ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა ყველა მშობლისთვის ნაცნობია. სამაგიეროდ, ცოტამ თუ იცის, ვინ იყო გივი ჟვანია, რომლის სახელსაც ეს კლინიკა ატარებს. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ამ ღირსეულ ექიმზე მეტი ინფორმაციის გაგება.
"სტუდენტებისათვისა და ავადმყოფებისთვის თავგადადებული ექიმი" - ასე იხსენებენ ცნობილ ბავშვთა ქირურგს გივი ჟვანიას ყოფილი პაციენტები და სტუდენტები. ის ფოთში 1927 წელს დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ კი სწავლა თბილისში, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. 18 წლის განმავლობაში სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი იყო. ასევე თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის დოცენტი, ბავშვთა ქირურგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
გივი ჟვანიას ორი შვილი ჰყავს და ორივე სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. მის შესახებ მისი ვაჟი, თემურ ჟვანია mshoblebi.ge-სთან
- უბრალო ოჯახში დაიბადა. სულ ოთხნი იყვნენ. ერთი იყო ნინა ჟვანია, რომელიც მერე ქალაქის მერის მოადგილე გახდა, მეორე მამაჩემი და კიდევ ორი და. და-ძმა ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებდა ხალხისთვის. ნინა ჟვანია დღემდე ახსოვს ხალხს" - ამბობს ბატონი თემური.
ყველა ავადმყოფს ისე ექცეოდა, როგორც საკუთარ შვილს. ამიტომ სცემდნენ პატივს. დასასვენებლად რომ მიდიოდა, წინა დღეებში ოპერაციას არ აკეთებდა იმიტომ, რომ ყველასთვის თავად უნდა მიეხედა და ამბობდა ხოლმე, გულითვერ წავალ და ვერ დავისვენებო. მე იქ დავისვენო და ეს აქ იყოს, არ შემიძლიაო. მძიმე ავადმყოფი თუ იყო, მამაჩემი მასთან რჩებოდა და უვლიდა. წამოვიდოდა, 2 საათი დაისვენებდა და ისევ მიდიოდა. მისთვის ავადმყოფი იყო მთავარი.
ძალიან კარგი მეგობარი იყო. მისი და რომ მუშაობდა მერის მოადგილედ, თავისი საჭიროებისთვის არ მივიდოდა თხოვნით. მეგობრისთვის მივიდოდა და გააკეთებდა. პედიატრიული ფაკულტეტის მამასავით იყო იმიტომ, რომ ყველა პედიატრს ყურადღებას აქცევდა. სტიპენდიას რომ მოუხსნიდნენ ან რომ რიცხავდნენ ფაკულტეტიდან, ყოველთვის ყველა სტუდენტს იცავდა. თუ დააშავებდა ვინმე რამეს, სტიპენდიის მოხსნით დაემუქრებოდა. თუ ის ეტყოდა, რომ სტიპენდია არ ჰქონდა, მამაჩემი ეუბნებოდა, ჯერ დაგინიშნავ და მერე მოგიხსნიო. გადაყოლილი იყო თავის სტუდენტებზე. მისი ისდეით და ნინა ჟვანიას მხარდაჭერით ამხელა კლინიკა აშენდა.გივი ჟვანია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 20 სექტემბერს 92 წელი შეუსრულდებოდა...წაიკითხეთ სრულად