სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში ცხოველები გვყავთ და რა არის ტოქსოპლაზმოზი, რომელიც შესაძლოა კატასთან კონტაქტმა გამოიწვიოს - პედიატრის რჩევები
რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში ცხოველები გვყავთ და რა არის ტოქსოპლაზმოზი, რომელიც შესაძლოა კატასთან კონტაქტმა გამოიწვიოს - პედიატრის რჩევები

ხში­რად მო­მის­მე­ნია პო­ლე­მი­კა იმის შე­სა­ხებ, უნდა ჰყავ­დეთ თუ არა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი სახ­ლში, სა­დაც ბავ­შვე­ბი არი­ან; მავ­ნე­ბე­ლია თუ არა ეს პა­ტა­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და არი­ან თუ არა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნე­ბი. პე­დი­ატ­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ბლო­გე­რი თა­მარ ობ­გა­ი­ძე სა­უბ­რობს იმის შე­სა­ხებ, თუ რა რის­კი შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნან ში­ნა­ურ­მა ცხო­ვე­ლებ­მა პა­ტა­რებს და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან მათ­თან კონ­ტაქ­ტით რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ გა­ტა­ცე­ბას სი­სუ­ლე­ლედ მი­იჩ­ნევს, ბევ­რიც - ახი­რე­ბად, ზოგს კი ვერ გა­უ­გია, ზედ­მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მის შემ­დეგ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის მოვ­ლაც მო­ა­ხერ­ხო. პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბის მშობ­ლე­ბი ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, აჩუ­ქონ თუ არა შვი­ლებს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი, ხომ არ არის ეს სა­ში­ში მათი ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის. ბევ­რი თვლის, რომ ცხო­ველ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ალერ­გია ან ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და ბავ­შვთან ერ­თად მათი სახ­ლში ყოფ­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია. სა­ფიქ­რა­ლი და ასა­წონ-და­სა­წო­ნი მარ­თლაც ბევ­რია.

- პირ­ველ რიგ­ში, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ?

- უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა და­ვიც­ვათ, მაგ­რამ თუ ამ წე­სე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვას ვერ შევ­ძლებთ, ცხო­ვე­ლი შინ არც უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ. მან შე­საძ­ლოა, და­კაწ­როს ან დაჰ­კბი­ნოს პა­ტა­რა. ზოგს შე­იძ­ლე­ბა ალერ­გია გა­მო­უვ­ლინ­დეს ცხო­ვე­ლის ნერ­წყვზე, ქერცლ­სა და ორ­გა­ნულ გა­მო­ნა­ყო­ფებ­ზე, მა­შინ ცხო­ვე­ლის სახ­ლში ყოლა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. ისიც უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ბეწ­ვი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად ალერ­გი­უ­ლია, ვიდ­რე ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი. სხვა­თა შო­რის, ალერ­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში საფრ­თხეს მამ­რი ცხო­ვე­ლე­ბი უფრო ქმნი­ან, ვიდ­რე მდედ­რე­ბი. უნდა გქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც - ეს არის ინ­ფექ­ცი­ე­ბი და ჭი­ე­ბით ინ­ვა­ზია, რო­მე­ლიც ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ანს გა­და­ე­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა არ ხდე­ბა ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად დაც­ვა და ცხო­ვე­ლის სა­თა­ნა­დოდ მოვ­ლა. ამი­ტო­მაც, სა­ნამ ცხო­ვე­ლის აყ­ვა­ნას გა­და­წყვეტთ, კარ­გად უნდა და­ფიქ­რდეთ, შეძ­ლებთ თუ არა მის მოვ­ლას, რად­გან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე, ცხო­ვე­ლი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე თქვენ გე­კის­რე­ბათ. სჯობს წი­ნას­წარ გა­ე­სა­უბ­როთ ექიმ­საც, ხომ არ აქვს პა­ტა­რას რა­ი­მე უკუჩ­ვე­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, ალერ­გია.

- კი­დევ რას ურ­ჩევ­დით მშობ­ლებს?

- კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცხო­ველს ვე­ტე­რი­ნარს შე­ა­მოწ­მე­ბი­ნებთ და დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ის ჯან­მრთე­ლია; თუ სის­ტე­მა­ტუ­რად ჩა­უ­ტა­რებთ სა­ჭი­რო აც­რებს და გა­მო­ცხად­დე­ბით ვე­ტე­რი­ნარ­თან წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით; ასე­ვე, თუ სის­ტე­მა­ტუ­რად და­ა­მუ­შა­ვებთ ჭი­ებ­სა და გა­რე­გან პა­რა­ზი­ტებ­ზე. ბავ­შვი ცხო­ველ­თან უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ არ უნდა და­ტო­ვოთ. ცხო­ვე­ლი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი საკ­ვე­ბი, წყა­ლი და წვრი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი მი­უწ­ვდო­მე­ლი უნდა იყოს ბავ­შვი­სათ­ვის. კარ­გია, თუკი ავად­მყო­ფი ცხო­ვე­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე ბავ­შვის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. პა­ტა­რამ კი უნდა იცო­დეს, რომ ცხო­ველ­თან და მის კუთ­ვნილ საგ­ნებ­თან შე­ხე­ბის შემ­დეგ, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მისი საკ­ვე­ბი და სა­თა­მა­შო­ე­ბი გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად უნდა შე­ი­ნა­ხოთ...თუ შინ ორ­სუ­ლი გყავთ, ტოქ­სოპ­ლაზ­მო­ზის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ე­რი­დოს ისეთ კა­ტას, რო­მე­ლიც დღის ნა­წილს გა­რეთ ატა­რებს.

- ბა­რემ ისიც გვი­თხა­რით, რა არის ტოქ­სოპ­ლაზ­მო­ზი და რა იწ­ვევს მას, მხო­ლოდ კა­ტე­ბი არი­ან ამა­ში დამ­ნა­შა­ვე­ნი?

- ტოქ­სოპ­ლაზ­მო­ზი არის თOღჩ კომ­პლექ­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა. უმე­ტეს­წი­ლად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს და მკურ­ნა­ლო­ბა­საც არ მო­ი­თხოვს, მაგ­რამ ეს ინ­ფექ­ცია თუ ორ­სულს და­ე­მარ­თა, შე­საძ­ლოა, სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზა­დაც კი იქ­ცეს. ტოქ­სოპ­ლაზ­მოზს იწ­ვევს უჯრედ­ში­და პა­რა­ზი­ტი, რომ­ლის სა­ბო­ლოო მას­პინ­ძე­ლი კა­ტაა. კატა თაგ­ვე­ბის­გან, ვირ­თხე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის­გან ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ფე­კა­ლი­ებ­თან ერ­თად გა­მო­ყოფს გა­მომ­წვე­ვებს, რო­მელ­თა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­სას ტოქ­სოპ­ლაზ­მო­ზი ვი­თარ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა უმე­ტე­სო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე, უსიმპტო­მოდ გა­და­აქვს, მაგ­რამ ორ­სუ­ლის ტოქ­სოპ­ლაზ­მით ინ­ფი­ცი­რე­ბამ შე­საძ­ლოა, ნა­ყო­ფის ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­უქ­მნას. ინ­ფი­ცი­რე­ბა სხვა­დას­ხვა გზით ხდე­ბა, უმე­ტე­სად, კა­ტას­თან კონ­ტაქ­ტი­სას. ასე­ვე, ხში­რია და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ხორ­ცის, გა­უ­რე­ცხა­ვი ან ცუ­დად გა­რე­ცხი­ლი მწვა­ნი­ლის, ბოსტნე­უ­ლი­სა და ხი­ლის მეშ­ვე­ო­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბაც. ინ­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა სის­ხლის გზით, ორ­გა­ნო­თა ტრან­სპლან­ტა­ცი­ი­სას და ა.შ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში ცხოველები გვყავთ და რა არის ტოქსოპლაზმოზი, რომელიც შესაძლოა კატასთან კონტაქტმა გამოიწვიოს - პედიატრის რჩევები

რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში ცხოველები გვყავთ და რა არის ტოქსოპლაზმოზი, რომელიც შესაძლოა კატასთან კონტაქტმა გამოიწვიოს - პედიატრის რჩევები

ხშირად მომისმენია პოლემიკა იმის შესახებ, უნდა ჰყავდეთ თუ არა შინაური ცხოველები სახლში, სადაც ბავშვები არიან; მავნებელია თუ არა ეს პატარების ჯანმრთელობისთვის და არიან თუ არა შინაური ცხოველები ზიანის მომტანები. პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს იმის შესახებ, თუ რა რისკი შეიძლება შეუქმნან შინაურმა ცხოველებმა პატარებს და როგორ ავიცილოთ თავიდან მათთან კონტაქტით რიგი დაავადებები.

- ბევრი ადამიანი ამ გატაცებას სისულელედ მიიჩნევს, ბევრიც - ახირებად, ზოგს კი ვერ გაუგია, ზედმეტად დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ როგორ შეიძლება ოთხფეხა მეგობრების მოვლაც მოახერხო. პატარა პაციენტების მშობლები ხშირად მეკითხებიან, აჩუქონ თუ არა შვილებს შინაური ცხოველი, ხომ არ არის ეს საშიში მათი ჯანმრთელობისათვის. ბევრი თვლის, რომ ცხოველმა შესაძლებელია, ალერგია ან ინფექციური დაავადება გამოიწვიოს და ბავშვთან ერთად მათი სახლში ყოფნა დაუშვებელია. საფიქრალი და ასაწონ-დასაწონი მართლაც ბევრია.

- პირველ რიგში, რა უნდა გავითვალისწინოთ?

- უსაფრთხოება უნდა დავიცვათ, მაგრამ თუ ამ წესების ზედმიწევნით დაცვას ვერ შევძლებთ, ცხოველი შინ არც უნდა მივიყვანოთ. მან შესაძლოა, დაკაწროს ან დაჰკბინოს პატარა. ზოგს შეიძლება ალერგია გამოუვლინდეს ცხოველის ნერწყვზე, ქერცლსა და ორგანულ გამონაყოფებზე, მაშინ ცხოველის სახლში ყოლა ყოვლად დაუშვებელია. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ბეწვი გაცილებით ნაკლებად ალერგიულია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი. სხვათა შორის, ალერგიის შემთხვევაში საფრთხეს მამრი ცხოველები უფრო ქმნიან, ვიდრე მდედრები. უნდა გქონდეთ ინფორმაცია ზოონოზური დაავადებების შესახებაც - ეს არის ინფექციები და ჭიებით ინვაზია, რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაედება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ხდება ჰიგიენური წესების სრულფასოვნად დაცვა და ცხოველის სათანადოდ მოვლა. ამიტომაც, სანამ ცხოველის აყვანას გადაწყვეტთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, შეძლებთ თუ არა მის მოვლას, რადგან პასუხისმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე, ცხოველისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე თქვენ გეკისრებათ. სჯობს წინასწარ გაესაუბროთ ექიმსაც, ხომ არ აქვს პატარას რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, ალერგია.

- კიდევ რას ურჩევდით მშობლებს?

- კარგი იქნება, თუ ცხოველს ვეტერინარს შეამოწმებინებთ და დარწმუნდებით, რომ ის ჯანმრთელია; თუ სისტემატურად ჩაუტარებთ საჭირო აცრებს და გამოცხადდებით ვეტერინართან წინასწარ დაგეგმილი პერიოდულობით; ასევე, თუ სისტემატურად დაამუშავებთ ჭიებსა და გარეგან პარაზიტებზე. ბავშვი ცხოველთან უმეთვალყურეოდ არ უნდა დატოვოთ. ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები, წყალი და წვრილი სათამაშოები მიუწვდომელი უნდა იყოს ბავშვისათვის. კარგია, თუკი ავადმყოფი ცხოველი გამოჯანმრთელებამდე ბავშვისგან იზოლირებული იქნება. პატარამ კი უნდა იცოდეს, რომ ცხოველთან და მის კუთვნილ საგნებთან შეხების შემდეგ, ხელების დაბანა აუცილებელია. მისი საკვები და სათამაშოები განცალკევებულად უნდა შეინახოთ...თუ შინ ორსული გყავთ, ტოქსოპლაზმოზის თავიდან ასაცილებლად უნდა მოერიდოს ისეთ კატას, რომელიც დღის ნაწილს გარეთ ატარებს.

- ბარემ ისიც გვითხარით, რა არის ტოქსოპლაზმოზი და რა იწვევს მას, მხოლოდ კატები არიან ამაში დამნაშავენი?

- ტოქსოპლაზმოზი არის თOღჩ კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ინფექციური დაავადება. უმეტესწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მკურნალობასაც არ მოითხოვს, მაგრამ ეს ინფექცია თუ ორსულს დაემართა, შესაძლოა, სერიოზული გართულებების მიზეზადაც კი იქცეს. ტოქსოპლაზმოზს იწვევს უჯრედშიდა პარაზიტი, რომლის საბოლოო მასპინძელი კატაა. კატა თაგვებისგან, ვირთხებისა და ფრინველებისგან ინფიცირდება, ფეკალიებთან ერთად გამოყოფს გამომწვევებს, რომელთა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ტოქსოპლაზმოზი ვითარდება. დაავადება უმეტესობას განსაკუთრებული სირთულეების გარეშე, უსიმპტომოდ გადააქვს, მაგრამ ორსულის ტოქსოპლაზმით ინფიცირებამ შესაძლოა, ნაყოფის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. ინფიცირება სხვადასხვა გზით ხდება, უმეტესად, კატასთან კონტაქტისას. ასევე, ხშირია დაუმუშავებელი ხორცის, გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით დასნებოვნებაც. ინფიცირება ხდება სისხლის გზით, ორგანოთა ტრანსპლანტაციისას და ა.შ...წაიკითხეთ სრულად

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის