პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე წინსაფარი მაქვს, მაგრამ სახლში ხალათებით სიარული მიყვარს" - ვინ არის "მასტერშეფის" კონკურსანტი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებელი აალაპარაკა
"რამდენიმე წინსაფარი მაქვს, მაგრამ სახლში ხალათებით სიარული მიყვარს" - ვინ არის "მასტერშეფის" კონკურსანტი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებელი აალაპარაკა

ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ "მას­ტერ­შე­ფი" სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზე დაბ­რუნ­და და პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მას ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­გორც და­ა­ნონსდა, ჟი­უ­რი წელს უფრო კრი­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბა, რაც და­მა­ტე­ბით სა­ნერ­ვი­უ­ლოს უქ­მნის ახალ მო­ნა­წი­ლე­ებს.

ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ ქურ­დი­ა­ნი ერთ-ერ­თია, ვინც შე­ეც­დე­ბა მკაცრ ჟი­უ­რის სა­მე­ულს სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე მო­ა­წო­ნოს თა­ვი­სი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი და ფი­ნალ­შიც გა­ვი­დეს. ამ­ბობს, რომ მის­თვის მი­უღ­წე­ვე­ლი მი­ზა­ნი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა შო­უ­ში მის პირ­ვე­ლი­ვე გა­მოს­ვლას მა­ყუ­რე­ბე­ლი კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვდა.

"ეს ლუ­კას ნუ ეპ­რან­ჭე­ბა, ბევ­რს გა­დაგ­ვიმ­ტე­რებს"; "მე­ო­რე თა­თი­აა"; "კომ­პლექ­სე­ბით გა­მო­ტე­ნი­ლია და მაკა კვი­ცი­ანს რო­გორ ბა­ძავს"; "ამან თუ პრო­ექ­ტში გა­ი­მარ­ჯვა, სა­ჯა­როდ ლა­ივ­ში, უნდა გა­დავ­ხტე მტკვარ­ში" - წე­რენ მა­რი­ამ ქურ­დი­ა­ნის ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში "ფე­ის­ბუქ­ზე".

AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა, ახ­ლოს გა­გაც­ნოთ "მას­ტერ­შე­ფის" მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­მაც ერთი ნახ­ვით აა­ლა­პა­რა­კა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი:

"მე ვარ მა­რი­ამ ქურ­დი­ა­ნი, 29 წლის, თბი­ლი­სი­დან, „მო­ამ­ბის“ კრი­მი­ნა­ლი­სა და სა­მარ­თლის ჟურ­ნა­ლის­ტი. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ამ­დე­ნი წე­ლია ჟუ­რა­ლის­ტი ვარ, ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან მაქვს ჩარ­თვა სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ში და არა­ვინ არ მიც­ნობს. ახლა კი „მას­ტერ­შე­ფის“ ვი­დე­ოს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

და­ახ­ლო­ე­ბით ათი წე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ვარ, აქე­დან შვი­დი წე­ლია „მო­ამ­ბე­ში“ ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა ახლა დეკ­რეტ­ში ვარ. ორი შვი­ლი მყავს, 6 წლის და 4 თვის. ჩემი მე­უღ­ლე ლე­ვან ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნია, მა­მას­თან ერ­თად პრო­ექ­ტი აქვს. ჩემი მა­მამ­თი­ლი ყო­ფი­ლი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრია, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დროს მუ­შა­ობ­და".

- გა­და­ცე­მა­ში თქვი, ჩემ­თვის მი­უღ­წე­ვე­ლი მი­ზა­ნი არ არ­სე­ბობ­სო...

- მინ­დო­და ოჯა­ხი - მყავს ოჯა­ხი, მინ­დო­და გოგო-შვი­ლი, ბიჭი-შვი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მქო­ნო­და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი და ამას, ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წიე.

- კუ­ლი­ნა­რი­ით რა ასა­კი­დან და­ინ­ტე­რეს­დი?

- ოჯახ­ში ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­დნენ. დე­დას ბევ­რი ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავს და ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბო­დით "ნა­ხა­ლოვ­კა­ში". ბავ­შვე­ბი დავ­რბო­დით და უფ­რო­სე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ირ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­დნენ. ამ ემო­ცი­ებ­მა და გა­რე­მომ ძა­ლი­ან იმოქ­მე­და.

გვქონ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი - ლო­ბი­ოს გუფ­თა, რო­მე­ლიც იო­სე­ლი­ა­ნე­ბის ოჯახ­მა გვას­წავ­ლა, ბე­ბი­ას გა­უმ­ხი­ლეს რე­ცეპ­ტი. უგემ­რი­ე­ლე­სია და ძა­ლი­ან მინ­და, რომ გა­და­ცე­მა­ში მო­ვამ­ზა­დო, მაგ­რამ რე­ცეპტს ვერ გა­ვამ­ხელ, დედა და იო­სე­ლი­ა­ნე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო ანა­თე­მას გა­დამ­ცემს.

- შენი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძი რო­მე­ლია?

- სპა­გე­ტი, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­დან კი ხინ­კა­ლი მიყ­ვარს. ჩემს მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ მო­ვუმ­ზა­დო, მარ­ტო ვცხოვ­რობთ და რომ არ გა­ვა­კე­თო მში­ე­რი იქ­ნე­ბა. რამ­დე­ნი­მე წინ­სა­ფა­რი მაქვს, მაგ­რამ სახ­ლში ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხა­ლა­თე­ბით სი­ა­რუ­ლი. თმა ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მაქვს და ისე შევ­დი­ვარ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.

- სა­ინ­ტე­რე­სო კო­მენ­ტა­რე­ბია თქვენს ვი­დე­ო­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, წე­რენ რომ შენი და დალი ჩი­ტა­ლა­ძის დუ­ე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა...

- ვნა­ხოთ... მე და დალი გვერ­დიგ­ვერდ უბან­ში ვცხოვ­რობთ. ის ვე­რა­ზე და მე ვა­კე­ში რაზ­მა­ძე­ზე. "ინ­სტაგ­რამ­ზე" და­ლის "ფო­ლო­ვე­რიც" ვარ და მიყ­ვარს ძა­ლი­ან ეს ქალი.

- და სი­გო­ი­მე არ გიყ­ვარს...

- სი­გო­ი­მე მგო­ნი არა­ვის უყ­ვარს, უბ­რა­ლოდ ხმა­მაღ­ლა არა­ვინ ამ­ბობს, ეს არის შოუს ნა­წი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მინ­და ვუ­თხრა, არ გა­ღი­ზი­ან­დნენ. არ მგო­ნია ვინ­მეს თა­ვის თავ­ზე მი­ე­ღო, რად­გან კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის­ზე მით­ქვამს. შო­უ­ში რომ მივ­დი­ო­დი, წინა სე­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვგრძნობ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ხალ­ხს მოს­წო­ნე­ბო­დი ან პი­რი­ქით.

მყავს ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ყვე­ლა გან­ვიც­დით რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რებ­ში ხდე­ბა. სი­უ­ჟე­ტი მე­უღ­ლეს და ოჯა­ხის წევ­რებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ, მგო­ნია, რომ და­დე­ბი­თი იყო და სა­ხა­ლი­სო. კო­მენ­ტა­რე­ბი მათ არ წა­უ­კი­თხავთ, მაგ­რამ მე­უღ­ლე მიხ­ვდა რომ დი­დად ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი არ ვი­ყა­ვი და სცა­და ჩემი გამ­ხნე­ვე­ბა.

- კრი­ტი­კუ­ლი იყო ჟი­უ­რი...

- ჩემი შეც­დო­მა იყო საჭ­მლის პრო­პორ­ცი­ე­ბი, მეტი ბრინ­ჯი მქონ­და და ნაკ­ლე­ბი კრე­ვე­ტი და რო­გორც ერ­თმა ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­წე­რა, სა­ქარ­თვე­ლოა და ძვი­რი ღირ­სო კრე­ვე­ტი.

- თქვენ­ზე იმა­საც წე­რენ, წინა სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, მა­კას და თა­თი­ას ნა­ზა­ვი­აო.

- ძა­ლი­ან არ მე­სი­ა­მოვ­ნა ეს კო­მენ­ტა­რი. მე და თა­თია ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, მი­ნი­მუმ 40 კი­ლო­მეტ­რი გვა­შო­რებს ერ­თმა­ნე­თის­გან და ვი­მე­ო­რებ რომ მე მყავს ოჯა­ხი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჟი­უ­რის წევ­რებს არ ვეპ­რან­ჭე­ბი.

მე და თა­თია სტი­ლი­თაც ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, მე დე­სერ­ტე­ბი არ მიყ­ვარს და არც ტკბი­ლე­ულს ვჭამ. მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე ცხოვ­რე­ბა­ში, იმის­თვის რომ მი­მეღ­წია, რაც მაქვს. მაქვს დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც 2018 წელს მო­ვი­პო­ვე და 160-გვერ­დი­ა­ნი ნაშ­რო­მი დავ­წე­რე. ამ დროს არ იყი­დე­ბო­და დიპ­ლო­მე­ბი. ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ მა­მის, ქმრის და დე­დის ფუ­ლე­ბით არი­სო, მოდი ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ ვისი.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს შო­უს­გან?

- მე­გო­ნა რომ უფრო ლო­ი­ა­ლუ­რი და იუ­მო­რით სავ­სე მა­ყუ­რე­ბე­ლი დამ­ხვდე­ბო­და, არ მე­გო­ნა ასეთ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას თუ გა­მო­ვიწ­ვევ­დი. ძა­ლი­ან ნუ გა­მაკ­რი­ტი­კებთ, ეს არის შოუ. ჩვენს უკან დგა­ნან პრო­დი­უ­სე­რე­ბი, გა­მო­გო­ნი­ლი არა­ფე­რია ყვე­ლა ის ტი­პა­ჟია რაც ვართ, მაგ­რამ მა­ინც შოუა.

მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ ჩემი კერ­ძე­ბით მო­ვა­წო­ნებ თავს მა­ყუ­რე­ბელს და მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ჩემი ად­გი­ლი იქ არის.

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ხომ არ გა­და­ი­ნაც­ვლებ?

- არა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და რომ სა­კუ­თა­რი კაფე მქონ­დეს. სა­დაც ისეთ გა­რე­მოს შევ­ქმნი, რომ ადა­მი­ანს მო­უნ­დე­ბა მოს­ვლა, გან­ტვირ­თვა, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა და სა­სი­ა­მოვ­ნო დრო­ის გა­ტა­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯონი
0
საქართველოს რესპუბლიკის მშენებლობისა და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრები ზურაბ მინდელი, 1991 - 24 ნოემბერი, 1992 რევაზ არველაძე, 24 ნოემბერი, 1992 – 21 დეკემბერი, 1995 დავით ზუბიტაშვილი, 21 დეკემბერი, 1995 – 16 ნოემბერი, 1998 თემურ გიორგაძე, 16 ნოემბერი, 1998 — 19 ნოემბერი, 1999 დავით მირცხულავა, 19 ნოემბერი, 1999 — 12 აგვისტო, 2003 მამუკა ნიკოლაიშვილი, 14 აგვისტო, 2003 — 17 თებერვალი, 2004 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრები ნიკა გილაური, 17 თებერვალი, 2004 — 30 აგვისტო, 2007 ალექსანდრე ხეთაგური, 30 აგვისტო, 2007 — 13 აგვისტო, 2012 ვახტანგ ბალავაძე, 13 აგვისტო, 2012 — 25 ოქტომბერი, 2012 კახა კალაძე, 25 ოქტომბერი, 2012 - 10 ივლისი, 2017 ილია ელოშვილი, 11 ივლისი, 2017 – 15 დეკემბერი, 2017
ჯონი
5
ასეთი მიდგომა აქვს და სხვა არაფერი.ნატურალია როგორც ჩანს.არ ფარავს თავის პიროვნება და ამიტომაც არის წარმატებული გოგონა. წარმატებები მასტერშეფში მარიამს
ავტორი:

"რამდენიმე წინსაფარი მაქვს, მაგრამ სახლში ხალათებით სიარული მიყვარს" - ვინ არის "მასტერშეფის" კონკურსანტი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებელი აალაპარაკა

"რამდენიმე წინსაფარი მაქვს, მაგრამ სახლში ხალათებით სიარული მიყვარს" - ვინ არის "მასტერშეფის" კონკურსანტი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებელი აალაპარაკა

ყველაზე გემრიელი კულინარიული შოუ "მასტერშეფი" სატელევიზიო სეზონზე დაბრუნდა და პირველივე გადაცემას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

როგორც დაანონსდა, ჟიური წელს უფრო კრიტიკული იქნება, რაც დამატებით სანერვიულოს უქმნის ახალ მონაწილეებს.

ჟურნალისტი მარიამ ქურდიანი ერთ-ერთია, ვინც შეეცდება მკაცრ ჟიურის სამეულს სეზონის ბოლომდე მოაწონოს თავისი მომზადებული კერძები და ფინალშიც გავიდეს. ამბობს, რომ მისთვის მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, თუმცა შოუში მის პირველივე გამოსვლას მაყურებელი კრიტიკულად შეხვდა.

"ეს ლუკას ნუ ეპრანჭება, ბევრს გადაგვიმტერებს"; "მეორე თათიაა"; "კომპლექსებით გამოტენილია და მაკა კვიციანს როგორ ბაძავს"; "ამან თუ პროექტში გაიმარჯვა, საჯაროდ ლაივში, უნდა გადავხტე მტკვარში" - წერენ მარიამ ქურდიანის ვიდეოს კომენტარებში "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა, ახლოს გაგაცნოთ "მასტერშეფის" მონაწილე, რომელმაც ერთი ნახვით აალაპარაკა ინტერნეტმომხმარებლები:

"მე ვარ მარიამ ქურდიანი, 29 წლის, თბილისიდან, „მოამბის“ კრიმინალისა და სამართლის ჟურნალისტი. ძალიან გამიკვირდა, ამდენი წელია ჟურალისტი ვარ, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილებიდან მაქვს ჩართვა საინფორმაციოში და არავინ არ მიცნობს. ახლა კი „მასტერშეფის“ ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დაახლოებით ათი წელია ჟურნალისტიკაში ვარ, აქედან შვიდი წელია „მოამბეში“ ვმუშაობ, თუმცა ახლა დეკრეტში ვარ. ორი შვილი მყავს, 6 წლის და 4 თვის. ჩემი მეუღლე ლევან ბადურაშვილი, ბიზნესმენია, მამასთან ერთად პროექტი აქვს. ჩემი მამამთილი ყოფილი ენერგეტიკის მინისტრია, ედუარდ შევარდნაძის დროს მუშაობდა".

- გადაცემაში თქვი, ჩემთვის მიუღწეველი მიზანი არ არსებობსო...

- მინდოდა ოჯახი - მყავს ოჯახი, მინდოდა გოგო-შვილი, ბიჭი-შვილი, წარმატებული ჟურნალისტი ვყოფილიყავი, მქონოდა ბედნიერი ოჯახი და ამას, ყველაფერს მივაღწიე.

- კულინარიით რა ასაკიდან დაინტერესდი?

- ოჯახში ყოველთვის ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებდნენ. დედას ბევრი ნათესავები ჰყავს და ყველანი ერთად ვიკრიბებოდით "ნახალოვკაში". ბავშვები დავრბოდით და უფროსები სხვადასხვანაირ კერძებს ამზადებდნენ. ამ ემოციებმა და გარემომ ძალიან იმოქმედა.

გვქონდა ტრადიციული კერძი - ლობიოს გუფთა, რომელიც იოსელიანების ოჯახმა გვასწავლა, ბებიას გაუმხილეს რეცეპტი. უგემრიელესია და ძალიან მინდა, რომ გადაცემაში მოვამზადო, მაგრამ რეცეპტს ვერ გავამხელ, დედა და იოსელიანების სამზარეულო ანათემას გადამცემს.

- შენი საყვარელი კერძი რომელია?

- სპაგეტი, ქართული სამზარეულოდან კი ხინკალი მიყვარს. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ჩემი მომზადებული კერძები. ყოველთვის ვცდილობ მოვუმზადო, მარტო ვცხოვრობთ და რომ არ გავაკეთო მშიერი იქნება. რამდენიმე წინსაფარი მაქვს, მაგრამ სახლში ძალიან მიყვარს ხალათებით სიარული. თმა ყოველთვის მოწესრიგებული მაქვს და ისე შევდივარ სამზარეულოში.

- საინტერესო კომენტარებია თქვენს ვიდეოზე სოციალურ ქსელში, წერენ რომ შენი და დალი ჩიტალაძის დუელი საინტერესო იქნება...

- ვნახოთ... მე და დალი გვერდიგვერდ უბანში ვცხოვრობთ. ის ვერაზე და მე ვაკეში რაზმაძეზე. "ინსტაგრამზე" დალის "ფოლოვერიც" ვარ და მიყვარს ძალიან ეს ქალი.

- და სიგოიმე არ გიყვარს...

- სიგოიმე მგონი არავის უყვარს, უბრალოდ ხმამაღლა არავინ ამბობს, ეს არის შოუს ნაწილი და საზოგადოება მინდა ვუთხრა, არ გაღიზიანდნენ. არ მგონია ვინმეს თავის თავზე მიეღო, რადგან კონკრეტულად არავისზე მითქვამს. შოუში რომ მივდიოდი, წინა სეზონიდან გამომდინარე ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა ხალხს მოსწონებოდი ან პირიქით.

მყავს ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს, ყველა განვიცდით რაც სოციალურ ქსელში კომენტარებში ხდება. სიუჟეტი მეუღლეს და ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონათ, მგონია, რომ დადებითი იყო და სახალისო. კომენტარები მათ არ წაუკითხავთ, მაგრამ მეუღლე მიხვდა რომ დიდად ნასიამოვნები არ ვიყავი და სცადა ჩემი გამხნევება.

- კრიტიკული იყო ჟიური...

- ჩემი შეცდომა იყო საჭმლის პროპორციები, მეტი ბრინჯი მქონდა და ნაკლები კრევეტი და როგორც ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა დაწერა, საქართველოა და ძვირი ღირსო კრევეტი.

- თქვენზე იმასაც წერენ, წინა სეზონის მონაწილეების, მაკას და თათიას ნაზავიაო.

- ძალიან არ მესიამოვნა ეს კომენტარი. მე და თათია ძალიან განსხვავებულები ვართ, მინიმუმ 40 კილომეტრი გვაშორებს ერთმანეთისგან და ვიმეორებ რომ მე მყავს ოჯახი და ძალიან ბედნიერი ვარ, ჟიურის წევრებს არ ვეპრანჭები.

მე და თათია სტილითაც ძალიან განსხვავებულები ვართ, მე დესერტები არ მიყვარს და არც ტკბილეულს ვჭამ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ძალიან ბევრი ვიშრომე ცხოვრებაში, იმისთვის რომ მიმეღწია, რაც მაქვს. მაქვს დოქტორის ხარისხი, რომელიც 2018 წელს მოვიპოვე და 160-გვერდიანი ნაშრომი დავწერე. ამ დროს არ იყიდებოდა დიპლომები. ასევე ამბობენ, რომ მამის, ქმრის და დედის ფულებით არისო, მოდი ჩამოყალიბდნენ ვისი.

- რა მოლოდინი გაქვს შოუსგან?

- მეგონა რომ უფრო ლოიალური და იუმორით სავსე მაყურებელი დამხვდებოდა, არ მეგონა ასეთ გაღიზიანებას თუ გამოვიწვევდი. ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ, ეს არის შოუ. ჩვენს უკან დგანან პროდიუსერები, გამოგონილი არაფერია ყველა ის ტიპაჟია რაც ვართ, მაგრამ მაინც შოუა.

მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი კერძებით მოვაწონებ თავს მაყურებელს და მიხვდებიან, რომ ჩემი ადგილი იქ არის.

- ჟურნალისტიკიდან კულინარიაში ხომ არ გადაინაცვლებ?

- არა, მაგრამ ძალიან მინდა რომ საკუთარი კაფე მქონდეს. სადაც ისეთ გარემოს შევქმნი, რომ ადამიანს მოუნდება მოსვლა, განტვირთვა, გემრიელი კერძების დაგემოვნება და სასიამოვნო დროის გატარება.

"უამრავი ჭორია მოსალოდნელი ამ პერიოდში" - რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები 20 ნოემბრამდე

12 ნოემბერს სავსემთვარეობაა, 26-ში ახალმთვარეობა - ნოემბრის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

მომდევნო 3 დღე, საქართველოში უნალექო ამინდი იქნება