პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან "წყალი დანაყა"
გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან "წყალი დანაყა"

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის მიერ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნას პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. გოგი წუ­ლა­ი­ამ მე­რი­ას­თან "წყა­ლი და­ნა­ყა" იმის ნიშ­ნად, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამას გავს და უშე­დე­გოა.

მისი თქმით, მე­რია ავ­ტო­პარ­კის შე­სა­ნა­ხად და საწ­ვავ­ზე ბი­უ­ჯე­ტი­დან ასე­ულ ათა­სო­ბით ლარს ხარ­ჯავს და ამის ფონ­ზე და­მა­ტე­ბით ჯი­პებს ყი­დუ­ლობს.

"მე­რი­ას­თან მო­ვი­ტა­ნეთ ქვა­სა­ნა­ყი, ნიშ­ნად იმი­სა, რომ ამათ­თან ლა­პა­რა­კი არის წყლის ნაყ­ვა.

ამ პერ­ფორ­მან­სით ვეხ­მა­უ­რე­ბით ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­ი­ძი­ნონ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. ქა­ლა­ქი და ბი­უ­ჯე­ტი წი­ნაპ­რე­ბის და­ტო­ვე­ბუ­ლი გო­ნი­ათ და რო­გორც უნ­დათ ისე იქ­ცე­ვი­ან. ასე­ულ ათა­სო­ბით ლარს ხარ­ჯა­ვენ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ნახ­ვა­ში და კი­დევ ყი­დუ­ლო­ბენ ავ­ტო­მო­ბი­ლებს.

ამას­თან, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­დას­ცეს ჭი­ა­თუ­რას და ასე ანი­ა­ვე­ბენ ქუ­თა­ი­სის ქო­ნე­ბას. ეს არის ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხედ­ვა ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამათ­თვის მი­მარ­თვას აზრი არ აქვს, ამი­ტომ მივ­მარ­თავ თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რა და­გი­შა­ვა ქუ­თა­ის­მა ასე­თი, ესე­ნი რომ და­ას­ვი თავ­ზე და ასე უფუნ­ქციო რომ და­ტო­ვე?" -გა­ნა­ცხა­და გოგი წუ­ლა­ი­ამ.

მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ნახ­ვა ქა­ლაქს ძვი­რი უჯ­დე­ბო­და, ამი­ტომ ათხო­ვეს ჭი­ა­თუ­რას. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, აცხა­დე­ბენ, რომ მე­რია ბა­ლანსზე არ­სე­ბულ 11 ავ­ტო­მო­ბილს აუქ­ცი­ონ­ზე ყი­დის, რო­მელ­თა სა­ნაც­ვლო­დაც ორ ავ­ტო­მო­ბილს ყი­დუ­ლობს, რომ­ლე­ბიც მათი თქმით, არაა მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­რი­ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად 62 000-ლა­რი­ა­ნი ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს ყი­დუ­ლობ­დნენ.

ავტორი:

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან "წყალი დანაყა"

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან "წყალი დანაყა"

ქუთაისის მერიის მიერ ავტომობილების შეძენას პარტია "თავისუფალი საქართველო" აქცია-პერფორმანსით გამოეხმაურა. გოგი წულაიამ მერიასთან "წყალი დანაყა" იმის ნიშნად, რომ ხელისუფლებასთან საუბარი სწორედ ამას გავს და უშედეგოა.

მისი თქმით, მერია ავტოპარკის შესანახად და საწვავზე ბიუჯეტიდან ასეულ ათასობით ლარს ხარჯავს და ამის ფონზე დამატებით ჯიპებს ყიდულობს.

"მერიასთან მოვიტანეთ ქვასანაყი, ნიშნად იმისა, რომ ამათთან ლაპარაკი არის წყლის ნაყვა.

ამ პერფორმანსით ვეხმაურებით ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, შეიძინონ მაღალი გამავლობის ავტომობილები. ქალაქი და ბიუჯეტი წინაპრების დატოვებული გონიათ და როგორც უნდათ ისე იქცევიან. ასეულ ათასობით ლარს ხარჯავენ ავტომობილების შენახვაში და კიდევ ყიდულობენ ავტომობილებს.

ამასთან, საკუთარი ავტომობილი გადასცეს ჭიათურას და ასე ანიავებენ ქუთაისის ქონებას. ეს არის ყველა ხელისუფლების ხედვა ქალაქის განვითარებაზე. ამათთვის მიმართვას აზრი არ აქვს, ამიტომ მივმართავ თავად ბიძინა ივანიშვილს, რა დაგიშავა ქუთაისმა ასეთი, ესენი რომ დაასვი თავზე და ასე უფუნქციო რომ დატოვე?" -განაცხადა გოგი წულაიამ.

მერიაში განმარტავენ, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილის შენახვა ქალაქს ძვირი უჯდებოდა, ამიტომ ათხოვეს ჭიათურას. რაც შეეხება ახალ ავტომობილებს, აცხადებენ, რომ მერია ბალანსზე არსებულ 11 ავტომობილს აუქციონზე ყიდის, რომელთა სანაცვლოდაც ორ ავტომობილს ყიდულობს, რომლებიც მათი თქმით, არაა მაღალი გამავლობის.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მერიამ ავტომობილების შესაძენად 62 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, სადაც მითითებული იყო, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილებს ყიდულობდნენ.

"ამდენი დევნისა და უბედურებების შემდეგ..." - მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

რა შეიძლება შეცვალოს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაში ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა?

"არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით" - პრემიერი ქვეყნის ეპიდვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სასწავლო პროცესის განახლებაზე