პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს
9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

ერაყ­ში გო­გო­ნებს „დრო­ე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის­თვის“ ყი­დი­ან, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ 1 სა­ა­თიც გაგ­რძელ­დეს.

„ბი­ბი­სის“ მიერ მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ში­ი­ტი მღვდელმსა­ხუ­რე­ბი მა­მა­კა­ცებს „სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­სა­ღებ ქორ­წი­ნე­ბას“ სთა­ვა­ზო­ბენ. მათ ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე სექ­სი ეკ­რძა­ლე­ბათ, თუმ­ცა თუ ოჯახს მზი­თევს მის­ცე­მენ, „დრო­ე­ბით ცოლს მი­ი­ღე­ბენ“.

ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ამ­ბობს, რომ ის­ლა­მის წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, 9 წლის გო­გო­ნე­ბის ცო­ლად შერ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს.

ერაყ­ში მსგავ­სი „დრო­ე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბე­ბი“ აკ­რძა­ლუ­ლია, თუმ­ცა 10-მა ში­იტ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მსგავ­სი რი­ტუ­ა­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რონ და ერთ-ერთი მათ­გა­ნი მსურ­ვე­ლებს გო­გო­ნე­ბის პოვ­ნა­საც ჰპირ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ დამ­კვიდ­რდა. ის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და მა­მა­კა­ცებს, ჰქო­ნო­დათ ქა­ლებ­თან კა­ნო­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­დე­საც ცო­ლის­გან შორს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა ახლა ერა­ყე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბის ნა­წი­ლი რი­ტუ­ა­ლით ბავ­შვთა პროს­ტი­ტუ­ცი­ას ნიღ­ბავს.

ერა­ყის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ლი­გი­ურ ქა­ლაქ­ში, ქარ­ბა­ლა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პირი „ბი­ბი­სის“ ჟურ­ნა­ლისტს ეუბ­ნე­ბა, რომ და­ქორ­წი­ნე­ბა 9 წლის გო­გო­ნებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა აფრ­თხი­ლებს, რომ ბავ­შვმა ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა არ უნდა და­კარ­გოს და ამის­თვის სხვა სა­ხის სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი უნდა და­ამ­ყა­როს.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერთ-ერთი გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ აღარც კი ახ­სოვს, რამ­დენ­ჯერ იყო „გა­თხო­ვი­ლი“, თავი კი მი­ღე­ბუ­ლი „მზით­ვით“ გა­აქვს. გო­გო­ნე­ბი ში­შო­ბენ, რომ თუ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბას და­კარ­გა­ვენ, ისი­ნი „მუდ­მივ ქმრებს“ ვე­რა­სო­დეს იშო­ვი­ან.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა­ში ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი­ან, თუ თა­ვად გო­გო­ნებ­მა არ მი­მარ­თეს პო­ლი­ცი­ას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს
ავტორი:

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

ერაყში გოგონებს „დროებითი ქორწინებისთვის“ ყიდიან, რომელიც, შესაძლოა, მხოლოდ 1 საათიც გაგრძელდეს.

„ბიბისის“ მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ შიიტი მღვდელმსახურები მამაკაცებს „სიამოვნების მისაღებ ქორწინებას“ სთავაზობენ. მათ ქორწინების გარეშე სექსი ეკრძალებათ, თუმცა თუ ოჯახს მზითევს მისცემენ, „დროებით ცოლს მიიღებენ“.

ერთ-ერთი სასულიერო პირი ამბობს, რომ ისლამის წესების მიხედვით, 9 წლის გოგონების ცოლად შერთვასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

ერაყში მსგავსი „დროებითი ქორწინებები“ აკრძალულია, თუმცა 10-მა შიიტმა სასულიერო პირმა გადაწყვიტა, რომ მსგავსი რიტუალები ჩაატარონ და ერთ-ერთი მათგანი მსურველებს გოგონების პოვნასაც ჰპირდება.

აღნიშნული რელიგიური წეს-ჩვეულება საუკუნეების წინ დამკვიდრდა. ის საშუალებას აძლევდა მამაკაცებს, ჰქონოდათ ქალებთან კანონიერი ურთიერთობა, როდესაც ცოლისგან შორს იმყოფებოდნენ. თუმცა ახლა ერაყელი სასულიერო პირები და მამაკაცების ნაწილი რიტუალით ბავშვთა პროსტიტუციას ნიღბავს.

ერაყის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ ქალაქში, ქარბალაში სასულიერო პირი „ბიბისის“ ჟურნალისტს ეუბნება, რომ დაქორწინება 9 წლის გოგონებზეც შეიძლება, თუმცა აფრთხილებს, რომ ბავშვმა ქალიშვილობა არ უნდა დაკარგოს და ამისთვის სხვა სახის სექსუალური კავშირი უნდა დაამყაროს.

ჟურნალისტებთან ერთ-ერთი გოგონა ამბობს, რომ აღარც კი ახსოვს, რამდენჯერ იყო „გათხოვილი“, თავი კი მიღებული „მზითვით“ გააქვს. გოგონები შიშობენ, რომ თუ ქალიშვილობას დაკარგავენ, ისინი „მუდმივ ქმრებს“ ვერასოდეს იშოვიან.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დანაშაულთან ბრძოლაში ვერაფერს გახდებიან, თუ თავად გოგონებმა არ მიმართეს პოლიციას.

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

"გთხოვთ, გთხოვთ აიცერით, აიცერით ახლავე" - ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

იდუმალი და აუხსნელი დაავადება, რომლითაც 20-მდე ამერიკელი დიპლომატი დაავადდა - რა მოხდა ვენაში და რას გულისხმობს ე.წ. ჰავანას სინდრომი?