მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე : "ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მკვლელის შეწყალება"
გიორგი გახარია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე : "ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მკვლელის შეწყალება"

ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლის და სა­ერ­თოდ მკვლე­ლის, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის მსგავ­სი შე­წყა­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნიტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრე­ზი­დენ­ტის მიერ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი სამი პი­რის შე­წყა­ლე­ბა­ზე დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, შე­წყა­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მებს სჭირ­დე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეც პრე­ზი­დენ­ტმაც ისა­უბ­რა.

„შე­წყა­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის დის­კრე­ცი­აა, თუმ­ცა ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლის და სა­ერ­თოდ მკვლე­ლის, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის ასე მსგავ­სი შე­წყა­ლე­ბა. რა თქმა უნდა, აქ სა­ჭი­როა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბიც, რაც დას­ტურ­დე­ბა იმ ნა­ბი­ჯით, რაც ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­დად­გა - გა­მო­ა­ცხა­და მო­რა­ტო­რი­უ­მი. უნდა იყოს სა­ერ­თო მსჯე­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტთან ერ­თად და რა თქმა უნდა, რა­ღაც ფილტრე­ბი უნდა გაჩ­ნდეს, იმის­თვის, რომ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე­თი ფორ­მით არ იყ­ვნენ შე­წყა­ლე­ბუ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შე­წყა­ლე­ბა­ზე მო­რა­ტო­რი­უმს აცხა­დებს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მის მიერ რამ­დე­ნი­მე პი­რის შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბით ხსნის.

"მე ად­რეც გა­მოვ­დი­ო­დი წი­ნა­და­დე­ბით, რომ შე­წყა­ლე­ბის წე­სე­ბი იყოს გა­და­ხე­დი­ლი და იყოს ეს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტში სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მიერ. ამა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უკვე შედ­გა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან. ჩვენ იან­ვრი­დან ვამ­ზა­დებ­დით ახალ წე­სებს და ჩემი ვერ­სია გა­და­ე­ცე­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს.

მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან შედ­გე­ბა ამ სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა, რო­მელ­შიც ყვე­ლა პარ­ტია შევა და ისი­ნი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე­ბენ, რო­გო­რი უნდა იყოს ის იდე­ა­ლუ­რი წე­სე­ბი, რომ აღარ მოხ­დეს შეშ­ფო­თე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ამას­თან, დღეს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბმა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან აქ­ცი­ა გა­მარ­თეს. აქ­ტი­ვის­ტე­ბმა პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა გა­აპ­რო­ტეს­ტეს და პერ­ფორ­მან­სი გა­მარ­თეს - მათ ეკე­თათ ნიღ­ბე­ბი ფილ­მი­დან - „ძა­ლი­ან სა­ში­ში კინო“.

რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რაც შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, ძა­ლი­ან სა­ში­ში კი­ნოა და უნდა დას­რულ­დეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

გიორგი გახარია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე : "ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მკვლელის შეწყალება"

გიორგი გახარია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე : "ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მკვლელის შეწყალება"

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მსგავსი შეწყალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შეწყალების მექანიზმებს სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რის აუცილებლობაზეც პრეზიდენტმაც ისაუბრა.

„შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

"მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს.

მომავალი კვირიდან შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს შეშფოთება საზოგადოების", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. აქტივისტებმა პრეზიდენტის მიერ შეწყალების პოლიტიკა გააპროტესტეს და პერფორმანსი გამართეს - მათ ეკეთათ ნიღბები ფილმიდან - „ძალიან საშიში კინო“.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რაც შეწყალებასთან დაკავშირებით ხდება, ძალიან საშიში კინოა და უნდა დასრულდეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები