პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალჟირის ქართველი მმართველები, რომელთა შესახებ ბევრს არ სმენია - "ჰასანი ყველგან საკუთარ ლომთან ერთად დადიოდა..."
ალჟირის ქართველი მმართველები, რომელთა შესახებ ბევრს არ სმენია - "ჰასანი ყველგან საკუთარ ლომთან ერთად დადიოდა..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის იმის შე­სა­ხებ, რომ ალ­ჟი­რის ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლე­ბი ჰა­სან კა­პუ­დან ფაშა და ბაბა ჰა­სან დეი წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ.

ის­ტო­რი­კო­სი კოკი ფე­რა­ძე მათი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო მოღ­ვა­წე­ო­ბის და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უამ­ბობს:

- ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში მაღ­რი­ბის ოს­მა­ლურ სა­ფა­შო­ებ­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­ხე­ლე­თა მოღ­ვა­წე­ო­ბა სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენს. ის, რომ ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბი სტამ­ბო­ლი­სა თუ ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის სხვა მო­ნა­თა ბაზ­რებ­ზე საკ­მა­ოდ სარ­ფი­ა­ნად და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იყი­დე­ბოდ­ნენ, ჩვენ­თვის აღ­მო­ჩე­ნა არაა, თუმ­ცა მათი შემ­დგო­მი ბედი უმე­ტეს­წი­ლად ბუნ­დო­ვა­ნი იყო ქარ­თვე­ლი, და არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი მკვლევ­რე­ბის­თვის.

სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სა­მოგ­ზა­უ­რო მე­მუ­ა­რე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ ქარ­თველ ტყვე­ებს შო­რე­ულ ალ­ჟირ­შიც ყი­დუ­ლობ­დნენ. XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მამ­ლუქ­თა არ­სე­ბო­ბა ალ­ჟი­რის მე­ზო­ბელ თუ­ნი­სი­სა და ტრი­პო­ლის სა­ფა­შო­ებ­შიც დას­ტურ­დე­ბა.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ მო­ნებს, მათ შო­რის კავ­კა­სი­ი­დან მო­ტა­ცე­ბულ მო­ზარ­დებს, სტამ­ბო­ლე­ლი მო­ხე­ლე­ე­ბი და ოს­მა­ლურ სა­ფა­შო­თა გამ­გებ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რად უგ­ზავ­ნიდ­ნენ. რამ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი და რე­გუ­ლა­რუ­ლი იყო აქ კავ­კა­სი­ელ მო­ნა­თა, მათ შო­რის ქარ­თველ­თა შე­მოყ­ვა­ნა, ჯერ კი­დევ შე­სას­წავ­ლი და გა­სარ­კვე­ვია. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მამ­ლუქ­თა ის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ეგ­ვიპ­ტე­სა და ერაყ­ში, ალ­ჟირ­ში არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ალ­ჟი­რი ხმელ­თა­შუა ზღვის მე­კობ­რე­ო­ბის ცენ­ტრი იყო, ალ­ჟი­რე­ლე­ბი სხვა ქვეყ­ნე­ბის ხო­მალ­დებს იტა­ცებ­დნენ, თავს ეს­ხმოდ­ნენ ზღვის­პი­რა სოფ­ლებს და და­ტყვე­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში უზარ­მა­ზარ გა­მო­სას­ყიდს ითხოვ­დნენ. ამ სა­ფა­შო­ში 1575 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ხუთი წელი ტყვე­ო­ბა­ში მი­გელ დე სერ­ვან­ტეს­მაც გა­ა­ტა­რა და ეს პე­რი­ო­დი თა­ვის რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ებ­ში აღ­წე­რა.

ამ შო­რე­ულ სა­ფა­შო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი ნიჭი და ენერ­გია ალ­ჟი­რის და ზო­გა­დად, ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის კე­თილ­დღე­ო­ბას მო­ახ­მა­რეს.

ოს­მა­ლე­თის გან­თქმუ­ლი ამირ­ბა­რი (ად­მი­რა­ლი) ჯა­ზა­ირ­ლი (ალ­ჟი­რე­ლი) კა­პუ­დან ფაშა ჰა­სა­ნი 1714 წელს და­ი­ბა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და წარ­მო­შო­ბით ფშა­ვი­დან იყო.

იგი სი­ბე­რე­შიც კი თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­და ქარ­თულ ენას. ფიქ­რო­ბენ, რომ ჰა­სა­ნი თა­ვი­დან­ვე ალ­ჟირ­ში იქნა გა­ყი­დუ­ლი, თუმ­ცა არის მო­საზ­რე­ბა, რომ იგი სტამ­ბო­ლის თე­ქირ­და­ღის უბან­ში მცხოვ­რებ­მა ვა­ჭარ­მა შე­ი­ძი­ნა, მო­ნო­ბი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კი ია­ნი­ჩარ­თა რი­გებ­ში ჩა­ე­წე­რა და 1737-1739 წლებ­ში ავ­სტრი­ელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და, სა­დაც თავი ქა­ლაქ ბელგრა­დის ალ­ყის დროს გა­მო­ი­ჩი­ნა.

ალ­ჟირ­ში იგი ტლემ­სე­ნის ოლ­ქის მმარ­თვე­ლად და­ი­ნიშ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ალ­ჟი­რის დე­ის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­თუ­ლე­ბის გამო ალ­ჟი­რი­დან ეს­პა­ნეთ­ში გა­იქ­ცა. 1760 წელს ჰა­სა­ნი სტამ­ბოლ­ში დაბ­რუნ­და და აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის ფლო­ტის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და. 1770 წლის 5-7 ივ­ლი­სის რუ­სეთ­თან გა­მარ­თულ ჩეს­მას სა­ზღვაო ბრძო­ლა­ში ჰა­სან­მა თავი გა­მო­ი­ჩი­ნა, რის შე­დე­გა­დაც სულ­თან­მა იგი კა­პუ­დან ფა­შას, ანუ მთა­ვა­რი ად­მი­რა­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ა­წი­ნა­უ­რა. შემ­დგომ წლებ­ში იგი წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად სხვა­დას­ხვა ოს­მა­ლურ პრო­ვინ­ცი­ებ­ში მი­ავ­ლი­ნეს, მათ შო­რის სი­რი­ა­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში და მო­რე­ა­ში.

იმავდრო­უ­ლად ჰა­სა­ნი შავ ზღვა­ში რუ­სე­თის ფლო­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ზღვაო ოპე­რა­ცი­ებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. იგი ოს­მა­ლუ­რი ფლო­ტის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი იყო, მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა თურ­ქუ­ლი სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის შექ­მნაც. ჰა­სა­ნი, რო­მე­ლიც ყველ­გან თა­ვის ლომ­თან ერ­თად და­დი­ო­და, 1790 წელს სტამ­ბოლ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჰა­სან კა­პუ­დან ფაშა ხში­რად ასო­ცირ­დე­ბა ალ­ჟი­რის სა­ფა­შოს­თან. რუ­სეთ­თან ომის დროს მან მაღ­რი­ბის ქვეყ­ნე­ბი­დან არა­ერ­თი სა­ზღვაო სპე­ცი­ა­ლის­ტი, მათ შო­რის ქარ­თვე­ლი, გა­მო­იწ­ვია.

- რას გვე­ტყვით ბაბა ჰა­სან დეის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც წე­რი­ლებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი წერ­და?

- ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ოს­მა­ლო მო­ხე­ლე­ებ­მა ალ­ჟირ­ში და­წყე­ბუ­ლი აღ­მას­ვლა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის სხვა ნა­წი­ლებ­შიც გა­აგ­რძე­ლეს. ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა თა­ვად ალ­ჟი­რის უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბას - დეის ან ფაშა-დეის წო­დე­ბას მი­აღ­წია. ესე­ნია ქვე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ორი მმარ­თვე­ლი - ჰა­სან დეი და ალი ხოჯა, რო­მელ­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ქვეყ­ნდე­ბა.

ბაბა ჰა­სან დეის (1791-1798) ალ­ჟი­რის ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. მას აქე­ბენ რო­გორც ევ­რო­პე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი, ისე არა­ბე­ბი. ამე­რი­კე­ლი ჰენ­რი ბარნ­ბი კი თა­ვის წიგნ­ში "ალ­ჟი­რის ტყვე­ე­ბი" ჰა­სა­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბას რამ­დე­ნი­მე თავს უთ­მობს და მას­ზე სა­უ­ბარს იწყებს იმით, რომ სიდი ჰა­სა­ნი ქარ­თვე­ლი იყო.

ეს ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტის სა­ი­მონ ლუ­კა­სის მიერ ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან ჰენ­რი დუნ­დას­თან გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი­და­ნაც ირ­კვე­ვა. თურ­ქუ­ლი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, მისი სა­ხე­ლია ჰა­სან ბინ იუ­სუფ აჰის­კა­ლი, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ჰა­სა­ნი ახალ­ცი­ხე­ლი გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი მეს­ხი იყო.

1730-იანი წლე­ბი­სათ­ვის, ახალ­ცი­ხის სა­ფა­შოს დიდ­გვა­რო­ვან­თა უმე­ტე­სო­ბა მაჰ­მა­დი­ა­ნი იყო, გლე­ხო­ბის დიდი ნა­წი­ლი კი ისევ ინარ­ჩუ­ნებ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბას. თუ ჰა­სა­ნი მუს­ლი­მი იყო, მა­შინ იგი ალ­ჟირ­ში მამ­ლუ­ქის ან მო­ნის სა­ხით ვერ მოხ­ვდე­ბო­და. ბრი­ტა­ნულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვი­გებთ, რომ ჰა­სა­ნი ალ­ჟირ­ში ძალ­ზე ახალ­გაზ­რდა ჩა­მო­ვი­და და ჯა­რის­კა­ცად ან ია­ნიჩ­რად, ალ­ბათ, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ე­წე­რა.

ლუ­კა­სის თა­ნახ­მად, ჰა­სა­ნი სხარ­ტი გო­ნე­ბის პატ­რო­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მა­მა­ცი პი­როვ­ნე­ბა იყო, მან სა­ზღვაო საქ­მე საკ­მა­ოდ სწრა­ფად შე­ის­წავ­ლა. მალე ჰა­სანს ხო­მალ­დის კა­პიტ­ნის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს და 1770 წელს შავ ზღვა­ში რუ­სეთ-თურ­ქე­თის სა­ზღვაო ბრძო­ლებ­ში ალ­ჟი­რის გე­მე­ბის მე­თა­უ­რად მი­ავ­ლი­ნეს.

1775 წელს ეს­პა­ნე­თი ალ­ჟირ­ზე თავ­დას­ხმი­სათ­ვის გა­მა­ლე­ბით ემ­ზა­დე­ბო­და. იმ­ჟა­მინ­დელ­მა მმარ­თველ­მა მუ­ჰა­მად დე­ი­მაც და­ი­წყო ომი­სათ­ვის მზა­დე­ბა და ამას­თან, სტამ­ბოლ­ში სულ­თან­თან შუ­ამ­დგომ­ლო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად ჰა­სა­ნი გაგ­ზავ­ნა. უკან გა­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი ჰა­სა­ნი უკვე სას­ტი­კად და­მარ­ცხე­ბულ­მა ეს­პა­ნე­ლებ­მა გზა­ში და­ა­ტყვე­ვეს და ეს­პა­ნეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს.

მუ­ჰა­მად დეიმ საფ­რან­გე­თის კონ­სულს სთხო­ვა დახ­მა­რე­ბო­და ეს­პა­ნელ­თა ტყვე­ო­ბი­დან ჰა­სა­ნის გა­მოხ­სნა­ში. მცი­რე და­ყოვ­ნე­ბის შემ­დეგ, ჰა­სა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს­პა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას ჰა­სან­მა ფა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა ბურ­ბო­ნებ­თან და გა­სამ­რჯე­ლოდ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ეს­პა­ნუ­რი დო­ლა­რიც მი­ი­ღო. მას ეს­პა­ნეთ­სა და ალ­ჟირს შო­რის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და­ეს­პა­ნე­ლი ტყვე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ევა­ლე­ბო­და.

ამ დრო­ი­სათ­ვის ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფო მზად იყო მშვი­დო­ბი­სათ­ვის. ალ­ჟირ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჰა­სა­ნი სხვა­დას­ხვა და­სავ­ლელ დიპ­ლო­მა­ტებ­თან მარ­თავ­და შეხ­ვედ­რებს. ამა­ვე დროს იგი წე­რილს უგ­ზავ­ნის საფ­რან­გე­თის მე­ფეს ლუი XVI-ს და მად­ლო­ბას უხ­დის იმის­თვის, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ეს­პა­ნელ­თა ტყვე­ო­ბი­დან მისი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­ში. ირ­კვე­ვა, რომ ჰა­სა­ნი კარ­გად ფლობ­და ეს­პა­ნურ ენას და ჯერ სა­ზღვაო მი­ნის­ტრის (ვა­ქილ ალ-ჰა­რიჯ), მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის (ჰაზ­ნა­ჯი) თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა. მუ­ჰამ­მად დეის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1791 წლის 13 ივ­ლისს, ია­ნიჩ­რე­ბის მო­თხოვ­ნით, ჰა­სა­ნი ალ­ჟი­რის დეის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აირ­ჩი­ეს.

ეს­პა­ნეთ­მა ჰა­სან­თან და­დე­ბუ­ლი ად­რინ­დე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ქა­ლა­ქი ორა­ნი ალ­ჟირს და­უთ­მო. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შვე­დეთ­თან, პრუ­სი­ას­თან და სხვა ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თა­ნაც გა­ფორმ­და. სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ი­დო ასე­ვე პორ­ტუ­გა­ლი­ას­თა­ნაც, რო­მელ­თა­ნაც ალ­ჟი­რი მუდ­მი­ვად ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებ­მა გახ­სნეს გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტე, სა­დაც ამ დრომ­დე მაღ­რი­ბელ მე­კობ­რე­ებს არ ატა­რებ­დნენ. ალ­ჟი­რე­ლებ­მა ამით ისარ­გებ­ლეს, ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო ხო­მალ­დებს თავს და­ესხნენ და მრა­ვა­ლი ამე­რი­კე­ლი მე­ზღვა­უ­რიც და­ა­ტყვე­ვეს. მათ ჯერ კი­დევ 1785 წლი­დან ჰყავ­დათ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი 21 ამე­რი­კე­ლი მე­ზღვა­უ­რი ქა­ლაქ ალ­ჟირ­ში.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი: 1793 წელს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ვა­შინგტო­ნი ალ­ჟი­რის დე­ის­თან მო­რიგ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს იწყებს და ჰა­სან­თან გა­მოც­დილ დიპ­ლო­მატს დე­ვიდ ჰამფრის აგ­ზავ­ნის, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კის ელჩი იყო ეს­პა­ნეთ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ შედ­გა, დეიმ ელჩი არ მი­ი­ღო, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ვა­შინგტო­ნის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი წა­ი­კი­თხა და თა­ვის ამე­რი­კელ მდი­ვანს ქა­ს­ქართს მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­სუ­ხიც უკარ­ნა­ხა. ამ პა­სუ­ხის ერთი ვერ­სია ნიუ იორ­კის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქი­ვებ­ში ინა­ხე­ბა.

მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა გავ­ცნო­ბო­დი ქა­ს­ქარ­თის მიერ შედ­გე­ნილ ამ და­უ­თა­რი­ღე­ბელ წე­რილს, რომ­ლის ორი­გი­ნა­ლი ამ­ჟა­მად ნიუ იორ­კის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ქა­ს­ქარ­თის პი­რად არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა. ჰა­სან დეი ჯორჯ ვა­შინგტონს წერ­და, რომ იგი მი­ე­სალ­მე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და სა­ჭი­როდ თვლის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კა­სა და ალ­ჟირს შო­რის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას.

უც­ნო­ბია, გა­იგ­ზავ­ნა თუ არა ეს წე­რი­ლი ამე­რი­კა­ში. რო­გორც არ უნდა იყოს, ამე­რი­კის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯორჯ ვა­შინგტო­ნი­სა და ახალ­ცი­ხე­ლი ქარ­თვე­ლის, იმ­ჟა­მად ალ­ჟი­რე­ლი მმარ­თვე­ლის პირ­ვე­ლი მი­მო­წე­რა ნაკ­ლე­ბად შე­დე­გი­ა­ნი გა­მოდ­გა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მხო­ლოდ 1796 წელს გა­ნახ­ლდა ალ­ჟირ­ში მივ­ლი­ნე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი კონ­სუ­ლის - დო­ნალდსო­ნის მეშ­ვე­ო­ბით და დეის ამე­რი­კე­ლი მდივ­ნის ჯე­იმს ქა­ს­ქარ­თის გამ­ჭრი­ა­ხო­ბა რომ არა, ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბაც ჩა­იშ­ლე­ბო­და და მრა­ვა­ლი ამე­რი­კე­ლი ტყვე, მო­ნის სტა­ტუ­სით, ისევ ალ­ჟირ­ში დარ­ჩე­ბო­და".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ალჟირის ქართველი მმართველები, რომელთა შესახებ ბევრს არ სმენია - "ჰასანი ყველგან საკუთარ ლომთან ერთად დადიოდა..."

ალჟირის ქართველი მმართველები, რომელთა შესახებ ბევრს არ სმენია - "ჰასანი ყველგან საკუთარ ლომთან ერთად დადიოდა..."

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ალჟირის ყოფილი მმართველები ჰასან კაპუდან ფაშა და ბაბა ჰასან დეი წარმოშობით ქართველები იყვნენ.

ისტორიკოსი კოკი ფერაძე მათი მეტად საინტერესო მოღვაწეობის და ცხოვრების შესახებ AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

- ქართულ ისტორიოგრაფიაში მაღრიბის ოსმალურ საფაშოებში ქართული წარმოშობის მოხელეთა მოღვაწეობა სიახლეს წარმოადგენს. ის, რომ ქართველი ტყვეები სტამბოლისა თუ ოსმალეთის იმპერიის სხვა მონათა ბაზრებზე საკმაოდ სარფიანად და დიდი რაოდენობით იყიდებოდნენ, ჩვენთვის აღმოჩენა არაა, თუმცა მათი შემდგომი ბედი უმეტესწილად ბუნდოვანი იყო ქართველი, და არა მარტო ქართველი მკვლევრებისთვის.

სამეცნიერო ლიტერატურის, საარქივო მასალების, დიპლომატიური და სამოგზაურო მემუარების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველ ტყვეებს შორეულ ალჟირშიც ყიდულობდნენ. XVIII-XIX საუკუნეებში მამლუქთა არსებობა ალჟირის მეზობელ თუნისისა და ტრიპოლის საფაშოებშიც დასტურდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მონებს, მათ შორის კავკასიიდან მოტაცებულ მოზარდებს, სტამბოლელი მოხელეები და ოსმალურ საფაშოთა გამგებლები ერთმანეთს საჩუქრად უგზავნიდნენ. რამდენად მასშტაბური და რეგულარული იყო აქ კავკასიელ მონათა, მათ შორის ქართველთა შემოყვანა, ჯერ კიდევ შესასწავლი და გასარკვევია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მამლუქთა ის სამხედრო-პოლიტიკური სისტემა, რომელიც შეიქმნა ეგვიპტესა და ერაყში, ალჟირში არ შეინიშნება.

ალჟირი ხმელთაშუა ზღვის მეკობრეობის ცენტრი იყო, ალჟირელები სხვა ქვეყნების ხომალდებს იტაცებდნენ, თავს ესხმოდნენ ზღვისპირა სოფლებს და დატყვევებულ ადამიანებში უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვდნენ. ამ საფაშოში 1575 წლიდან მოყოლებული, ხუთი წელი ტყვეობაში მიგელ დე სერვანტესმაც გაატარა და ეს პერიოდი თავის რამდენიმე ნაწარმოებში აღწერა.

ამ შორეულ საფაშოში მოღვაწეობდა რამდენიმე ქართველი, რომლებმაც თავიანთი ნიჭი და ენერგია ალჟირის და ზოგადად, ოსმალეთის იმპერიის კეთილდღეობას მოახმარეს.

ოსმალეთის განთქმული ამირბარი (ადმირალი) ჯაზაირლი (ალჟირელი) კაპუდან ფაშა ჰასანი 1714 წელს დაიბადა საქართველოში და წარმოშობით ფშავიდან იყო.

იგი სიბერეშიც კი თავისუფლად ფლობდა ქართულ ენას. ფიქრობენ, რომ ჰასანი თავიდანვე ალჟირში იქნა გაყიდული, თუმცა არის მოსაზრება, რომ იგი სტამბოლის თექირდაღის უბანში მცხოვრებმა ვაჭარმა შეიძინა, მონობიდან განთავისუფლების შემდეგ კი იანიჩართა რიგებში ჩაეწერა და 1737-1739 წლებში ავსტრიელთა წინააღმდეგ იბრძოდა, სადაც თავი ქალაქ ბელგრადის ალყის დროს გამოიჩინა.

ალჟირში იგი ტლემსენის ოლქის მმართველად დაინიშნა. მოგვიანებით, ალჟირის დეისთან ურთიერთობის გართულების გამო ალჟირიდან ესპანეთში გაიქცა. 1760 წელს ჰასანი სტამბოლში დაბრუნდა და აქედან მოყოლებული, 30 წლის განმავლობაში, რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ იბრძოდა. 1770 წლის 5-7 ივლისის რუსეთთან გამართულ ჩესმას საზღვაო ბრძოლაში ჰასანმა თავი გამოიჩინა, რის შედეგადაც სულთანმა იგი კაპუდან ფაშას, ანუ მთავარი ადმირალის თანამდებობაზე დააწინაურა. შემდგომ წლებში იგი წესრიგის დასამყარებლად სხვადასხვა ოსმალურ პროვინციებში მიავლინეს, მათ შორის სირიაში, ეგვიპტეში და მორეაში.

იმავდროულად ჰასანი შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ საზღვაო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. იგი ოსმალური ფლოტის მოდერნიზაციის მთავარი ინიციატორი იყო, მის სახელს უკავშირდება თურქული საზღვაო აკადემიის შექმნაც. ჰასანი, რომელიც ყველგან თავის ლომთან ერთად დადიოდა, 1790 წელს სტამბოლში გარდაიცვალა.

ჰასან კაპუდან ფაშა ხშირად ასოცირდება ალჟირის საფაშოსთან. რუსეთთან ომის დროს მან მაღრიბის ქვეყნებიდან არაერთი საზღვაო სპეციალისტი, მათ შორის ქართველი, გამოიწვია.

- რას გვეტყვით ბაბა ჰასან დეის შესახებ, რომელსაც წერილებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წერდა?

- ქართული წარმოშობის ოსმალო მოხელეებმა ალჟირში დაწყებული აღმასვლა ოსმალეთის იმპერიის სხვა ნაწილებშიც გააგრძელეს. ზოგიერთმა მათგანმა თავად ალჟირის უმაღლეს თანამდებობას - დეის ან ფაშა-დეის წოდებას მიაღწია. ესენია ქვემოთ დასახელებული ორი მმართველი - ჰასან დეი და ალი ხოჯა, რომელთა ბიოგრაფიები საქართველოში პირველად ქვეყნდება.

ბაბა ჰასან დეის (1791-1798) ალჟირის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მას აქებენ როგორც ევროპელები და ამერიკელები, ისე არაბები. ამერიკელი ჰენრი ბარნბი კი თავის წიგნში "ალჟირის ტყვეები" ჰასანის მოღვაწეობას რამდენიმე თავს უთმობს და მასზე საუბარს იწყებს იმით, რომ სიდი ჰასანი ქართველი იყო.

ეს ბრიტანელი დიპლომატის საიმონ ლუკასის მიერ ბრიტანეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელთან ჰენრი დუნდასთან გაგზავნილი წერილიდანაც ირკვევა. თურქული წყაროების თანახმად, მისი სახელია ჰასან ბინ იუსუფ აჰისკალი, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ჰასანი ახალციხელი გამაჰმადიანებული მესხი იყო.

1730-იანი წლებისათვის, ახალციხის საფაშოს დიდგვაროვანთა უმეტესობა მაჰმადიანი იყო, გლეხობის დიდი ნაწილი კი ისევ ინარჩუნებდა ქრისტიანობას. თუ ჰასანი მუსლიმი იყო, მაშინ იგი ალჟირში მამლუქის ან მონის სახით ვერ მოხვდებოდა. ბრიტანულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ჰასანი ალჟირში ძალზე ახალგაზრდა ჩამოვიდა და ჯარისკაცად ან იანიჩრად, ალბათ, ნებაყოფლობით ჩაეწერა.

ლუკასის თანახმად, ჰასანი სხარტი გონების პატრონი, განათლებული და მამაცი პიროვნება იყო, მან საზღვაო საქმე საკმაოდ სწრაფად შეისწავლა. მალე ჰასანს ხომალდის კაპიტნის წოდება მიანიჭეს და 1770 წელს შავ ზღვაში რუსეთ-თურქეთის საზღვაო ბრძოლებში ალჟირის გემების მეთაურად მიავლინეს.

1775 წელს ესპანეთი ალჟირზე თავდასხმისათვის გამალებით ემზადებოდა. იმჟამინდელმა მმართველმა მუჰამად დეიმაც დაიწყო ომისათვის მზადება და ამასთან, სტამბოლში სულთანთან შუამდგომლობისა და დახმარების სათხოვნელად ჰასანი გაგზავნა. უკან გამობრუნებული ჰასანი უკვე სასტიკად დამარცხებულმა ესპანელებმა გზაში დაატყვევეს და ესპანეთში წაიყვანეს.

მუჰამად დეიმ საფრანგეთის კონსულს სთხოვა დახმარებოდა ესპანელთა ტყვეობიდან ჰასანის გამოხსნაში. მცირე დაყოვნების შემდეგ, ჰასანი გაათავისუფლეს. როგორც ირკვევა, ესპანეთში ყოფნისას ჰასანმა ფარული მოლაპარაკება გამართა ბურბონებთან და გასამრჯელოდ რამდენიმე მილიონი ესპანური დოლარიც მიიღო. მას ესპანეთსა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების უზრუნველყოფა დაესპანელი ტყვეების დაბრუნება ევალებოდა.

ამ დროისათვის ორივე სახელმწიფო მზად იყო მშვიდობისათვის. ალჟირში დაბრუნებული ჰასანი სხვადასხვა დასავლელ დიპლომატებთან მართავდა შეხვედრებს. ამავე დროს იგი წერილს უგზავნის საფრანგეთის მეფეს ლუი XVI-ს და მადლობას უხდის იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო ესპანელთა ტყვეობიდან მისი განთავისუფლების საქმეში. ირკვევა, რომ ჰასანი კარგად ფლობდა ესპანურ ენას და ჯერ საზღვაო მინისტრის (ვაქილ ალ-ჰარიჯ), მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრის (ჰაზნაჯი) თანამდებობები ეკავა. მუჰამმად დეის გარდაცვალების შემდეგ, 1791 წლის 13 ივლისს, იანიჩრების მოთხოვნით, ჰასანი ალჟირის დეის თანამდებობაზე აირჩიეს.

ესპანეთმა ჰასანთან დადებული ადრინდელი ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქი ორანი ალჟირს დაუთმო. განახლებული ხელშეკრულება შვედეთთან, პრუსიასთან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთანაც გაფორმდა. სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო ასევე პორტუგალიასთანაც, რომელთანაც ალჟირი მუდმივად ომის მდგომარეობაში იყო. პორტუგალიელებმა გახსნეს გიბრალტარის სრუტე, სადაც ამ დრომდე მაღრიბელ მეკობრეებს არ ატარებდნენ. ალჟირელებმა ამით ისარგებლეს, ატლანტიკის ოკეანეში ამერიკის სავაჭრო ხომალდებს თავს დაესხნენ და მრავალი ამერიკელი მეზღვაურიც დაატყვევეს. მათ ჯერ კიდევ 1785 წლიდან ჰყავდათ დატყვევებული 21 ამერიკელი მეზღვაური ქალაქ ალჟირში.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი საინტერესო ფაქტი: 1793 წელს ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ალჟირის დეისთან მორიგ მოლაპარაკებებს იწყებს და ჰასანთან გამოცდილ დიპლომატს დევიდ ჰამფრის აგზავნის, რომელიც ამ პერიოდში ამერიკის ელჩი იყო ესპანეთში. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ შედგა, დეიმ ელჩი არ მიიღო, თუმცა, როგორც ირკვევა, ვაშინგტონის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა და თავის ამერიკელ მდივანს ქასქართს მოგვიანებით პასუხიც უკარნახა. ამ პასუხის ერთი ვერსია ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის არქივებში ინახება.

მე შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი ქასქართის მიერ შედგენილ ამ დაუთარიღებელ წერილს, რომლის ორიგინალი ამჟამად ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში ქასქართის პირად არქივში ინახება. ჰასან დეი ჯორჯ ვაშინგტონს წერდა, რომ იგი მიესალმება მოლაპარაკებებს და საჭიროდ თვლის უახლოეს პერიოდში ამერიკასა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას.

უცნობია, გაიგზავნა თუ არა ეს წერილი ამერიკაში. როგორც არ უნდა იყოს, ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონისა და ახალციხელი ქართველის, იმჟამად ალჟირელი მმართველის პირველი მიმოწერა ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. მოლაპარაკებები მხოლოდ 1796 წელს განახლდა ალჟირში მივლინებული ამერიკელი კონსულის - დონალდსონის მეშვეობით და დეის ამერიკელი მდივნის ჯეიმს ქასქართის გამჭრიახობა რომ არა, ეს მოლაპარაკებაც ჩაიშლებოდა და მრავალი ამერიკელი ტყვე, მონის სტატუსით, ისევ ალჟირში დარჩებოდა".