პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის პიარში 73, თავდაცვაში კი - 51 ადამიანი მუშაობს - რომელი სამინისტრო რამდენს უხდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს
ჯანდაცვის პიარში 73, თავდაცვაში კი - 51 ადამიანი მუშაობს - რომელი სამინისტრო რამდენს უხდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­არ­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ კვლე­ვას აქ­ვეყ­ნებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017-2018 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­არ­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და მათი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი კვლავ მა­ღა­ლია.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" კვლე­ვა­ში მო­ცე­მუ­ლია 194 უწყე­ბი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

"არას­რულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ, მათ შო­რის, თბი­ლი­სის მე­რი­ამ. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კი არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოგ­ზავ­ნა. ვი­ნა­ი­დან ცალ­კე­უ­ლი უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცია გვაკ­ლია ან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არას­რუ­ლია, შე­საძ­ლოა, მო­ნა­ცე­მებ­ში იყოს მცი­რე ცდო­მი­ლე­ბა, მაგ­რამ ეს სა­ერ­თო ტენ­დენ­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს" - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვა­ში.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან/მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­საქ­მე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 2018 წელს, 2017 წელ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 4%-ით არის გაზ­რდი­ლი.

2017 წელს 194 უწყე­ბის პი­არ­სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი იყო 996 თა­ნამ­შრო­მე­ლი, ხოლო 2018 წელს - 1037.

2018 წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, პი­არ­სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა (ხელ­ფა­სი, პრე­მია, ბო­ნუ­სი, და­ნა­მა­ტი) და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე არის გაზ­რდი­ლი, რაც, 10%-მდე ზრდას წარ­მო­ად­გენს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წლი­დან დღემ­დე ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და მათი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა.

ყვე­ლა­ზე მეტი - 73 თა­ნამ­შრო­მე­ლი, მე­დი­ას­თან/სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შია და­საქ­მე­ბუ­ლი, მას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მოს­დევს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ­თა 2018 წლის ათე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, პი­ა­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მეტ თან­ხას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ხარ­ჯავს, მას ცო­ტა­თი ჩა­მორ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

გა­ე­ცა­ნით ვრცლად კვლე­ვას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ჯანდაცვის პიარში 73, თავდაცვაში კი - 51 ადამიანი მუშაობს - რომელი სამინისტრო რამდენს უხდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს

ჯანდაცვის პიარში 73, თავდაცვაში კი - 51 ადამიანი მუშაობს - რომელი სამინისტრო რამდენს უხდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელისუფლების პიარსამსახურების ხარჯებთან დაკავშირებით ახალ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები კვლავ მაღალია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში მოცემულია 194 უწყებიდან მოწოდებული ინფორმაცია.

"არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე დაწესებულებამ, მათ შორის, თბილისის მერიამ. მთავრობის ადმინისტრაციამ კი არაზუსტი ინფორმაცია გამოგზავნა. ვინაიდან ცალკეული უწყების ინფორმაცია გვაკლია ან მოწოდებული ინფორმაცია არასრულია, შესაძლოა, მონაცემებში იყოს მცირე ცდომილება, მაგრამ ეს საერთო ტენდენციაზე გავლენას ვერ ახდენს" - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

კვლევის თანახმად, საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი.

2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს - 1037.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.

ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული ასე გამოიყურება:

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გაეცანით ვრცლად კვლევას

კახა კალაძე - მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს... ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია

ჩხუბი პარლამენტში - გიგა ბოკერიას და სიმონ ნოზაძის დაპირისპირებისას მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო

გიორგი გახარია - შატილში ახალი სკოლა აშენდება