სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო?" - სინოდის სკანდალური სხდომის დეტალები
"პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო?" - სინოდის სკანდალური სხდომის დეტალები

ბოლო ხა­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკლ­ესია არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე. თუმ­ცა, 31 ოქ­ტომ­ბერს წმინ­და სი­ნო­დის შეკ­რე­ბა­ზე მომ­ხდარ­მა ფაქ­ტმა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ოგ­ნა. "კვი­რის პა­ლიტ­რას" მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თი­ა­ნე­თი­სა და ფშავ-ხევ­სუ­რე­თის­ ეპის­კო­პო­სი მე­უ­ფე მი­ქა­ე­ლი (გაბ­რი­ჭი­ძე) ­ესა­უბ­რა, გთვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე სამი სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და: დე­კა­ნოზ გი­ორ­გი­ მა­მა­ლა­ძის შე­წყა­ლე­ბა, მე­უ­ფე ია­კო­ბის გამ­ო­სვლა და ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თე­ლი ეპის­კო­პო­სის თემა, რო­მელ­ზეც მე­უ­ფე იო­ა­ნე გამ­რე­კე­ლი დამ­ტკიც­და... სხდო­მის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მე­უ­ფე ია­კობ­მა გულ­წრფე­ლი­ სი­ნა­ნუ­ლით ითხო­ვა შენ­დო­ბა და პა­ტი­ე­ბა­ რო­გორც ჩვენ­გან, ასე­ვე პატ­რი­არ­ქი­სა და ერის­გან...

- შენ­დო­ბა სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლის გამო ითხო­ვა თუ სა­უბ­რის ში­ნა­არ­სის?

- მან ასე თქვა: "თუ ჩემს სა­უ­ბარს გა­და­ვა­მე­ტე თქვე­ნი, ერი­სა და პატ­რი­არ­ქის­ მი­მართ, მზად ვარ, სინო­დისა და პატ­რი­არ­ქის წი­ნა­შე მო­ვი­ხა­დო ის სას­ჯე­ლი, რა­საც­ და­მა­ვა­ლებ­თო..."

ჩვენ მისი გა­მოს­ვლი­სა და, ზო­გა­დად, თე­მის გან­ხილ­ვა არ დაგ­ვი­წყია. როცა ადა­მი­ა­ნი თა­ვის საქ­ცი­ელს ინა­ნი­ებს, მის გა­მო­ძი­ე­ბა­სა და გან­ქი­ქე­ბას არ ვი­წყებთ.

რა უფ­ლე­ბა გვაქვს, არ შე­ვუნ­დოთ, პრო­კუ­რა­ტუ­რა ხომ არ ვართ?! ჯვარ­ცმულ­მა­ ავა­ზაკ­მა, რო­მე­ლიც მა­ცხოვ­რის მარ­ჯვნივ იყო, შენ­დო­ბა ითხო­ვა სი­ნა­ნუ­ლით და იმ დღეს­ვე უფალ­თან ერ­თად მოხ­ვდა სა­სუ­ფე­ველ­ში, რად­გან თა­ვად უფა­ლი ბრძა­ნებს, დღეს შენ ჩემ თანა იყა­ვო...რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­სა და და­ნა­შა­ულს ხე­დავს, შენ­დო­ბა ყვე­ლა­ზე ღვთის­ნი­ე­რი საქ­ცი­ე­ლია...

ამის შემ­დეგ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სა­კი­თხზე გა­და­ვე­დით. სა­უბ­რის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, მისი შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ მიგ­ვე­მარ­თა პრე­ზიდ­ენ­ტის­თვის... ეკ­ლე­სია ამ საქ­მე­ში ყო­ველ­თვის იყო ჩარ­თუ­ლი და ასეც იქ­ნე­ბა. მა­ნამ­დე ჩვენ მის­მა ოჯახ­მაც მოგ­ვმარ­თა, პრე­ზი­დენტ­ის­თვის დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძის შე­წყა­ლე­ბა გვე­თხო­ვა...

მე­უ­ფე­ე­ბი მა­ნამ­დეც ვამ­ბობ­დით, შე­ე­წყა­ლე­ბი­ნათ ის და შუ­ამ­დგომლ­ობას ვი­თხოვ­დით, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე არ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ... არა­ერ­თხელ შეგ­ვი­წყა­ლე­ბია და გვი­პა­ტი­ე­ბია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შეც­დო­მე­ბი და მა­საც ვა­პა­ტი­ებ­დით...

- რაც შე­ე­ხე­ბა მე­უ­ფე პეტ­რეს... რა გახ­და მისი ასე­თი გა­ღი­ზი­ანე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი?

- ეს გან­წყო­ბა მე­უ­ფე პეტ­რეს მხო­ლოდ იმ დღეს არ შეჰ­ქმნია. სი­ნო­დის წინა შეკ­რე­ბებ­ზეც არა­ერ­თხელ ვურ­ჩი­ეთ­, ცოტა კო­რექ­ტუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სი­ნოდ­ში უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, გა­რეთ არ გა­ე­ტა­ნა. ერთხე­ლაც არ შე­ის­მი­ნა ჩვე­ნი რჩე­ვა და თხოვ­ნა. სი­ნო­დის სხდო­მა­ზე თავ­სა და ემო­ცი­ებს აშ­კა­რად ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებ­და, პატ­რი­არ­ქს ხმა­მაღ­ლა­ ელა­პა­რა­კე­ბო­და, რა­მაც ჩვენც დაგ­ვაბ­ნია. მე­უ­ფე პეტ­რეს­ ეტყო­ბო­და, რომ სუ­ლი­ე­რად მძი­მედ გახ­ლდათ - გან­კი­თხვებ­ში იყო, რაც ადა­მი­ანს დას­ცემს, გა­მო­ფი­ტავს და გა­მო­აშ­რობს. გან­კი­თხვა რომ და­ვი­წყოთ და არ მო­ვი­ნა­ნი­ოთ, ყვე­ლას ასე დაგ­ვე­მარ­თე­ბა, შე­იძ­ლე­ბა უა­რე­სა­დაც... მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო, რაც წმინ­და სი­ნო­დის შეკ­რე­ბა­ზე ხდე­ბო­და და ყვე­ლამ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
MAN IN BLACK
36
შეუარაცხყოფას ნუ აყენებთ პეტრე მოციქულს. არავითარი მეუფე პეტრე არ არსებობს! არის მხოლოდ იუდა ცაავა!!!!!!!!
lole
27
ვინ რას იტყვის სინოდის სხდომაზე,ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა ზედმიწევნით კარგად იცის,რომ ვინ არის კგბ-ს აგენტი "ივერიელი"
ავტორი:

"პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო?" - სინოდის სკანდალური სხდომის დეტალები

"პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო?" - სინოდის სკანდალური სხდომის დეტალები

ბოლო ხანებში საქართველოს ეკლესია არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე. თუმცა, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის შეკრებაზე მომხდარმა ფაქტმა ქართველი საზოგადოება გააოგნა. "კვირის პალიტრას" მიმდინარე პროცესებზე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე) ესაუბრა, გთვაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- წმინდა სინოდის სხდომაზე სამი საკითხი განიხილებოდა: დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება, მეუფე იაკობის გამოსვლა და ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის თემა, რომელზეც მეუფე იოანე გამრეკელი დამტკიცდა... სხდომის დაწყებისთანავე მეუფე იაკობმა გულწრფელი სინანულით ითხოვა შენდობა და პატიება როგორც ჩვენგან, ასევე პატრიარქისა და ერისგან...

- შენდობა საჯაროდ გამოსვლის გამო ითხოვა თუ საუბრის შინაარსის?

- მან ასე თქვა: "თუ ჩემს საუბარს გადავამეტე თქვენი, ერისა და პატრიარქის მიმართ, მზად ვარ, სინოდისა და პატრიარქის წინაშე მოვიხადო ის სასჯელი, რასაც დამავალებთო..."

ჩვენ მისი გამოსვლისა და, ზოგადად, თემის განხილვა არ დაგვიწყია. როცა ადამიანი თავის საქციელს ინანიებს, მის გამოძიებასა და განქიქებას არ ვიწყებთ.

რა უფლება გვაქვს, არ შევუნდოთ, პროკურატურა ხომ არ ვართ?! ჯვარცმულმა ავაზაკმა, რომელიც მაცხოვრის მარჯვნივ იყო, შენდობა ითხოვა სინანულით და იმ დღესვე უფალთან ერთად მოხვდა სასუფეველში, რადგან თავად უფალი ბრძანებს, დღეს შენ ჩემ თანა იყავო...როდესაც ადამიანი საკუთარ თავსა და დანაშაულს ხედავს, შენდობა ყველაზე ღვთისნიერი საქციელია...

ამის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე გადავედით. საუბრის დაწყებისთანავე პატრიარქმა ბრძანა, მისი შეწყალების შესახებ მიგვემართა პრეზიდენტისთვის... ეკლესია ამ საქმეში ყოველთვის იყო ჩართული და ასეც იქნება. მანამდე ჩვენ მისმა ოჯახმაც მოგვმართა, პრეზიდენტისთვის დეკანოზ მამალაძის შეწყალება გვეთხოვა...

მეუფეები მანამდეც ვამბობდით, შეეწყალებინათ ის და შუამდგომლობას ვითხოვდით, მაგრამ პროკურატურამ გამოძიების დასრულებამდე არ ჩათვალა საჭიროდ... არაერთხელ შეგვიწყალებია და გვიპატიებია ადამიანებისთვის შეცდომები და მასაც ვაპატიებდით...

- რაც შეეხება მეუფე პეტრეს... რა გახდა მისი ასეთი გაღიზიანების საფუძველი?

- ეს განწყობა მეუფე პეტრეს მხოლოდ იმ დღეს არ შეჰქმნია. სინოდის წინა შეკრებებზეც არაერთხელ ვურჩიეთ, ცოტა კორექტული ყოფილიყო და საკითხები, რომლებიც მხოლოდ სინოდში უნდა განიხილებოდეს, გარეთ არ გაეტანა. ერთხელაც არ შეისმინა ჩვენი რჩევა და თხოვნა. სინოდის სხდომაზე თავსა და ემოციებს აშკარად ვეღარ აკონტროლებდა, პატრიარქს ხმამაღლა ელაპარაკებოდა, რამაც ჩვენც დაგვაბნია. მეუფე პეტრეს ეტყობოდა, რომ სულიერად მძიმედ გახლდათ - განკითხვებში იყო, რაც ადამიანს დასცემს, გამოფიტავს და გამოაშრობს. განკითხვა რომ დავიწყოთ და არ მოვინანიოთ, ყველას ასე დაგვემართება, შეიძლება უარესადაც... მძიმე სანახავი იყო, რაც წმინდა სინოდის შეკრებაზე ხდებოდა და ყველამ ძალიან განვიცადეთ. წაიკითხეთ სრულად

გამოძიებამ 8 თვეა ვერ დაადგინა 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი - "მეგობარს სწერდა, რა გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და არ აქცევდნენ ყურადღებას"

ტემპერატურა დაიკლებს და გაწვიმდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ბიძინას მონებო, ვირთხებო" - აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ