სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლ ფაშინიანი "ყველას ციხეში უშვებს" - სომხეთის მომავალი რუსეთშია, თუ ევროპაში?
ნიკოლ ფაშინიანი "ყველას ციხეში უშვებს" - სომხეთის მომავალი რუსეთშია, თუ ევროპაში?

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს. ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "კო­რუფ­ცი­ო­ნე­რებს და ჯა­შუ­შებს" ცი­ხე­ში გა­უშ­ვებს.

მი­სი­ვე თქმით, ახალ სომ­ხეთ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი, პო­ლი­ცია და სხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი, ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან "ვი­ღა­ცებ­მა ფული არ მო­ი­პა­რონ და ქვე­ყა­ნა არ გა­ძარ­ცვონ. ვინც ამას გა­ა­კე­თებს - ყვე­ლა ცი­ხე­ში" - წერს ფა­ში­ნი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე".

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რა­დი­კა­ლურ­მა პო­ზი­ცი­ამ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ გა­ახ­სე­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გან­ვლი­ლი გზა...

ცოტა ხნის წინ, სომ­ხეთ­ში რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა. თუმ­ცა, მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. სომ­ხუ­რი მე­დია წერ­და, რომ მათ წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა გა­რე­მო­ე­ბამ აი­ძუ­ლა. ფა­ში­ნი­ა­ნის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ხე­ლა­ხა­ლი და­წყე­ბა. მან თა­ვის გუნდთან შეხ­ვედ­რი­სას ისა­უბ­რა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დი­რექ­ტო­რი­სა და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის დრო­ე­ბით შემ­ცვლე­ლებ­ზე და მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლა მთავ­რო­ბა - კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ტემ­პი არ და­ვარ­დეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერევ­ნის სა­სა­მარ­თლომ სომ­ხე­თის მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტი, რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ 2008 წლის 1-ელი მარ­ტის მი­ტინ­გის დარ­ბე­ვის სა­კი­თხზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, რო­მე­ლიც ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო. ქო­ჩა­რი­ანს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბის დამ­ხო­ბა და დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა ბრალ­დე­ბა.

მის გარ­და, სა­ხელ­მწი­ფო წყო­ბის დამ­ხო­ბის მუხ­ლით ბრალ­დე­ბა ყო­ფილ ვიცე-პრე­მი­ერ არ­მენ გე­ვორ­გი­ანს, ასე­ვე, ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს - იური ხა­ჩა­ტუ­როვ­სა და თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, სე­ი­რან ოგა­ნი­ანს აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი. მათ­გან, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში მხო­ლოდ რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა. ერევ­ნის ქუ­ჩებ­ში კი მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ და ფა­ში­ნი­ანს პო­ლი­ტი­კურ სა­ფუძ­ველ­ზე ადა­მი­ან­თა პა­ტიმ­რო­ბას ედა­ვე­ბი­ან...

საქ­მე ის არის, რომ სო­მე­ხი მა­ღალჩნი­ნოს­ნე­ბის კო­რუფ­ცი­უ­ლი ბიზ­ნე­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კვალ­დაკ­ვალ ზი­ან­დე­ბი­ან ის რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც, რო­მელ­თაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სომ­ხეთ­ში მას­შტა­ბუ­რი ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბი ჰქონ­დათ. ამ და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, გა­მო­ცე­მა news.am წერს, რომ რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია - Российские железные дороги, სომ­ხე­თის ხე­ლო­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის შე­წყვე­ტა­ზე ფიქ­რობს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­სა და სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც სომ­ხუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სომ­ხეთ­ში არ­სე­ბულ Российские железные дороги შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნია Южно-Кавказская железная дорога-ში (რო­მე­ლიც სომ­ხეთ­ში რკი­ნიგ­ზას მარ­თავს), სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს ეძებ­და.

www.gazeta.ru-ს ცნო­ბით, სომ­ხეთ­ში ეკო­ნო­მი­კა ნგრე­ვის პი­რა­საა. გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ ამე­რი­კას­თან მე­გობ­რო­ბას არ აპი­რებს, თუმ­ცა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვა­შინგტონ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც პრე­ზი­დენტს დო­ნალდ ტრამპს გარ­კვე­ულ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა შეხ­ვდეს.

“სომ­ხუ­რი ოპო­ზი­ცი­ის თქმით, ფა­ში­ნი­ან­მა ტრამ­პის­გან უკვე მი­ი­ღო 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი... ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წის ჯორჯ კენ­ტის გან­ცხა­დე­ბით - ამე­რი­კას სურს აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სომ­ხე­თი იხი­ლოს, რაც იმას, ნიშ­ნავს, რომ მზად არის დახ­მა­რე­ბის­თვის, თუმ­ცა, სომ­ხეთ­ში ავი­წყდე­ბათ, რომ რუ­სე­თი უფრო ახ­ლო­საა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

სომ­ხეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო კვლე­ვე­ბით, რო­მე­ლიც ჰელ­სინ­კის სა­მო­ქა­ლა­ქო ასამ­ბლე­ის ვა­ნა­ძო­რის ოფი­სის დაკ­ვე­თით ჩა­ტარ­და, გა­ირ­კვა რომ, ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის წევ­რო­ბის მომ­ხრე­თა რა­ო­დე­ნო­ბა სტა­ბი­ლუ­რად იკ­ლებს. პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ტუ­ლობს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც ორი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სურს ყოფ­ნა... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი ნა­წი­ლი თუ ადრე რუ­სე­თის­კენ იღებ­და გეზს, ახლა და­სავ­ლე­თის­კენ მი­ის­წრა­ფის.

"ახა­ლი თა­ო­ბა ცდი­ლობს ინ­გლი­სუ­რი ის­წავ­ლოს და და­სავ­ლე­თის­კენ გა­იკ­ვლი­ოს გზა, რად­გან ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა უკვე აქვთ და ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­და­რე­ბას აკე­თე­ბენ პოსტსაბ­ჭო­თა სომ­ხეთ­სა და ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს შო­რის. რუ­სე­თის მი­მართ აგ­რე­სია კი არ აქვთ, ინერ­ტუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან... უბ­რა­ლოდ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გეს.

ჩვენ რუ­სეთ­თან და­პი­რის­რე­ბას არ ვა­პი­რებთ, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­საა და მათ არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად უნდა გა­ა­კე­თონ...” – ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ჰას­მიკ აბ­რა­მი­ა­ნი, რომ­ლის ორი­ვე შვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში სწავ­ლობს.

სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის გი­უმ­რის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა უკვე დიდი ხა­ნია ყო­ველ­დღი­ურ თა­ვის­ტკი­ვი­ლად იქცა. 10 სექ­ტემ­ბერს 23 წლის სერ­ჟან­ტი ალექ­სან­დრ ბა­ბუშ­კი­ნი მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, თუმ­ცა კრემ­ლის კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია წერ­და, რომ ჯა­რის­კაცს და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, რი­თაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა...

"ამას წი­ნათ, გი­უმ­რის ბა­ზა­ზე კი­დევ ერთი ჯა­რის­კა­ცი მოკ­ლეს და მოკ­ლეს წა­მე­ბით. ჩვენ­მა მე­დი­ამ, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრის თხოვ­ნით არ გა­არ­ცე­ლა, მაგ­რამ ხალ­ხმა მა­ინც გა­ი­გო... ანუ ხალ­ხი უკვე ხვდე­ბა, რომ არ არის რუ­სე­თი ის ქვე­ყა­ნა, ვის­ზეც სწო­რე­ბა უნდა გვქონ­დეს, კო­რუფ­ცი­ა­ში ვართ და მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ. ჩვენ კი გან­ვი­თა­რე­ბა გვინ­და, პროგ­რე­სი და ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი" - ამ­ბობს 26 წლის რო­ბერ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goreli2
5
...არამგონია სომხეთმა ჩვენი შეცდომები გაიმეოროს...და საერთოდ, ცხოვრების დონე რატოა იქ მაღალი, ვიდრე ჩვენთან...
ავტორი:

ნიკოლ ფაშინიანი "ყველას ციხეში უშვებს" - სომხეთის მომავალი რუსეთშია, თუ ევროპაში?

ნიკოლ ფაშინიანი "ყველას ციხეში უშვებს" - სომხეთის მომავალი რუსეთშია, თუ ევროპაში?

სომხეთის პრემიერ-მინისტრი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "კორუფციონერებს და ჯაშუშებს" ციხეში გაუშვებს.

მისივე თქმით, ახალ სომხეთში უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო კომიტეტი, პოლიცია და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, ორიენტირებულნი იქნებიან "ვიღაცებმა ფული არ მოიპარონ და ქვეყანა არ გაძარცვონ. ვინც ამას გააკეთებს - ყველა ციხეში" - წერს ფაშინიანი "ფეისბუქზე".

ekhokavkaza.com-ის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რადიკალურმა პოზიციამ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გაახსენა მიხეილ სააკაშვილის მიერ განვლილი გზა...

ცოტა ხნის წინ, სომხეთში რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა თანამდებობა. თუმცა, მიზეზების შესახებ მხოლოდ ვერსიები ვრცელდება. სომხური მედია წერდა, რომ მათ წასვლის შესახებ განცხადების დაწერა გარემოებამ აიძულა. ფაშინიანის თქმით, აუცილებელია კორუფციასთან ბრძოლის ხელახალი დაწყება. მან თავის გუნდთან შეხვედრისას ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების დირექტორისა და პოლიციის უფროსის დროებით შემცვლელებზე და მკაცრად გააფრთხილა მთავრობა - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ტემპი არ დავარდეს.

რამდენიმე დღის წინ, ერევნის სასამართლომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი პატიმრობაში დატოვა. ყოფილ პრეზიდენტის წინააღმდეგ 2008 წლის 1-ელი მარტის მიტინგის დარბევის საკითხზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. ქოჩარიანს კონსტიტუციური წყობის დამხობა და დიდი ოდენობით ქრთამის აღება ბრალდება.

მის გარდა, სახელმწიფო წყობის დამხობის მუხლით ბრალდება ყოფილ ვიცე-პრემიერ არმენ გევორგიანს, ასევე, ყოფილ გენერალურ მდივანს - იური ხაჩატუროვსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სეირან ოგანიანს აქვთ წაყენებული. მათგან, წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ რობერტ ქოჩარიანი იმყოფება. ერევნის ქუჩებში კი მათი მხარდამჭერები აქციებს მართავენ და ფაშინიანს პოლიტიკურ საფუძველზე ადამიანთა პატიმრობას ედავებიან...

საქმე ის არის, რომ სომეხი მაღალჩნინოსნების კორუფციული ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ ზიანდებიან ის რუსი ბიზნესმენებიც, რომელთაც წლების განმავლობაში სომხეთში მასშტაბური ბიზნესპროექტები ჰქონდათ. ამ დაძაბულობის ფონზე, გამოცემა news.am წერს, რომ რუსული სახელმწიფო კომპანია - Российские железные дороги, სომხეთის ხელოსუფლებასთან შეთანხმების შეწყვეტაზე ფიქრობს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

აღნიშნულ კომპანიასა და სომხეთის ხელისუფლებას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომხური პროკურატურა სომხეთში არსებულ Российские железные дороги შვილობილ კომპანია Южно-Кавказская железная дорога-ში (რომელიც სომხეთში რკინიგზას მართავს), სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ეძებდა.

www.gazeta.ru-ს ცნობით, სომხეთში ეკონომიკა ნგრევის პირასაა. გამოცემის თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკასთან მეგობრობას არ აპირებს, თუმცა უახლოეს დღეებში ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გარკვეულ ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით უნდა შეხვდეს.

“სომხური ოპოზიციის თქმით, ფაშინიანმა ტრამპისგან უკვე მიიღო 2 მილიარდი დოლარი... ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწის ჯორჯ კენტის განცხადებით - ამერიკას სურს აყვავებული და წარმატებული სომხეთი იხილოს, რაც იმას, ნიშნავს, რომ მზად არის დახმარებისთვის, თუმცა, სომხეთში ავიწყდებათ, რომ რუსეთი უფრო ახლოსაა..." - წერს გამოცემა.

სომხეთში ჩატარებული ბოლო კვლევებით, რომელიც ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის დაკვეთით ჩატარდა, გაირკვა რომ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობა სტაბილურად იკლებს. პარალელურად მატულობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველების რაოდენობა. არიან ისეთებიც, ვისაც ორივე ორგანიზაციაში სურს ყოფნა... ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი თუ ადრე რუსეთისკენ იღებდა გეზს, ახლა დასავლეთისკენ მიისწრაფის.

"ახალი თაობა ცდილობს ინგლისური ისწავლოს და დასავლეთისკენ გაიკვლიოს გზა, რადგან ინტერნეტთან წვდომა უკვე აქვთ და ინფორმაციას ფლობენ. შესაბამისად, შედარებას აკეთებენ პოსტსაბჭოთა სომხეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის. რუსეთის მიმართ აგრესია კი არ აქვთ, ინერტულები ხდებიან... უბრალოდ ინტერესი დაკარგეს.

ჩვენ რუსეთთან დაპირისრებას არ ვაპირებთ, მაგრამ მომავალი ახალგაზრდებისაა და მათ არჩევანი თავად უნდა გააკეთონ...” – ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ჰასმიკ აბრამიანი, რომლის ორივე შვილი შვეიცარიაში სწავლობს.

სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა უკვე დიდი ხანია ყოველდღიურ თავისტკივილად იქცა. 10 სექტემბერს 23 წლის სერჟანტი ალექსანდრ ბაბუშკინი მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, თუმცა კრემლის კონტროლირებადი მედია წერდა, რომ ჯარისკაცს დაავადება ჰქონდა, რითაც საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა...

"ამას წინათ, გიუმრის ბაზაზე კიდევ ერთი ჯარისკაცი მოკლეს და მოკლეს წამებით. ჩვენმა მედიამ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრის თხოვნით არ გაარცელა, მაგრამ ხალხმა მაინც გაიგო... ანუ ხალხი უკვე ხვდება, რომ არ არის რუსეთი ის ქვეყანა, ვისზეც სწორება უნდა გვქონდეს, კორუფციაში ვართ და მის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობენ. ჩვენ კი განვითარება გვინდა, პროგრესი და ნათელი მომავალი" - ამბობს 26 წლის რობერტი.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს - ის ოჯახთან ერთად სატვირთო მანქანაში ცხოვრობდა

ემოციური კადრები - 92 წლის ბერძენი ქალი  შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა

სასტიკი მკვლელობის კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება - მოსკოვში ინგუში მაღალჩინოსანი ძმასთან ერთად ჩაცხრილეს