მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიამ „კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა მინიმალურ ფასად გაყიდა
პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიამ „კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა მინიმალურ ფასად გაყიდა

"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­აჟ­ღე­რა. მისი თქმით, "კუ­რი­ე­რის“ უნი­კა­ლუ­რი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა, სხვა კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა ნიკა გვა­რა­მი­ას ხე­ლით.

სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გვა­რა­მი­ამ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ექ­ვსი დღით ადრე მი­ი­ღო.

ახა­ლი დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს რომ, ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა კომ­პა­ნია „ინ­ტერ­მე­დი­ას“ მი­ნი­მა­ლურ თან­ხად გა­და­ე­ცა, ხოლო თა­ვად „ინ­ტერ­მე­დი­ას“ ერთ-ერთი მე­წი­ლე (სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უბ­რობს მიშა მშვილ­და­ძე­ზე, რო­მე­ლიც "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და ცნო­ბი­ლია რომ, ისი­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ას სწო­რედ კე­ზე­რაშ­ვილ­თან ერ­თად ქმნი­ან) ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რად მო­ი­აზ­რე­ბა, რომ­ლის გახ­სნა­საც თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, და­ვით კე­ზა­რაშ­ვი­ლი აა­ნონ­სებს.

„სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ექ­ვსი დღით ადრე, მი­ნი­მა­ლურ ფა­სად მოხ­და უნი­კა­ლუ­რი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის გაქ­ვით­ვა. მა­სა­ლის, რო­მე­ლიც არის და იყო „კუ­რი­ე­რის“ სა­კუთ­რე­ბა. დღეს ამ მა­სა­ლა­ზე უფ­ლე­ბა აქვს სხვა კომ­პა­ნი­ას, სა­უ­ბა­რია „ინ­ტერ­მე­დი­ა­ზე“, რომ­ლის მე­წი­ლეც მო­ი­აზ­რე­ბა ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ დადო ამ­გვა­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, რო­დე­საც ფაქ­ტობ­რი­ვად გა­დას­ცა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვი მე­სა­მე პირს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი (ნიკა გვა­რა­მია) ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.

პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა 1994 წლი­დან-2019 წლამ­დე არ­სე­ბულ კად­რებს მო­ი­ცავ­და. „რუს­თა­ვი2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ვა­რა­უ­დობს, რომ აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბა­ში ნიკა გვა­რა­მი­ას ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა.

"რუს­თა­ვი 2"-ის ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თქმით, 2015 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხარ­ჯე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბო­და, შე­მო­სავ­ლე­ბი კი მცირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ზა­რა­ლის მი­უ­ხე­და­ვად კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი ასე­ულ ათა­სო­ბით პრე­მი­ებს იღებ­და.

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2015 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, კომ­პა­ნი­ის შე­მო­სავ­ლე­ბი წლი­დან წლამ­დე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბო­და კომ­პა­ნი­ის ხარ­ჯე­ბი, სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად. ათე­ულ მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის ზა­რა­ლის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი იღებ­და ასე­ულ ათა­სო­ბით პრე­მი­ას.

არის ხელმშეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რომ­ლის წა­კი­თხვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად და­გე­ბა­დე­ბათ ეჭვი, რომ მე­ო­რე მხა­რის ინ­ტე­რე­სი უფრო მე­ტია, ვიდ­რე „რუს­თა­ვი 2“-ის. მა­გა­ლი­თად, ვხე­დავ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მი­მართ რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ და ვე­რა­ვინ მე­უბ­ნე­ბა, რა არის ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა და სად არის ის კვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა სა­ნაც­ვლოდ 600 000 ლა­რია გა­დახ­დი­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ეს გვაძ­ლევს იმ ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბო­და.

ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მივ­მარ­თავთ სა­სა­მარ­თლოს კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ფი­დუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო, კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნით. ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ, ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უკვე დო­კუ­მენ­ტუ­რად, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად გა­ი­გო, რომ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის ყა­და­ღე­ბი და მთა­ვა­რი იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბა „რუს­თა­ვი 2“-ის წი­ნა­აღ­მდეგ ,“ -გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და იგეგ­მე­ბა ახა­ლი სე­ზო­ნი.

„ის, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბა იყო „რუს­თა­ვი 2“-ის წი­ნა­აღ­მდეგ და ეს მი­ზა­ნი უკვე გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ის სა­ჯა­როდ აცხა­დებს, რომ ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მისი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, და­ტო­ვებს სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე, ანუ გა­ა­ნად­გუ­რებს „რუს­თა­ვი 2“-ს . „რუს­თა­ვი 2“-ის გა­ნად­გუ­რე­ბა არ მოხ­დე­ბა, და­მერ­წმუ­ნეთ. დღეს მი­უ­ხე­და­ვად ქი­ბარ ხალ­ვა­შის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, ვმუ­შა­ობთ ახა­ლი სე­ზო­ნის სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დე­ზე. ბევ­რი გა­და­ცე­მა წა­ვი­და, მაგ­რამ სექ­ტემ­ბრი­დან „რუს­თა­ვი 2“ გავა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და დატ­ვირ­თუ­ლი კონ­ტენ­ტით,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
ავტორი:

პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიამ „კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა მინიმალურ ფასად გაყიდა

პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიამ „კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა მინიმალურ ფასად გაყიდა

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით, "კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა, სხვა კომპანიას გადაეცა ნიკა გვარამიას ხელით.

სალიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე მიიღო.

ახალი დირექტორი ამბობს რომ, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის საარქივო მასალა კომპანია „ინტერმედიას“ მინიმალურ თანხად გადაეცა, ხოლო თავად „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე (სავარაუდოდ, საუბრობს მიშა მშვილდაძეზე, რომელიც "ფორმულა კრეატივის" ერთ-ერთი დამფუძნებელია და ცნობილია რომ, ისინი ტელევიზიას სწორედ კეზერაშვილთან ერთად ქმნიან) ახალი ტელევიზიის დირექტორად მოიაზრება, რომლის გახსნასაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზარაშვილი აანონსებს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, მინიმალურ ფასად მოხდა უნიკალური საარქივო მასალის გაქვითვა. მასალის, რომელიც არის და იყო „კურიერის“ საკუთრება. დღეს ამ მასალაზე უფლება აქვს სხვა კომპანიას, საუბარია „ინტერმედიაზე“, რომლის მეწილეც მოიაზრება ახალი ტელევიზიის გენერალურ დირექტორად.

საინტერესოა, რატომ დადო ამგვარი ხელშეკრულება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, როდესაც ფაქტობრივად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს. სავარაუდოდ, მისი (ნიკა გვარამია) ინტერესები იკვეთება“, - განაცხადა პაატა სალიამ.

პაატა სალიას განცხადებით, საარქივო მასალა 1994 წლიდან-2019 წლამდე არსებულ კადრებს მოიცავდა. „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ ქმედებაში ნიკა გვარამიას ინტერესები იკვეთება.

"რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორის თქმით, 2015 წლიდან მოყოლებული კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდებოდა, შემოსავლები კი მცირდებოდა, თუმცა ზარალის მიუხედავად კომპანიის მენეჯმენტი ასეულ ათასობით პრემიებს იღებდა.

"წლების განმავლობაში, 2015 წლიდან მოყოლებული, კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდებოდა კომპანიის ხარჯები, სრულიად დაუსაბუთებლად. ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პირობებში, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას.

არის ხელმშეკრულებები გაფორმებული, რომლის წაკითხვისაც აუცილებლად დაგებადებათ ეჭვი, რომ მეორე მხარის ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე „რუსთავი 2“-ის. მაგალითად, ვხედავ დავალიანებას კონკრეტული იურიდიული პირების მიმართ რაღაც გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ და ვერავინ მეუბნება, რა არის ეს მომსახურება და სად არის ის კვლევები, რომელთა სანაცვლოდ 600 000 ლარია გადახდილი. ყველაფერი ეს გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა.

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების გამო, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უკვე დოკუმენტურად, დადასტურებულად გაიგო, რომ არაფერ შუაში არ არის ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ,“ -განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანიის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს და იგეგმება ახალი სეზონი.

„ის, რომ მიზანმიმართული მოქმედება იყო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და ეს მიზანი უკვე გაცხადებული აქვს ყოფილ გენერალურ დირექტორს, ის საჯაროდ აცხადებს, რომ ასეულობით ადამიანს, რომელიც მისი ყოფილი თანამშრომელი იყო, დატოვებს სამსახურის გარეშე, ანუ გაანადგურებს „რუსთავი 2“-ს . „რუსთავი 2“-ის განადგურება არ მოხდება, დამერწმუნეთ. დღეს მიუხედავად ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებისა, ვაგრძელებთ მუშაობას, ვმუშაობთ ახალი სეზონის სამაუწყებლო ბადეზე. ბევრი გადაცემა წავიდა, მაგრამ სექტემბრიდან „რუსთავი 2“ გავა განახლებული და დატვირთული კონტენტით,“ - განაცხადა სალიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ