პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომი არ იქნება" - ოსი და ქართველი ჩინოვნიკების კომენტარები ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ
"ომი არ იქნება" - ოსი და ქართველი ჩინოვნიკების კომენტარები ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი "სამ­ხრეთ ოსე­თის" "სა­ზღვრებ­ზე" მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბაა მწვა­ვე სა­ში­ნაო პრობ­ლე­მე­ბი­დან, - ამის შე­სა­ხებ დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ბეჭდ­ვი­თი სი­ტყვის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რია კო­ტა­ე­ვამ გა­ნა­ცხა­და.

„სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ოც­ნე­ბობს "სამ­ხრეთ ოსე­თის" და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მსგავ­სი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­მე­ო­რე­ბას არა­ვინ შე­ეც­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბრი­ფინგზე კო­ტა­ე­ვამ.

„არა­ნა­ი­რი ომი არ იქ­ნე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო "სამ­ხრეთ ოსეთს" თავს მეტი აღარ და­ეს­ხმე­ბა. ჩვე­ნი სა­ზღვრე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით არის და­ცუ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აგ­რე­სია სამ­ხრეთ ოსე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც აგ­რე­სია რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც აქ არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ტა­ე­ვამ.

დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ას­კვნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის და­პი­რე­ბებ­ში არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლია.

„მას "სამ­ხრეთ ოსე­თი­სა" და აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბის ში­ნა­გა­ნი მის­წრა­ფე­ბა აქვს, რად­გან მისი ბა­ბუა მუ­შა­ობ­და მენ­შე­ვი­კე­ბის მთავ­რო­ბა­ში და პი­რა­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ოსე­ბის გე­ნო­ციდ­ში. ამას­თან, ის პა­რა­ლე­ლუ­რად ცდი­ლობს რუ­სეთ­თან კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ძა­ლი­ან არა­სან­დო პარტნი­ო­რია“, - გა­ნა­ცხა­და მა­რია კო­ტა­ე­ვამ.

ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა ცხინ­ვა­ლი­დან შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ მათი გან­ზრახ­ვა არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით სა­უ­ბა­რი, - ამის შე­სა­ხებ უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის უფ­როს­მა კახა ქე­მოკ­ლი­ძემ სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან, ქარ­თულ მხა­რის, დე ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლი­სა და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ქე­მოკ­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის იზი­ა­რებს კო­ლე­გე­ბის ამ პა­თოსს და ამ ნა­ბიჯს პო­ზი­ტი­ურს უწო­დებს.

„ულ­ტი­მა­ტუმ­თან და ზო­გა­და­დად ულ­ტი­მა­ტუ­მის ენას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცხინ­ვა­ლი­დან ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ მათი გან­ზრახ­ვა არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით სა­უ­ბა­რი, რაც ცალ­სა­ხად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პო­ზი­ტი­უ­რად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და სწო­რი შე­ფა­სე­ბაა. ჩვენ ამ პა­თოსს ვი­ზი­ა­რებთ“, - აღ­ნიშ­ნა ქე­მოკ­ლი­ძემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბას იცა­ვენ და შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი არც ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად და არც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებთ არ აქვთ.

„იმ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვე­ტყვი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცხა­დია, არ აქვთ შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი. იმა­ვეს გა­ვუ­მე­ო­რებ იმ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი წნე­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან ღირ­სე­უ­ლი ოფიც­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე იცა­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს და არა პი­რი­ქით, არ აზი­ა­ნე­ბენ მას“, - გა­ნა­ცხა­და კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი ბევრ სხვა­დას­ხვა დე­ტალს შე­ე­ხო.

„დე ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ არის გარ­კვე­უ­ლი, ერ­თგვა­რი შფოთ­ვა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ ყვე­ლა ის კონ­კრე­ტუ­ლი არ­გუ­მენ­ტი წარ­მო­ვუდ­გი­ნეთ, რომ­ლე­ბიც ამ შფოთს პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად აბა­თი­ლებს. ეს არ­გუ­მენ­ტი არის ის, რომ რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის თი­თო­ე­უ­ლი პოს­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს სრულ­ყო­ფას და არა პი­რი­ქით“, - გა­ნა­ცხა­და კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გუ­შა­გოს ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას, ქე­მოკ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვთ.

„სა­გუ­შა­გოს ნა­წილ­ში, სა­გუ­შა­გოს ლო­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცენ­ტრა­ლურ მთავ­რო­ბას და დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ამ გან­სხვა­ვე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავთ, რომ კონ­სტრუქ­ცი­ულ ჭრილ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გაგ­რძელ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ქე­მოკ­ლი­ძემ.

კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლოა, თუ არა, რომ შე­იც­ვა­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია სა­გუ­შა­გოს ლო­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქე­მოკ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი შეხ­ვედ­რა­ზე არ გან­ხი­ლუ­ლა, თუმ­ცა "მო­ცე­მულ მო­მენ­ტში, სა­გუ­შა­გო თა­ვის ად­გი­ლას რჩე­ბა".

„ბლოკპოს­ტის დაშ­ლის სა­კი­თხი დღე­ვან­დელ ტექ­ნი­კურ შეხ­ვედ­რა­ზე არ გან­ხი­ლუ­ლა. ჩვენ უბ­რა­ლოდ და­ვა­ფიქ­სი­რეთ და კონ­სტრუქ­ცი­ულ ჭრილ­ში გავცვა­ლეთ ის მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არის ცალ­სა­ხად ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ რაც კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იზი­ა­რებს იმ პა­თოსს, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს კონ­სტრუქ­ცი­ულ ჭრილ­ში, ამის­კენ კი­დევ უფრო წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ის იქ­ნე­ბა, რომ შემ­დეგ კვი­რა­ში შე­ვიკ­რი­ბე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ქე­მოკ­ლი­ძემ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ირაკ­ლი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, დე ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლის და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რჩე­ბა.

რო­გორც ან­თა­ძემ სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ამის მი­უ­ხე­და­ვად, შეხ­ვედ­რა­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და რომ არის მზა­ო­ბა, დი­ა­ლო­გი კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დეს და მი­იღ­წე­ულ იქ­ნას შე­თან­ხმე­ბა.

„ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი რჩე­ბა დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა, შეხ­ვედ­რა­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ არის მზა­ო­ბა გაგ­რძელ­დეს დი­ა­ლო­გი კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში და ამ მიზ­ნით მიღ­წე­ულ იქ­ნას შე­თან­ხმე­ბა. მო­მა­ვალ კვი­რას გა­ი­მარ­თოს კი­დევ ერთი ტექ­ნი­კუ­რი შეხ­ვედ­რა. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე მო­ნა­წი­ლე­ებს კი­დევ ერთხელ გა­ვუ­ზი­ა­რეთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ის სტან­დარ­ტუ­ლი სა­გუ­შა­გოს მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი რჩე­ბა დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა, შეხ­ვედ­რა­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და რომ არის მზა­ო­ბა გაგ­რძელ­დეს დი­ა­ლო­გი კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში და მი­იღ­წე­ულ იქ­ნას შე­თან­ხმე­ბა.

ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე შევ­თან­ხმდით ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრინ­ციპ­ზე, რომ ჩვე­ნი მცდე­ლო­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ და შემ­დგომ­შიც გა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ყვე­ლა გარ­თუ­ლე­ბა გა­ნი­მუხ­ტოს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის გზით“, - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი შე­თან­ხმე­ბა მო­მა­ვალ კვი­რა­ში ტექ­ნი­კუ­რი შეხ­ვედ­რის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. „რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რის ზუსტ თა­რიღს ეს დგინ­დე­ბა სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით. ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გაჟ­ღერ­და პო­ზი­ცია, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას რა­ი­მე და­ე­მუქ­როს სტან­დარ­ტუ­ლი სა­პო­ლი­ციო სა­გუ­შა­გოს მხრი­დან. ამის ერ­თა­დერთ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს უზ­რუნ­ვე­ელ­ყო­ფა“, - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქარ­თულ მხა­რეს წა­მო­უ­ყე­ნეს ულ­ტი­მა­ტუ­მი სო­ფელ წნე­ლის­თან ქარ­თუ­ლი პოს­ტის 30 აგ­ვის­ტოს 06:00 სა­ა­თამ­დე გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა ცენ­ტრა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მი არ შე­ას­რუ­ლა.

ავტორი:

"ომი არ იქნება" - ოსი და ქართველი ჩინოვნიკების კომენტარები ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ

"ომი არ იქნება" - ოსი და ქართველი ჩინოვნიკების კომენტარები ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პროვოკაციული მოქმედებები "სამხრეთ ოსეთის" "საზღვრებზე" მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობაა მწვავე საშინაო პრობლემებიდან, - ამის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ განაცხადა.

„საქართველო კვლავ ოცნებობს "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება“, - განაცხადა ბრიფინგზე კოტაევამ.

„არანაირი ომი არ იქნება - საქართველო "სამხრეთ ოსეთს" თავს მეტი აღარ დაესხმება. ჩვენი საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან სერიოზული ხელშეკრულებებით არის დაცული, რომლის თანახმადაც აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განიხილება, როგორც აგრესია რუსი სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც აქ არიან განთავსებულები“, - განაცხადა კოტაევამ.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა დაასკვნა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი თავის დაპირებებში არათანმიმდევრულია.

„მას "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დაბრუნების შინაგანი მისწრაფება აქვს, რადგან მისი ბაბუა მუშაობდა მენშევიკების მთავრობაში და პირადი წვლილი შეიტანა ოსების გენოციდში. ამასთან, ის პარალელურად ცდილობს რუსეთთან კავშირების დამყარებას. საქართველო საერთაშორისო არენაზე ძალიან არასანდო პარტნიორია“, - განაცხადა მარია კოტაევამ.

ჩვენმა კოლეგებმა ცხინვალიდან შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, ის იზიარებს კოლეგების ამ პათოსს და ამ ნაბიჯს პოზიტიურს უწოდებს.

„ულტიმატუმთან და ზოგადადად ულტიმატუმის ენასთან დაკავშირებით ცხინვალიდან ჩვენმა კოლეგებმა დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია, პოზიტიურად გადადგმული ნაბიჯია და სწორი შეფასებაა. ჩვენ ამ პათოსს ვიზიარებთ“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები უსაფრთხოებას იცავენ და შეშფოთების მიზეზი არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და არც ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებთ არ აქვთ.

„იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვეტყვი, რომ აბსოლუტურად ცხადია, არ აქვთ შეშფოთების მიზეზი. იმავეს გავუმეორებ იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული წნელისის ტერიტორიაზე. საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები არიან ღირსეული ოფიცრები, რომლებიც ადგილზე იცავენ უსაფრთხოებას, უსაფრთხოების გარემოს და არა პირიქით, არ აზიანებენ მას“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ბევრ სხვადასხვა დეტალს შეეხო.

„დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ არის გარკვეული, ერთგვარი შფოთვა მოსახლეობაში ამ პოსტთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ის კონკრეტული არგუმენტი წარმოვუდგინეთ, რომლებიც ამ შფოთს პირდაპირპროპორციულად აბათილებს. ეს არგუმენტი არის ის, რომ რეალურად საქართველოს პოლიციის თითოეული პოსტი ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს სრულყოფას და არა პირიქით“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება საგუშაგოს ადგილმდებარეობას, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ ხელისუფლებას და დე ფაქტო ხელისუფლებას განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„საგუშაგოს ნაწილში, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავრობას და დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ კონსტრუქციულ ჭრილში თანამშრომლობა გაგრძელდეს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ შეიცვალოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა, თუმცა "მოცემულ მომენტში, საგუშაგო თავის ადგილას რჩება".

„ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღევანდელ ტექნიკურ შეხვედრაზე არ განხილულა. ჩვენ უბრალოდ დავაფიქსირეთ და კონსტრუქციულ ჭრილში გავცვალეთ ის მოსაზრებები, რომლებიც არის ცალსახად ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეხვედრაში მონაწილე ყველა წარმომადგენელი იზიარებს იმ პათოსს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ ჭრილში, ამისკენ კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი ის იქნება, რომ შემდეგ კვირაში შევიკრიბებით“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, დე ფაქტო ცხინვალის და რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებული რჩება.

როგორც ანთაძემ სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამის მიუხედავად, შეხვედრაზე შეინიშნებოდა რომ არის მზაობა, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს და მიიღწეულ იქნას შეთანხმება.

„ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული. თუმცა, შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები იმისა, რომ არის მზაობა გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით მიღწეულ იქნას შეთანხმება. მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა. დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეებს კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ჩვენი პოზიციები სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული, თუმცა, შეხვედრაზე შეინიშნებოდა რომ არის მზაობა გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და მიიღწეულ იქნას შეთანხმება.

ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ მნიშვნელოვან პრინციპზე, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რომ ყველა გართულება განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით“, - განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი შეთანხმება მომავალ კვირაში ტექნიკური შეხვედრის დანიშვნასთან დაკავშირებით. „რაც შეეხება შეხვედრის ზუსტ თარიღს ეს დგინდება სამუშაო რეჟიმში მხარეთა შეთანხმებით. ცენტრალური ხელისუფლებისგან გაჟღერდა პოზიცია, რომ წარმოუდგენელია ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე დაემუქროს სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მხრიდან. ამის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნვეელყოფა“, - განაცხადა ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ულტიმატუმი არ შეასრულა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი