მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენ გია უდესიანს ახალი ბრალი წარედგინა - რა განცხადება გაკთდა გენერალურ პროკურატურაში
ბიზნესმენ გია უდესიანს ახალი ბრალი წარედგინა - რა განცხადება გაკთდა გენერალურ პროკურატურაში

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და სა­მე­წარ­მეო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წი­ლე­ბის გა­მო­ძალ­ვის, ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტებ­ზე გია უდე­სი­ა­ნის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ დღეს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, დევ­ნა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა’’ და "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და 24, 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა’’ ქვე­პუნ­ქტით.

ასე­ვე, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო გა­მო­ძალ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ზაზა გუ­გა­ვას მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა’’ და "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით.

„საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2009 წლის 9 ნო­ემ­ბერს, გ.უ.-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით, ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა, ბიზ­ნეს­მე­ნი ე.ლ. ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და მუ­ქა­რით მო­ი­ტა­ცეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი აფ­თი­ა­ქი­დან, იძუ­ლე­ბით მო­ა­თავ­სეს იქვე მყოფ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა და მი­სი­ვე ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, გა­და­იყ­ვა­ნეს „ზა­ჰეს­ში“ მდე­ბა­რე სა­ბა­ჟო ტერ­მი­ნალ­ში, სა­დაც გ.უ. და ზ.გ. ია­რა­ღის მუ­ქა­რი­თა და სხვა უკა­ნო­ნო ზე­მოქ­მე­დე­ბით მო­ი­თხოვ­დნენ მის­გან ქო­ნე­ბის დათ­მო­ბას მათ­თვის სა­სურ­ველ პირ­ზე გა­და­ფორ­მე­ბის გზით. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, გ.უ.-მ ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თილ ე.ლ-ს. მას­ვე გა­ნუ­ცხა­და, რომ იყო იმ­ჟა­მინ­დელ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი და უკან არა­ფერ­ზე და­ი­ხევ­და. მუ­ქა­რის­თვის მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის მი­სა­ცე­მად, ად­გილ­ზე მი­იყ­ვა­ნეს შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დ.ტ., წა­რუდ­გი­ნეს შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და მისი თან­დას­წრე­ბით მო­ი­თხოვ­დნენ ქო­ნე­ბის გა­და­ფორ­მე­ბას, რის­თვი­საც ად­გილ­ზე ასე­ვე მი­იყ­ვა­ნეს ნო­ტა­რი­უ­სი.

გ.უ.-ს და ზ.გ-ს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, ე.ლ-მ შპს "ბარ­დნა­ლა­ში’’ მისი კუთ­ვნი­ლი 30%-იანი წილი (ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით 10280 ლარი) და მის პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი, ცა­გე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩქუმ­ში მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვე­თი, (ფარ­თო­ბით 3998 კვ.მ) მას­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბით (ღი­რე­ბუ­ლე­ბით 7000 ლარი), გა­და­ა­ფორ­მა მო­ქა­ლა­ქე მ.ც.-ზე, ისე, რომ სა­ნაც­ვლოდ თან­ხა არ მი­უ­ღია.

იმის გამო, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრში კვლავ ე.ლ.-ს სა­ხელ­ზე იყო აღ­რი­ცხუ­ლი, 2009 წლის 15 დე­კემ­ბერს კვლავ და­უ­კავ­შირ­და ზ.გ. და აი­ძუ­ლა ერთხელ უკვე მ.ც.-ზე გა­ყი­დუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რ.ქ-ზე მი­ყიდ­ვა. ე.ლ.-მ ეს მო­თხოვ­ნაც შე­ას­რუ­ლა და ამ­ჯე­რად რ.ქ-ს მიჰ­ყი­და ცა­გე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩქუმ­ში მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვე­თი, (ფარ­თო­ბით 3998 კვ.მ) მას­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბით ისე რომ, რო­გორც 11 ნო­ემ­ბრის შემ­თხვე­ვა­ში, თან­ხა არ მი­უ­ღია“,-აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ზ.გ.-ს უშუ­ა­ლოდ წა­რედ­გი­ნე­ბა ბრალ­დე­ბა, ხოლო გ.უ.-ს მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა გა­საც­ნო­ბად წა­რედ­გი­ნე­ბა მის ად­ვო­კატს, რად­გან გ.უ. თა­ვად იმ­ყო­ფე­ბა ძებ­ნა­ში. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­და­ში მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
/SS
2
ნეტავი როინდელი ამბავია?? ნაცების დროინდელი?? ტუ ეხლაც აგრძელებენ იგივეს?
grisha
2
აი პროფესიონალიზმი და მონდომება რას ნიშნავს ათი ,ოცი და ოცდაათი წლის წინ ჩადებილი დანაშაულებიც არ რჩება გამოუძიებელი.
ავტორი:

ბიზნესმენ გია უდესიანს ახალი ბრალი წარედგინა - რა განცხადება გაკთდა გენერალურ პროკურატურაში

ბიზნესმენ გია უდესიანს ახალი ბრალი წარედგინა - რა განცხადება გაკთდა გენერალურ პროკურატურაში

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ დღეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 9 ნოემბერს, გ.უ.-ს ორგანიზებით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, ბიზნესმენი ე.ლ. ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან, იძულებით მოათავსეს იქვე მყოფ ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში, სადაც გ.უ. და ზ.გ. იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მოითხოვდნენ მისგან ქონების დათმობას მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, გ.უ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პრაქტიკულად თავისუფლებააღკვეთილ ე.ლ-ს. მასვე განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მუქარისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მაღალჩინოსანი დ.ტ., წარუდგინეს შს მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას, რისთვისაც ადგილზე ასევე მიიყვანეს ნოტარიუსი.

გ.უ.-ს და ზ.გ-ს დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, ე.ლ-მ შპს ,,ბარდნალაში’’ მისი კუთვნილი 30%-იანი წილი (ნომინალური ღირებულებით 10280 ლარი) და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, (ფართობით 3998 კვ.მ) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ღირებულებით 7000 ლარი), გადააფორმა მოქალაქე მ.ც.-ზე, ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.

იმის გამო, რომ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში კვლავ ე.ლ.-ს სახელზე იყო აღრიცხული, 2009 წლის 15 დეკემბერს კვლავ დაუკავშირდა ზ.გ. და აიძულა ერთხელ უკვე მ.ც.-ზე გაყიდული უძრავი ქონების რ.ქ-ზე მიყიდვა. ე.ლ.-მ ეს მოთხოვნაც შეასრულა და ამჯერად რ.ქ-ს მიჰყიდა ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, (ფართობით 3998 კვ.მ) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ისე რომ, როგორც 11 ნოემბრის შემთხვევაში, თანხა არ მიუღია“,-აცხადებენ პროკურატურაში.

დღეს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ზ.გ.-ს უშუალოდ წარედგინება ბრალდება, ხოლო გ.უ.-ს მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება გასაცნობად წარედგინება მის ადვოკატს, რადგან გ.უ. თავად იმყოფება ძებნაში. საგამოძიებო უწყება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ძიება, შესაძლოა, შეწყდეს - რა ეტაპზეა გამოძიება და რას ამბობს ოჯახი

16 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

"აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ იარაღებით ყელში გარჭობილიო" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის მიმართ დანაშაულს უდესიანს ედავებიან