პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გლანდები" ანუ ქრონიკული ტონზილიტი: როგორ ვებრძოლოთ პრობლემას და როდის არის საჭირო ოპერაცია - მიხეილ ხუჯაძე გირჩევთ
"გლანდები" ანუ ქრონიკული ტონზილიტი: როგორ ვებრძოლოთ პრობლემას და როდის არის საჭირო ოპერაცია - მიხეილ ხუჯაძე გირჩევთ

ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ყე­ლის ტკი­ვი­ლი არა­ერ­თი უფ­რო­სი­სა თუ ბავ­შვის პრობ­ლე­მა ხდე­ბა. მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კი ტონ­ზი­ლი­ტი ანუ ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა. რო­გორც მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ოტო­ლა­რინ­გო­ლო­გი მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძე გან­მარ­ტავს, არ­სე­ბობს ორი ტი­პის - მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტი.

„მწვა­ვე ტონ­ზი­ლიტს ხალ­ხში უფრო ან­გი­ნად იც­ნო­ბენ. მწვა­ვე ტონ­ზი­ლიტს უმე­ტე­სად ვირუ­სე­ბი იწ­ვევს (და­ახ­ლო­ე­ბით 80%), შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად - ბაქ­ტე­რია, A ჯგუ­ფის ბეტა-ჰე­მო­ლი­ზუ­რი სტრეპ­ტო­კო­კი და სხვა სტრეპ­ტო­კო­კე­ბი, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად - მი­კოპ­ლაზ­მა და ქლა­მი­დია,” - გან­მარ­ტავს პრო­ფე­სო­რი ხუ­ჯა­ძე.

რამ­დე­ნად სა­ში­შია მწვა­ვე ტონ­ზი­ლი­ტი და რა გარ­თუ­ლე­ბებ­თა­ნაა ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

მწვა­ვე ტონ­ზი­ლი­ტის სა­ინ­კუ­ბა­ციო პე­რი­ო­დი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­დან 2-4 დღემ­დე გრძელ­დე­ბა. იწყე­ბა მწვა­ვედ, ტემ­პე­რა­ტუ­რის 37,5-39 C-მდე მო­მა­ტე­ბით, შემ­ცივ­ნე­ბით, ზო­გა­დი სი­სუს­ტით, თა­ვის ტკი­ვი­ლით, ყე­ლის ტკი­ვი­ლით, რო­მე­ლიც ყლაპ­ვი­სას ძლი­ერ­დე­ბა. ხში­რად ამ სიმპტო­მებს სახ­სრე­ბი­სა და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლიც ერ­თვის. ბავ­შვე­ბი შე­საძ­ლოა, შე­ა­წუ­ხოს გუ­ლის­რე­ვამ, მუც­ლის ტკი­ვილ­მა, ღე­ბი­ნე­ბამ. გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­ა­ვა­დე­ბის ძი­რი­თა­დი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა ცხე­ლე­ბა, ინ­ტოქ­სი­კა­ცია, ან­თე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი ტონ­ზი­ლებ­ში სწრა­ფად ქრე­ბა. ნორ­მა­ლიზ­დე­ბა სის­ხლის სუ­რა­თიც. ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა 10-12 დღე გაგ­რძელ­დეს.

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ სა­ში­შია არა თა­ვად ან­გი­ნა, არა­მედ მისი შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბი: გუ­ლის მუ­შა­ო­ბის დარ­ღვე­ვა, ტკი­ვი­ლი გუ­ლის არე­ში და გუ­ლის რიტმთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, თირკმე­ლე­ბის, ღვიძ­ლის, სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის, კა­ნის, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, სახ­სრე­ბის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლა. ამ გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა რომ მოხ­დეს, სა­ჭი­როა, დრო­უ­ლად მივ­მარ­თოთ ექიმს და და­ვი­წყოთ მკურ­ნა­ლო­ბა, სა­ნამ ან­გი­ნა სა­შიშ გარ­თუ­ლე­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა. რიგი ფაქ­ტო­რე­ბი გამო, რო­გო­რი­ცაა ორ­გა­ნიზ­მის სი­სუს­ტე, ძლი­ე­რი გა­მომ­წვე­ვი, არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბა, და­ა­ვა­დე­ბის ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბა, თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მწვა­ვე ტონ­ზი­ლი­ტი შე­საძ­ლოა ქრო­ნი­კულ­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

რო­გორ ვლინ­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტი?

ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტი იშ­ვი­ა­თად იწყე­ბა ან­გი­ნის გა­რე­შე. მის გან­ვი­თა­რე­ბას ხში­რად ხელს უწყობს მუდ­მი­ვი აუ­ტო­ინ­ფი­ცი­რე­ბა ინ­ფექ­ცი­ის ქრო­ნი­კუ­ლი კე­რე­ბი­დან (კა­რი­ე­სუ­ლი კბი­ლე­ბი, ცხვირ­სა და მის და­ნა­მატ წი­ა­ღებ­ში მიმ­დი­ნა­რე ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი), ასე­ვე - ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ქსო­ვი­ლო­ვა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი და ზო­გა­დი აუ­ტო­ა­ლერ­გია. ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ხში­რი ან­გი­ნა ანამ­ნეზ­ში. ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის დი­აგ­ნო­ზის დას­მა არ შე­იძ­ლე­ბა გამ­წვა­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში, ვი­ნა­ი­დან ამ დროს ყვე­ლა ფა­რინ­გოს­კო­პუ­რი სიმპტო­მი ასა­ხავს პრო­ცე­სის სიმწვა­ვეს და არა მის ქრო­ნი­კულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. სა­სის ტონ­ზი­ლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბის ობი­ექ­ტუ­რი ნიშ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მწვა­ვე პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ 2-3 კვი­რის შემ­დეგ. ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტი უმე­ტე­სად წე­ლი­წად­ში 2-3-ჯერ მწვავ­დე­ბა, თუმ­ცა არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ან­გი­ნა წე­ლი­წად­ში 5-6-ჯე­რაც კი გან­ვი­თარ­დეს. ზოგ­ჯერ ის შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია - 1-2 ეპი­ზო­დი 3-4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის დროს ჩი­ვი­ლე­ბი, წე­სი­სა­მებრ, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი არ არის. ყვე­ლა­ზე ხში­რად აღი­ნიშ­ნე­ბა ხში­რი ან­გი­ნა ანამ­ნეზ­ში. ავად­მყო­ფი უჩი­ვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნს პი­რი­დან, ყლაპ­ვი­სას ყელ­ში უსი­ა­მოვ­ნო ან უცხო სხე­უ­ლის შეგ­რძნე­ბას, სიმ­შრა­ლეს, ჩხვლე­ტას, თუმ­ცა ეს არა მარ­ტო ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის, არა­მედ სხვა­დას­ხვა ფორ­მის ფა­რინ­გი­ტის სიმპტო­მე­ბიც არის. ხში­რად უჩი­ვი­ან ად­ვი­ლად დაღ­ლას, მო­თენ­თი­ლო­ბას, თა­ვის ტკი­ვილს, შრო­მის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბას, სუბ­ფებ­რი­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რას, სახ­სრე­ბის ტკი­ვილს, გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბას, ტკი­ვილს გუ­ლის არე­ში. ბავ­შვე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ყურ­ში ჩხვლე­ტის ან სუს­ტი გამ­ჭო­ლი ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა, მა­შინ რო­დე­საც ოტოს­კო­პი­უ­რი სუ­რა­თი ნორ­მა­შია.

რო­გორ ხდე­ბა ტონ­ზი­ლი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

ტონ­ზი­ლე­ბის ზო­მას და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მოზ­რდი­ლებ­ში ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის დროს ტონ­ზი­ლე­ბი უმე­ტე­სად მცი­რე ზო­მი­საა. ბავ­შვებს ტონ­ზი­ლე­ბი ხში­რად გა­დი­დე­ბუ­ლი აქვთ, მაგ­რამ ამ ასა­კის­თვის ისე­დაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ხა­ხის ლიმ­ფა­დე­ნო­ი­დუ­რი აპა­რა­ტის ჰი­პერ­პლა­ზია, მათ შო­რის - სა­სის ტონ­ზი­ლე­ბი­საც. ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბის დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით - ბავ­შვებ­ში, ტონ­ზი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ფა­შა­რი იყოს. ტონ­ზი­ლე­ბის ეპი­თე­ლუ­რი სა­ფარ­ვე­ლი­დან ხში­რად ჩანს 1-2 მმ დი­ა­მეტ­რის მოყ­ვი­თა­ლო მრგვა­ლი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი. ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ყუ­რადსა­ღე­ბი ნი­შა­ნია ტონ­ზი­ლე­ბის ლა­კუ­ნებ­ში (თა­ვი­სე­ბურ ჩაღ­რმა­ვე­ბებ­ში) სა­ცო­ბე­ბის სა­ხით არ­სე­ბუ­ლი ჩირ­ქო­ვა­ნი შიგ­თავ­სი, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ უსი­ა­მოვ­ნო სუნი აქვს. ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი ნიშ­ნე­ბი­დან უნდა ვახ­სე­ნოთ რე­გი­ო­ნუ­ლი ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა. ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­დეგ ექიმ­მა უნდა აირ­ჩი­ოს მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა და გან­სა­ზღვროს, რო­დის ოპე­რა­ცი­აა უმ­ჯო­ბე­სი და რო­დის - კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი თე­რა­პია.

რა შემ­თხვე­ვა­ში არის სა­ჭი­რო ტონ­ზი­ლე­ბის ამოკ­ვე­თა?

ტონ­ზი­ლი­ტის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბია გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის დროს, აგ­რეთ­ვე მა­შინ, რო­დე­საც ავად­მყო­ფის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­დავ­დოთ. თუ ავად­მყოფს ადრე არ უმ­კურ­ნა­ლია ან აშ­კა­რაა ტონ­ზი­ლი­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი - ჩირ­ქო­ვა­ნი სა­ცო­ბე­ბი ტონ­ზი­ლებ­ში, პი­რი­დან უსი­ა­მოვ­ნო სუნი. ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის დროს ეფექ­ტუ­რია ფი­ზი­ო­თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი: ულტრაბ­გე­რი­თი თე­რა­პია, ულტრა­ი­ის­ფე­რი დას­ხი­ვე­ბა, ლა­ზე­რო­თე­რა­პია.

კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის უე­ფექ­ტო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტარ­დე­ბა ტონ­ზი­ლექ­ტო­მია.

ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის გა­რე­შე მკურ­ნა­ლო­ბა რა შემ­თხვე­ვა­შია ეფექ­ტუ­რი?

მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტი შე­იძ­ლე­ბა გავ­ზარ­დოთ იმუ­ნო­მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. მე პი­რა­დად ქრო­ნი­კუ­ლი და მწვა­ვე ტონ­ზი­ლი­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ხში­რად ვი­ყე­ნებ „ტონ­ზი­ლოტ­რენს“. ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი წარ­მო­შო­ბის პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხოა ან­გი­ნი­სა და ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის, ადე­ნო­ი­დი­ტის დროს. ის წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც მო­ნო­თე­რა­პი­ა­ში ასე­ვე კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა­ში, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის. არ იწ­ვევს დის­ბაქ­ტე­რი­ოზ­სა და ალერ­გი­ას, ნაჩ­ვე­ნე­ბია სხვა­დას­ხვა ას­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში, წარ­მო­ად­გენს არ­ჩე­ვის პრე­პა­რატს პო­ლი­ვა­ლენ­ტუ­რი ალერ­გი­ი­სას. ას­ტი­მუ­ლი­რებს იმუ­ნი­ტეტს. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის 5 კომ­პო­ნენ­ტი:

· Atropinum sulfuricum – D5 12,5 მგ, ეფექ­ტუ­რია ან­თე­ბის პირ­ველ სტა­დი­ა­ზე,

· Hepar sulfuris – D3 10,0 მგ, მოქ­მე­დებს ან­თე­ბის მე­ო­რე სტა­დი­ა­ზე, ხელს უშ­ლის ჩირ­ქის წარ­მოქ­მნას,

· Кalium bichromicum -D4 50,0 მგ - ეფექ­ტუ­რია ხა­ხის ან­თე­ბი­სას, ამ­ცი­რებს ტონ­ზი­ლე­ბის შე­შუ­პე­ბას,

· Silicea – D2 5,0 მგ- ახა­სი­ა­თებს იმუ­ნო­მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.

· Mercurius bijodatus – D8 25,0 მგ - გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნა­დე­ბე­ბი­სას ან­გი­ნი­სა და ტონ­ზი­ლი­ტის დროს, კა­ზე­ო­ზუ­რი და გა­დი­დე­ბუ­ლი ლიმ­ფუ­რი ჯირ­კვლე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გლანდები" ანუ ქრონიკული ტონზილიტი: როგორ ვებრძოლოთ პრობლემას და როდის არის საჭირო ოპერაცია - მიხეილ ხუჯაძე გირჩევთ

"გლანდები" ანუ ქრონიკული ტონზილიტი: როგორ ვებრძოლოთ პრობლემას და როდის არის საჭირო ოპერაცია - მიხეილ ხუჯაძე გირჩევთ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ყელის ტკივილი არაერთი უფროსისა თუ ბავშვის პრობლემა ხდება. მთავარი გამომწვევი მიზეზი კი ტონზილიტი ანუ ზედა სასუნთქი გზების ფართოდ გავრცელებული ინფექციაა. როგორც მედიცინის დოქტორი, ოტოლარინგოლოგი მიხეილ ხუჯაძე განმარტავს, არსებობს ორი ტიპის - მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი.

„მწვავე ტონზილიტს ხალხში უფრო ანგინად იცნობენ. მწვავე ტონზილიტს უმეტესად ვირუსები იწვევს (დაახლოებით 80%), შედარებით იშვიათად - ბაქტერია, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და სხვა სტრეპტოკოკები, ძალზე იშვიათად - მიკოპლაზმა და ქლამიდია,” - განმარტავს პროფესორი ხუჯაძე.

რამდენად საშიშია მწვავე ტონზილიტი და რა გართულებებთანაა ის დაკავშირებული?

მწვავე ტონზილიტის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 2-4 დღემდე გრძელდება. იწყება მწვავედ, ტემპერატურის 37,5-39 C-მდე მომატებით, შემცივნებით, ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, ყელის ტკივილით, რომელიც ყლაპვისას ძლიერდება. ხშირად ამ სიმპტომებს სახსრებისა და კუნთების ტკივილიც ერთვის. ბავშვები შესაძლოა, შეაწუხოს გულისრევამ, მუცლის ტკივილმა, ღებინებამ. გაურთულებელი მიმდინარეობისას დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები, როგორიცაა ცხელება, ინტოქსიკაცია, ანთებითი ცვლილებები ტონზილებში სწრაფად ქრება. ნორმალიზდება სისხლის სურათიც. ლიმფური კვანძების გადიდება შეიძლება 10-12 დღე გაგრძელდეს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საშიშია არა თავად ანგინა, არამედ მისი შესაძლო გართულებები: გულის მუშაობის დარღვევა, ტკივილი გულის არეში და გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემები, თირკმელების, ღვიძლის, სისხლძარღვთა სისტემის, კანის, ფარისებრი ჯირკვლის, სახსრების ფუნქციის მოშლა. ამ გართულებების თავიდან არიდება რომ მოხდეს, საჭიროა, დროულად მივმართოთ ექიმს და დავიწყოთ მკურნალობა, სანამ ანგინა საშიშ გართულებაში გადაიზრდება. რიგი ფაქტორები გამო, როგორიცაა ორგანიზმის სისუსტე, ძლიერი გამომწვევი, არასწორი მკურნალობა, დაავადების ნებაზე მიშვება, თანმხლები ქრონიკული დაავადებები მწვავე ტონზილიტი შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს.

როგორ ვლინდება და ვითარდება ქრონიკული ტონზილიტი?

ქრონიკული ტონზილიტი იშვიათად იწყება ანგინის გარეშე. მის განვითარებას ხშირად ხელს უწყობს მუდმივი აუტოინფიცირება ინფექციის ქრონიკული კერებიდან (კარიესული კბილები, ცხვირსა და მის დანამატ წიაღებში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესები), ასევე - ბაქტერიული და ქსოვილოვანი ადგილობრივი და ზოგადი აუტოალერგია. ქრონიკული ტონზილიტის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ხშირი ანგინა ანამნეზში. ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზის დასმა არ შეიძლება გამწვავების პერიოდში, ვინაიდან ამ დროს ყველა ფარინგოსკოპური სიმპტომი ასახავს პროცესის სიმწვავეს და არა მის ქრონიკულ მიმდინარეობას. სასის ტონზილების ქრონიკული ანთების ობიექტური ნიშნების შეფასება მიზანშეწონილია მწვავე პროცესის დასრულებიდან მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ. ქრონიკული ტონზილიტი უმეტესად წელიწადში 2-3-ჯერ მწვავდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ანგინა წელიწადში 5-6-ჯერაც კი განვითარდეს. ზოგჯერ ის შედარებით იშვიათია - 1-2 ეპიზოდი 3-4 წლის განმავლობაში.

ქრონიკული ტონზილიტის დროს ჩივილები, წესისამებრ, მკვეთრად გამოხატული არ არის. ყველაზე ხშირად აღინიშნება ხშირი ანგინა ანამნეზში. ავადმყოფი უჩივის არასასიამოვნო სუნს პირიდან, ყლაპვისას ყელში უსიამოვნო ან უცხო სხეულის შეგრძნებას, სიმშრალეს, ჩხვლეტას, თუმცა ეს არა მარტო ქრონიკული ტონზილიტის, არამედ სხვადასხვა ფორმის ფარინგიტის სიმპტომებიც არის. ხშირად უჩივიან ადვილად დაღლას, მოთენთილობას, თავის ტკივილს, შრომის უნარის დაქვეითებას, სუბფებრილურ ტემპერატურას, სახსრების ტკივილს, გულისცემის გახშირებას, ტკივილს გულის არეში. ბავშვებისთვის დამახასიათებელია ყურში ჩხვლეტის ან სუსტი გამჭოლი ტკივილის შეგრძნება, მაშინ როდესაც ოტოსკოპიური სურათი ნორმაშია.

როგორ ხდება ტონზილიტის დიაგნოსტირება?

ტონზილების ზომას დაავადების დიაგნოსტიკისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მოზრდილებში ქრონიკული ტონზილიტის დროს ტონზილები უმეტესად მცირე ზომისაა. ბავშვებს ტონზილები ხშირად გადიდებული აქვთ, მაგრამ ამ ასაკისთვის ისედაც დამახასიათებელია ხახის ლიმფადენოიდური აპარატის ჰიპერპლაზია, მათ შორის - სასის ტონზილებისაც. ქრონიკული ანთების დროს, განსაკუთრებით - ბავშვებში, ტონზილები შეიძლება ფაშარი იყოს. ტონზილების ეპითელური საფარველიდან ხშირად ჩანს 1-2 მმ დიამეტრის მოყვითალო მრგვალი წარმონაქმნები. ქრონიკული ტონზილიტის გავრცელებული და ყურადსაღები ნიშანია ტონზილების ლაკუნებში (თავისებურ ჩაღრმავებებში) საცობების სახით არსებული ჩირქოვანი შიგთავსი, რომელსაც ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს. ქრონიკული ტონზილიტის ადგილობრივი ნიშნებიდან უნდა ვახსენოთ რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება. ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმმა უნდა აირჩიოს მკურნალობის ტაქტიკა და განსაზღვროს, როდის ოპერაციაა უმჯობესი და როდის - კონსერვატიული თერაპია.

რა შემთხვევაში არის საჭირო ტონზილების ამოკვეთა?

ტონზილიტის კონსერვატიული მკურნალობა ნაჩვენებია გაურთულებელი ქრონიკული ტონზილიტის დროს, აგრეთვე მაშინ, როდესაც ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გამო ოპერაციული მკურნალობა შეიძლება გადავდოთ. თუ ავადმყოფს ადრე არ უმკურნალია ან აშკარაა ტონზილიტის ადგილობრივი გამოვლინებები - ჩირქოვანი საცობები ტონზილებში, პირიდან უსიამოვნო სუნი. ქრონიკული ტონზილიტის დროს ეფექტურია ფიზიოთერაპიული პროცედურები: ულტრაბგერითი თერაპია, ულტრაიისფერი დასხივება, ლაზეროთერაპია.

კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ტონზილექტომია.

ქირურგიული ჩარევის გარეშე მკურნალობა რა შემთხვევაშია ეფექტური?

მკურნალობის ეფექტი შეიძლება გავზარდოთ იმუნომასტიმულირებელი მცენარეული საშუალებებით. მე პირადად ქრონიკული და მწვავე ტონზილიტების მკურნალობაში ხშირად ვიყენებ „ტონზილოტრენს“. ეს არის ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი, რომელიც ეფექტური და უსაფრთხოა ანგინისა და ქრონიკული ტონზილიტის, ადენოიდიტის დროს. ის წარმატებით გამოიყენება, როგორც მონოთერაპიაში ასევე კომპლექსური მკურნალობის სქემაში, გამოიყენება პროფილაქტიკისათვის. არ იწვევს დისბაქტერიოზსა და ალერგიას, ნაჩვენებია სხვადასხვა ასკობრივ ჯგუფებში, წარმოადგენს არჩევის პრეპარატს პოლივალენტური ალერგიისას. ასტიმულირებს იმუნიტეტს. მის შემადგენლობაში შედის 5 კომპონენტი:

· Atropinum sulfuricum – D5 12,5 მგ, ეფექტურია ანთების პირველ სტადიაზე,

· Hepar sulfuris – D3 10,0 მგ, მოქმედებს ანთების მეორე სტადიაზე, ხელს უშლის ჩირქის წარმოქმნას,

· Кalium bichromicum -D4 50,0 მგ - ეფექტურია ხახის ანთებისას, ამცირებს ტონზილების შეშუპებას,

· Silicea – D2 5,0 მგ- ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

· Mercurius bijodatus – D8 25,0 მგ - გამოიყენება ნადებებისას ანგინისა და ტონზილიტის დროს, კაზეოზური და გადიდებული ლიმფური ჯირკვლების სამკურნალოდ.

"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR წარუდგინა

რატომ გვცვივა თმა და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი

„მაკდონალდს საქართველომ“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა