პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს დავით ნარმანია, რომელიც სემეკ-ის თავმჯდომარე გახდა
რა ქონებას ფლობს დავით ნარმანია, რომელიც სემეკ-ის თავმჯდომარე გახდა

პარ­ლა­მენტს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნია გახ­და.

სე­მეკ-ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე და­ვით ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სე­მეკ-ის წინა თავ­მჯდო­მა­რეს ირი­ნა მი­ლო­რა­ვას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 16 სექ­ტემ­ბერს ამო­ე­წუ­რა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ნარ­მა­ნია 2014 - 2017 წლებ­ში თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, ხოლო 2017 წლის 22 დე­კემ­ბერს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რად და­ი­ნიშ­ნა.

2019 წლის 5 ივ­ნისს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, და­ვით ნარ­მა­ნი­ას შე­მო­სა­ვალ­მა ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რო­ბი­სას (სე­მე­კი) 2018 წელს 127 360 ლარი შე­ად­გი­ნა, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რო­ბი­სას მის­მა წლი­ურ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 17 280 ლარი; ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დოქ­ტო­რან­ტე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­სას კი - 6 110 ლარი შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა მის უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას, ნარ­მა­ნი­ამ 2018 წელს თბი­ლის­ში 1 500 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა, რა­შიც 180 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ის ასე­ვე ფლობს 97 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში და 3 415 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს ზუგ­დიდ­ში, სო­ფელ კოკ­ში.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის ფლობს ასე­ვე შპს „ნარ­მა­ნია, რი­სერჩ ენდ კონ­სალ­ტინ­გის“ 50%-იან წილს, თუმ­ცა, მისი საქ­მი­ა­ნო­ბით გა­სულ წელს შე­მო­სა­ვა­ლი არ მი­უ­ღია. მას­ვე, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 60 ათა­სი ლა­რი­სა და 50 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სეს­ხი ჰქონ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მის­მა გა­სა­ვალ­მა 8 556,21 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

რა ქონებას ფლობს დავით ნარმანია, რომელიც სემეკ-ის თავმჯდომარე გახდა

რა ქონებას ფლობს დავით ნარმანია, რომელიც სემეკ-ის თავმჯდომარე გახდა

პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა.

სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის წინა თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

ცნობისთვის, დავით ნარმანია 2014 - 2017 წლებში თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 22 დეკემბერს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა.

2019 წლის 5 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დავით ნარმანიას შემოსავალმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრობისას (სემეკი) 2018 წელს 127 360 ლარი შეადგინა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას მისმა წლიურმა შემოსავალმა 17 280 ლარი; ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელოსას კი - 6 110 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, ნარმანიამ 2018 წელს თბილისში 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 180 000 დოლარი გადაიხადა. ის ასევე ფლობს 97 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში და 3 415 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ზუგდიდში, სოფელ კოკში.

დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ასევე შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის“ 50%-იან წილს, თუმცა, მისი საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. მასვე, დეკლარაციის მიხედვით, 60 ათასი ლარისა და 50 ათასი დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა 8 556,21 დოლარი შეადგინა. წაიკითხეთ სრულად

"როგორ შეიძლება, ორი კვირა მუსიკალური ფლეიერის ყიდვა ვერ მოვითმინოთ?" - პრემიერი ე.წ. "დელივერის სერვისის" აკრძალვაზე

"არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ქვეყნიდან საქართველოში" - გახარია

"ვინც უარს იტყვის სახელმწიფო მხარდაჭერაზე და კომუნალურებს თავად გადაიხდის, დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს" - ნარმანია