პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინები უკვე გადმოგვეცა..." - როგორ შეიცვალა თელაველი ბიჭების ცხოვრება "სამზარეულოს ომებში" გამარჯვების შემდეგ
"ბინები უკვე გადმოგვეცა..." - როგორ შეიცვალა თელაველი ბიჭების ცხოვრება "სამზარეულოს ომებში" გამარჯვების შემდეგ

"სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში" "კა­ხე­ლე­ბის დუ­ეტ­მა" გა­ი­მარ­ჯვა. გა­ირ­კვა, რომ თე­ლა­ველ­მა ბი­ჭებ­მა ვაკო ვა­შა­კაშ­ვილ­მა და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა, რომ­ლე­ბიც მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლას აჯო­ბეს.

თა­ვი­დან ამ შე­დეგს არ­ცერ­თი ელო­და, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ში გა­მოც­და და მა­ღა­ლი რან­გის შე­ფე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა უნ­დო­დათ, ასე­ვე აინ­ტე­რე­სებ­დათ, რამ­დე­ნად შეძ­ლებ­დნენ ამ სფე­რო­ში სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნას. მოკ­ლედ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შეძ­ლეს.

ვაკო ვა­შა­კაშ­ვი­ლი:

- ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, თუმ­ცა გარ­კვე­ულ­წი­ლად მეც და ლე­ვან­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი გვქონ­და... რად­გან ამ შო­უ­ში ჩა­ვერ­თეთ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვა­პი­რებ­დით, გვინ­დო­და ბო­ლომ­დე ისე ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, რო­გორც გვე­კად­რე­ბო­და და გვინ­დო­და. მოკ­ლედ, გა­მარ­ჯვე­ბას არ ვი­ჯე­რებთ... მა­ნამ­დე კი, სა­ნამ გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ, რომ შოუ ჩვენ მო­ვი­გეთ, ქუ­ლე­ბის შეკ­რე­ბით, გამ­რავ­ლე­ბით და გა­მოკ­ლე­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, ანუ თავ­ში სულ ციფ­რე­ბი მიტ­რი­ა­ლებ­და. როცა მივ­ხვდი, რომ მო­ვი­გეთ, უკვე ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი დად­გა და თავ­შიც უეც­რად გა­ნათ­და, თუმ­ცა კარ­გად ვერც მივ­ხვდი, რა მოხ­და... აზ­რზე მო­სას­ვლე­ლად ცოტა დრო დამ­ჭირ­და. ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი, შე­ძა­ხი­ლე­ბი, სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და - ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

- ბი­ნე­ბით და­სა­ჩუქრდით... მოგ­ვი­ყე­ვით ამა­ზე...

- პრი­ზე­ბად "მეგა კონ­სტრაქ­შე­ნის­გან" ბი­ნე­ბი გვერ­გო - მე დი­დუ­ბე­ში და ლე­ვანს - გლ­დან­ში. ჯერ­ჯე­რო­ბით მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შია, მაგ­რამ გა­სა­ღე­ბე­ბი უკვე გად­მოგ­ვე­ცა. და­ვე­ლო­დე­ბით მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას, ზუს­ტი დრო არ ვი­ცით, რო­დის დას­რულ­დე­ბა, ცოტა ხან­ში გა­ვი­გებთ.

- გა­მარ­ჯვე­ბის გარ­და, რა მოგ­ცათ შოუმ "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი"?

- ამ კონ­კურ­სამ­დე მინ­დო­და, ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მე­ჩი­ნა, თუ რამ­დე­ნად შე­მეძ­ლო, სე­რი­ო­ზულ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ახლა ვფიქ­რობ, რომ ცოტა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა მო­მე­მა­ტა. მო­მა­ვალ­ში ჩემს სფე­რო­ში მე­ტად უნდა ვიშ­რო­მო, ვის­წავ­ლო, რომ მეტი წინსვლა მქონ­დეს. ეს სფე­რო ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და, უფრო მეტი ინ­ტე­რე­სი გა­მიჩ­ნდა, არა მხო­ლოდ სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­მართ, არა­მედ - ზო­გა­დად. ქვეყ­ნის მიღ­მა ცოდ­ნის მი­ღე­ბი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი, უცხო­ეთ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი ცუდი არ არის. პირ­ველ რიგ­ში კი ძა­ლი­ან ბევ­რი ემო­ცია და­მი­ტო­ვა - ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, ვის­თა­ნაც კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ვაგ­რძე­ლებ... ამ შო­უ­ში მო­მა­ვა­ლი გას­ტრო­ნო­მე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ხრით, ყვე­ლას თა­ვის სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ.

- რომ არა პარტნი­ო­რი, მე­წყვი­ლე ლე­ვა­ნი, მო­ი­გებ­დით შოუს?

- მე და ლე­ვა­ნი ერ­თმა­ნეთს ვავ­სებ­დით იმ მხრივ, რომ ცოტა სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ­დით სამ­ზა­რე­უ­ლოს... რო­გორც იტყვი­ან - ორი თავი ყო­ველ­თვის უკე­თე­სად მუ­შა­ობს, ვიდ­რე ერთი. ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის­გან ბო­ლოს კარ­გი შე­დე­გის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- ე.ი. არ იყო ცუდი არ­ჩე­ვა­ნი, რომ დუ­ე­ტი შექ­მე­ნით...

- მთე­ლი პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ, იდე­ა­ლუ­რი დუ­ე­ტი გვქონ­და, თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბით. ამ­ხე­ლა შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მარ­ტი­ვი არ არის... კი, გაგ­ვი­ჭირ­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, მაგ­რამ შოუმ აჩ­ვე­ნა, რომ ღირ­და. თან, ბო­ლო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­ტივ­და.

ავტორი:

"ბინები უკვე გადმოგვეცა..." - როგორ შეიცვალა თელაველი ბიჭების ცხოვრება "სამზარეულოს ომებში" გამარჯვების შემდეგ

"ბინები უკვე გადმოგვეცა..." - როგორ შეიცვალა თელაველი ბიჭების ცხოვრება "სამზარეულოს ომებში" გამარჯვების შემდეგ

"სამზარეულოს ომებში" "კახელების დუეტმა" გაიმარჯვა. გაირკვა, რომ თელაველმა ბიჭებმა ვაკო ვაშაკაშვილმა და ლევან დავითაშვილმა, რომლებიც მოყვარული მზარეულები არიან, ყველას აჯობეს.

თავიდან ამ შედეგს არცერთი ელოდა, თუმცა საკუთარი თავის კულინარიულ შოუში გამოცდა და მაღალი რანგის შეფების წინაშე წარდგენა უნდოდათ, ასევე აინტერესებდათ, რამდენად შეძლებდნენ ამ სფეროში საკუთარი უნარების გამოვლენას. მოკლედ, წინააღმდეგობების მიუხედავად, შეძლეს.

ვაკო ვაშაკაშვილი:

- ჩვენი გამარჯვება მოულოდნელი იყო, თუმცა გარკვეულწილად მეც და ლევანსაც საკუთარი თავის იმედი გვქონდა... რადგან ამ შოუში ჩავერთეთ და მონაწილეობას ვაპირებდით, გვინდოდა ბოლომდე ისე ვყოფილიყავით, როგორც გვეკადრებოდა და გვინდოდა. მოკლედ, გამარჯვებას არ ვიჯერებთ... მანამდე კი, სანამ გამოაცხადებდნენ, რომ შოუ ჩვენ მოვიგეთ, ქულების შეკრებით, გამრავლებით და გამოკლებით ვიყავი დაკავებული, ანუ თავში სულ ციფრები მიტრიალებდა. როცა მივხვდი, რომ მოვიგეთ, უკვე ემოციური მომენტი დადგა და თავშიც უეცრად განათდა, თუმცა კარგად ვერც მივხვდი, რა მოხდა... აზრზე მოსასვლელად ცოტა დრო დამჭირდა. ფეიერვერკები, შეძახილები, საოცარი ამბები ხდებოდა - ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში.

- ბინებით დასაჩუქრდით... მოგვიყევით ამაზე...

- პრიზებად "მეგა კონსტრაქშენისგან" ბინები გვერგო - მე დიდუბეში და ლევანს - გლდანში. ჯერჯერობით მშენებლობის პროცესშია, მაგრამ გასაღებები უკვე გადმოგვეცა. დაველოდებით მშენებლობის დასრულებას, ზუსტი დრო არ ვიცით, როდის დასრულდება, ცოტა ხანში გავიგებთ.

- გამარჯვების გარდა, რა მოგცათ შოუმ "სამზარეულოს ომები"?

- ამ კონკურსამდე მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები გამომეჩინა, თუ რამდენად შემეძლო, სერიოზულ პროექტში მონაწილეობა. ახლა ვფიქრობ, რომ ცოტა თავდაჯერებულობა მომემატა. მომავალში ჩემს სფეროში მეტად უნდა ვიშრომო, ვისწავლო, რომ მეტი წინსვლა მქონდეს. ეს სფერო ძალიან შემიყვარდა, უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა, არა მხოლოდ სამზარეულოს მიმართ, არამედ - ზოგადად. ქვეყნის მიღმა ცოდნის მიღებითაც დავინტერესდი, უცხოეთში გამოცდილების მიღება და სამზარეულოების მაღალ დონეზე შესწავლის სურვილი ცუდი არ არის. პირველ რიგში კი ძალიან ბევრი ემოცია დამიტოვა - ბევრი მეგობარი შევიძინე, ვისთანაც კარგ ურთიერთობას ვაგრძელებ... ამ შოუში მომავალი გასტრონომები მონაწილეობდნენ კულინარიის განხრით, ყველას თავის სფეროში წარმატებას ვუსურვებ.

- რომ არა პარტნიორი, მეწყვილე ლევანი, მოიგებდით შოუს?

- მე და ლევანი ერთმანეთს ვავსებდით იმ მხრივ, რომ ცოტა სხვანაირად ვუყურებდით სამზარეულოს... როგორც იტყვიან - ორი თავი ყოველთვის უკეთესად მუშაობს, ვიდრე ერთი. ორი განსხვავებული აზრისგან ბოლოს კარგი შედეგის მიღება შეიძლება.

- ე.ი. არ იყო ცუდი არჩევანი, რომ დუეტი შექმენით...

- მთელი პროექტის განმავლობაში, ალბათ, იდეალური დუეტი გვქონდა, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ამხელა შოუში მონაწილეობა მარტივი არ არის... კი, გაგვიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ შოუმ აჩვენა, რომ ღირდა. თან, ბოლოში მონაწილეობა ძალიან გაგვიმარტივდა.

"ტრაგედია მოხდა ჩვენს რაიონში... როგორც ვიცი, კახას მშობელიც თან ახლდა" - ვინ არის რაჭაში, ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდი?

ტრაგედია ექსკურსიაზე - მაშველებმა შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

"...რაც ერთად ვაშენეთ დაინგრა, დაიწყო ფინანსური პრობლემები, არ გვქონდა სახლი" - ცნობილი იუმორისტი მძიმე წარსულზე და "გმირ დედაზე", რომელიც წლებია ემიგრანტია