. ვფიქრობ, ძალიან დიდ პოტენციალად შეიძლება აღვიქვათ ის საბაგიროთა ქსელი, რომელიც სულ მალე ჩაბარდება მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ბითაძემ.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, კვლევის საბოლოო შედეგი დედაქალაქის მთავრობას დაახლოებით, ორ კვირაში ექნება.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო