მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 ცნობილი ქართველი მამაკაცი, რომელმაც ბევრჯერ იქორწინა
9 ცნობილი ქართველი მამაკაცი, რომელმაც ბევრჯერ იქორწინა

მათ­თვის მენ­დელ­სო­ნის მარ­ში არა­ერ­თხელ გა­ის­მა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კი ჯვრი­წე­რა­საც ახერ­ხებს რამ­დე­ნი­მე­ჯერ. ორი უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ბედი მე­სა­მედ სცა­დეს, ზოგ­მაც მე­ო­თხედ და ჯერ­ჯე­რო­ბით წარ­მა­ტე­ბით. გა­ი­ცა­ნით, ბევ­რჯერ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი.

პრო­დი­უ­სერ და­ვით იმე­დაშ­ვი­ლი­სა და ანა იმე­დაშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი წყვი­ლი ქორ­წი­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე წელს ით­ვლის და სა­ერ­თო შვი­ლი, 6 წლის პეტ­რე ჰყავთ. იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხის შექ­მნამ­დე დათო ორ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და ქორ­წი­ნე­ბა­ში და ამ ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან ორი უფ­რო­სი შვი­ლი ჰყავს.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძი­სა და ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. წყვი­ლი სა­ერ­თო შვილს ელო­დე­ბა. ჯა­ნე­ტის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბამ­დე ნოე ორ­ჯერ გახ­ლდათ შე­უღ­ლე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან უფ­რო­სი ვაჟი და მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

ვახო სა­ნა­ი­ამ მე­სა­მედ ჩუ­მად იქორ­წი­ნა. უფრო მე­ტიც, ყო­ფილ­მა მე­ო­რე ცოლ­მა ეს ამ­ბა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ი­ტყო და ჟურ­ნა­ლისტს სკან­და­ლუ­რი სტა­ტუ­სიც მი­უ­ძღვნა. ვა­ხოს ახა­ლი რჩე­უ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი თა­მარ ყუ­რაშ­ვი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლამ გა­ი­გო მათი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ, წყვი­ლი სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მა­ინც ერი­დე­ბა. ჟურ­ნა­ლისტს პირ­ვე­ლი ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

ირაკ­ლი ნო­ზა­ძე სკან­და­ლუ­რი მხო­ლოდ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით არ გახ­ლდათ, ის არა­ერ­თხელ გახ­ვე­უ­ლა გა­უ­გებ­რო­ბა­ში და ბოლო შემ­თხვე­ვა ლა­მის მისი მკვლე­ლო­ბი­თაც დას­რულ­და. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მომ­ღე­რალს შვი­ლი არ ჰყავს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან უფ­რო­სი ვაჟი ჰყავს. ხოლო მე­სა­მე ცოლს, ია დუ­დაშ­ვილს, რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­უ­რიგ­და. მათი სა­ერ­თო შვი­ლი, ნია თა­ვი­სი ვი­დე­ო­ე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ვარ­კვლა­ვია.

რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რია, რო­მე­ლიც წლე­ბია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­რობს. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში რუს ვარ­კვლავ ანას­ტა­სია კო­ჩეტ­კო­ვას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­თან და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც ანას­ტა­სი­ა­თი ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ტაბ­ლო­ი­დე­ბი. რე­ჟი­სორ­მა მე­ო­რე ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, წი­ნან­დლის ბაღ­ში გა­და­ი­ხა­და - მან ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვილ ნა­დი­ა­ზე იქორ­წი­ნა. რუსი ქა­ლე­ბის ქარ­თველ­მა გულ­თამ­ყრო­ბელ­მა მე­სა­მედ ბედი ნა­დეჟ­და აბა­ლენ­ცო­ვას და­უ­კავ­ში­რა. ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან გი­გი­ნე­იშ­ვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

მწე­რა­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა მხო­ლოდ თა­ვი­სი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ქცე­ვე­ბით აო­ცებს, არა­მედ სკან­და­ლუ­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს ერთი შვი­ლი ჰყავს. ვაჟი შე­ე­ძი­ნა მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში იუ­რისტ ანა დო­ლი­ძეს­თან. კა­კა­ბა­ძის მე­სა­მე რჩე­უ­ლი ბელა ჯა­ვე­ლი­ძეა. წყვილ­მა ახ­ლა­ხანს და­ი­წე­რა ჯვა­რი.

ცხრა­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და ქორ­წი­ნე­ბა­ში მი­ხე­ილ გო­მი­აშ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბის რო­ლებ­ზე მე­ტად მის ქორ­წი­ნე­ბებ­ზე იწე­რე­ბო­და. გო­მი­აშ­ვი­ლის მე­ცხრე მე­უღ­ლე ქეთი კა­ლან­და­ძეა. ქე­თის­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე 5 წელი ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მაკა თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს­თან, თუმ­ცა ერთ დღეს უთხრა, რომ სხვა შე­უყ­ვარ­და და სხვა ქალ­თან წა­ვი­და. გო­მი­აშ­ვილს 9 ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი - 29 წლის ნა­ტა­ლია და 18 წლის არ­ჩი­ლი ჰყავს.

აჩი ფურ­ცე­ლა­ძისპირ­ვე­ლი ცოლი ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე გახ­ლდათ, მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი კი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. მე­ო­რე ცოლ­ზე, გაია ხა­ჩი­ძე­ზე რუ­სეთ­ში იქორ­წი­ნა და ერ­თად 5 წელი იცხოვ­რეს, თუმ­ცა ხში­რად შორ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. აჩის­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, გა­ი­ამ სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ერთ-ერთ მსა­ხი­ობ­ზე იქორ­წი­ნა. ფურ­ცე­ლა­ძის მე­სა­მე რჩე­უ­ლი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი ელე­ნე დუმ­ბა­ძეა.

მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლის ორი ქორ­წი­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ხუ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ კი მე­სა­მედ ჟურ­ნა­ლისტ ხა­თუ­ნა ფე­იქ­რიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. ხა­თუ­ნას­თვი­საც ეს მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბაა. სკან­და­ლუ­რი იყო მსა­ხი­ო­ბის მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა, რო­დე­საც ბედი 27 წლით უმ­ცროს მა­რი­ამ ახო­ბა­ძეს და­უ­კავ­ში­რა. თუმ­ცა გო­გო­ნას მა­ლე­ვე და­შორ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­რი­ა­მი მსა­ხი­ობ ანრი ბი­ბი­ნე­იშ­ვილს გაჰ­ყვა ცო­ლად, თუმ­ცა ეს ქორ­წი­ნე­ბაც უიღ­ბლო აღ­მონჩდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
22

ზოგადად ასეთ მამაკაცებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. თან მითუმეტეს პირველ ცოლთან თუ ვერ ააწყო ურთიერთობა და ამას ძალიან განიცდის მერე უკვე ფსიქოლოგიური აშლილობა ეწყებათ და ქალებს თუ ცოლებს ვეღარ ითვლიან.

tamriko
17

ertxel saris zneli torem meree rixin rixinit midia

ავტორი:

9 ცნობილი ქართველი მამაკაცი, რომელმაც ბევრჯერ იქორწინა

9 ცნობილი ქართველი მამაკაცი, რომელმაც ბევრჯერ იქორწინა

მათთვის მენდელსონის მარში არაერთხელ გაისმა, ზოგიერთი მათგანი კი ჯვრიწერასაც ახერხებს რამდენიმეჯერ. ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ, ბედი მესამედ სცადეს, ზოგმაც მეოთხედ და ჯერჯერობით წარმატებით. გაიცანით, ბევრჯერ დაქორწინებული ქართველი ვარსკვლავები.

პროდიუსერ დავით იმედაშვილისა და ანა იმედაშვილის ოჯახური წყვილი ქორწინების რამდენიმე წელს ითვლის და საერთო შვილი, 6 წლის პეტრე ჰყავთ. იდეალური ოჯახის შექმნამდე დათო ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში და ამ ქორწინებებიდან ორი უფროსი შვილი ჰყავს.

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქორწინება მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. წყვილი საერთო შვილს ელოდება. ჯანეტის გაბედნიერებამდე ნოე ორჯერ გახლდათ შეუღლებული. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი და მეორე ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს.

ვახო სანაიამ მესამედ ჩუმად იქორწინა. უფრო მეტიც, ყოფილმა მეორე ცოლმა ეს ამბავი სოციალური ქსელიდან შეიტყო და ჟურნალისტს სკანდალური სტატუსიც მიუძღვნა. ვახოს ახალი რჩეული სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ გაიგო მათი ქორწინების შესახებ, წყვილი საერთო ფოტოების გამოქვეყნებას მაინც ერიდება. ჟურნალისტს პირველი ორი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი ჰყავს.

ირაკლი ნოზაძე სკანდალური მხოლოდ პირადი ცხოვრებით არ გახლდათ, ის არაერთხელ გახვეულა გაუგებრობაში და ბოლო შემთხვევა ლამის მისი მკვლელობითაც დასრულდა. პირველი ქორწინებიდან მომღერალს შვილი არ ჰყავს, მეორე ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ჰყავს. ხოლო მესამე ცოლს, ია დუდაშვილს, რამდენიმე თვის წინ შეურიგდა. მათი საერთო შვილი, ნია თავისი ვიდეოებით სოციალური ქსელის ვარკვლავია.

რეზო გიგინეიშვილი ცნობილი ქართველი რეჟისორია, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწერობს. პირველ ქორწინებაში რუს ვარკვლავ ანასტასია კოჩეტკოვასთან იმყოფებოდა, რომელთან დაშორების შემდეგაც ანასტასიათი ნაკლებად ინტერესდებიან ტაბლოიდები. რეჟისორმა მეორე ქორწილი საქართველოში, წინანდლის ბაღში გადაიხადა - მან ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილ ნადიაზე იქორწინა. რუსი ქალების ქართველმა გულთამყრობელმა მესამედ ბედი ნადეჟდა აბალენცოვას დაუკავშირა. ორი ქორწინებიდან გიგინეიშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

მწერალი ირაკლი კაკაბაძე საზოგადოებას არა მხოლოდ თავისი არაორდინალური ქცევებით აოცებს, არამედ სკანდალური პირადი ცხოვრებითაც. პირველი ქორწინებიდან ირაკლი კაკაბაძეს ერთი შვილი ჰყავს. ვაჟი შეეძინა მეორე ქორწინებაში იურისტ ანა დოლიძესთან. კაკაბაძის მესამე რჩეული ბელა ჯაველიძეა. წყვილმა ახლახანს დაიწერა ჯვარი.

ცხრაჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში მიხეილ გომიაშვილი. სამწუხაროდ, ნიჭიერი მსახიობის როლებზე მეტად მის ქორწინებებზე იწერებოდა. გომიაშვილის მეცხრე მეუღლე ქეთი კალანდაძეა. ქეთისთან ქორწინებამდე 5 წელი ქორწინებაში იმყოფებოდა მაკა თვალჭრელიძესთან, თუმცა ერთ დღეს უთხრა, რომ სხვა შეუყვარდა და სხვა ქალთან წავიდა. გომიაშვილს 9 ქორწინებიდან ორი შვილი - 29 წლის ნატალია და 18 წლის არჩილი ჰყავს.

აჩი ფურცელაძის პირველი ცოლი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე გახლდათ, მათი დაშორების მიზეზი კი ეჭვიანობა. მეორე ცოლზე, გაია ხაჩიძეზე რუსეთში იქორწინა და ერთად 5 წელი იცხოვრეს, თუმცა ხშირად შორდებოდნენ ერთმანეთს. აჩისთან განქორწინების შემდეგ, გაიამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ მსახიობზე იქორწინა. ფურცელაძის მესამე რჩეული თბილისის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ელენე დუმბაძეა.

მალხაზ ქვრივიშვილის ორი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კი მესამედ ჟურნალისტ ხათუნა ფეიქრიშვილზე იქორწინა. ხათუნასთვისაც ეს მესამე ქორწინებაა. სკანდალური იყო მსახიობის მეორე ქორწინება, როდესაც ბედი 27 წლით უმცროს მარიამ ახობაძეს დაუკავშირა. თუმცა გოგონას მალევე დაშორდა. მოგვიანებით მარიამი მსახიობ ანრი ბიბინეიშვილს გაჰყვა ცოლად, თუმცა ეს ქორწინებაც უიღბლო აღმონჩდა.