მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოკერიასთან შეხვედრა ახალგაზრდებმა მოითხოვეს " - რას ამბობს ვანო ზარდიაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე
"ბოკერიასთან შეხვედრა ახალგაზრდებმა მოითხოვეს " - რას ამბობს ვანო ზარდიაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­შინ გიგა ბო­კე­რი­ას და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გავ­რცელ­და, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

"ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ პარ­ლა­მენ­ტი­დან წა­სუ­ლი ზარ­დი­აშ­ვი­ლი გიგა ბო­კე­რი­ას­თან შე­ვი­და ალი­ან­სში, რის გა­მოც ის მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს. ზარ­დი­აშ­ვილ­მა დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ეკა ბე­სე­ლი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა.

AMBEBI.GE სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარ­ზე პო­ლი­ტი­კოსს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო ვანო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტოს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, სად და რა­ტომ შეხ­ვდით გიგა ბო­კე­რი­ას­თან ერ­თად ახალ­გაზ­რდებს?

- ეს შეხ­ვედ­რა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ინი­ცი­ა­ტო­რის" სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბის ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თა. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი უამ­რავ ახალ­გაზ­რდას­თან ერ­თად ვარ მეც. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტის პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს. ასე­ვე, ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს ვა­ტა­რებთ, სა­დაც სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს ვიწ­ვევთ. ამის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ. ახალ­გაზ­რდებ­მა მო­ი­თხო­ვეს გიგა ბო­კე­რი­ას­თან შეხ­ვედ­რა, თემა იყო ოპო­ზი­ცი­ის როლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, მე ახალ­გაზ­რდე­ბის ნე­ბას წინ ვერ აღ­ვუდ­გე­ბი.

- რამ­დე­ნი ხა­ნია რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ?

- ორი წე­ლია, რაც და­ვა­არ­სეთ. სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­თან ერ­თად, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებს. რა­ტომ გა­მო­იწ­ვია ფო­ტომ ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, ვერ ვხვდე­ბი. მე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის არ მი­ღა­ლა­ტია, ვარ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერ­თგუ­ლი ჯა­რის­კა­ცი და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არას­დროს არ შე­ვიც­ვლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0
ორივეს ,ბოკერიასაც და ზარდიაშვილსაც,ერთად ცემს ბესელია)))))
s o s . . . .
0

 ბ - ნო ბიძინა ! ბოლოს და ბოლოს , თქვენ მაინც გაგვაგებინეთ : ვ ი ს ი ვ ი ო ლ ი ნ ო - ვ ი ს რ ო ი ა ლ შ ი ა ! _ როგორც ბ - ი ჯანსუღი ბრძანებდა !... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

"ბოკერიასთან შეხვედრა ახალგაზრდებმა მოითხოვეს " - რას ამბობს ვანო ზარდიაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

"ბოკერიასთან შეხვედრა ახალგაზრდებმა მოითხოვეს " - რას ამბობს ვანო ზარდიაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

სოციალურ ქსელში გუშინ გიგა ბოკერიას და უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ერთობლივი ფოტო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ფეისბუქის" მომხმარებლები წერდნენ, რომ პარლამენტიდან წასული ზარდიაშვილი გიგა ბოკერიასთან შევიდა ალიანსში, რის გამოც ის მკაცრად გააკრიტიკეს. ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი რამდენიმე კვირის წინ ეკა ბესელიასთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა.

AMBEBI.GE სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარზე პოლიტიკოსს დაუკავშირდა:

- ბატონო ვანო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სად და რატომ შეხვდით გიგა ბოკერიასთან ერთად ახალგაზრდებს?

- ეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინიციატორის" საჯარო ლექციების ფორმატში გაიმართა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი უამრავ ახალგაზრდასთან ერთად ვარ მეც. ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ფორმატის პროექტებს ახორციელებს. ასევე, ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციებს ვატარებთ, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ვიწვევთ. ამის ამსახველი მასალები ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. ახალგაზრდებმა მოითხოვეს გიგა ბოკერიასთან შეხვედრა, თემა იყო ოპოზიციის როლი ქართულ პოლიტიკაში, მე ახალგაზრდების ნებას წინ ვერ აღვუდგები.

- რამდენი ხანია რაც აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეთ?

- ორი წელია, რაც დავაარსეთ. სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, ვახორციელებთ საქველმოქმედო პროექტებს. რატომ გამოიწვია ფოტომ ასეთი გამოხმაურება, ვერ ვხვდები. მე "ქართული ოცნების" ღირებულებებისთვის არ მიღალატია, ვარ "ქართული ოცნების" ერთგული ჯარისკაცი და ამ ღირებულებებს არასდროს არ შევიცვლი.

LIVE - ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედია; დახმარების ახალი პაკეტი

LIVE - "საღამოს ნიუსრუმი" დღის მნიშვნელოვანი ამბებით

"საქართველოში მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა, ყველა იმ ადამიანის გამოსავლენად, ვისაც კოვიდი უსიმპტომო ფორმით აქვს გადატანილი"