პოლიტიკა
საზოგადოება

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:16-ზე, მთვარე თხის რქას ესტუმრება 17:38-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ახალი თბილისი“ - უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში იყრის თავს
„ახალი თბილისი“ - უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში იყრის თავს

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი, სა­ცო­ბი, გამ­წვა­ნე­ბის პრობ­ლე­მა, - ეს იმ ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრში ცხოვ­რე­ბას გა­რე­უ­ბანს ამ­ჯო­ბი­ნებს.

გა­რე­უბ­ნებ­ში კი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ცაკ­ლე­უ­ლი კორ­პუ­სე­ბის გარ­და შენ­დე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი, სა­დაც ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­ვი­სია თავ­მოყ­რი­ლი.

ამ მხრივ აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა გლ­და­ნი, სა­დაც დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრთან შე­და­რე­ბით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბად დგას. სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ახა­ლი თბი­ლი­სის“ გა­ყიდ­ვე­ბის და მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ანას­ტა­სია ტარ­ტინ­სკა­ია გან­მარ­ტავს, რომ მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­წყვი­ტეს, გლ­და­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კერ­ძოდ, ქერ­ჩის ქუ­ჩა­ზე 20 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 5-ბლო­კი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი აე­შე­ნე­ბი­ნათ, რო­მე­ლიც რო­გორც მა­ღა­ზი­ებს, ისე აფ­თი­ა­ქებს, კლი­ნი­კებს, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­სა და სხვა სა­ჭი­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მო­ი­ცავ­და. ამას­თან, სივ­რცე იქ­ნე­ბო­და გამ­წვა­ნე­ბუ­ლი, მო­ე­წყო­ბო­და სა­ბავ­შვო მო­ედ­ნე­ბი და სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც კომ­პლექ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი დას­ვე­ნე­ბას შეძ­ლებ­დნენ.

2015 წელს მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვის შემ­დეგ, კომ­პა­ნი­ამ მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. კომ­პლექ­სის ორი ბლო­კი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით აშენ­და. კორ­პუ­სებ­ში სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი მკაც­რად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. გარ­და იმი­სა, რომ აქ სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, კორ­პუ­სე­ბის მა­სა­ლაც კი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა.

„ორი­ვე ბლო­კი აშე­ნე­ბუ­ლია ისე­თი არა­ა­ლე­ბა­დი მა­სა­ლით. და­ნარ­ჩე­ნი 3 ბლო­კის მშე­ნებ­ლო­ბაც სწო­რედ ამ კონ­ცეფ­ცი­ით გაგ­რძელ­დე­ბა. დიდ აქ­ცენტს ვა­კე­თებთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე. ბი­ნე­ბის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. გარ­და ამ უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, მთლი­ა­ნად კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ას ვამ­წვა­ნებთ და ვა­პირ­კე­თებთ. ასე­ვე, ჩვენ არა სტან­დარ­ტუ­ლი, არა­მედ დიდი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი გვაქვს, და­ახ­ლო­ე­ბით, 90 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, რაც შე­ნო­ბას მეტ ხიბლს სძენს“, - აღ­ნიშ­ნავს ანას­ტა­სია ტარ­ტინ­სკა­ია.

გარ­და ჰა­ე­რის და ხმა­უ­რის პრობ­ლე­მის ნაკ­ლე­ბო­ბი­სა, გა­რე­უ­ბანს ფა­სის გა­მოც ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. ის სარ­გე­ბე­ლი, რაც ცენ­ტრში ცხოვ­რე­ბას აქვს, შე­გიძ­ლია, უფრო ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად გა­რე­უ­ბან­ში მი­ი­ღო. „ახა­ლი თბი­ლი­სის“ გა­ყიდ­ვე­ბის და მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გან­მარ­ტავს, რომ კომ­პა­ნი­ის მი­ზანს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის შექ­მნა წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც მო­თხოვ­ნა­დი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბო­და.

„ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის კუ­თხით გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გვაქვს. ეს არის ჯან­სა­ღი შიდა გან­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ზედ­მე­ტად არ­ცერ­თი პრო­ცენ­ტი არ ემა­ტე­ბა. პირ­ვე­ლი ორი კორ­პუ­სი უკვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლია, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­შიც მი­ი­ღო. ჩვენ აქე­დან არ­სად გავ­დი­ვართ და ვაგ­რძე­ლებთ მშე­ნებ­ლო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ ჩვენს მცხოვ­რებ­ლებს კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნათ. ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ისიც, რომ კომ­პლექსს ჩვენს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წა­ზე ვა­შე­ნებთ“, - აღ­ნიშ­ნა ანას­ტა­სია ტარ­ტინ­სკა­ი­ამ.

ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­სულ A და B ბლოკ­ში ორი სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი უკვე გა­ისხნა, მათ შო­რის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. „ახალ თბი­ლის­ში“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ აქ მალე სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კაც გა­იხ­სნე­ბა და როცა ყვე­ლა სა­ჭი­რო ობი­ექ­ტი ერთ კომ­პლექსში მო­ექ­ცე­ვა, მათ ბი­ნად­რებს სერ­ვი­სე­ბის მი­სა­ღე­ბად შორს წას­ვლა აღარ მო­უ­წევთ.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ფე­რი ერთ სივ­რცე­ში შევ­თა­ვა­ზოთ. ვმუ­შა­ობთ, რომ კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებ­ში იყოს კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი. მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ფიტ­ნეს დარ­ბა­ზებ­თან და ბა­ღებ­თან. ჩვე­ნი კომ­პლექ­სის ბი­ნა­და­რი ერთ სივ­რცე­ში მი­ი­ღებს ყვე­ლა­ფერს, რაც სჭირ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, აქ ეწყო­ბა გამ­წვა­ნე­ბა, სა­ბავ­შვო მო­ე­და­ნი, სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი, გარე და შიდა პარ­კინ­გი, რად­გან მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა დღეს ძა­ლი­ან რთუ­ლია. ეს კი ჩვენ­თან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ გარ­შე­მო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ზო­ნაა. ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი უბა­ნი, სრუ­ლი­ად ახა­ლი მიდ­გო­მე­ბით. არ გვინ­და, ავა­შე­ნოთ ცალ­კე­უ­ლი კორ­პუ­სი ტრო­ტუ­არ­თან, არა­მედ გვინ­და კომ­პლექ­სი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა გამ­წვა­ნე­ბა, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, პარ­კინ­გი, კო­მერ­ცი­უ­ლი და სა­ო­ფი­სე სივ­რცე­ე­ბი, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი, კლი­ნი­კე­ბი და ა.შ.“, - აღ­ნიშ­ნა ანას­ტა­სია ტარ­ტინ­სკა­ი­ამ.

პირ­ვე­ლი ორი ბლო­კის ბი­ნე­ბი თით­ქმის სრუ­ლად გა­ი­ყი­და. „ახა­ლი თბი­ლი­სის“ მო­ბი­ნად­რე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თვი­დან თვემ­დე იზ­რდე­ბა. ცოტა ხნის წინ, ახა­ლი მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის კომ­პა­ნი­ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ხი­ლი­სა და ტკბი­ლე­უ­ლის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მხი­ა­რულ­მა ყი­ნუ­ლის დე­დო­ფალ­მა და სუ­პერ­მენ­მა კი „ახა­ლი თბი­ლი­სის“ პა­ტა­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე იზ­რუ­ნეს.

ბი­ნე­ბი­დან ეზო­ში ჩა­მო­სულ­მა პა­ტა­რებ­მა მშობ­ლებ­თან ერ­თად გემ­რი­ე­ლი ტკბი­ლე­უ­ლიც და­ა­გე­მოვ­ნეს და ბევ­რი ითა­მა­შეს. თბი­ლი­სის ახალ უბან­ში ყვე­ლა­ფე­რია იმის­თვის, თავი მშვი­დად იგ­რძნო და დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რო.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

„ახალი თბილისი“ - უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში იყრის თავს

„ახალი თბილისი“ - უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში იყრის თავს

დაბინძურებული ჰაერი, საცობი, გამწვანების პრობლემა, - ეს იმ ძირითადი მიზეზების ჩამონათვალია, რომელთა გამო საზოგადოების ნაწილი თბილისის ცენტრში ცხოვრებას გარეუბანს ამჯობინებს.

გარეუბნებში კი ბოლო რამდენიმე წელია, ურბანული განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. ცაკლეული კორპუსების გარდა შენდება საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც ყველა საჭირო სერვისია თავმოყრილი.

ამ მხრივ აქტიურად ვითარდება გლდანი, სადაც დედაქალაქის ცენტრთან შედარებით, ჰაერის დაბინძურების პრობლემა ნაკლებად დგას. სამშენებლო კომპანია „ახალი თბილისის“ გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის უფროსი ანასტასია ტარტინსკაია განმარტავს, რომ მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვიტეს, გლდანის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქერჩის ქუჩაზე 20 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე 5-ბლოკიანი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინათ, რომელიც როგორც მაღაზიებს, ისე აფთიაქებს, კლინიკებს, საბავშვო ბაღებსა და სხვა საჭირო დაწესებულებებს მოიცავდა. ამასთან, სივრცე იქნებოდა გამწვანებული, მოეწყობოდა საბავშვო მოედნები და სივრცეები, სადაც კომპლექსის მცხოვრებლები დასვენებას შეძლებდნენ.

2015 წელს მიღებული ნებართვის შემდეგ, კომპანიამ მშენებლობა დაიწყო. კომპლექსის ორი ბლოკი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით აშენდა. კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხი მკაცრად არის გათვალისწინებული. გარდა იმისა, რომ აქ სპეციალური სისტემებია დამონტაჟებული, კორპუსების მასალაც კი ხანძარსაწინააღმდეგოა.

„ორივე ბლოკი აშენებულია ისეთი არაალებადი მასალით. დანარჩენი 3 ბლოკის მშენებლობაც სწორედ ამ კონცეფციით გაგრძელდება. დიდ აქცენტს ვაკეთებთ ინფრასტრუქტურაზე. ბინების ხარისხი ძალიან მაღალია. გარდა ამ უპირატესობისა, მთლიანად კომპლექსის ტერიტორიას ვამწვანებთ და ვაპირკეთებთ. ასევე, ჩვენ არა სტანდარტული, არამედ დიდი სადარბაზოები გვაქვს, დაახლოებით, 90 კვადრატული მეტრი, რაც შენობას მეტ ხიბლს სძენს“, - აღნიშნავს ანასტასია ტარტინსკაია.

გარდა ჰაერის და ხმაურის პრობლემის ნაკლებობისა, გარეუბანს ფასის გამოც ანიჭებენ უპირატესობას. ის სარგებელი, რაც ცენტრში ცხოვრებას აქვს, შეგიძლია, უფრო ხელმისაწვდომ ფასად გარეუბანში მიიღო. „ახალი თბილისის“ გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ კომპანიის მიზანს მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი იქნებოდა.

„ხელმისაწვდომობის კუთხით გადახდის პირობებიც ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს. ეს არის ჯანსაღი შიდა განვადება, რომელსაც ზედმეტად არცერთი პროცენტი არ ემატება. პირველი ორი კორპუსი უკვე ჩაბარებულია, დედაქალაქის მერიამ ექსპლუატაციაშიც მიიღო. ჩვენ აქედან არსად გავდივართ და ვაგრძელებთ მშენებლობას, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მცხოვრებლებს კომფორტი შევუქმნათ. ჩვენი უპირატესობა არის ისიც, რომ კომპლექსს ჩვენს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ვაშენებთ“, - აღნიშნა ანასტასია ტარტინსკაიამ.

ექსპლუატაციაში შესულ A და B ბლოკში ორი სამედიცინო პუნქტი უკვე გაისხნა, მათ შორის ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. „ახალ თბილისში“ აღნიშნავენ, რომ აქ მალე სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კლინიკაც გაიხსნება და როცა ყველა საჭირო ობიექტი ერთ კომპლექსში მოექცევა, მათ ბინადრებს სერვისების მისაღებად შორს წასვლა აღარ მოუწევთ.

„ჩვენი მიზანია, მოსახლეობას ყველაფერი ერთ სივრცეში შევთავაზოთ. ვმუშაობთ, რომ კომერციულ ფართებში იყოს კვების ობიექტები. მოლაპარაკება მიმდინარეობს ფიტნეს დარბაზებთან და ბაღებთან. ჩვენი კომპლექსის ბინადარი ერთ სივრცეში მიიღებს ყველაფერს, რაც სჭირდება. რაც მთავარია, აქ ეწყობა გამწვანება, საბავშვო მოედანი, სპორტული მოედანი, გარე და შიდა პარკინგი, რადგან მანქანის გაჩერება დღეს ძალიან რთულია. ეს კი ჩვენთან გათვალისწინებულია.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ გარშემო ძალიან აქტიური ზონაა. ეს იქნება სრულიად ახალი უბანი, სრულიად ახალი მიდგომებით. არ გვინდა, ავაშენოთ ცალკეული კორპუსი ტროტუართან, არამედ გვინდა კომპლექსი, რომელსაც ექნება გამწვანება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, პარკინგი, კომერციული და საოფისე სივრცეები, სილამაზის სალონები, კლინიკები და ა.შ.“, - აღნიშნა ანასტასია ტარტინსკაიამ.

პირველი ორი ბლოკის ბინები თითქმის სრულად გაიყიდა. „ახალი თბილისის“ მობინადრეების რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება. ცოტა ხნის წინ, ახალი მობინადრეებისთვის კომპანიამ ღონისძიება გამართა, რომელზეც ქართული წარმოების აქსესუარების, ხილისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. მხიარულმა ყინულის დედოფალმა და სუპერმენმა კი „ახალი თბილისის“ პატარების განწყობაზე იზრუნეს.

ბინებიდან ეზოში ჩამოსულმა პატარებმა მშობლებთან ერთად გემრიელი ტკბილეულიც დააგემოვნეს და ბევრი ითამაშეს. თბილისის ახალ უბანში ყველაფერია იმისთვის, თავი მშვიდად იგრძნო და დრო სასიამოვნოდ გაატარო.

R

რა დაგიჯდებათ წელს საახალწლო სუფრა, თუ მზა კერძებს შეიძენთ

სილქნეტმა სილქფესტის საახალწლო პაკეტები აამოქმედა

აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ