„ფეისბუქის“ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia ერთ-ერთმა მომხმარებელმა სამეგრელოში გადაღებული სურათები გააზიარა, სადაც ჩანს, რომ კარალიოკის ჩირის ასხმებით სახლი თითქმის მთლიანად არის დაფარული.
„ასეთი ფერადი ფარდებით არის მარტვილის სოფლებში ყოველი მეორე სახლი მორთულ-მოკაზმული“ - წერს მარიამ ტოგონიძე.
ფოტოები მარტვილის რაიონში, სოფელ ლეხაინდრავოშია გადაღებული.