პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფერადი შემოდგომა ჭვანის მუსიკალურ ხეობაში
ფერადი შემოდგომა ჭვანის მუსიკალურ ხეობაში

ვის­თვი­საც შე­მოდ­გო­მის ბოლო, თბი­ლი დღე­ე­ბი ძვირ­ფა­სია, ცდი­ლობს შა­ბათ-კვი­რა მა­ინც გა­ა­ტა­როს ბუ­ნე­ბა­ში. ოქ­ტომ­ბერ­ში, როცა ტყე­ე­ბი ათასფრად ჭრელ­დე­ბა, არა­ფე­რი სჯობს მდი­ნა­რე­ე­ბი­თა და წყა­რო­ე­ბით სავ­სე აჭა­რის სოფ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას, ტყის­პი­რებ­ზე წაბ­ლის, კაკ­ლის გრო­ვე­ბას და ფეხ­ქვეშ გამ­ხმა­რი ფოთ­ლე­ბის შრი­ალს გა­რინ­დე­ბულ ხე­ო­ბა­ში. ჩვენ ამ­ჯე­რად არ­ჩე­ვა­ნი ჭვა­ნის ხე­ო­ბა­ზე შე­ვა­ჩე­რეთ და გზას და­ვა­დე­ქით.

ქა­ლაქს რომ ავ­ტო­მან­ქა­ნით სა­ათ­ნა­ხევ­რის სა­ვალ­ზე და­შორ­დე­ბით შუ­ა­ხევ­ში, მთა­ზე მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­ულ, ჭვა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზას აუყ­ვე­ბით და იგ­რძნობთ რო­გორ იწ­მინ­დე­ბა ნელ-ნელა ჰა­ე­რი და ერ­თა­დერ­თი ხმა ჩა­გეს­მით: ფოთ­ლე­ბის შრი­ა­ლი და კლდე­ე­ბი­დან პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­კა­დუ­ლე­ბის რაკ­რა­კი.

პირ­ვე­ლად XI-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ოთოლ­თას ცი­ხე­ზე ავ­დი­ვართ, რო­მე­ლიც ხე­ო­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გვხვდე­ბა. აქ უძ­ვე­ლე­სი ჭუ­რე­ბი, წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი და დიდი ხა­როა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ჭვა­ნის ხე­ო­ბის მკვიდ­რე­ბი მტრის შე­მო­სე­ვი­სას თავს ამ ცი­ცა­ბო კლდე­ზე აგე­ბულ ცი­ხეს აფა­რებ­დნენ.

ძველ დრო­ში, როცა ტე­ლე­ვი­ზო­რი და სმარ­ტფო­ნე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­ა­ლო­ბა იყო ხე­ო­ბის მცხოვ­რებ­თა ერ­თა­დერთ გა­სარ­თობს ცეკ­ვა-სიმ­ღე­რა წარ­მო­ად­გენ­და, ჭვა­ნას თვრა­მე­ტი­ვე სო­ფელს ჰყავ­და ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლი. რა­საც ერთი სო­ფე­ლი იცეკ­ვებ­და და იმ­ღე­რებ­და, იმას სხვა სოფ­ლის ან­სამ­ბლე­ბი აღარ ას­რუ­ლებ­დნენ და ახალ სიმ­ღე­რებს თხზავ­დნენ. ასე იქცა ჭვა­ნა ფოლკ­ლო­რუ­ლი ჰან­გე­ბით უმ­დიდ­რეს ხე­ო­ბად.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­ღე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ი­კარ­გა, მი­ი­ვი­წყეს და მხო­ლოდ ძველ ჩა­ნა­წე­რებ­სა და ნო­ტებს შე­მორ­ჩა.

ან­სამ­ბლ "ჭვა­ნას“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, ტა­რი­ელ ბოლ­ქვა­ძემ ეთ­ნო­მუ­სი­კო­სე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ჭვა­ნის მი­ვი­წყე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი აღად­გი­ნა და ხე­ო­ბას, ადა­მი­ა­ნებს და­უბ­რუ­ნა.

ეს სიმ­ღე­რაც გა­სულ წელს აღად­გი­ნეს ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით. ჭვა­ნის მკვიდ­რის, სა­ხალ­ხო მთქმელ ქო­ფია ქა­თა­მა­ძის სიმ­ღე­რა თბი­ლის­ზე.

"ატ­ლა­ტი­ტა“",ყა­რა­ნა“",ევრი მას­პინ­ძელ­სა“",მგზავ­რუ­ლი“",ხერკლის ნა­დუ­რი“ "ჩა­რი­რა­მა“",ხა­სან­ბე­გუ­რა“",ვოსა“ და სხვე­ბი – ეს იმ აღ­დგე­ნი­ლი სიმ­ღე­რე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­საც ახლა ჭვა­ნა­ში თით­ქმის ყო­ველ­დღე ას­რუ­ლებს ან­სამ­ბლი "ჭვა­ნა“.

„დავ­დი­ო­დი სოფ­ლებ­ში და ვი­წერ­დი სიმ­ღე­რებს მო­ხუ­ცე­ბის­გან, ლექ­სებს, თქმუ­ლე­ბებს, შე­ლოც­ვებს. ეს უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლაა, რო­მელ­საც ნელ-ნელა ვა­ცო­ცხლებთ, რის აღ­დგე­ნა­საც ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ, არ­ქი­ვის სა­ხით მა­ინც შე­მო­ვუ­ნა­ხავთ შთა­მო­მავ­ლო­ბას,“ – ამ­ბობს ტა­რი­ელ ბოლ­ქვა­ძე.

მი­სი­ვე და­არ­სე­ბუ­ლია ჭვა­ნის ხე­ო­ბის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი, რომ­ლის­თვი­საც ექ­სპო­ნა­ტებს დღემ­დე აგ­რო­ვებს და მერე მუ­ზე­უ­მის სტუმ­რებს გა­ტა­ცე­ბით უამ­ბობს ყო­ვე­ლი ნივ­თის აღ­მო­ჩე­ნის ამ­ბავს.

იცო­დით რო­გო­რი ჩონ­გუ­რი გა­მოს­ცემს ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ხმას? სა­უ­კე­თე­სო ჩონ­გუ­რი თურ­მე თუ­თის ხის­გან მზად­დე­ბა. ლე­ვან ბე­რი­ძე ჭვა­ნა­ში ჩონ­გუ­რებ­სა და ფან­დუ­რებს თლის. საქ­მეს ახალ­გაზ­რდებ­საც ას­წავ­ლის და ამ­ბობს, რომ ავე­ჯის­გან გან­სხვა­ვე­ბით ჩონ­გუ­რის გა­მოთ­ლი­სას დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

ჯერ არა­ვინ იცის, ვის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ეს ჩონ­გუ­რე­ბი, ამ­ჯე­რად ისი­ნი ჭვა­ნას ცენ­ტრში, ჩონ­გუ­რე­ბის ოს­ტა­ტის სა­ხე­ლოს­ნო­ში ინა­ხე­ბა, სა­დაც გათ­ლი­ლი ხის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს.

ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბი ჭვა­ნის ხე­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სო­ფე­ლია, სა­დაც ხის სა­მა­სი წლის კო­ჭე­ბი­ა­ნი ხიდი წარ­სულ­ში გაბ­რუ­ნებთ. ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის ხიდი ჭვა­ნის ხე­ო­ბის სოფ­ლებს აკავ­ში­რებ­და ერ­თმა­ნეთ­თან და ბზის და წაბ­ლის მა­სა­ლი­თაა ნა­გე­ბი. ცოტა ხნის წინ ხიდს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.

ხა­ბე­ლაშ­ვი­ლებს ჭვა­ნის ხე­ო­ბა­ში "წის­ქვი­ლე­ბის სო­ფელ­საც“ უწო­დე­ბენ. პა­ტა­რა გო­რაკ­ზე, რო­მე­ლიც ზღაპ­რულ, ნა­კა­დუ­ლე­ბი­ან სო­ფელს მო­გა­გო­ნებთ, ხის ოთხი წის­ქვი­ლი დგას. ერ­თგან კარი ღიაა, და დო­ლა­ბე­ბი ისე ტრი­ა­ლებს, რო­გორც სა­უ­კუ­ნის წინ. ახალ­დაფ­ქუ­ლი ფქვი­ლი თბი­ლია და სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი ას­დის.

ველ წის­ქვი­ლებ­თან და ხიდ­თან ახ­ლოს აქვს იური ბე­რი­ძეს სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­ა­რე­მონ­ტა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით. შე­უძ­ლია ერ­თდრო­უ­ლად 5, 6 სტუმ­რის მი­ღე­ბა და გა­მას­პინ­ძლე­ბა. იური ბე­რი­ძეს­თან ტრა­დი­ცი­ულ, აჭა­რულ ბო­რა­ნოს ვა­გე­მოვ­ნებთ ახალ­გა­მომ­ცხვარ, ცხელ პურ­თან ერ­თად. სა­დი­ლის შემ­დეგ შა­ქა­რა ვაშ­ლით გვი­მას­პინ­ძლდე­ბი­ან, ჰა­მაკ­ში მოს­ვე­ნე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ და ვგრძნობთ, თუ იდი­ლი­ურ გა­რე­მოს დრო­ზე არ დავ­ტო­ვებთ, სო­ფელ ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბი­დან კარ­გა ხანს ვერ და­ვიძ­ვრე­ბით.

მე­ფუტკრე რო­ლანდ ქა­თა­მა­ძის სახ­ლის­კენ მი­ვე­მარ­თე­ბით. მარ­თა­ლია, მე­ფუტკრე­ო­ბა შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, მაგ­რამ თაფ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია და მე­ფუტკრის შრო­მა ფუჭი არ არის. კი­ლოგ­რა­მი წაბ­ლის თაფ­ლის ფასი 25 ლა­რია, სა­ბი­თუ­მოდ კი – 20 ლარი.

"აგ­როპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნებ­სა და ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე დავ­დი­ვარ, ახ­ლაც სოფ­ლის ფეს­ტი­ვალ "გან­და­გა­ნა­ზე“ უნდა წარ­ვად­გი­ნოთ ჩვე­ნი თაფ­ლი, ღვი­ნო, ხი­ლის არა­ყი და რძის პრო­დუქ­ტე­ბი. გვაქვს წაბ­ლი­სა და აკა­ცი­ის თაფ­ლი. სახ­ლს ვა­რე­მონ­ტებთ, მალე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გვექ­ნე­ბა”. – ამ­ბობს რო­ლანდ ქა­თა­მა­ძე.

გარ­და სკე­ბი­სა, რო­ლანდ ქა­თა­მა­ძეს ამე­რი­კუ­ლი კალ­მა­ხის აუ­ზიც აქვს მო­წყო­ბი­ლი სა­კუ­თარ ეზო­ში, ლიფ­სი­ტებს ყი­დუ­ლობს და კორ­მით ზრდის. რო­გორც თა­ვად გვე­უბ­ნე­ბა, ამე­რი­კუ­ლი კალ­მა­ხი საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლია და თევზს ხე­ო­ბა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლიც არ აკ­ლია.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ჭვა­ნის მე­ჩე­თი არ მო­ი­ნა­ხუ­ლოთ და ისე დაბ­რუნ­დეთ ხე­ო­ბი­დან. მე­ჩე­თის კომ­პლექსში შე­დის დიდი მი­ნა­რე­თი, მედ­რე­სე და გან­სა­ბა­ნი შად­რე­ვა­ნი. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში აქ სა­ა­ვად­მყო­ფო იყო. 1997 წელს კი შე­ნო­ბას რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, კედ­ლის შე­მორ­ჩე­ნი­ლი მხატ­ვრო­ბა ახა­ლი სა­ღე­ბა­ვით და­ი­ფა­რა. ხე­ლუხ­ლებ­ლა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი შე­ნო­ბის ძვე­ლი გუმ­ბა­თი, რო­მელ­ზეც ვარ­დე­ბი და ვა­ზის რტო­ე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი.

შე­ნო­ბის აგე­ბის თა­რი­ღად 1894-1895 წლე­ბია მიჩ­ნე­უ­ლი. ჭვა­ნის მე­ჩე­თი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუსს ატა­რებს.

ცი­ხის, მე­ჩე­თის, წყლის წის­ქვი­ლე­ბის, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ხი­დი­სა და თვალ­წარმ­ტა­ცი ბუ­ნე­ბის გარ­და ჭვა­ნის ხე­ო­ბის­გან აუ­ცი­ლებ­ლად და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ ხის ძვე­ლი სახ­ლე­ბის აივ­ნე­ბი­დან გად­მომ­დგა­რი ბე­ბო­ე­ბი, ლო­ყა­წი­თე­ლა ბავ­შვე­ბი, ხი­ლის არ­ყის გა­მოხ­დი­სას ჰა­ერ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სურ­ნე­ლი, გა­საშ­რო­ბად გა­ფე­ნი­ლი თამ­ბა­ქო და ყა­ნა­ში სი­მინ­დის ხვა­ვი.

თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაა. იმის­თის, რომ ჭვა­ნას ფე­რა­დი შე­მოდ­გო­მა თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­საც და­უ­ვი­წყარ მო­გო­ნე­ბად შე­მორ­ჩეს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იმოგ­ზა­უ­როთ ამ ხე­ო­ბა­ში. თა­ვად შე­იგ­რძნოთ ყვე­ლა სურ­ნე­ლი და სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­აკ­ვირ­დეთ შე­მოდ­გო­მის ჭრე­ლაჭ­რუ­ლა ფე­რებს.

ტრან­სპორ­ტი ჭვა­ნის ხე­ო­ბამ­დე­ბა­თუ­მი­დან ჭვა­ნის ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძვე­ლი ავ­ტო­სად­გუ­რი­დან ყო­ველ­დღე გა­დი­ან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი.

დი­ლის ცხრი­დან ათ სა­ა­თამ­დე გა­დის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ჭვა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მგზავ­რო­ბის ფასი 5 ლა­რია.

10:20 – ავ­ტო­სად­გუ­რი­დან გა­დის ბა­რა­თა­უ­ლის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მე­ლიც ასე­ვე ჭვა­ნის ხე­ო­ბას გა­ივ­ლის – მგზავ­რო­ბის ფასი – 4 ლარი.

15:00 წუთ­ზე ავ­ტო­სად­გუ­რი­დან რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დი­ან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჭვა­ნის ხე­ო­ბას გა­ივ­ლი­ან – მგზავ­რო­ბის ფასი 4, 5 ლარი.

ბა­თუ­მი­დან ჭვა­ნის ხე­ო­ბამ­დე 65 კი­ლო­მეტ­რია და ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თი და 40 წუთი სჭირ­დე­ბა.

გან­თავ­სე­ბა სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში

რო­ლანდ ქა­თა­მა­ძის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო – 577 45 36 55

იური ბე­რი­ძის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო – 577 47 06 23

სუ­ლი­კო ბოლ­ქვა­ძის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო – 577 20 36 49

p.s. სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ში ფასი სა­შუ­ა­ლოდ 50-80 ლა­რია და შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­თან­ხმე­ბა – კვე­ბით სურს ოთა­ხის და­ჯავ­შნა სტუ­მარს თუ კვე­ბის გა­რე­შე, რამ­დე­ნი დღით რჩე­ბა და ა.შ.

1
0
უნდა შემოიღონ კანონი რომელიც დაავალდებულებს კაზინოებს რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეუშვან კაზინოებში.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ფერადი შემოდგომა ჭვანის მუსიკალურ ხეობაში

ფერადი შემოდგომა ჭვანის მუსიკალურ ხეობაში

ვისთვისაც შემოდგომის ბოლო, თბილი დღეები ძვირფასია, ცდილობს შაბათ-კვირა მაინც გაატაროს ბუნებაში. ოქტომბერში, როცა ტყეები ათასფრად ჭრელდება, არაფერი სჯობს მდინარეებითა და წყაროებით სავსე აჭარის სოფლებში მოგზაურობას, ტყისპირებზე წაბლის, კაკლის გროვებას და ფეხქვეშ გამხმარი ფოთლების შრიალს გარინდებულ ხეობაში. ჩვენ ამჯერად არჩევანი ჭვანის ხეობაზე შევაჩერეთ და გზას დავადექით.

ქალაქს რომ ავტომანქანით საათნახევრის სავალზე დაშორდებით შუახევში, მთაზე მიხვეულ-მოხვეულ, ჭვანისკენ მიმავალ გზას აუყვებით და იგრძნობთ როგორ იწმინდება ნელ-ნელა ჰაერი და ერთადერთი ხმა ჩაგესმით: ფოთლების შრიალი და კლდეებიდან პატარ-პატარა ნაკადულების რაკრაკი.

პირველად XI-XIII საუკუნეების ოთოლთას ციხეზე ავდივართ, რომელიც ხეობისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება. აქ უძველესი ჭურები, წყლის რეზერვუარები და დიდი ხაროა შემორჩენილი. ჭვანის ხეობის მკვიდრები მტრის შემოსევისას თავს ამ ციცაბო კლდეზე აგებულ ციხეს აფარებდნენ.

ძველ დროში, როცა ტელევიზორი და სმარტფონები წარმოუდგენელი რეალობა იყო ხეობის მცხოვრებთა ერთადერთ გასართობს ცეკვა-სიმღერა წარმოადგენდა, ჭვანას თვრამეტივე სოფელს ჰყავდა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. რასაც ერთი სოფელი იცეკვებდა და იმღერებდა, იმას სხვა სოფლის ანსამბლები აღარ ასრულებდნენ და ახალ სიმღერებს თხზავდნენ. ასე იქცა ჭვანა ფოლკლორული ჰანგებით უმდიდრეს ხეობად.

დროთა განმავლობაში სიმღერების დიდი ნაწილი დაიკარგა, მიივიწყეს და მხოლოდ ძველ ჩანაწერებსა და ნოტებს შემორჩა.

ანსამბლ ,,ჭვანას“ ხელმძღვანელმა, ტარიელ ბოლქვაძემ ეთნომუსიკოსებისა და ქართული გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლების დახმარებით ჭვანის მივიწყებული სიმღერები აღადგინა და ხეობას, ადამიანებს დაუბრუნა.

ეს სიმღერაც გასულ წელს აღადგინეს ჩანაწერების მიხედვით. ჭვანის მკვიდრის, სახალხო მთქმელ ქოფია ქათამაძის სიმღერა თბილისზე.

,,ატლატიტა“, ,,ყარანა“, ,,ევრი მასპინძელსა“, ,,მგზავრული“, ,,ხერკლის ნადური“ ,,ჩარირამა“, ,,ხასანბეგურა“, ,,ვოსა“ და სხვები – ეს იმ აღდგენილი სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ახლა ჭვანაში თითქმის ყოველდღე ასრულებს ანსამბლი ,,ჭვანა“.

„დავდიოდი სოფლებში და ვიწერდი სიმღერებს მოხუცებისგან, ლექსებს, თქმულებებს, შელოცვებს. ეს უნიკალური მასალაა, რომელსაც ნელ-ნელა ვაცოცხლებთ, რის აღდგენასაც ვერ მოვახერხებთ, არქივის სახით მაინც შემოვუნახავთ შთამომავლობას,“ – ამბობს ტარიელ ბოლქვაძე.

მისივე დაარსებულია ჭვანის ხეობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომლისთვისაც ექსპონატებს დღემდე აგროვებს და მერე მუზეუმის სტუმრებს გატაცებით უამბობს ყოველი ნივთის აღმოჩენის ამბავს.

იცოდით როგორი ჩონგური გამოსცემს ყველაზე ლამაზ ხმას? საუკეთესო ჩონგური თურმე თუთის ხისგან მზადდება. ლევან ბერიძე ჭვანაში ჩონგურებსა და ფანდურებს თლის. საქმეს ახალგაზრდებსაც ასწავლის და ამბობს, რომ ავეჯისგან განსხვავებით ჩონგურის გამოთლისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ჯერ არავინ იცის, ვის ხელში აღმოჩნდება ეს ჩონგურები, ამჯერად ისინი ჭვანას ცენტრში, ჩონგურების ოსტატის სახელოსნოში ინახება, სადაც გათლილი ხის სურნელი ტრიალებს.

ხაბელაშვილები ჭვანის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოფელია, სადაც ხის სამასი წლის კოჭებიანი ხიდი წარსულში გაბრუნებთ. ხაბელაშვილების ხიდი ჭვანის ხეობის სოფლებს აკავშირებდა ერთმანეთთან და ბზის და წაბლის მასალითაა ნაგები. ცოტა ხნის წინ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ხაბელაშვილებს ჭვანის ხეობაში ,,წისქვილების სოფელსაც“ უწოდებენ. პატარა გორაკზე, რომელიც ზღაპრულ, ნაკადულებიან სოფელს მოგაგონებთ, ხის ოთხი წისქვილი დგას. ერთგან კარი ღიაა, და დოლაბები ისე ტრიალებს, როგორც საუკუნის წინ. ახალდაფქული ფქვილი თბილია და სასიამოვნო სურნელი ასდის.

ველ წისქვილებთან და ხიდთან ახლოს აქვს იური ბერიძეს საოჯახო სასტუმრო, რომელიც ახლახან გაარემონტა საკუთარი სახსრებით. შეუძლია ერთდროულად 5, 6 სტუმრის მიღება და გამასპინძლება. იური ბერიძესთან ტრადიციულ, აჭარულ ბორანოს ვაგემოვნებთ ახალგამომცხვარ, ცხელ პურთან ერთად. სადილის შემდეგ შაქარა ვაშლით გვიმასპინძლდებიან, ჰამაკში მოსვენებას გვთავაზობენ და ვგრძნობთ, თუ იდილიურ გარემოს დროზე არ დავტოვებთ, სოფელ ხაბელაშვილებიდან კარგა ხანს ვერ დავიძვრებით.

მეფუტკრე როლანდ ქათამაძის სახლისკენ მივემართებით. მართალია, მეფუტკრეობა შრომატევადი საქმეა, მაგრამ თაფლი სოფლის მეურნეობის ძვირადღირებული პროდუქტია და მეფუტკრის შრომა ფუჭი არ არის. კილოგრამი წაბლის თაფლის ფასი 25 ლარია, საბითუმოდ კი – 20 ლარი.

,,აგროპროდუქტების გამოფენებსა და ფესტივალებზე დავდივარ, ახლაც სოფლის ფესტივალ ,,განდაგანაზე“ უნდა წარვადგინოთ ჩვენი თაფლი, ღვინო, ხილის არაყი და რძის პროდუქტები. გვაქვს წაბლისა და აკაციის თაფლი. სახლს ვარემონტებთ, მალე საოჯახო სასტუმრო გვექნება”. – ამბობს როლანდ ქათამაძე.

გარდა სკებისა, როლანდ ქათამაძეს ამერიკული კალმახის აუზიც აქვს მოწყობილი საკუთარ ეზოში, ლიფსიტებს ყიდულობს და კორმით ზრდის. როგორც თავად გვეუბნება, ამერიკული კალმახი საკმაოდ გემრიელია და თევზს ხეობაში მომხმარებელიც არ აკლია.

შეუძლებელია ჭვანის მეჩეთი არ მოინახულოთ და ისე დაბრუნდეთ ხეობიდან. მეჩეთის კომპლექსში შედის დიდი მინარეთი, მედრესე და განსაბანი შადრევანი. საბჭოთა პერიოდში აქ საავადმყოფო იყო. 1997 წელს კი შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა, კედლის შემორჩენილი მხატვრობა ახალი საღებავით დაიფარა. ხელუხლებლადაა შემონახული შენობის ძველი გუმბათი, რომელზეც ვარდები და ვაზის რტოებია გამოსახული.

შენობის აგების თარიღად 1894-1895 წლებია მიჩნეული. ჭვანის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

ციხის, მეჩეთის, წყლის წისქვილების, მრავალსაუკუნოვანი ხიდისა და თვალწარმტაცი ბუნების გარდა ჭვანის ხეობისგან აუცილებლად დაგამახსოვრდებათ ხის ძველი სახლების აივნებიდან გადმომდგარი ბებოები, ლოყაწითელა ბავშვები, ხილის არყის გამოხდისას ჰაერში დატრიალებული სურნელი, გასაშრობად გაფენილი თამბაქო და ყანაში სიმინდის ხვავი.

თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი შთაბეჭდილებაა. იმისთის, რომ ჭვანას ფერადი შემოდგომა თქვენს მეხსიერებასაც დაუვიწყარ მოგონებად შემორჩეს, აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ ამ ხეობაში. თავად შეიგრძნოთ ყველა სურნელი და საკუთარი თვალით დააკვირდეთ შემოდგომის ჭრელაჭრულა ფერებს.

ტრანსპორტი ჭვანის ხეობამდებათუმიდან ჭვანის ხეობის მიმართულებით ძველი ავტოსადგურიდან ყოველდღე გადიან მიკროავტობუსები.

დილის ცხრიდან ათ საათამდე გადის მიკროავტობუსი ჭვანის მიმართულებით, მგზავრობის ფასი 5 ლარია.

10:20 – ავტოსადგურიდან გადის ბარათაულის მიკროავტობუსი, რომელიც ასევე ჭვანის ხეობას გაივლის – მგზავრობის ფასი – 4 ლარი.

15:00 წუთზე ავტოსადგურიდან რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით გადიან მიკროავტობუსები, რომლებიც ჭვანის ხეობას გაივლიან – მგზავრობის ფასი 4, 5 ლარი.

ბათუმიდან ჭვანის ხეობამდე 65 კილომეტრია და ავტომობილით დაახლოებით 1 საათი და 40 წუთი სჭირდება.

განთავსება საოჯახო სასტუმროში

როლანდ ქათამაძის საოჯახო სასტუმრო – 577 45 36 55

იური ბერიძის საოჯახო სასტუმრო – 577 47 06 23

სულიკო ბოლქვაძის საოჯახო სასტუმრო – 577 20 36 49

p.s. საოჯახო სასტუმროებში ფასი საშუალოდ 50-80 ლარია და შესაძლებელია ინდივიდუალურად შეთანხმება – კვებით სურს ოთახის დაჯავშნა სტუმარს თუ კვების გარეშე, რამდენი დღით რჩება და ა.შ.

ინფორმაცია, რომ პატრიარქი გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას,სიცრუეა - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

"უწმინდესმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო... სინოდის სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება" - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

"პროსერვისი“ მასშტაბურ კიბერშეტევაზე - "ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია"