პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ იარაღებით ყელში გარჭობილიო" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის მიმართ დანაშაულს უდესიანს ედავებიან
"აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ იარაღებით ყელში გარჭობილიო" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის მიმართ დანაშაულს უდესიანს ედავებიან

იზ­ნეს­მე­ნი ემ­ზარ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, რომ­ლის მი­მარ­თაც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გია უდე­სი­ანს, "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" უდე­სი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის შემ­დეგ, პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ემ­ზარ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი იხ­სე­ნებს, რომ მას­სა და უდე­სი­ანს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ჯერ კი­დევ 2007 წელს და­ი­წყო.

ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, უდე­სი­ა­ნი მას გავ­ლე­ნე­ბით ემუქ­რე­ბო­და და ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სთხოვ­და ქარ­ხა­ნა მის­თვის და­ეთ­მო.

"2007 წელს პარტნი­ორ­თან ერ­თად ავა­შე­ნე ქარ­ხა­ნა და საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვი­წყე, გა­ვუშ­ვი ქარ­ხა­ნა და ამის მერე და­ი­წყო უდე­სი­ა­ნი­სა და მისი „სას­ტა­ვის“ მხრი­დან დევ­ნა. ჩემს უშუ­ა­ლო პარტნი­ორ­თან, ქუ­რას­ბე­დი­ან­თან უფ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­მარ­თვეს. როცა მქონ­და ქარ­ხნის გახ­სნა, პრე­ზენ­ტა­ცია - რეკ­ლა­მა მინ­დო­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მზად ვი­ყა­ვი და ქუ­რას­ბე­დი­ანს და­ვუ­ძა­ხე, რომ ოდე­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი­ყო. უცებ მო­ვიდ­ნენ, 15 წუთ­ში არი­ეს-და­რი­ეს, ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ის კაცი... უდე­სი­ან­მა მი­თხრა, რომ მე ვარო და ამ კაც­თან, ქუ­რას­ბე­დი­ან­თან შენ საქ­მე არ გაქ­ვსო. ეს ჩემი ახ­ლო­ბე­ლია, მო­ა­ტყუე და რათ უნ­დო­და აქ ქარ­ხნის აშე­ნე­ბაო. ამის მერე შენ ქუ­რას­ბე­დი­ან­თან საქ­მე არ გექ­ნე­ბაო, მა­შინ, როცა უშუ­ა­ლოდ მას­თან, ქუ­რას­ბე­დი­ან­თან მქონ­და მო­რი­გე­ბის ამ­ბა­ვი და ჩემი პარტნი­ო­რი იყო. 51 პრო­ცენ­ტი ჩემი და გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბი მას უნდა ჩა­ე­დო. ჩემს პარტნი­ორს ვუ­თხა­რი, რა ხდე­ბა - მეთ­ქი, ვინ არის ეს ხალ­ხი? აღარ და­მა­ნე­ბეს ქუ­რას­ბე­დი­ან­თან სა­უ­ბა­რი და მი­თხრეს, აწი ჩემ­თან გექ­ნე­ბა საქ­მეო. წა­ვი­და ლა­პა­რა­კი მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ამ­ბე­ბი... აგიყ­ვან "ვერ­ტა­ლი­ო­ტე­ბით" და გა­გაფ­რენ, ია­რა­ღე­ბით ყელ­ში გარ­ჭო­ბი­ლი, ამას უშუ­ა­ლოდ უდე­სი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბო­და. წა­მოხ­ვალ თბი­ლის­ში და იქ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი, რო­გორც სა­ჭი­რო არი­სო, ამ დროს ცა­გერ­ში ვი­ყა­ვით, სა­დაც ქარ­ხა­ნა იყო. მერე წა­ვიდ­ნენ თბი­ლის­ში და იქი­დან და­ი­წყეს შუღ­ლი და დევ­ნა. მეც სი­მარ­თლე გი­თხრათ, აღარ და­ვინ­ტე­რეს­დი, გა­ვუ­ბე­რე ჩე­მე­ბუ­რად, შენ ვინ ხარ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს- მეთ­ქი და არც ერთს არ და­ვე­კონ­ტაქ­ტე. მერე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვე­მა­ლე­ბო­დი ამათ", - აცხა­დებს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ბო­ლო­ოდ 2009 წელს მა­ინც შეძ­ლეს მისი პოვ­ნა და იძუ­ლე­ბით ქარ­ხნის წი­ლე­ბი სხვა­ზე გა­და­ა­ფორ­მე­ბი­ნეს, რაც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შიც არის ნათ­ქვა­მი.

"მერე 2009 წელს, თბი­ლის­ში, აფ­თი­აქ­ში და­მი­ჭი­რეს, გა­და­მიგ­რი­ხეს ხე­ლე­ბი და წა­მო­მიყ­ვა­ნეს, გა­მიყ­ვა­ნეს ვაშ­ლი­ჯვარ­ში, მერე ქუ­თა­ის­ში ჩა­მიყ­ვა­ნეს. მე­ო­რე დღეს გა­და­მა­ფორ­მე­ბი­ნეს, გა­და­ვუ­ფორ­მე რაა...იყო იძუ­ლე­ბე­ბი და ია­რა­ღის მუ­ქა­რა, მთე­ლი ამ­ბე­ბი. გა­და­მა­ფორ­მე­ბი­ნეს ვინ­მე მალ­ხაზ ცარ­ცი­ძე­ზე, შემ­დეგ ცარ­ცი­ძის­გან ერთი თვის შემ­დეგ, ანუ 9 ნო­ემ­რი­დან 15 დე­კემ­ბერს, უკვე ისევ იმ ქუ­რას­ბე­დი­ა­ნის ძმა­ზე გა­და­მა­ფორ­მე­ბი­ნეს. რა­ტომ, ეს გა­უ­გე­ბა­რია.

დღეს რო­გორც იქნა გა­და­წყდა, რომ გა­და­ე­ცეს სა­სა­მარ­თლოს ეს საქ­მე ალ­ბათ, და­ნარ­ჩე­ნი გა­ირ­კვე­ვა. დაგ­ვი­ან­და, რა თქმა უნდა, ბევ­რი რამ არ ჩანს, მა­შინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. მა­ინც არის იმ­დე­ნი რამ, რომ გა­მოჩ­ნდეს, რამ­დენ სი­ყალ­ბეს და ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი" - აცხა­დებს ემ­ზარ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
6
ერთი ბანდა ხართ!
ეწრ
148
ეს ემზარ ლიპარტელიანი აქამდე რომ არ ჩანდა და ახლა რომ ამოტივტივდა, (ყველამ ვიცით რაც ტივტივებს წყალზე) ამხელა ქარხანა თუ ქონდა აშენებული ცაგერში, მერე აურთქლდა თუ რა? ეჭვი მაქვს როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, სხვაგვარად დაიწყებს წიკწიკს "ბიზნესმენი" ემზარ ლიპარტელიანი, აზრზე ხარ? ოდესებიდან ყავდა ხალხი ჩამოყვანილი :) ოდესიდან!! :) :)
ავტორი:

"აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ იარაღებით ყელში გარჭობილიო" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის მიმართ დანაშაულს უდესიანს ედავებიან

"აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ იარაღებით ყელში გარჭობილიო" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის მიმართ დანაშაულს უდესიანს ედავებიან

იზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი, რომლის მიმართაც დანაშაულის ჩადენას ედავება გენერალური პროკურატურა გია უდესიანს, "ინტერპრესნიუსთან" უდესიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს. დაზარალებული ბიზნესმენი ემზარ ლიპარტელიანი იხსენებს, რომ მასსა და უდესიანს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო.

ბიზნესმენის თქმით, უდესიანი მას გავლენებით ემუქრებოდა და იარაღის გამოყენებით სთხოვდა ქარხანა მისთვის დაეთმო.

"2007 წელს პარტნიორთან ერთად ავაშენე ქარხანა და საქმიანობა დავიწყე, გავუშვი ქარხანა და ამის მერე დაიწყო უდესიანისა და მისი „სასტავის“ მხრიდან დევნა. ჩემს უშუალო პარტნიორთან, ქურასბედიანთან უფლებები ჩამომართვეს. როცა მქონდა ქარხნის გახსნა, პრეზენტაცია - რეკლამა მინდოდა გამეკეთებინა, მზად ვიყავი და ქურასბედიანს დავუძახე, რომ ოდესიდან ჩამოსულიყო. უცებ მოვიდნენ, 15 წუთში არიეს-დარიეს, ჩამოიყვანეს ის კაცი... უდესიანმა მითხრა, რომ მე ვარო და ამ კაცთან, ქურასბედიანთან შენ საქმე არ გაქვსო. ეს ჩემი ახლობელია, მოატყუე და რათ უნდოდა აქ ქარხნის აშენებაო. ამის მერე შენ ქურასბედიანთან საქმე არ გექნებაო, მაშინ, როცა უშუალოდ მასთან, ქურასბედიანთან მქონდა მორიგების ამბავი და ჩემი პარტნიორი იყო. 51 პროცენტი ჩემი და გარკვეული თანხები მას უნდა ჩაედო. ჩემს პარტნიორს ვუთხარი, რა ხდება - მეთქი, ვინ არის ეს ხალხი? აღარ დამანებეს ქურასბედიანთან საუბარი და მითხრეს, აწი ჩემთან გექნება საქმეო. წავიდა ლაპარაკი მერაბიშვილი და ამბები... აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ, იარაღებით ყელში გარჭობილი, ამას უშუალოდ უდესიანი მეუბნებოდა. წამოხვალ თბილისში და იქ დაგელაპარაკები, როგორც საჭირო არისო, ამ დროს ცაგერში ვიყავით, სადაც ქარხანა იყო. მერე წავიდნენ თბილისში და იქიდან დაიწყეს შუღლი და დევნა. მეც სიმართლე გითხრათ, აღარ დავინტერესდი, გავუბერე ჩემებურად, შენ ვინ ხარ, არ მაინტერესებს- მეთქი და არც ერთს არ დავეკონტაქტე. მერე ოფიციალურად ვემალებოდი ამათ", - აცხადებს ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, საბოლოოდ 2009 წელს მაინც შეძლეს მისი პოვნა და იძულებით ქარხნის წილები სხვაზე გადააფორმებინეს, რაც გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიც არის ნათქვამი.

"მერე 2009 წელს, თბილისში, აფთიაქში დამიჭირეს, გადამიგრიხეს ხელები და წამომიყვანეს, გამიყვანეს ვაშლიჯვარში, მერე ქუთაისში ჩამიყვანეს. მეორე დღეს გადამაფორმებინეს, გადავუფორმე რაა...იყო იძულებები და იარაღის მუქარა, მთელი ამბები. გადამაფორმებინეს ვინმე მალხაზ ცარციძეზე, შემდეგ ცარციძისგან ერთი თვის შემდეგ, ანუ 9 ნოემრიდან 15 დეკემბერს, უკვე ისევ იმ ქურასბედიანის ძმაზე გადამაფორმებინეს. რატომ, ეს გაუგებარია.

დღეს როგორც იქნა გადაწყდა, რომ გადაეცეს სასამართლოს ეს საქმე ალბათ, დანარჩენი გაირკვევა. დაგვიანდა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ ჩანს, მაშინდელი სიტუაციები. მაინც არის იმდენი რამ, რომ გამოჩნდეს, რამდენ სიყალბეს და ძალადობას ჰქონდა ადგილი" - აცხადებს ემზარ ლიპარტელიანი.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს  საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ - შსს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ძიება, შესაძლოა, შეწყდეს - რა ეტაპზეა გამოძიება და რას ამბობს ოჯახი

16 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით 3 პირი დააკავეს