პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროსერვისი“ მასშტაბურ კიბერშეტევაზე - "ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია"
"პროსერვისი“ მასშტაბურ კიბერშეტევაზე - "ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია"

კომ­პა­ნია „პრო­სერ­ვი­სის“ ად­მი­ნის­ტრა­ცია, რომ­ლის სერ­ვერ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვებგ­ვერ­დე­ბი, აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კი­ბერ­შე­ტე­ვის შე­დე­გე­ბი აღ­მო­ფხვრი­ლია. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ინ­ცი­დენ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

„გუ­შინ, 28 ოქ­ტომ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას სა­ქარ­თვე­ლოს კი­ბერ სივ­რცე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კი­ბერ თავ­დას­ხმა. თავ­დას­ხმა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით რა­მო­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და და ერთ-ერთი ად­რე­სა­ტი კომ­პა­ნია „პრო­სერ­ვი­სის“ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­სერ­ვე­რო გახ­და, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვებგ­ვერ­დე­ბი. თავ­დას­ხმის შე­დე­გად მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და კომ­პა­ნია „პრო­სერ­ვი­სის“ სერ­ვე­რებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვებ გვერ­დე­ბის დიდი ნა­წი­ლი.

პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, კომ­პა­ნია „პრო­სერ­ვის­მა“, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან და დარ­გის წამ­ყვან ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად უწყვეტ რე­ჟიმ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა პრობ­ლე­მის სრულ აღ­მო­ფხვრა­ზე. 29 ოქ­ტომ­ბრის ღა­მის 3 სა­ათ­ზე უკვე აღ­დგე­ნი­ლი იყო „პრო­სერ­ვი­სის“ ჰოს­ტინგზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ი­ტი. ჰოს­ტინგ კომ­პა­ნია ამ ეტაპ­ზე უწყვეტ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობს.

ამ ეტა­პის­თვის კომ­პა­ნია აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კი­ბერ უსაფრ­თო­ხე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტთან, მო­ნა­ცემ­თა გაც­ვლის სა­ა­გენ­ტოს­თან და დარ­გის წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად. ინ­ცი­დენ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

კომ­პა­ნია „პრო­სერ­ვი­სი“ დიდ ბო­დიშს უხ­დის ყვე­ლა მის კუთ­ვნილ სერ­ვე­რებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დის მფლო­ბე­ლებს და მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას ამ რთულ წუ­თებ­ში თა­ნად­გო­მი­სა და დახ­მა­რე­ბის­თვის,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0
არ გვეშვება ეს საზიზღარი, რუსეთი და პუტინი.
moqalaqe
1
ვაიმე ეს რა უბედურება გვჭირს ხან ონლაინ თამაში და ხან აზარტული თამაშები. პარტონი რომ არ ყავს ამ ქვეყანას. ისე უბრალო ხალხი გავერთიანდე ერტმანეტის გვერდით დავდგეთ და ხმა ამოვიგოთ თორემ ამათ ჩვენი შვილები და მომავალი არც აინტერესებთ კი არა რაც ოცტანი ვიქნებით ის უნდათ. და ვაჩვენოთ გამწარებული ხალხის ძალა.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პროსერვისი“ მასშტაბურ კიბერშეტევაზე - "ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია"

"პროსერვისი“ მასშტაბურ კიბერშეტევაზე - "ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია"

კომპანია „პროსერვისის“ ადმინისტრაცია, რომლის სერვერზე განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები, აცხადებს, რომ ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილია. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა, როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„გუშინ, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების დიდი ნაწილი.

პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისმა“, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო მუშაობა პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო „პროსერვისის“ ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი. ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.

ამ ეტაპისთვის კომპანია აგრძელებს მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ უსაფრთოხების დეპარტამენტთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად. ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომპანია „პროსერვისი“ დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის,“- აღნიშნულია განცხადებაში.

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რამ გამოიწვია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება

როგორ და რა სირთულით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი - ივანე ჩხაიძის განმარტება