პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს
თბილისში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო და დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის, ასე­ვე, ძვე­ლი თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის, ყა­ჩა­ღო­ბის მომ­ზა­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში ერ­თობ­ლი­ვად და­ა­კა­ვეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის 5 წევ­რი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 4 პირი: 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის, ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ნ. მ., 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ანა­ლო­გი­უ­რი და ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი დ.გ., 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ადრე ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.მ. და 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.კ. 18 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში, ჯან­ჯღა­ვას ქუ­ჩა­ზე იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ისი­ნი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ სახლზე ჯგუ­ფუ­რად ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმას აპი­რებ­დნენ.

ამა­ვე ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ.

პო­ლი­ცი­ამ, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის - გ.მ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ამო­ი­ღო. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, ასე­ვე, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი და ნიღ­ბე­ბი.

ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მე-5 წევ­რი, 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.დ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ჯგუფ­მა მიმ­დი­ნა­რე წელს, 28 აგ­ვის­ტოს, დაბა ოქ­რო­ყა­ნა­ში ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ სახლზე ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მათ ოჯა­ხის წევ­რებს ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით წა­არ­თვეს პი­რა­დი ნივ­თე­ბი, ფული, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ავ­ტო­მო­ბი­ლი და მი­ი­მალ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით და­ად­გი­ნეს, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ყა­ჩა­ღო­ბის მიზ­ნით ავ­ჭა­ლა­შიც გეგ­მავ­დნენ ერთ-ერთი ოჯახ­ზე ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმას, რაც პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის, და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, ასე­ვე, 18-179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავტორი:

თბილისში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

თბილისში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისში ერთობლივად დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 4 პირი: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ნ. მ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.გ., 1960 წელს დაბადებული, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1965 წელს დაბადებული ნ.კ. 18 ოქტომბერს, თბილისში, ჯანჯღავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ჯგუფურად ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდნენ.

ამავე ფაქტზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს 1986 წელს დაბადებული ზ.მ.

პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის - გ.მ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებული ავტომანქანიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ნივთები და ნიღბები.

ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის მე-5 წევრი, 1965 წელს დაბადებული კ.დ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ძვირად ღირებული ოქროს სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყაჩაღობის მიზნით ავჭალაშიც გეგმავდნენ ერთ-ერთი ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას, რაც პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად ვერ განახორციელეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა თბილისში - მამაკაცის ცხედარი ყაზბეგის გამზირზე იპოვეს

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს