პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია "სითი პარკის" აქტივებს ყიდულობს
თბილისის მერია "სითი პარკის" აქტივებს ყიდულობს

თბი­ლი­სის მე­რია კომ­პა­ნია „სითი პარ­კის­გან“, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტა, აქ­ტი­ვებს ყი­დუ­ლობს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, „სითი პარ­კის­გან“ მე­რია ევა­კუ­ა­ტო­რე­ბის და სამ­კერ­დე კა­მე­რე­ბის შეს­ყიდ­ვას აპი­რებს, რის­თვი­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, რო­გორც ხმა­ლა­ძე აცხა­დებს, მე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ „სითი პარკს“ ფორ­მა­ლუ­რად, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი არ და­უს­რუ­ლე­ბია.

„ჩვენს შო­რის გარ­კვე­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვართ მათი აქ­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნით იმი­ტომ, რომ „სითი პარკს“ აქვს პარ­კი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო აქ­ტი­ვი. გვაქვს ინ­ტე­რე­სი შე­ვის­ყი­დოთ ეს აქ­ტი­ვე­ბი, მათ შო­რის ევა­კუ­ა­ტო­რე­ბი, სამ­კერ­დე კა­მე­რე­ბი. რო­გორც ჩანს, ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე „სითი პარკს“ ცოტა ინერ­ტუ­ლად მიჰ­ყავს სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა. არ არის აქ­ტუ­ა­ლურ ფა­ზა­ში შე­სუ­ლი ეს დავა და არ­ბიტ­რაჟ­შიც არ არის სარ­ჩე­ლი შე­სუ­ლი. სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნი­ლია, და­ვა­ზე მათ ჯერ უარი არ უთ­ქვამთ, მაგ­რამ არ­ბიტ­რაჟ­ში არ შე­უ­ტა­ნი­ათ, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გორ დას­რულ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

რო­გორც ხმა­ლა­ძე აცხა­დებს, ამ ეტაპ­ზე მას არ სურს სა­უ­ბა­რი იმ თან­ხა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­და­უ­ხა­დოს მე­რი­ამ, „სითი პარკს“ აქ­ტი­ვე­ბის გა­მოს­ყიდ­ვის­თვის.

„ამ ეტაპ­ზე არ მსურს ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, რად­გან არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. სა­უ­ბა­რია იმ აქ­ტი­ვის შეს­ყიდ­ვა­ზე, რო­მე­ლიც პარ­კი­რე­ბის­თვის გვჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სის ვიცე-მე­რის, ინ­ფორ­მა­ცი­ით, „სითი პარკთან“ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მე­რი­ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ის კომ­პა­ნია ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მელ­საც სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 80 ათა­სი ლარი გა­და­უ­რი­ცხეს. თუმ­ცა, რო­გორც ხმა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, კომ­პა­ნია „ემ ჯი”-მ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი და­ას­რუ­ლა და მე­რი­ას მისი მე­ო­რედ და­ქი­რა­ვე­ბაც დას­ჭირ­და.

„სწო­რედ ეს კომ­პა­ნია ახორ­ცი­ე­ლებს ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ორ­ჯერ და­ვი­ქი­რა­ვეთ ეს კომ­პა­ნია. ერთხელ კომ­პა­ნი­ას ვადა ამო­ე­წუ­რა და იმ ვა­დის ფარ­გლებ­ში აწარ­მოა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. მე­ო­რედ და­ქი­რა­ვე­ბაც დაგ­ვჭირ­და და ჯერ კი­დევ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ვართ. ზუს­ტად რა თან­ხაა გა­დახ­დი­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ამ მო­მენ­ტში არ ვიცი. მე­ო­რე ეტა­პი პირ­ველ ეტა­პთან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ხან­გრძლი­ვო­ბის იქ­ნე­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის მო­ცუ­ლო­ბაც ნა­წილ­ში, მცი­რეა“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2018 წლის აპ­რილ­ში თბი­ლი­სის მე­რი­ამ კომ­პა­ნია „სითი პარკს“ პარ­კი­რე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა და ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყვი­ტა. ამ დრო­ი­დან პარ­კი­რე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია“ ახორ­ცი­ე­ლებს.

„სითი პარ­კმა“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის გამო თბი­ლი­სის მე­რი­ას სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა, თუმ­ცა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ჩი­ვა­რი წარ­მო­ე­ბა­ში არ მი­ი­ღო, რაც კომ­პა­ნი­ამ უკვე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ა­ში საქ­მის გან­ხილ­ვა ამ ეტაპ­ზე არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ „სითი პარ­კის“ სარ­ჩელს სა­სა­მარ­თლო და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის გამო მე­რი­ას შე­საძ­ლოა, კომ­პა­ნი­ის­თვის პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს სა­ხით 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­როს.

კომ­პა­ნია "სითი პარკსა" და თბი­ლი­სის მე­რი­ას შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2007 წელს გა­ფორმ­და და ის ძა­ლა­ში 2024 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

თბილისის მერია "სითი პარკის" აქტივებს ყიდულობს

თბილისის მერია "სითი პარკის" აქტივებს ყიდულობს

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკისგან“, რომელსაც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ხელშეკრულება შეუწყვიტა, აქტივებს ყიდულობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, „სითი პარკისგან“ მერია ევაკუატორების და სამკერდე კამერების შესყიდვას აპირებს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, როგორც ხმალაძე აცხადებს, მერიის წინააღმდეგ „სითი პარკს“ ფორმალურად, სამართლებრივი პროცესი არ დაუსრულებია.

„ჩვენს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი აქტივების შეძენით იმიტომ, რომ „სითი პარკს“ აქვს პარკირების მომსახურებისთვის ყველა საჭირო აქტივი. გვაქვს ინტერესი შევისყიდოთ ეს აქტივები, მათ შორის ევაკუატორები, სამკერდე კამერები. როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებიდან გამომდინარე „სითი პარკს“ ცოტა ინერტულად მიჰყავს სამართლებრივი დავა. არ არის აქტუალურ ფაზაში შესული ეს დავა და არბიტრაჟშიც არ არის სარჩელი შესული. სარჩელი სასამართლოში შეტანილია, დავაზე მათ ჯერ უარი არ უთქვამთ, მაგრამ არბიტრაჟში არ შეუტანიათ, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები“, - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ხმალაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მას არ სურს საუბარი იმ თანხაზე, თუ რა შეიძლება გადაუხადოს მერიამ, „სითი პარკს“ აქტივების გამოსყიდვისთვის.

„ამ ეტაპზე არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან არ დასრულებულა მოლაპარაკებები. საუბარია იმ აქტივის შესყიდვაზე, რომელიც პარკირებისთვის გვჭირდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის ვიცე-მერის, ინფორმაციით, „სითი პარკთან“ მოლაპარაკებებს მერიის მიერ დაქირავებული ის კომპანია ახორციელებს, რომელსაც სარეზერვო ფონდიდან 80 ათასი ლარი გადაურიცხეს. თუმცა, როგორც ხმალაძე განმარტავს, კომპანია „ემ ჯი”-მ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაასრულა და მერიას მისი მეორედ დაქირავებაც დასჭირდა.

„სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ამ მოლაპარაკებებს. ორჯერ დავიქირავეთ ეს კომპანია. ერთხელ კომპანიას ვადა ამოეწურა და იმ ვადის ფარგლებში აწარმოა მოლაპარაკებები. მეორედ დაქირავებაც დაგვჭირდა და ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ზუსტად რა თანხაა გადახდილი კომპანიისთვის, წარმოდგენა არ მაქვს, ამ მომენტში არ ვიცი. მეორე ეტაპი პირველ ეტაპთან შედარებით გაცილებით ნაკლები ხანგრძლივობის იქნება და მოლაპარაკების მოცულობაც ნაწილში, მცირეა“, - განაცხადა ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ პარკირებაზე ზედამხედველობის უფლება ჩამოართვა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ დროიდან პარკირებაზე ზედამხედველობას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ახორციელებს.

„სითი პარკმა“ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლა, თუმცა საქალაქო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რაც კომპანიამ უკვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციაში საქმის განხილვა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ „სითი პარკის“ სარჩელს სასამართლო დააკმაყოფილებს, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერიას შესაძლოა, კომპანიისთვის პირგასამტეხლოს სახით 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროს.

კომპანია "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

თბილისში 1531 უსახლკაროა  აღრიცხული -  რა სერვისებს სთავაზობს მათ მერია

2020 წლის ბოლოს დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს - რა პროგნოზებს აკეთებს დავით ნარმანია

რა ქონებით დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში