მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიბო განაჩენი არ არის, ხოლო სიცოცხლე ჩვენი უფლებაა - თოდუას კლინიკის კამპანია
კიბო განაჩენი არ არის, ხოლო სიცოცხლე ჩვენი უფლებაა - თოდუას კლინიკის კამპანია

"პირ­ველ რიგ­ში, უნდა შევ­თან­ხმდეთ, რომ კიბო გა­ნა­ჩე­ნი არ არის. რომ სხვა­დას­ხვა სტა­დი­ის შემ­თხვე­ვა­შიც კი, მკურ­ნა­ლო­ბას აქვს შე­დე­გი და ჩვენ ყვე­ლამ, დამ­საქ­მე­ბელ­მა თუ ექიმ­მა, ექთან­მა თუ ოჯა­ხის წევ­რმა, კარ­გად უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს გვაქვს ერთი მი­ზა­ნი – ვებ­რძო­ლოთ ამ და­ა­ვა­დე­ბას და და­ვა­მარ­ცხოთ" - ასე და­ი­წყო მარ­კე­ტერ­თან სა­უ­ბა­რი თო­დუ­ას კლი­ნი­კის ახალ­გაზ­რდა მე­ნე­ჯერ­მა, გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძემ.

სა­უ­ბა­რი კი კამ­პა­ნი­ას შე­ე­ხე­ბა, რო­მელ­მაც თო­დუ­ას კლი­ნი­კის ფე­ის­ბუკ გვერ­დი სიმ­სივ­ნეს­თან ბრძო­ლი­სა და მას­ზე გა­მარ­ჯვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სივ­რცედ აქ­ცია. სივ­რცედ, რო­მელ­მაც შეძ­ლო ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის მი­ეწვდი­ნა ხმა და ეთ­ქვა – ბრძო­ლა ყო­ველ­თვის ღირს, #სი­ცო­ცხლეჩ­ვე­ნი­უფ­ლე­ბაა.

კამ­პა­ნი­ის წი­ნა­პი­რო­ბად შეგ­ვიძ­ლია გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის კულ­ტუ­რა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კი­ბოს­თან ბრძო­ლის სა­კი­თხში, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და მათი ახ­ლობ­ლე­ბის მცი­რე ჯგუ­ფებ­ში შეკ­რე­ბა­სა და პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მას უკავ­შირ­დე­ბა.

ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლის სტა­დი­ებ­ზე, ემო­ცი­უ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვის გზებ­ზე და იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რას მსგავ­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. მსგავს პრაქ­ტი­კას გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე „სკო­ლას“ უწო­დებს.

ჩვენ, ამ სკო­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ამ ადა­მი­ა­ნებ­ში და­ვი­ნა­ხეთ სი­თა­მა­მე. ისი­ნი დგე­ბი­ან, უზი­ა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას და ამ­ბო­ბენ: „მე გა­ვი­ა­რე ის, რაც თქვენ გა­წუ­ხებთ ახლა და თავს ვგრძნობ უკეთ“. ვხე­დავთ, რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ პრაქ­ტი­კას მკურ­ნა­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პო­ზი­ტი­უ­რად წარ­მარ­თვა­ში. ამის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტეთ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი, რა­საც სიმ­სივ­ნეს­თან ბრძო­ლა ჰქვია, გა­მო­ი­ა­რეს, მიგ­ვე­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხმის მიწ­ვდე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იმის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჰქონ­დათ რთუ­ლი დღე­ე­ბი, ცუდი ემო­ცი­ე­ბი, ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და

- თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რო­გო­რია სიმ­სივ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს ამ სა­კი­თხებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით და რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს ამ გა­მოწ­ვე­ვებს თქვე­ნი კამ­პა­ნია?სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სიმ­სივ­ნეს გა­ნა­ჩე­ნად მი­იჩ­ნევს.

ჩვენ კი ამ კამ­პა­ნი­ით გვინ­დო­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში და არამ­ხო­ლოდ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა. არამ­ხო­ლოდ პირ­ველ და მე­ო­რე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნის მქო­ნე პი­რებს აქვთ შან­სი, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად გა­აგ­რძე­ლონ სი­ცო­ცხლე, არა­მედ მე­სა­მე, მე­ო­თხე სტა­დი­ის პა­ცი­ენ­ტე­ბიც კი გა­ნაგ­რძო­ბენ მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგომ ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ვე­ცა­დეთ სხვა­დას­ხვა ტი­პის ადა­მი­ა­ნის ამ­ბა­ვი მიგ­ვე­ტა­ნა მომ­ხმა­რებ­ლამ­დე. ესე­ნი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა ასა­კის, სქე­სის, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, და­ა­ვა­დე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბის, სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც, სა­კუ­თა­რი ამ­ბის მო­ყო­ლით უთხრეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბი­სა, მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სრულ­ფა­სოვ­ნად აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას.

- რამ­დე­ნად დი­დია კამ­პა­ნი­ის როლი სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის გამ­ხნე­ვე­ბის სა­კი­თხში, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სუ­რი, თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უარს ამ­ბო­ბენ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღე­ი­სათ­ვის ყვე­ლა ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ეტა­პი, იქ­ნე­ბა ეს ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, ქი­მი­ო­თე­რა­პია თუ სხი­ვუ­რი თე­რა­პია, 80%-ით უფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ. დარ­ჩე­ნილ 20%-ზეც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რე­ბი დიდ დახ­მა­რე­ბას წე­ვენ. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კი­ბოს­თან ბრძო­ლის სა­კი­თხში, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა ბა­რი­ე­რი აღარ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფაქ­ტო­რებს, გვჯე­რა, რომ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ისი­ნი შეძ­ლებ­დნენ მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, რო­გორც ჩვენ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის გმი­რე­ბის სა­ხით, ასე­ვე, კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბის სა­ხი­თაც.

ვფიქ­რობ, კამ­პა­ნი­ის სა­მო­ტი­ვა­ციო რო­ლიც დი­დია. ეს 6 ვი­დეო იყო ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რომ დიახ, ქი­მი­ო­თე­რა­პია, ქი­რურ­გია, სხი­ვუ­რი თე­რა­პია ერ­თად, ცალ-ცალ­კე, ან მო­ნაც­ვლე­ო­ბით შვე­ლის. ვცდი­ლობთ, რომ ხე­ლის ჩაქ­ნე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ და­ვუ­ტო­ვოთ პა­ცი­ენ­ტებს.

- კო­მენ­ტა­რებ­ზე სა­უბ­რობ­დით, რო­გო­რი უკუ­კავ­ში­რი მი­ი­ღეთ კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად? რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?

- გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი იყო ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვი, რად­გან, ალ­ბათ, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს იყო მე­ო­რე სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა 6 ვი­დეო გაჩ­ვე­ნეთ, მაგ­რამ კო­მენ­ტა­რებ­ში არის ასო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა; კი­ბოს­თან ბრძო­ლი­სა და მას­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ანა­ლო­გი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას თა­მა­მად აზი­ა­რე­ბენ, ამ­ხნე­ვე­ბენ სხვებს, ვინც ჯერ კი­დევ ბრძო­ლის ეტაპ­ზეა. ეს იყო ჯა­დოს­ნუ­რი 6 კვი­რა, რო­მე­ლიც ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უსურ­ვებ­და, ან ულო­ცავ­და ერ­თმა­ნეთს გა­მარ­ჯვე­ბას და მე მივ­ხვდი, რომ კი­დევ უფრო სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს ასე­თი კამ­პა­ნი­ე­ბი, სა­დაც აზ­რე­ბის გაც­ვლას და ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ.

- რამ­დე­ნად დი­დია მკურ­ნა­ლო­ბის ნაც­ნობ გა­რე­მო­ში წარ­მარ­თვის როლი კი­ბოს­თან ბრძო­ლის სა­კი­თხში. ჩვენ ვი­ცით, რომ არა­ერ­თი პა­ცი­ენ­ტი მი­დის ქვეყ­ნი­დან, სიმ­სივ­ნეს­თან ბრძო­ლის უცხო­ურ კლი­ნი­კებ­ში გა­საგ­რძე­ლებ­ლად. რა კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ შე­სა­ბა­მი­სი და სან­დო სერ­ვი­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში­ვე იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი?

- ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობს რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში- პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, ახალ წამ­ლებ­ზე კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე, ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი მი­ვა­წო­დოთ მომ­ხმა­რებ­ლებს. ჩვე­ნი კლი­ნი­კა არის რე­გი­ო­ნუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი, რო­მელ­საც მო­მარ­თა­ვენ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ასე­ვე ბევ­რი უცხო­ე­ლი პა­ცი­ენ­ტიც.

ჩვენ გვაქვს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მა, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მი ერ­თი­ან­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და ეს არის 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი ია­რა­ღი, რი­თიც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვებ­რძო­ლოთ კი­ბოს. ამ ბრძო­ლა­ში ჩვენ­თან ერ­თად ჩაბ­მუ­ლია ჰარ­ვარ­დი­სა და მე­ი­ოს კლი­ნი­კე­ბის პრო­ფე­სო­რი, ონ­კო­ლო­გი, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ბრა­ნის­ლავ ერე­მი­ჩი, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვა­ზე ზრუ­ნავს, არა­მედ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ქვე­ყა­ნა­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე ყვე­ლა ონ­კო­ლო­გი­ურ­მა ცენ­ტრმა ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ ჩვენს პა­ცი­ენ­ტებ­ზე და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყოთ ხელი, რომ მათ, ემო­ცი­უ­რად რთულ პე­რი­ოდ­ში, არ მო­უ­წი­ოთ ქვეყ­ნი­დან გამ­გზავ­რე­ბა. რად­გან ეს, ფი­ნან­სუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან ერ­თად უკავ­შირ­დე­ბა ემო­ცი­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბებ­საც.

- კამ­პა­ნი­ას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა #სი­ცო­ცხლეჩ­ვე­ნი­უფ­ლე­ბაა? ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის გარ­და, გეგ­მავთ თუ არა სხვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას?

- სექ­ტემ­ბრის­თვის რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბას ვგეგ­მავთ, მათ შო­რის, დიდ შეხ­ვედ­რას, სა­დაც კი­ბოს­თან ბრძო­ლის სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა ათო­ბით გა­მომ­სვლელს მო­უს­მი­ნოს, მი­ი­ღოს და გა­ი­ზი­ა­როს მათი გა­მოც­დი­ლე­ბა, და­უს­ვას კი­თხვე­ბი. გვინ­და, რომ ამ პრო­ცეს­ში სხვა კლი­ნი­კე­ბიც ჩა­ერ­თონ და ყვე­ლა დაგ­ვეხ­მა­როს მთა­ვა­რი მე­სი­ჯის გავ­რცე­ლე­ბა­ში, რომ კიბო არ არის გა­ნა­ჩე­ნი, სი­ცო­ცხლე ჩვე­ნი უფ­ლე­ბაა და ჩვენ ჩვე­ნი სი­ცო­ცხლის­თვის უნდა ვიბ­რძო­ლოთ. ასე­ვე, ოქ­ტომ­ბე­რი არის ძუ­ძუს კი­ბოს­თან ბრძო­ლის თვე და ვგეგ­მავთ არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო კამ­პა­ნი­ას. ჩვენ გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაჩ­ვე­ნოთ ძა­ლი­ან ბევ­რი ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლებ­მაც სიმ­სივ­ნე­ზე გა­ი­მარ­ჯვეს და დღეს სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ.

marketer.ge; ხა­ტია თორ­დუა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

კიბო განაჩენი არ არის, ხოლო სიცოცხლე ჩვენი უფლებაა - თოდუას კლინიკის კამპანია

კიბო განაჩენი არ არის, ხოლო სიცოცხლე ჩვენი უფლებაა - თოდუას კლინიკის კამპანია

"პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ კიბო განაჩენი არ არის. რომ სხვადასხვა სტადიის შემთხვევაშიც კი, მკურნალობას აქვს შედეგი და ჩვენ ყველამ, დამსაქმებელმა თუ ექიმმა, ექთანმა თუ ოჯახის წევრმა, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ასეთ პაციენტებთან ურთიერთობის დროს გვაქვს ერთი მიზანი – ვებრძოლოთ ამ დაავადებას და დავამარცხოთ" - ასე დაიწყო მარკეტერთან საუბარი თოდუას კლინიკის ახალგაზრდა მენეჯერმა, გიორგი დიასამიძემ.

საუბარი კი კამპანიას შეეხება, რომელმაც თოდუას კლინიკის ფეისბუკ გვერდი სიმსივნესთან ბრძოლისა და მასზე გამარჯვების გამოცდილების გაზიარების სივრცედ აქცია. სივრცედ, რომელმაც შეძლო ათიათასობით ადამიანისთვის მიეწვდინა ხმა და ეთქვა – ბრძოლა ყოველთვის ღირს, #სიცოცხლეჩვენიუფლებაა.

კამპანიის წინაპირობად შეგვიძლია გამოცდილების გაზიარებისა და ინფორმაციის გაცვლის კულტურა მივიჩნიოთ, რომელიც წლების განმავლობაში, კიბოსთან ბრძოლის საკითხში, მულტიდისციპლინური მიდგომის შედეგად ჩამოყალიბდა. კულტურა, რომელიც სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის და მათი ახლობლების მცირე ჯგუფებში შეკრებასა და პირდაპირი კომუნიკაციის საშუალების მიცემას უკავშირდება.

ისინი საუბრობენ დაავადებასთან ბრძოლის სტადიებზე, ემოციური თუ ფიზიკური დაბრკოლებების გადალახვის გზებზე და იღებენ ინფორმაციასა და ემოციურ მხარდაჭერას მსგავსი საჭიროებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან. მსგავს პრაქტიკას გიორგი დიასამიძე „სკოლას“ უწოდებს.

ჩვენ, ამ სკოლების მეშვეობით, ამ ადამიანებში დავინახეთ სითამამე. ისინი დგებიან, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ამბობენ: „მე გავიარე ის, რაც თქვენ გაწუხებთ ახლა და თავს ვგრძნობ უკეთ“. ვხედავთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პრაქტიკას მკურნალობის მიმდინარეობის პოზიტიურად წარმართვაში. ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს რთული პერიოდი, რასაც სიმსივნესთან ბრძოლა ჰქვია, გამოიარეს, მიგვეცა ფართო საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენის შესაძლებლობა. საზოგადოებისთვის იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ჰქონდათ რთული დღეები, ცუდი ემოციები, ცუდი გამოცდილება, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა

- თქვენი დაკვირვებით, როგორია სიმსივნესთან დაკავშირებული წარმოდგენები საქართველოში?

- რა გამოწვევები არსებობს ამ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით და რამდენად პასუხობს ამ გამოწვევებს თქვენი კამპანია?სამწუხაროდ, დღემდე, ჩვენი საზოგადოება სიმსივნეს განაჩენად მიიჩნევს.

ჩვენ კი ამ კამპანიით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში და არამხოლოდ თოდუას სამედიცინო ცენტრში, შესაძლებელია ამ დაავადებასთან გამკლავება. არამხოლოდ პირველ და მეორე სტადიის სიმსივნის მქონე პირებს აქვთ შანსი, რომ სრულფასოვნად გააგრძელონ სიცოცხლე, არამედ მესამე, მეოთხე სტადიის პაციენტებიც კი განაგრძობენ მკურნალობის შემდგომ ჩვეულ ცხოვრებას.

კამპანიის ფარგლებში, ვეცადეთ სხვადასხვა ტიპის ადამიანის ამბავი მიგვეტანა მომხმარებლამდე. ესენი იყვნენ სხვადასხვა ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობის, დაავადების ლოკალიზების, სიმსივნის განვითარების სტადიის პაციენტები, რომლებმაც, საკუთარი ამბის მოყოლით უთხრეს საზოგადოებას, რომ მიუხედავად ამ მძიმე დაავადებისა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, სრულფასოვნად აგრძელებენ ცხოვრებას.

- რამდენად დიდია კამპანიის როლი სიმსივნით დაავადებული იმ პაციენტების გამხნევების საკითხში, რომლებიც ფინანსური, თუ ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, უარს ამბობენ მკურნალობაზე?

- საბედნიეროდ, დღეისათვის ყველა ონკოლოგიურ პაციენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის ყველა ეტაპი, იქნება ეს ოპერაციული მკურნალობა, ქიმიოთერაპია თუ სხივური თერაპია, 80%-ით უფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დარჩენილ 20%-ზეც, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურები დიდ დახმარებას წევენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიბოსთან ბრძოლის საკითხში, ფინანსური პრობლემა ბარიერი აღარ არის.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, გვჯერა, რომ კამპანიის ფარგლებში ისინი შეძლებდნენ მსგავსი ადამიანების აღმოჩენას, როგორც ჩვენ მიერ მომზადებული ვიდეორგოლების გმირების სახით, ასევე, კომენტარების ავტორების სახითაც.

ვფიქრობ, კამპანიის სამოტივაციო როლიც დიდია. ეს 6 ვიდეო იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ დიახ, ქიმიოთერაპია, ქირურგია, სხივური თერაპია ერთად, ცალ-ცალკე, ან მონაცვლეობით შველის. ვცდილობთ, რომ ხელის ჩაქნევის საშუალება არ დავუტოვოთ პაციენტებს.

- კომენტარებზე საუბრობდით, როგორი უკუკავშირი მიიღეთ კამპანიის შედეგად? რა გამოხმაურება მოჰყვა მას სოციალურ ქსელში?

- გამოხმაურებები იყო ყველაზე სასიამოვნო სანახავი, რადგან, ალბათ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო მეორე სოციალური კამპანია. ჩვენ შეიძლება 6 ვიდეო გაჩვენეთ, მაგრამ კომენტარებში არის ასობით ადამიანის გამოხმაურება; კიბოსთან ბრძოლისა და მასზე გამარჯვების ანალოგიურ გამოცდილებას თამამად აზიარებენ, ამხნევებენ სხვებს, ვინც ჯერ კიდევ ბრძოლის ეტაპზეა. ეს იყო ჯადოსნური 6 კვირა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ამდენი ადამიანი უსურვებდა, ან ულოცავდა ერთმანეთს გამარჯვებას და მე მივხვდი, რომ კიდევ უფრო სჭირდებათ ადამიანებს ასეთი კამპანიები, სადაც აზრების გაცვლას და ემოციური მხარდაჭერის მიღებას შეძლებენ.

- რამდენად დიდია მკურნალობის ნაცნობ გარემოში წარმართვის როლი კიბოსთან ბრძოლის საკითხში. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი პაციენტი მიდის ქვეყნიდან, სიმსივნესთან ბრძოლის უცხოურ კლინიკებში გასაგრძელებლად. რა კეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი და სანდო სერვისები საქართველოშივე იყოს ხელმისაწვდომი?

- ჩვენი სამედიცინო ცენტრი მონაწილეობას ღებულობს როგორც სამეცნიერო კვლევებში- პრევენციული მედიცინის განვითარება, ახალ წამლებზე კლინიკური კვლევების ჩატარება, ასევე, ვმუშაობთ იმაზე, რომ თანამედროვე სამედიცინო მომსახურებები მივაწოდოთ მომხმარებლებს. ჩვენი კლინიკა არის რეგიონული ონკოლოგიური ცენტრი, რომელსაც მომართავენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ბევრი უცხოელი პაციენტიც.

ჩვენ გვაქვს მულტიდისციპლინური მიდგომა, როდესაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმი ერთიანდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი იარაღი, რითიც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ კიბოს. ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად ჩაბმულია ჰარვარდისა და მეიოს კლინიკების პროფესორი, ონკოლოგი, საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, პროფესორი ბრანისლავ ერემიჩი, რომელიც არამხოლოდ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაზე ზრუნავს, არამედ ძალიან აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში ონკოლოგიური დარგის განვითარებაში.

ჩემი აზრით, საქართველოში მოღვაწე ყველა ონკოლოგიურმა ცენტრმა ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პაციენტებზე და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ მათ, ემოციურად რთულ პერიოდში, არ მოუწიოთ ქვეყნიდან გამგზავრება. რადგან ეს, ფინანსური საჭიროებებთან ერთად უკავშირდება ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობებსაც.

- კამპანიას რომ დავუბრუნდეთ, გაგრძელდება თუ არა #სიცოცხლეჩვენიუფლებაა? ვიდეორგოლების გარდა, გეგმავთ თუ არა სხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენებას?

- სექტემბრისთვის რამდენიმე ღონისძიებას ვგეგმავთ, მათ შორის, დიდ შეხვედრას, სადაც კიბოსთან ბრძოლის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება ათობით გამომსვლელს მოუსმინოს, მიიღოს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაუსვას კითხვები. გვინდა, რომ ამ პროცესში სხვა კლინიკებიც ჩაერთონ და ყველა დაგვეხმაროს მთავარი მესიჯის გავრცელებაში, რომ კიბო არ არის განაჩენი, სიცოცხლე ჩვენი უფლებაა და ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ასევე, ოქტომბერი არის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვე და ვგეგმავთ არაერთ საინტერესო კამპანიას. ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაჩვენოთ ძალიან ბევრი ონკოლოგიური პაციენტი, რომლებმაც სიმსივნეზე გაიმარჯვეს და დღეს სრულფასოვან ცხოვრებას აგრძელებენ.

marketer.ge; ხატია თორდუა

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის