პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, აიცრან..." -   ნოემბრიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  დაიწყება
"მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, აიცრან..." -   ნოემბრიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  დაიწყება

სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ნო­ემ­ბრის პირ­ვე­ლი რი­ცხვე­ბი­დან და­ი­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ ვაქ­ცი­ნის ორ­ნა­ხე­ვარ­ჯერ მეტი დოზა შე­ი­ძი­ნა და 2019 წელს 100 000 ადა­მი­ა­ნის აც­რაა და­გეგ­მი­ლი.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, შე­ძე­ნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი წი­ნას­წარ არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი რის­კჯ­გუ­ფებ­ზე.

„წელს მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერთი თვით გა­და­ი­წია ვაქ­ცი­ნა­თა მო­წო­დე­ბამ, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ერთი თვით გვი­ან გა­ა­კე­თა პროგ­ნო­ზი, თუ რა შტა­მე­ბი ცირ­კუ­ლი­რე­ბენ ზამ­თარ­ში. ამი­ტომ მწარ­მო­ებ­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვით და­აგ­ვი­ა­ნეს ოთხკომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა. კონ­ტრაქ­ტის მი­ხედ­ვით, 25 ოქ­ტომ­ბერს უნდა მო­ე­წო­დე­ბი­ნათ, მაგ­რამ ბოლო ინ­ფორ­მა­ცია, რაც გუ­შინ­წინ მი­ვი­ღეთ არის ის, რომ 29 ოქ­ტომ­ბერს მოგ­ვაწ­ვდი­ან აღ­ნიშ­ნულ ვაქ­ცი­ნას. ჩვენ­თან ეს 100 000 დოზა წი­ნას­წარ არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი რის­კჯ­გუფრბზე, ეს გახ­ლავთ: ორ­სუ­ლე­ბი, მო­ხუც­თა სახ­ლე­ბი, ბავ­შვთა სახ­ლე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და ჯარი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვეც­დე­ბით, რომ ნო­ემ­ბრის პირ­ვე­ლი რი­ცხვე­ბი­დან­ვე მოხ­დეს რის­კჯ­გუ­ფე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია, შემ­დეგ ვნა­ხავთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და რო­გორც შარ­შან, ალ­ბათ გვექ­ნე­ბა ე.წ.თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე­ე­ბი, რო­დე­საც უკვე არა­მარ­ტო რისკ ჯგუ­ფებს, არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო ფე­ნებ­საც მო­ვუ­წო­დებთ, რომ აიც­რან. რა თქმა უნდა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია იქ­ნე­ბა უფა­სო”, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, აიცრან..." -   ნოემბრიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  დაიწყება

"მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, აიცრან..." -   ნოემბრიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  დაიწყება

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, წელს, წინა წელთან შედარებით, სახელმწიფომ ვაქცინის ორნახევარჯერ მეტი დოზა შეიძინა და 2019 წელს 100 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შეძენილი ვაქცინები წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე.

„წელს მთელ მსოფლიოში ერთი თვით გადაიწია ვაქცინათა მოწოდებამ, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი თვით გვიან გააკეთა პროგნოზი, თუ რა შტამები ცირკულირებენ ზამთარში. ამიტომ მწარმოებლებმა დაახლოებით ერთი თვით დააგვიანეს ოთხკომპონენტიანი ვაქცინის წარმოება. კონტრაქტის მიხედვით, 25 ოქტომბერს უნდა მოეწოდებინათ, მაგრამ ბოლო ინფორმაცია, რაც გუშინწინ მივიღეთ არის ის, რომ 29 ოქტომბერს მოგვაწვდიან აღნიშნულ ვაქცინას. ჩვენთან ეს 100 000 დოზა წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფრბზე, ეს გახლავთ: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ ნოემბრის პირველი რიცხვებიდანვე მოხდეს რისკჯგუფების ვაქცინაცია, შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება მოთხოვნილება და როგორც შარშან, ალბათ გვექნება ე.წ.თავისუფალი დღეები, როდესაც უკვე არამარტო რისკ ჯგუფებს, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, რომ აიცრან. რა თქმა უნდა, აღნიშნული ვაქცინაცია იქნება უფასო”, - განაცხადა გამყრელიძემ.

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში

ალჟირის ქართველი მმართველები, რომლის შესახებ ბევრს არ სმენია - "ჰასანი ყველგან საკუთარ ლომთან ერთად დადიოდა..."

„არჩევნი შენია“ - ქართველი არტისტები ალკოჰოლიზმით გამოწვეულ პრობლემებს გამოეხმაურნენ