პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის: "ვრჩები ეპარქიაში"
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის: "ვრჩები ეპარქიაში"

ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი მე­უ­ფე ია­კო­ბი პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მე­უ­ფე ია­კობ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, სა­პატ­რი­არ­ქო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

"მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რად, რომ უწ­მინ­დე­სი მე­ნა­ხა და ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­სა­უბ­რა.

მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­დავ­დე­ქი ქო­რე­პის­კო­პო­სო­ბი­დან და სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან. ოღონდ მე გა­დავ­დე­ქი. ეს ჩემი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

ვრჩე­ბი ეპარ­ქი­ა­ში. მრევლს და ერს ყვე­ლას კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, რომ შენ­დო­ბას ვი­თხოვ და ბო­დიშს ჩემი ისე­თი სა­ხით სა­უბ­რის­თვის. შეხ­ვედ­რას ჩვენ ორნი ვეს­წრე­ბო­დით" - გა­ნა­ცხა­და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა.

მე­უ­ფე ია­კო­ბის ქო­რე­პის­კო­პო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­პატ­რი­არ­ქომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ბრძა­ნე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

"ა.წ. 28 ოქ­ტომ­ბრი­დან მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი (ია­კო­ბიშ­ვი­ლი) პი­რა­დი თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­უ­რი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­დან“, - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის ბრძა­ნე­ბა­ში.

ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი კი­დევ ერთხელ აცხა­დებს, რომ მის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სი­მარ­თლეა და სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბი უკან არ მი­აქვს.

მე­უ­ფე ია­კო­ბი მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­სას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ლექ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ყვე­ლას შენ­დო­ბას სთხოვს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი მდგო­მა­რე­ო­ბაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რად­გან სამი წე­ლია ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და.

ავტორი:

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის: "ვრჩები ეპარქიაში"

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის: "ვრჩები ეპარქიაში"

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მეუფე იაკობმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

"მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა.

მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა.

ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით" - განაცხადა სასულიერო პირმა.

მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანება გაავრცელა:

"ა.წ. 28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან“, - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოდბელი ეპისკოპოსი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება სიმართლეა და საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს.

მეუფე იაკობი მის მიერ გაკეთებული განცხადებისას შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, ყველას შენდობას სთხოვს, თუმცა საზოგადოებამ მისი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს, რადგან სამი წელია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ასაიდუმლოებდა.

კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კი უკეთესი - ლალი ტურძელაძე პაციენტების მდგომარეობაზე

"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები