ავტორი:

"პატრიარქს მისივე აღზევებულმა კადრებმა უმტყუნეს" - რა ხდება საპატრიარქოში?

"პატრიარქს მისივე აღზევებულმა კადრებმა უმტყუნეს" - რა ხდება საპატრიარქოში?

საქართველოს საპატრიარქოს გარშემო სკანდალი გრძელდება. ამ ცოტა ხნის წინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია, ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.

რა ხდება საქართველოს საპატრიაქოში? ადგილი აქვს შეთქმულების თეორიების გავრცელების მცდელობას? თუ რეალურ კრიმინალურ გარჩევებს? - ამის გარკვევას kvirispalitra.ge თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილთან საუბრისას შეეცადა:

"საპატრიარქოში არსებული კრიზისი ცხადია, რაც განპირობებულია მრავალწლიანი სისტემური პრობლემებით. თეოლოგების დიდი ნაწილი საპატრიარქოს მრავალი წლის განვმავლობაში მოვუწოდებდით, რომ რეფორმები განეხორციელებინათ სისტემაში. ეს არის ერთადერთი ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელიც დამოუკიდბელობის დღიდან ამ დრომდე არ განვითარებულა.

პრობლემა მხოლოდ მეუფე იაკობი და მისი განცხადებები არ არის, ძალიან ბევრი სხვა პრობლემაა. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, პატრიარქს მისივე აღზევებულმა კადრებმა უმტყუნეს.

- როგორ გგონიათ, მეუფე იაკობის ნაამბობი შეთქმულების თეორიაა თუ მსგავსი შეთქმულება მართლაც დაგეგმილი იყო?

- გამოვრიცხავ, რომ ხელსუფლების ნებისმიერ შტოს პატრიარქის ლიკვიდაცია დაეგეგმა, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ისედაც მხცოვანი და ხანდაზმული პატრიარქის მკვლელობა, უბრალოდ, ალოგიკურია.

გარდა ამისა, ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის უშუალო და მჭიდრო ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. კათოლიკოს-პატრიარქი ხშირად გვევლინება როგორც სუვერენი, როგორც ლეგიტიმაციის მთავარი წყარო ხელისუფლებებისთვის. მისი უწმინდესობა არასდროს ყოფილა დესტრუქციული. პირიქით, ის ყოველთვის იყო ლიალური ხელისუფლებებთან ურთიერთობებში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არავითარ ინტერესებს არ წარმოადგენდა მავანისათვის მისი მოკვდინება.

ჩემი აზრით, მეუფე იაკობს ამოძრავებს პირადი მოტივები და ზრახვები, რადგან ის განაწყენებულია.

- რა შეიძლება იყოს მისი განაწყენების საგანი?

- ყველამ ვიცით, რომ მას ჰყავდა ლობი "ქართული ოცნების" ერთ-ერთ შტოში. რომლებიც მეუფეს ჰპირდებოდნენ, რომ განიხილავდნენ პატრიარქის მოსაყდრედ. ფაქტია, ეს ასე არ მოხდა და ახლა ცდილობს ავნტურაზე წავიდეს - შური ამ ფორმით იძიოს. ამის გამო მას მოუწევს პასუხისგება, როგორც სინოდის და პატრიარქის, ასევე საზოგადოების წინაშე.

ამავდროულად შესაძლოა მასზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს, რადგან ის ახლა ირწმუნება, რომ "ციანიდი" დადგმული სპექტაკლია, მაშინ როდესაც, აქამდე ამბობდა, რომ ეს იყო მკვლელობის ორგანიზება. თუ მეუფე იაკობმა იცოდა, რომ "ციანიდი" დადგმული სპექტაკლი იყო და მსგავს განცხადებებს აკეთებდა, გამოდის, დანაშაულს ფარავდა.

- პატრიარქის მოსაყდრეს ვინაობა უკვე ორი წელია გარკვეულია და მეუფე იაკობი ახლა გაბრაზდა?

- რეალური სურათი ასეთია: ძალაუფლება თანდათანობით გამოეცალა საპატრიარქოს სხვადასხვა უწყებებში და ბოლოს სრულ იზოლაციაში მოექცა.

მეუფე იაკობი საკმაოდ დაახლოებული პირი იყო ბიძინა ივანიშვილთან. დღეისთვის მასთან საერთოდ აღარ მიესვლება, გაურკვეველი მიზეზების გამო. როგორც ჩანს, ამის ფონზე, წყენამ და ბრაზმა კულმინაციურ პიკს მიაღწია და ალკოჰოლური თრობის შედეგად თქვა ეს ყველაფერი წაიკითხეთ ვრცლად

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა

რას ყვება ექიმი, რომელიც Covid-19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს? - "ვირუსის სიმპტომი მოეხსნათ, ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა"

რა ხდება დილით თბილისის შემოსასვლელში, მას შემდეგ რაც 2 დღით დიდ ქალაქებში შესვლა დაშვებულია