პოლიტიკა
სამართალი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გვიყვარდება სინამდვილეში? - შოპენჰაუერის "სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა" მარტივად
რატომ გვიყვარდება სინამდვილეში? - შოპენჰაუერის "სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა" მარტივად

რა არის სიყ­ვა­რუ­ლი - გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ჭკვი­ან­სა თუ სუ­ლელს, გა­ნათ­ლე­ბულ­სა თუ გა­უ­ნათ­ლე­ბელს, მდი­დარს თუ ღა­რიბს, მე­ფეს თუ მო­ნას ერ­თნა­ი­რად აგი­ჟებს და თა­ვის ჭკუ­ა­ზე ატ­რი­ა­ლებს? რა სა­ჭი­როა, რომ გვიყ­ვარ­დეს? რა­ტომ ვერ ვი­გებთ, თუ რა­ტომ გვიყ­ვარს? რის მი­ხედ­ვით გვიყ­ვარ­დე­ბა? ეს ის შე­კი­თხვე­ბია, რომ­ლე­ბიც ალ­ბათ ყო­ველ ჩვენ­განს გაგ­ვჩე­ნია ათა­სი ყო­ფი­ე­რი პრობ­ლე­მით გა­მო­ტე­ნილ თავ­ში და რომ­ლებ­ზე­დაც მუ­დამ რო­მან­ტიზ­მის ბუ­რუს­ში გახ­ვე­უ­ლი პო­ე­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბი მოგ­ვსვლია თავ­ში.

გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი არ­ტურ შო­პე­ნ­ჰა­უ­ე­რი, პირ­ვე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი იყო, ვინც ამ თე­მით სე­რი­ო­ზუ­ლად და­ინ­ტე­რეს­და და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გე­ნი­ა­ლუ­რი თე­ო­რია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. "სქე­სუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის მე­ტა­ფი­ზი­კა", - ასე ქვია ნაშ­რომს, რომ­ლის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ა­საც გთა­ვა­ზობთ:

"სიყ­ვა­რუ­ლი, რა­ო­დენ არა­მი­წი­ე­რიც უნდა სჩან­დეს ის, ერ­თი­ა­ნად სქე­სურ ლტოლ­ვა­შია და­უნ­ჯე­ბუ­ლი. ის თა­ვი­სი არ­სით სხვა არა­ფე­რია თუ არა ზუს­ტად გა­მოკ­ვე­თი­ლი, უმ­კაც­რე­სად ცალ­სა­ხა სქე­სუ­რი მე­ტა­ფი­ზი­კა". ამის დას­ტუ­რია ისიც, რომ სიყ­ვა­რუ­ლის არ­სე­ბით მხა­რედ მი­იჩ­ნე­ვა არა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, არა­მედ ფლო­ბა, ერ­თმა­ნე­თით ტკბო­ბა. თუკი არ შედ­გა ფლო­ბა, სიყ­ვა­რულ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მცი­რე ნუ­გე­შია. და მარ­თლაც, თუკი ასე არ არის, ტოლსტო­ის არ იყოს, მხო­ლოდ ამაღ­ლე­ბუ­ლი იდე­ა­ლე­ბის­თვის, რა სა­ჭი­როა სექ­სი? სექ­სუ­ა­ლუ­რი აქტი ხომ სქე­სუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ლო­გი­კუ­რი კულ­მი­ნა­ცია და დას­კვნა გახ­ლავთ.

ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი არსი, სი­ცო­ცხლის ჟინი, და­უ­ღა­ლა­ვად ეს­წრაფ­ვის უკ­ვდა­ვე­ბას, მა­რა­დი­უ­ლო­ბას და შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­საც ერ­თარ­სე­ბად შერ­წყმა სურთ, რათა სი­ცო­ცხლე გა­ნაგ­რძნონ კი­დევ და კი­დევ. "რა­ღაა ის ერთი თუ არა ბავ­შვი? მშობ­ლე­ბის სის­ხლი, ხა­სი­ა­თი და სული გა­და­ეწ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს ბავ­შვის სა­ხით". და როცა მშობ­ლე­ბის მოკ­ვდა­ვი ნა­წი­ლი დე­და­მი­წას და­ტო­ვებს, მათი უკ­ვდა­ვი ნა­წი­ლი კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბო­ბას.

"არის რა­ღაც სრუ­ლი­ად თა­ვი­სე­ბუ­რი სა­ი­დუმ­ლო იმ ღრმა, ქვე­შეც­ნე­ულ სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა­ში, რი­თაც ქალ-ვაჟი ათ­ვა­ლი­ე­რებს ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლი ნახ­ვის­თა­ნა­ვე; იმ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და გამ­ჭოლ მზე­რა­ში, რა­საც ისი­ნი ეს­ვრი­ან ერ­თმა­ნეთს; იმ გულ­მოდ­გი­ნე­ბა­ში, რი­თაც ისი­ნი აკ­ვირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის გა­რეგ­ნო­ბის ყო­ველ წვრილ­მანს. ეს შეს­წავ­ლა და გა­მოც­და გახ­ლავთ გვა­რის გე­ნი­ის მიერ იმ ბავ­შვის გა­აზ­რე­ბა, ვინც შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს იმ წყვი­ლის­გან. ამ დროს გვა­რის გე­ნია აზ­როვ­ნებს მო­მა­ვა­ლი ბავ­შვის თვი­სე­ბა­თა კომ­ბი­ნა­ცი­ებ­ზე და ამ აზ­როვ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე ჰკი­დია, თუ რამ­დე­ნად მო­ე­წო­ნე­ბათ ახალ­გაზ­რდებს ერ­თმა­ნე­თი და რა­ო­დენ აღ­ტკინ­დე­ბი­ან ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ". რო­გორც კი მათ შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვის ნა­პერ­წკა­ლი ჩნდე­ბა, "მათ ცე­ცხლო­ვან მზე­რა­თა გა­დაკ­ვე­თა­ში იელ­ვებს ხოლ­მე პირ­ვე­ლი ჩა­ნა­სა­ხი" - მო­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ამ წყვილ­მა შე­იძ­ლე­ბა შო­ბოს და რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა სამ­ყა­როს. "ინ­დი­ვი­დი, რო­მელ­საც ეს­წრაფ­ვის მსოფ­ლიო ნება" - "პლა­ტო­ნუ­რი იდეა, რო­მე­ლიც ეს­წრაფ­ვის ხორ­ცშეს­ხმას".

გა­მო­დის, რომ... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

რატომ გვიყვარდება სინამდვილეში? - შოპენჰაუერის "სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა" მარტივად

რატომ გვიყვარდება სინამდვილეში? - შოპენჰაუერის "სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა" მარტივად

რა არის სიყვარული - გრძნობა, რომელიც ჭკვიანსა თუ სულელს, განათლებულსა თუ გაუნათლებელს, მდიდარს თუ ღარიბს, მეფეს თუ მონას ერთნაირად აგიჟებს და თავის ჭკუაზე ატრიალებს? რა საჭიროა, რომ გვიყვარდეს? რატომ ვერ ვიგებთ, თუ რატომ გვიყვარს? რის მიხედვით გვიყვარდება? ეს ის შეკითხვებია, რომლებიც ალბათ ყოველ ჩვენგანს გაგვჩენია ათასი ყოფიერი პრობლემით გამოტენილ თავში და რომლებზედაც მუდამ რომანტიზმის ბურუსში გახვეული პოეტური პასუხები მოგვსვლია თავში.

გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი, პირველი ფილოსოფოსი იყო, ვინც ამ თემით სერიოზულად დაინტერესდა და ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას, გენიალური თეორია შემოგვთავაზა. "სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა", - ასე ქვია ნაშრომს, რომლის შემოკლებულ ვერსიასაც გთავაზობთ:

"სიყვარული, რაოდენ არამიწიერიც უნდა სჩანდეს ის, ერთიანად სქესურ ლტოლვაშია დაუნჯებული. ის თავისი არსით სხვა არაფერია თუ არა ზუსტად გამოკვეთილი, უმკაცრესად ცალსახა სქესური მეტაფიზიკა". ამის დასტურია ისიც, რომ სიყვარულის არსებით მხარედ მიიჩნევა არა ურთიერთგაგება, არამედ ფლობა, ერთმანეთით ტკბობა. თუკი არ შედგა ფლობა, სიყვარულში დარწმუნებულობა ძალიან მცირე ნუგეშია. და მართლაც, თუკი ასე არ არის, ტოლსტოის არ იყოს, მხოლოდ ამაღლებული იდეალებისთვის, რა საჭიროა სექსი? სექსუალური აქტი ხომ სქესური სიყვარულის აუცილებელი და ლოგიკური კულმინაცია და დასკვნა გახლავთ.

ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის შინაგანი არსი, სიცოცხლის ჟინი, დაუღალავად ესწრაფვის უკვდავებას, მარადიულობას და შეყვარებულებსაც ერთარსებად შერწყმა სურთ, რათა სიცოცხლე განაგრძნონ კიდევ და კიდევ. "რაღაა ის ერთი თუ არა ბავშვი? მშობლების სისხლი, ხასიათი და სული გადაეწნება ერთმანეთს ბავშვის სახით". და როცა მშობლების მოკვდავი ნაწილი დედამიწას დატოვებს, მათი უკვდავი ნაწილი კვლავაც განაგრძობს არსებობას.

"არის რაღაც სრულიად თავისებური საიდუმლო იმ ღრმა, ქვეშეცნეულ სერიოზულობაში, რითაც ქალ-ვაჟი ათვალიერებს ერთმანეთს პირველი ნახვისთანავე; იმ ცნობისმოყვარე და გამჭოლ მზერაში, რასაც ისინი ესვრიან ერთმანეთს; იმ გულმოდგინებაში, რითაც ისინი აკვირდებიან ერთმანეთის გარეგნობის ყოველ წვრილმანს. ეს შესწავლა და გამოცდა გახლავთ გვარის გენიის მიერ იმ ბავშვის გააზრება, ვინც შეიძლება გაჩნდეს იმ წყვილისგან. ამ დროს გვარის გენია აზროვნებს მომავალი ბავშვის თვისებათა კომბინაციებზე და ამ აზროვნების შედეგებზე ჰკიდია, თუ რამდენად მოეწონებათ ახალგაზრდებს ერთმანეთი და რაოდენ აღტკინდებიან ისინი ერთმანეთის მიმართ". როგორც კი მათ შორის სექსუალური ლტოლვის ნაპერწკალი ჩნდება, "მათ ცეცხლოვან მზერათა გადაკვეთაში იელვებს ხოლმე პირველი ჩანასახი" - მომავალი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ წყვილმა შეიძლება შობოს და რომელიც ძალიან სჭირდება სამყაროს. "ინდივიდი, რომელსაც ესწრაფვის მსოფლიო ნება" - "პლატონური იდეა, რომელიც ესწრაფვის ხორცშესხმას".

გამოდის, რომ... წაიკითხეთ სრულად

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს

"ბალზაკის ასაკს" მიღმა - როგორები არიან ქალები 40 წლის შემდეგ