პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე
"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, ტა­რი­ელ ონი­ა­ნი რუ­სეთ­მა ეს­პა­ნეთს გა­დას­ცა. Gazeta.ru ცნო­ბით, სხვა­დას­ხვა სა­ხის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის “კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის” წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ეს­პა­ნეთ­ში ჯერ კი­დევ 14 წლის წინ აღიძ­რა. ეს­პა­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა ტა­რი­ელ ონი­ა­ნის 8 წლი­თა და 6 თვით და­პა­ტიმ­რე­ბას ითხოვს და მას 50 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­დას აკის­რებს.

"67 წლის ქარ­თველ­მა ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა ზედ­მეტ­სა­ხე­ლით "ტარო", რო­მე­ლიც "ქუ­თა­ი­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის" ლი­დე­რია, რუ­სე­თი 23 ოქ­ტომ­ბერს ეს­პა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თან­ხლე­ბით, შე­რე­მე­ტე­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან და­ტო­ვა. წელს ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის N6 კო­ლო­ნი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რო­მე­ლიც "შავი დელ­ფი­ნის" სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ონი­ან­მა იქ თით­ქმის 10 წელი გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ კი რუს­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს­პა­ნე­თის­თვის მისი გა­და­ცე­მა გა­და­წყვი­ტა", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ირი­ნა ვოლკ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

"ეს­პა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მას ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­კუ­თარ კლან­თან ერ­თად ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის­თვის ეძებ­დნენ, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის ბრალ­დე­ბით, ტა­რი­ელ ონი­ანს ინ­ტერ­პო­ლიც ეძებ­და. მას რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა ჩვენ­მა ძა­ლო­ვან­მა უწყე­ბებ­მა, კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად იმ­სჯე­ლეს და მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­წყვი­ტეს", - აცხა­დებს ვოლ­კი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ტა­რო­ზე" ძებ­ნა ჯერ კი­დევ 2005 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რად­გან ის რუ­სეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში უამ­რავ კრი­მი­ნა­ლურ ქმე­დე­ბა­შია მხი­ლე­ბუ­ლი, მათ შო­რის უკა­ნო­ნო ბიზ­ნე­სებ­სა და "ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში". ეს­პა­ნუ­რი მე­დია წერ­და, რომ ის ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გა­მო­ძალ­ვი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ თან­ხებს სამ­შე­ნებ­ლო და სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში აბან­დებ­და.

მისი და­კა­ვე­ბა ეს­პა­ნელ­მა ძა­ლოვ­ნებ­მა 2005 წელს სცა­დეს, მა­შინ რუ­სუ­ლი მა­ფი­ის ათე­უ­ლო­ბით წევ­რი აიყ­ვა­ნეს. ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და. 2006 წლის აპ­რილ­ში მან უკა­ნო­ნოდ მი­ი­ღო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, "2009 წელს ონი­ა­ნი, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბას გეგ­მავ­და და ახორ­ცი­ე­ლებ­და. ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვი­სას, მათ ორი დღე-ღამე ტყვედ ჰყავ­დათ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც 250 ათა­სი დო­ლა­რის გა­დახ­დას თხოვ­დნენ. თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ, ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს".

2009 წლის 11 ივ­ნისს ონი­ა­ნი და მისი დაც­ვა რუს­მა ძა­ლოვ­ნებ­მა, მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს და 10-წლი­ა­ნი მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნია მი­უ­სა­ჯეს.

ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბით, "ის თა­ნა­მო­საკ­ნე­ე­ბის მი­მართ სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. კო­ლო­ნი­ა­ში მუდ­მი­ვად ამ­ბო­ხის ატეხ­ვას ცდი­ლობ­და და არას­დროს მო­ნა­წი­ლე­ობ­და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ასე­ვე უარს აცხა­დებ­და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამას­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას უხე­შად, არა­კო­რექ­ტუ­ლად და უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მი­მარ­თავ­და", - ჰყვე­ბა “РИА Новости-სთან” სა­უ­ბარ­ში კო­ლო­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

თუმ­ცა, უარ­ყო­ფი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ად­ვო­კა­ტებ­მა მის­თვის სას­ჯე­ლის შემ­ცი­რე­ბა შეძ­ლეს. 2019 წლის 9 აპ­რილს მან სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს­ვე ის ისევ და­ა­კა­ვეს და 40 დღით და­ა­პა­ტიმ­რეს. სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ირ­კვა, რომ ეს­პა­ნეთ­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, მისი ექ­სტრა­და­ცი­ის სა­კი­თხი უნდა დამ­დგა­რი­ყო, თუმ­ცა ამ თე­მის გარ­შე­მო სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბო­და.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, რუ­სე­თი მის ექ­სტრა­და­ცი­ას მხო­ლოდ იმი­ტომ ახორ­ცი­ე­ლებს, რომ ონი­ა­ნი ინ­ტერ­პო­ლით იძებ­ნე­ბო­და.

"ეს­პა­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რას ონი­ა­ნის გა­და­ცე­მის სა­კი­თხში ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს მხო­ლოდ ის აძ­ლევ­და, რომ ონი­ა­ნის და­კა­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­დე­რი ინ­ტერ­პო­ლის მი­ე­რაა გა­ცე­მუ­ლი. ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თი ეს­პა­ნეთს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს, პრაქ­ტი­კუ­ლად, არას­დროს გა­დას­ცემს", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ონი­ანს არც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქო­ბა აქვს და კო­ლო­ნი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავ­და, თუმ­ცა, რა­ტომ ვერ შეძ­ლო ეს, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

"ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ტყი­ბულ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი მე­შახ­ტე იყო და შახ­ტის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ონი­ან­მა პირ­ვე­ლი სას­ჯე­ლი 17 წლის ასაკ­ში მო­ი­ხა­და. მას შემ­დეგ 8 კო­ლო­ნი­ა­ში მო­უ­წია პა­ტიმ­რო­ბამ. "მის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში 500 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და 50 ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ფო­ტო­ე­ბი: Прайм Крайм

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Policieli
7

ქურდებისგან მოდის დანაშაულის ორგანიზება, კაცის კვლა, ყაჩაღობა, გამოძლავა, დაშინება, ცემა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ყოველგვარი ბოროტება, ყველას ვისაც სიმპატიები აქვს ქურდული და კრიმინალური გაგების მიმართ უნდა გონს მოეგონ რომ ეს არის შეცდომა და ესა ასის სიბნელე, ქურდული გაგება არც სამართლიანია და არც ვაჟკაცური,

პატიოსან და მშრომელ კაცს რო დაჩაგრავ და დაშინებით ფულს წააართმევ არასწორი და არასამართლიანია, სწორედ ამას აკეტებენ ქურდები, მაგათთან სამართალს ვერ იპოვი, მაგათი სიმართლე არის ის რაც თვითონ აწყობთ

Rati
2

რა ბოროტი თვალები აქვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე

"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე

ე.წ. კანონიერი ქურდი, ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა. Gazeta.ru ცნობით, სხვადასხვა სახის ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული, ქართული წარმოშობის “კრიმინალური ავტორიტეტის” წინააღმდეგ საქმე ესპანეთში ჯერ კიდევ 14 წლის წინ აღიძრა. ესპანეთის პროკურატურა ტარიელ ონიანის 8 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას ითხოვს და მას 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას აკისრებს.

"67 წლის ქართველმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა ზედმეტსახელით "ტარო", რომელიც "ქუთაისური დანაშაულებრივი დაჯგუფების" ლიდერია, რუსეთი 23 ოქტომბერს ესპანელი სამართალდამცველების თანხლებით, შერემეტევოს აეროპორტიდან დატოვა. წელს ის განსაკუთრებული რეჟიმის N6 კოლონიიდან გათავისუფლდა, რომელიც "შავი დელფინის" სახელით არის ცნობილი. ონიანმა იქ თითქმის 10 წელი გაატარა, შემდეგ კი რუსთის ხელისუფლებამ ესპანეთისთვის მისი გადაცემა გადაწყვიტა", - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ირინა ვოლკმა დაადასტურა.

"ესპანელი სამართალდამცველები მას ესპანეთის ტერიტორიაზე, საკუთარ კლანთან ერთად ჩადენილი დანაშაულებებისთვის ეძებდნენ, ადამიანების გატაცების ბრალდებით, ტარიელ ონიანს ინტერპოლიც ეძებდა. მას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, კომპეტენტურ ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელეს და მას მოქალაქეობა შეუწყვიტეს", - აცხადებს ვოლკი.

რუსული მედიის ინფორმაციით, "ტაროზე" ძებნა ჯერ კიდევ 2005 წლიდან მიმდინარეობდა, რადგან ის რუსეთსა და ესპანეთში უამრავ კრიმინალურ ქმედებაშია მხილებული, მათ შორის უკანონო ბიზნესებსა და "ფულის გათეთრებაში". ესპანური მედია წერდა, რომ ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიასა და ევროპის ქვეყნებში გამოძალვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებულ თანხებს სამშენებლო და სარესტორნო ბიზნესში აბანდებდა.

მისი დაკავება ესპანელმა ძალოვნებმა 2005 წელს სცადეს, მაშინ რუსული მაფიის ათეულობით წევრი აიყვანეს. ტარიელ ონიანი ერთადერთი იყო, ვინც გაქცევა მოახერხა და რუსეთში გადავიდა. 2006 წლის აპრილში მან უკანონოდ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და მოსკოვში ცხოვრობდა.

როგორც რუსული მედია წერს, "2009 წელს ონიანი, თანამზრახველებთან ერთად საქართველოდან ბიზნესმენების გატაცებას გეგმავდა და ახორციელებდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას, მათ ორი დღე-ღამე ტყვედ ჰყავდათ მამაკაცი, რომელსაც 250 ათასი დოლარის გადახდას თხოვდნენ. თანხის გადახდის შემდეგ, ის გაათავისუფლეს".

2009 წლის 11 ივნისს ონიანი და მისი დაცვა რუსმა ძალოვნებმა, მოსკოვის გარეუბანში, საკუთარ სახლში დააკავეს და 10-წლიანი მკაცრი რეჟიმის კოლონია მიუსაჯეს.

ზედამხედველების დახასიათებით, "ის თანამოსაკნეების მიმართ სასტიკი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. კოლონიაში მუდმივად ამბოხის ატეხვას ცდილობდა და არასდროს მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებში. ასევე უარს აცხადებდა თვითგანვითარებაზე. ამასთან ადმინისტრაციას უხეშად, არაკორექტულად და უპატივცემულოდ მიმართავდა", - ჰყვება “РИА Новости-სთან” საუბარში კოლონიის წარმომადგენელი.

თუმცა, უარყოფითი დახასიათების მიუხედავად, ადვოკატებმა მისთვის სასჯელის შემცირება შეძლეს. 2019 წლის 9 აპრილს მან საპატიმრო დატოვა. გათავისუფლების დღესვე ის ისევ დააკავეს და 40 დღით დააპატიმრეს. სასამართლოზე გაირკვა, რომ ესპანეთში მის წინააღმდეგ დაწყებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, მისი ექსტრადაციის საკითხი უნდა დამდგარიყო, თუმცა ამ თემის გარშემო სპეკულაციები გრძელდებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთი მის ექსტრადაციას მხოლოდ იმიტომ ახორციელებს, რომ ონიანი ინტერპოლით იძებნებოდა.

"ესპანეთის პროკურატურას ონიანის გადაცემის საკითხში ოპტიმიზმის საფუძველს მხოლოდ ის აძლევდა, რომ ონიანის დაკავების საერთაშორისო ორდერი ინტერპოლის მიერაა გაცემული. ცნობისთვის, რუსეთი ესპანეთს ეჭვმიტანილებს, პრაქტიკულად, არასდროს გადასცემს", - წერს რუსული მედია.

მათივე ცნობით, ონიანს არც საქართველოს მოქალაქობა აქვს და კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა, რატომ ვერ შეძლო ეს, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"ტარიელ ონიანი ტყიბულში დაიბადა. მამამისი მეშახტე იყო და შახტის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ონიანმა პირველი სასჯელი 17 წლის ასაკში მოიხადა. მას შემდეგ 8 კოლონიაში მოუწია პატიმრობამ. "მის მიერ ჩამოყალიბებულ დაჯგუფებაში 500 შეიარაღებული პირი და 50 ე.წ. კანონიერი ქურდია გაწევრიანებული", - წერს რუსული მედია.

ფოტოები: Прайм Крайм