პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსის მანქანა თეთრ ფერად ჯერ მხოლოდ 994-მა მძღოლმა გადაღება
ტაქსის მანქანა თეთრ ფერად ჯერ მხოლოდ 994-მა მძღოლმა გადაღება

ტაქ­სის ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე მძღო­ლე­ბი­დან, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 994-მა გა­მო­ყე­ნა ვა­უ­ჩე­რი და სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა თეთრ ფე­რად გა­და­ღე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა­ზე ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის, შპს “ალ­მას“ დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ტრა­პა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ტაქ­სის ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე მძღო­ლებ­ზე ჯამ­ში, თეთ­რად გა­და­ღებ­ვის და ფი­რის გა­დაკ­ვრის 2610 ვა­უ­ჩე­რია გა­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა 7 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­ნაღ­დე­ბუ­ლია 994 ვა­უ­ჩე­რი.

„ღებ­ვის და ფი­რის გა­დაკ­ვრის ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ცე­მის ვადა 10 აგ­ვის­ტოს ამო­ი­წუ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ქიმ­წმენ­დის ვა­უ­ჩერს, მძღო­ლებს შე­უძ­ლი­ათ ისევ მოგ­ვმარ­თონ. ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა გა­ცე­მუ­ლი ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ნაღ­დე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა და ასე­ვე გრძელ­დე­ბა ქიმ­წმენ­დის ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ცე­მა და გა­ნაღ­დე­ბა.

10 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­ცე­მუ­ლია გა­და­ღებ­ვის და ფი­რის გა­დაკ­ვრის 2610 ვა­უ­ჩე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ტრა­პა­ი­ძემ.

„ალ­მას“ დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, რომ შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 15 ათას ტაქსს გა­უ­წევ­დნენ.

„თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნია „ალ­მას“ მომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა გაგ­ვე­წია და­ახ­ლო­ე­ბით, 15 ათა­სი ტაქ­სის­თვის, მათ­თვის, ვი­საც ლი­ცენ­ზია გა­სუ­ლი წლის 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვქონ­და გახ­სნი­ლი სერ­ვის ცენ­ტრე­ბი მთე­ლი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით და ვი­ყა­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბა გაგ­ვე­წია.

ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ და­მა­ტე­ბით ღებ­ვას სტი­კე­რე­ბის გა­დაკ­ვრაც და­ე­მა­ტა და ბევ­რი სხვა თავ­და­პირ­ვე­ლი პი­რო­ბა შერ­ბილ­და იმის­თვის, რომ უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი­ყო მძღო­ლე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბა. მძღო­ლე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა­ზე ჩვენ ვე­რა­ნა­ირ გათ­ვლას ვერ გა­ვა­კე­თებ­დით. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს რა რა­ო­დე­ნო­ბაც არის ჩვე­ნამ­დე მო­სუ­ლი, არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ნი­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ტრა­პა­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2019 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი იწყე­ბა.

ამ დრო­ის­თვის თბი­ლის­ში მოძ­რა­ვი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბი თეთ­რი ფე­რის, მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და ხუთ­კა­რი­ა­ნი უნდა იყოს, გავ­ლი­ლი ჰქონ­დეს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ასე­ვე ფლობ­დეს ლი­ცენ­ზი­ას. ლი­ცენ­ზია თბი­ლის­ში 31 784 მძღოლს აქვს აღე­ბუ­ლი.

ავტორი:

ტაქსის მანქანა თეთრ ფერად ჯერ მხოლოდ 994-მა მძღოლმა გადაღება

ტაქსის მანქანა თეთრ ფერად ჯერ მხოლოდ 994-მა მძღოლმა გადაღება

ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებიდან, ჯერჯერობით მხოლოდ 994-მა გამოყენა ვაუჩერი და საკუთარი მანქანა თეთრ ფერად გადაღება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს “ალმას“ დირექტორმა, გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა, ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე ჯამში, თეთრად გადაღებვის და ფირის გადაკვრის 2610 ვაუჩერია გაცემული, თუმცა 7 აგვისტოს მონაცემებით, განაღდებულია 994 ვაუჩერი.

„ღებვის და ფირის გადაკვრის ვაუჩერების გაცემის ვადა 10 აგვისტოს ამოიწურა. რაც შეეხება ქიმწმენდის ვაუჩერს, მძღოლებს შეუძლიათ ისევ მოგვმართონ. ოქტომბრამდე გრძელდება გაცემული ვაუჩერების განაღდების მომსახურება და ასევე გრძელდება ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემა და განაღდება.

10 აგვისტოს მონაცემებით, გაცემულია გადაღებვის და ფირის გადაკვრის 2610 ვაუჩერი“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

„ალმას“ დირექტორის განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ შესაბამის მომსახურებას დაახლოებით 15 ათას ტაქსს გაუწევდნენ.

„თავდაპირველი პროექტის მიხედვით, კომპანია „ალმას“ მომსახურება უნდა გაგვეწია დაახლოებით, 15 ათასი ტაქსისთვის, მათთვის, ვისაც ლიცენზია გასული წლის 10 ოქტომბრამდე ჰქონდა აღებული. აქედან გამომდინარე გვქონდა გახსნილი სერვის ცენტრები მთელი თბილისის მასშტაბით და ვიყავით მომზადებული რომ ამ რაოდენობისთვის მომსახურება გაგვეწია.

ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ დამატებით ღებვას სტიკერების გადაკვრაც დაემატა და ბევრი სხვა თავდაპირველი პირობა შერბილდა იმისთვის, რომ უფრო გამარტივებულიყო მძღოლებისთვის მომსახურება. მძღოლების მომართვიანობაზე ჩვენ ვერანაირ გათვლას ვერ გავაკეთებდით. შესაბამისად, დღეს რა რაოდენობაც არის ჩვენამდე მოსული, არცერთი ადამიანი მომსახურების გარეშე არ დარჩენილა“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება.

ამ დროისთვის თბილისში მოძრავი ლიცენზირებული ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. ლიცენზია თბილისში 31 784 მძღოლს აქვს აღებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ