პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

25

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:09-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:36-დან კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. აგრეთვე, დასვენებისა და შიმშილისთვის. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არა, აღარ ვაპირებ თავის შეზღუდვას - რას გეგმავს ნიკა მელია
ხვალიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არა, აღარ ვაპირებ თავის შეზღუდვას - რას გეგმავს ნიკა მელია

ხვა­ლინ­დე­ლი დღი­დან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სა­მა­ჯურს მომხსნი­ან თუ არ მომხსნი­ან, აღარ ვა­პი­რებ სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ზღუდ­ვას, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის აღარ აპი­რებს სახ­ლში ჯდო­მას და „აპი­რებს ისე­ვე ბრძო­ლას, რო­გორც იბ­რძო­და აქამ­დე იმ ჭი­რის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.“

ამას­თან, ნიკა მე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, ხვა­ლი­დან თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის და­ეს­წრე­ბა ნე­ბის­მი­ერ ღო­ნის­ძი­ე­ბას, მათ შო­რის შეხ­ვდე­ბა ამომ­რჩე­ველს, ივ­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მებ­ზე და სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნებ­ზე.

„ჩვენ დღეს და­ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას სა­მა­ჯუ­რის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ისე­ვე, რო­გორც ახლა გი­ყუ­რებთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­ერ­თოდ არც გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, ანუ რო­გორც შე­ვალ სა­მა­ჯუ­რით, ასე­ვე გა­მო­ვალ. თუმ­ცა ერთი რამ მინ­და გი­თხრათ, ხვა­ლინ­დე­ლი დღი­დან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სა­მა­ჯურს მომხსნი­ან თუ არ მომხსნი­ან, აღარ ვა­პი­რებ სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ზღუდ­ვას. ჩემს პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ შო­რის რო­გორც პარ­ლა­მენ­ტა­რის საქ­მი­ა­ნო­ბას, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ისე­ვე, რო­გორც ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი, სა­ნამ არა­ერთ შე­ზღუდ­ვას და­მი­წე­სებ­დნენ. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, იმი­ტომ, რომ ეს არის ერთი ადა­მი­ა­ნის ხუშ­ტუ­რებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მა­ინც ვუ­წევ­დი ან­გა­რიშს ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს დღემ­დე და ამ უკა­ნო­ნო აკ­ვი­ა­ტე­ბებ­საც თვა­ლი გა­ვუს­წო­რე გან­გებ, პრაგ­მა­ტუ­ლად. არ მი­ვე­ცი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეთ­ქვათ აი, ამ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ივა­ნიშ­ვი­ლის სამ­სა­ხურ­შია, რომ მე­ლია არ ემორ­ჩი­ლე­ბა არა­ნა­ირ შე­ზღუდ­ვას, თუმ­ცა ხვა­ლინ­დე­ლი დღი­დან ვა­პი­რებ შე­ვას­რუ­ლო ჩემი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც არა­თუ უბ­რა­ლოდ შე­მიძ­ლია, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლიც ვარ“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კარ­გად უნდა გა­ი­აზ­როს, რომ იგი ფი­ნალს უახ­ლოვ­დე­ბა, ხოლო „ფი­ნა­ლი რამ­დე­ნად მწვა­ვე და მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა, ამას თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლი გან­სა­ზღვრავს“.

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა იმარ­თე­ბა. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

რო­გორც სხდო­მის და­წყე­ბამ­დე პრო­კუ­რორ­მა და­ვით ნე­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მხა­რე­ე­ბი სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გე­ნენ იმ მა­სა­ლებს, რაც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე მო­ი­პო­ვეს და რის წარ­დგე­ნას და გა­მოკ­ვლე­ვას, შემ­დგომ უკვე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის სხდო­მა­ზე აპი­რე­ბენ.

მისი თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რეს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­თა ოქ­მე­ბი, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი.

„საქ­მე­შია პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც არის მისი მო­წო­დე­ბე­ბი, ასე­ვე მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი და მისი მოქ­მე­დე­ბე­ბით და მო­წო­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სხვა პი­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბიც", - გა­ნა­ცხა­და ნე­ფა­რი­ძემ.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბის გარ­და სხვა ჩვე­ნე­ბე­ბიც დევს. მისი თქმით, რას ყვე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­ნე­ბებ­ში, ში­ნა­არ­სის თა­ო­ბა­ზე ვერ ისა­უბ­რებს. პრო­კუ­რო­რის თქმით, დღეს სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს იმა­ზე რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რა­დაა მო­პო­ვე­ბუ­ლი ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე იმ­სჯე­ლებს არ­სე­ბით სხდო­მა­ზე მათ გა­და­ცე­მის სა­კი­თხზე.

„ისი­ნი ადას­ტუ­რე­ბენ პარ­ლა­მენ­ტის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, რაც ასა­ხუ­ლია, რო­გორც სხვა­დას­ხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში, ასე­ვე მათ ჩვე­ნე­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ნე­ფა­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიაა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა
ავტორი:

ხვალიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არა, აღარ ვაპირებ თავის შეზღუდვას - რას გეგმავს ნიკა მელია

ხვალიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არა, აღარ ვაპირებ თავის შეზღუდვას - რას გეგმავს ნიკა მელია

ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არ მომხსნიან, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ის აღარ აპირებს სახლში ჯდომას და „აპირებს ისევე ბრძოლას, როგორც იბრძოდა აქამდე იმ ჭირის წინააღმდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი განასახიერებს.“

ამასთან, ნიკა მელიას განმარტებით, ხვალიდან თუ საჭიროდ ჩათვლის დაესწრება ნებისმიერ ღონისძიებას, მათ შორის შეხვდება ამომრჩეველს, ივლის საპარლამენტო სხდომებზე და საკომიტეტო მოსმენებზე.

„ჩვენ დღეს დავაყენებთ შუამდგომლობას სამაჯურის მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ ისევე, როგორც ახლა გიყურებთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ეს შუამდგომლობა საერთოდ არც გაითვალისწინოს, ანუ როგორც შევალ სამაჯურით, ასევე გამოვალ. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არ მომხსნიან, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას. ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის როგორც პარლამენტარის საქმიანობას, განვახორციელებ ისევე, როგორც ვახორციელებდი, სანამ არაერთ შეზღუდვას დამიწესებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური, იმიტომ, რომ ეს არის ერთი ადამიანის ხუშტურებზე დაფუძნებული. მაინც ვუწევდი ანგარიშს ძალიან ბევრ რამეს დღემდე და ამ უკანონო აკვიატებებსაც თვალი გავუსწორე განგებ, პრაგმატულად. არ მივეცი შესაძლებლობა ეთქვათ აი, ამ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის სამსახურშია, რომ მელია არ ემორჩილება არანაირ შეზღუდვას, თუმცა ხვალინდელი დღიდან ვაპირებ შევასრულო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომლის შესრულებაც არათუ უბრალოდ შემიძლია, არამედ ვალდებულიც ვარ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ იგი ფინალს უახლოვდება, ხოლო „ფინალი რამდენად მწვავე და მტკივნეული იქნება, ამას თავად ივანიშვილი განსაზღვრავს“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა იმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა დავით ნეფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეები სასამართლოს წარუდგენენ იმ მასალებს, რაც გამოძიების ეტაპზე მოიპოვეს და რის წარდგენას და გამოკვლევას, შემდგომ უკვე არსებითი განხილვის სხდომაზე აპირებენ.

მისი თქმით, ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები, ვიდეოჩანაწერები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები.

„საქმეშია პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, სადაც არის მისი მოწოდებები, ასევე მისი მოქმედებები და მისი მოქმედებებით და მოწოდებებით გამოწვეული სხვა პირების ქმედებებიც", - განაცხადა ნეფარიძემ.

პროკურორის განმარტებით, საქმეში პოლიციელების ჩვენების გარდა სხვა ჩვენებებიც დევს. მისი თქმით, რას ყვებიან ეს ადამიანები ჩვენებებში, შინაარსის თაობაზე ვერ ისაუბრებს. პროკურორის თქმით, დღეს სასამართლო იმსჯელებს იმაზე რამდენად კანონიერადაა მოპოვებული ეს მტკიცებულებები, ასევე იმსჯელებს არსებით სხდომაზე მათ გადაცემის საკითხზე.

„ისინი ადასტურებენ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, რაც ასახულია, როგორც სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, ასევე მათ ჩვენებებში", - განაცხადა ნეფარიძემ.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი