მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმრთელობის საიდუმლო პირის ღრუშია - საკვების ტემპერატურაც კი მნიშვნელოვანია
ჯანმრთელობის საიდუმლო პირის ღრუშია - საკვების ტემპერატურაც კი მნიშვნელოვანია

მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბის, ანუ აბ­დო­მი­ნუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა რო­გორც კა­ცებ­ში, ისე ქა­ლებ­ში. მათი გა­მომ­წვე­ვი თუ მათი გან­ვი­თა­რე­ბის ხე­ლის­შემ­წყო­ბი მი­ზე­ზე­ბი მრა­ვალ­გვა­რია და ხში­რად იმა­ზე უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, ვიდ­რე ეს შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს. ბევ­რი მათ­გა­ნი ით­ვლე­ბა კი­ბოს­წი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბად და დრო­უ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე შე­საძ­ლე­ბე­ლია ტრანსფორ­მირ­დეს ავ­თვი­სე­ბი­ან და­ა­ვა­დე­ბა­ში.

აბ­დო­მი­ნუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის და­ა­ვა­დე­ბებ­სა და მათი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის აბ­დო­მი­ნუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა თურ­ქი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­მე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს მო­ი­ცავს აბ­დო­მი­ნუ­რი ონ­კო­ლო­გია და რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მათ?

აბ­დო­მი­ნუ­რი ონ­კო­ლო­გია მო­ი­ცავს ისე­თი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: საყ­ლა­პა­ვის ბა­დო­მი­ნუ­რი (მუც­ლის) სეგ­მენ­ტი, კუჭი, ღვიძ­ლი, პანკრე­ა­სი, მსხვი­ლი და წვრი­ლი ნაწ­ლა­ვე­ბი. ასე­ვე, ე.წ. ორ­გა­ნოს გა­რე­შე სიმ­სივ­ნე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც მუც­ლის ღრუ­ში, ასე­ვე რეტ­რო­პე­რი­ტო­ნი­ა­ლურ სივ­რცე­ში და მის წარ­მო­მავ­ლო­ბას კავ­ში­რი არ ქონ­დეს რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნოს­თან.

მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბის ონკო და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმპტო­მე­ბი სა­წყის სტა­დი­ა­ზე არ გან­სხვავ­დე­ბა ამ ორ­გა­ნო­ე­ბის არა­ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­ტო­მა­ტი­კის­გან. საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, აშ­ლი­ლო­ბი­სა და შეკ­რუ­ლო­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბა, საკ­ვე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის გაძ­ნე­ლე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტში, პა­თო­ლო­გი­უ­რი გა­მო­ნა­დე­ნი უკა­ნა ტა­ნი­დან გა­ნა­ვალ­თან ერ­თად ან მის გა­რე­შე.

ყვე­ლა ორ­გა­ნოს თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მი აქვს. მა­გა­ლი­თად, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის (კუ­ჭის, თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვი­სა და საყ­ლა­პა­ვის) ზედა სარ­თუ­ლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სას ვი­თარ­დე­ბა გულძ­მარ­ვა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა, შე­ბე­რი­ლო­ბა და სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა ჭა­მის შემ­დგომ. ამ ყვე­ლა­ფერს შე­საძ­ლოა, ახ­ლდეს პე­რი­ო­დუ­ლი პირ­ღე­ბი­ნე­ბა.

ნაწ­ლა­ვე­ბის პა­თო­ლო­გი­ის დროს ასე­ვე ხში­რია შე­ბე­რი­ლო­ბა, დე­ფე­კა­ცი­ის აქ­ტის გაძ­ნე­ლე­ბა, პა­თო­ლო­გი­უ­რი გა­მო­ნა­დე­ნი უკა­ნა ტა­ნი­დან გა­ნა­ვალ­თან ერ­თად ან მის გა­რე­შე. ასე­ვე ზო­გა­დად დის­პეფ­სი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი.

ამი­ტომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თვი­თონ ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბას და დაკ­ვირ­ვე­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ და გა­ხანგძლი­ვე­ბუ­ლი და მზარ­დი პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმპტო­მა­ტი­კის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­მარ­თოს კვა­ლი­ფი­ცი­ურ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. მუც­ლის­მი­ე­რი ნაწ­ლა­ვო­ვა­ნი ჩი­ვი­ლის დროს პა­ცი­ენ­ტი უნდა და­აკ­ვირ­დეს ფე­კა­ლურ მა­სებს, ხომ არ არის ჭარ­ბად ლორ­წო­ვა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი, ხომ არ არის შეც­ვლი­ლი მა­სე­ბის ფერი და ფორ­მა. ამ უკა­ნას­კნე­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოს ექიმს.

რა იწ­ვევს პა­თო­ლო­გი­ებს?

მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს ხში­რი, უსის­ტე­მო და არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა. საკ­ვე­ბი არ უნდა იყოს ზედ­მე­ტად ცხი­მი­ა­ნი, ცხა­რე ან მჟა­ვე. გარ­და ამი­სა, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მისი და­მუ­შა­ვე­ბის ხა­რისხს და ტემ­პე­რა­ტუ­რა­საც კი.

მა­გა­ლი­თად, ცხე­ლი საკ­ვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლად მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან ხში­რია საყ­ლა­პა­ვი მი­ლის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა, რად­გან ის იწ­ვევს დამ­წვრო­ბას. ამ დროს წარ­მოქ­მნი­ლი და­ზი­ა­ნე­ბა შემ­დგომ­ში შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის გა­რე­შე შე­საძ­ლოა ტრანსფორ­მირ­დეს ავ­თვი­სე­ბი­ან პრო­ცეს­ში. სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არა მხო­ლოდ საკ­ვე­ბის სა­ხე­ო­ბას, არა­მედ მის თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას, ქი­მი­ურ შემ­ცვე­ლო­ბას და თუნ­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რას.

ერთ-ერთ დიდ მწე­რალს უწე­რია, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო დევს პი­რის ღრუ­ში. როცა საქ­მე საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას ეხე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა მარ­თლაც პი­რის ღრუ­დან იწყე­ბა. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი კბი­ლე­ბი და კვე­ბის სის­ტე­მა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლა მი­ე­წო­დოს შემ­დგომ სეგ­მენ­ტებს.

- რამ­დე­ნად დიდი გავ­ლე­ნა აქვს ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს ამ პრო­ცეს­ში?

მუც­ლის ღრუ­ში არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ტრანსფორ­მირ­დეს, ანუ ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნედ გა­და­იქ­ცეს. ეს ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით წყლუ­ლო­ვან და­ა­ვა­დე­ბებს, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან ზე­რე­ლედ უყუ­რებს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი. ამ დროს არა თუ არ მკურ­ნა­ლობს, არა­მედ ამ დი­აგ­ნო­ზის ფონ­ზე სას­მელ­საც სვამს და ცხა­რე და მჟა­ვე საკ­ვებ­საც მი­ირ­თმევს.

შე­იძ­ლე­ბა ასე­თი არა­ნამ­კურ­ნა­ლე­ვი წყლუ­ლიც კი ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნედ გარ­და­იქ­მნას.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ასე­ვე, დის­კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბას მუ­ცელ­ში, როცა არის შე­ბე­რი­ლო­ბა, გა­მო­ნა­დე­ნი და ა.შ. ამ დროს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­საკ­ვლე­ვია კუჭი და ნაწ­ლა­ვი. ის შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყოს პო­ლი­პუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბით, რაც, ასე­ვე, კი­ბოს წი­ნა­პი­რო­ბად მი­იჩ­ნე­ვა და რე­ა­გი­რე­ბა სჭირ­დე­ბა. პა­ტა­რა ზო­მის პო­ლი­პე­ბის პრობ­ლე­მა მცი­რე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით გვარ­დე­ბა და პა­ცი­ენ­ტი და­ზღვე­უ­ლია, რომ სიმ­სივ­ნე არ გან­ვი­თარ­დე­ბა. დიდი ზო­მის პო­ლი­პე­ბი უკვე ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას მო­ი­თხო­ვენ, შე­სა­ბა­მი­სად ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი პრო­ფი­ლაქ­ტი­კაა.

ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა წყლუ­ლო­ვა­ნი კო­ლი­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბი, კუ­ჭის წყლუ­ლი, პო­ლი­პუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, პო­ლი­პი ნაღ­ვლის ბუშ­ტში და ნაღ­ველ-კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა და­ყოვ­ნე­ბა ნაღ­ვლის ბუშ­ტში პო­ლი­პე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას და მას მა­შინ­ვე სჭირ­დე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, რად­გან ის ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­პია და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­იქ­ცე­ვა სიმ­სივ­ნედ.

- მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბის რა სა­ხის ოპე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა თქვენს კლი­ნი­კა­ში?

ჩვენს კლი­ნი­კა­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა ის ოპე­რა­ცია, რაც კი არ­სე­ბობს მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ებ­ზე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. და­წყე­ბუ­ლი საყ­ლა­პა­ვი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სწო­რი ნაწ­ლა­ვით, პლუს პანკრე­ა­სის, ღვიძ­ლის, წვრი­ლი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნე­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და ოპე­რა­ცი­ე­ბი კუ­ჭზე, სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბი­თა და ყვე­ლა იმ მას­შტა­ბით, რაც დღეს მსოფ­ლი­ო­ში კეთ­დე­ბა.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი კლი­ნი­კა აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით, ვგუ­ლის­ხმობ, პირ­ველ რიგ­ში, სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო აპა­რა­ტუ­რას. ეს მაქ­სი­მა­ლუ­რად გვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ზუს­ტად და­ვად­გი­ნოთ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი და უტყუ­ა­რი დი­აგ­ნო­ზი დავ­სვათ, რაც სწრა­ფი და ეფექ­ტი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

ჩვენ­თან ზო­გი­ერთ ისე­თი გა­მოკ­ვლე­ვა ტარ­დე­ბა და ისე­თი აპა­რა­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც ევ­რა­ზი­ის წამ­ყვან კლი­ნი­კებ­საც კი არ აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ქი­რურ­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ჩვენ ვა­კე­თებთ ოპე­რა­ცი­ებს რო­გორც ღია წე­სით, ისე ე.წ. უსის­ხლო ოპე­რა­ცი­ებს ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი აპა­რა­ტუ­რით.

ჩვენ­თან ასე­ვე ტარ­დე­ბა ოპე­რა­ცი­ე­ბი საყ­ლა­პავ­ზე, რო­გორც გულ-მკერ­დის, ისე მუც­ლის ნა­წილ­ზე. კეთ­დე­ბა რო­გორც ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი და რე­კონ­სტრუქ­ცი­ულ-აღ­დგე­ნი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ისე ამ ორ­გა­ნოს სხვა­დას­ხვა სა­ხის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია.

ასე­ვე, კუ­ჭზე ტარ­დე­ბა რო­გორც ნა­წი­ლობ­რი­ვი, ისე მთლი­ა­ნად ამოკ­ვე­თის ოპე­რა­ცი­ე­ბი. ნა­წი­ლობ­რი­ვი ამოკ­ვე­თის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, რომ მისი ნა­წი­ლი შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ პა­ცი­ენტს და რე­კონ­სტრუქ­ცია მოხ­დეს ორ­გა­ნიზ­მში­ვე არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა სრულ ამო­ღე­ბას, სა­ჭი­რო ხდე­ბა კუ­ჭის ტო­ტა­ლუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის დროს და მას ვა­ნაც­ვლებთ წვრი­ლი ნაწ­ლა­ვით.

- რამ­დე­ნად გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პა­ცი­ენ­ტის­თვის დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას?

სამ­წუ­ხა­როდ, პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ ჩი­ვი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბას და ექიმ­თან დრო­უ­ლად არ მი­დი­ან. ვურ­ჩევ პა­ცი­ენ­ტებს, რომ სიმპტო­მე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ პრო­ფე­სი­ო­ნალ ექიმს და არა ექიმ­ბაშს, მე­ზო­ბელს ან მა­ნამ­დე იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბა­გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ანს, ვი­საც ჰგო­ნია, რომ ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

ეს კულ­ტუ­რა გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლია, რომ ჩვენს ორ­გა­ნიზმს მო­ვუს­მი­ნოთ და ცოტა უფრო მე­ტად შე­ვიყ­ვა­როთ ჩვე­ნი თავი.

ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დრო­ულ მო­მარ­თვას, მით უმე­ტეს, რომ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე იკურ­ნე­ბა. ამის­თვის ჩვენს კლი­ნი­კა­ში გვაქვს სკრი­ნინგ პროგ­რა­მე­ბი, რაც პა­ცი­ენ­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ შე­მოწ­მე­ბას გუ­ლის­ხმობს. თუ ავად­მყო­ფის ჩი­ვი­ლე­ბი შე­მოწ­მე­ბის მო­თხოვ­ნებ­ში ჯდე­ბა, კეთ­დე­ბა დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა.

ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა პა­ტარ-პა­ტა­რა და ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო ჩი­ვი­ლე­ბით იწყე­ბა, რა­საც ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. ეს ჩი­ვი­ლე­ბი კი თა­ვი­დან არა­ნა­ი­რად არ გან­სხვავ­დე­ბა ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბის­გან, თუმ­ცა ისი­ნი შე­საძ­ლოა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყოს.

დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, პირ­ველ რიგ­ში, სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შანსს იძ­ლე­ვა. ასე­ვე, ნაკ­ლე­ბხარ­ჯი­ა­ნი ხდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ცი­ენტს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ეს გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ბევ­რად იო­ლია, ვიდ­რე და­ა­ვა­დე­ბის გვი­ან სტა­დი­ა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ჯანმრთელობის საიდუმლო პირის ღრუშია - საკვების ტემპერატურაც კი მნიშვნელოვანია

ჯანმრთელობის საიდუმლო პირის ღრუშია - საკვების ტემპერატურაც კი მნიშვნელოვანია

მუცლის ღრუს ორგანოების, ანუ აბდომინური ორგანოების პათოლოგიები აქტუალური პრობლემაა როგორც კაცებში, ისე ქალებში. მათი გამომწვევი თუ მათი განვითარების ხელისშემწყობი მიზეზები მრავალგვარია და ხშირად იმაზე უფრო სერიოზული დაავადების არსებობაზე მიუთითებს, ვიდრე ეს შეუიარაღებელი თვალით შეიძლება ჩანდეს. ბევრი მათგანი ითვლება კიბოსწინარე დაავადებად და დროული და კვალიფიციური მკურნალობის გარეშე შესაძლებელია ტრანსფორმირდეს ავთვისებიან დაავადებაში.

აბდომინური ონკოლოგიის დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის აბდომინური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ლაშა თურქიაშვილი გვესაუბრება.

რომელი ორგანოების დაავადებებს მოიცავს აბდომინური ონკოლოგია და რა სიმპტომები ახასიათებს მათ?

აბდომინური ონკოლოგია მოიცავს ისეთი ორგანოების დაავადებებს, როგორებიცაა: საყლაპავის ბადომინური (მუცლის) სეგმენტი, კუჭი, ღვიძლი, პანკრეასი, მსხვილი და წვრილი ნაწლავები. ასევე, ე.წ. ორგანოს გარეშე სიმსივნეები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს, როგორც მუცლის ღრუში, ასევე რეტროპერიტონიალურ სივრცეში და მის წარმომავლობას კავშირი არ ქონდეს რომელიმე კონკრეტულ ორგანოსთან.

მუცლის ღრუს ორგანოების ონკო დაავადებების სიმპტომები საწყის სტადიაზე არ განსხვავდება ამ ორგანოების არაონკოლოგიურ დაავადებების სიმტომატიკისგან. საჭმლის მონელების დარღვევა, აშლილობისა და შეკრულობის მონაცვლეობა, საკვების ევაკუაციის გაძნელება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა სეგმენტში, პათოლოგიური გამონადენი უკანა ტანიდან განავალთან ერთად ან მის გარეშე.

ყველა ორგანოს თავისი დამახასიათებელი სიმპტომი აქვს. მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემის (კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და საყლაპავის) ზედა სართულის პათოლოგიებისას ვითარდება გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება, შებერილობა და სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდგომ. ამ ყველაფერს შესაძლოა, ახლდეს პერიოდული პირღებინება.

ნაწლავების პათოლოგიის დროს ასევე ხშირია შებერილობა, დეფეკაციის აქტის გაძნელება, პათოლოგიური გამონადენი უკანა ტანიდან განავალთან ერთად ან მის გარეშე. ასევე ზოგადად დისპეფსიური მოვლენები.

ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანის ყურადღებას და დაკვირვებას საკუთარი თავის მიმართ და გახანგძლივებული და მზარდი პათოლოგიური სიმპტომატიკის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოს კვალიფიციურ სამედიცინო დაწესებულებას. მუცლისმიერი ნაწლავოვანი ჩივილის დროს პაციენტი უნდა დააკვირდეს ფეკალურ მასებს, ხომ არ არის ჭარბად ლორწოვანი გამონადენი, ხომ არ არის შეცვლილი მასების ფერი და ფორმა. ამ უკანასკნელების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

რა იწვევს პათოლოგიებს?

მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს ხშირი, უსისტემო და არაჯანსაღი კვება. საკვები არ უნდა იყოს ზედმეტად ცხიმიანი, ცხარე ან მჟავე. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს მისი დამუშავების ხარისხს და ტემპერატურასაც კი.

მაგალითად, ცხელი საკვების ქრონიკულად მიღების შემთხვევაში ძალიან ხშირია საყლაპავი მილის სხვადასხვა დაავადება, რადგან ის იწვევს დამწვრობას. ამ დროს წარმოქმნილი დაზიანება შემდგომში შესაბამისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის გარეშე შესაძლოა ტრანსფორმირდეს ავთვისებიან პროცესში. სწორედ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საკვების სახეობას, არამედ მის თერმულ დამუშავებას, ქიმიურ შემცველობას და თუნდაც ტემპერატურას.

ერთ-ერთ დიდ მწერალს უწერია, რომ ჯანმრთელობის საიდუმლო დევს პირის ღრუში. როცა საქმე საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხება, ჯანმრთელობა მართლაც პირის ღრუდან იწყება. მოწესრიგებული კბილები და კვების სისტემა იძლევა საშუალებას, რაც შეიძლება კარგად დამუშავებული მასალა მიეწოდოს შემდგომ სეგმენტებს.

- რამდენად დიდი გავლენა აქვს ქრონიკულ დაავადებებს ამ პროცესში?

მუცლის ღრუში არსებობს დაავადებები, რომლებიც შეიძლება ქრონიკული მიმდინარეობისას ტრანსფორმირდეს, ანუ ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეს. ეს ეხება განსაკუთრებით წყლულოვან დაავადებებს, რომელთაც ძალიან ზერელედ უყურებს ბევრი პაციენტი. ამ დროს არა თუ არ მკურნალობს, არამედ ამ დიაგნოზის ფონზე სასმელსაც სვამს და ცხარე და მჟავე საკვებსაც მიირთმევს.

შეიძლება ასეთი არანამკურნალევი წყლულიც კი ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას.

დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე, დისკომფორტის შეგრძნებას მუცელში, როცა არის შებერილობა, გამონადენი და ა.შ. ამ დროს აუცილებლად გამოსაკვლევია კუჭი და ნაწლავი. ის შეიძლება დაზიანებული იყოს პოლიპური წარმონაქმნებით, რაც, ასევე, კიბოს წინაპირობად მიიჩნევა და რეაგირება სჭირდება. პატარა ზომის პოლიპების პრობლემა მცირე ქირურგიული ჩარევით გვარდება და პაციენტი დაზღვეულია, რომ სიმსივნე არ განვითარდება. დიდი ზომის პოლიპები უკვე ქირურგიულ ჩარევას მოითხოვენ, შესაბამისად ადრეულ დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველაზე კარგი პროფილაქტიკაა.

ასევე საყურადღებოა წყლულოვანი კოლიტის სხვადასხვა სახეობები, კუჭის წყლული, პოლიპური დაავადებები, პოლიპი ნაღვლის ბუშტში და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები.

კატეგორიულად არ შეიძლება დაყოვნება ნაღვლის ბუშტში პოლიპების არსებობისას და მას მაშინვე სჭირდება ქირურგიული ჩარევა, რადგან ის ყველაზე აგრესიული პოლიპია და დროთა განმავლობაში აუცილებლად გადაიქცევა სიმსივნედ.

- მუცლის ღრუს ორგანოების რა სახის ოპერაციები ტარდება თქვენს კლინიკაში?

ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა ის ოპერაცია, რაც კი არსებობს მუცლის ღრუს ორგანოებზე ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში. დაწყებული საყლაპავიდან, დამთავრებული სწორი ნაწლავით, პლუს პანკრეასის, ღვიძლის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების მკურნალობა და ოპერაციები კუჭზე, სრული მოცულობითა და ყველა იმ მასშტაბით, რაც დღეს მსოფლიოში კეთდება.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ყველანაირი უახლესი ტექნოლოგიით, ვგულისხმობ, პირველ რიგში, სადიაგნოსტიკო აპარატურას. ეს მაქსიმალურად გვეხმარება იმაში, რომ ზუსტად დავადგინოთ დაავადების გავრცელების არეალი და უტყუარი დიაგნოზი დავსვათ, რაც სწრაფი და ეფექტიანი მკურნალობის წინაპირობაა.

ჩვენთან ზოგიერთ ისეთი გამოკვლევა ტარდება და ისეთი აპარატებით, რომლებიც ევრაზიის წამყვან კლინიკებსაც კი არ აქვს. რაც შეეხება ქირურგიულ მიმართულებას, ჩვენ ვაკეთებთ ოპერაციებს როგორც ღია წესით, ისე ე.წ. უსისხლო ოპერაციებს ლაპაროსკოპიული აპარატურით.

ჩვენთან ასევე ტარდება ოპერაციები საყლაპავზე, როგორც გულ-მკერდის, ისე მუცლის ნაწილზე. კეთდება როგორც ჩანაცვლებითი და რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაციები, ისე ამ ორგანოს სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაცია.

ასევე, კუჭზე ტარდება როგორც ნაწილობრივი, ისე მთლიანად ამოკვეთის ოპერაციები. ნაწილობრივი ამოკვეთის შედეგად შესაძლებელი ხდება, რომ მისი ნაწილი შევუნარჩუნოთ პაციენტს და რეკონსტრუქცია მოხდეს ორგანიზმშივე არსებული სხვადასხვა ორგანოებით. რაც შეეხება სრულ ამოღებას, საჭირო ხდება კუჭის ტოტალური დაზიანების დროს და მას ვანაცვლებთ წვრილი ნაწლავით.

- რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის დროულ დიაგნოსტიკას?

სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ ჩივილების არსებობას და ექიმთან დროულად არ მიდიან. ვურჩევ პაციენტებს, რომ სიმპტომების ინტერპრეტაციის საშუალება მისცენ პროფესიონალ ექიმს და არა ექიმბაშს, მეზობელს ან მანამდე იგივე დაავადებაგადატანილ ადამიანს, ვისაც ჰგონია, რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

ეს კულტურა გასავითარებელია, რომ ჩვენს ორგანიზმს მოვუსმინოთ და ცოტა უფრო მეტად შევიყვაროთ ჩვენი თავი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ მომართვას, მით უმეტეს, რომ ონკოლოგიური დაავადებები ადრეულ სტადიაზე იკურნება. ამისთვის ჩვენს კლინიკაში გვაქვს სკრინინგ პროგრამები, რაც პაციენტის პროფილაქტიკურ შემოწმებას გულისხმობს. თუ ავადმყოფის ჩივილები შემოწმების მოთხოვნებში ჯდება, კეთდება დროული დიაგნოსტირება.

ყველა დაავადება პატარ-პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩივილებით იწყება, რასაც ბევრი ჩვენგანი ყურადღებას არ აქცევს. ეს ჩივილები კი თავიდან არანაირად არ განსხვავდება ანთებითი პროცესების დროს განვითარებული სიმპტომებისგან, თუმცა ისინი შესაძლოა ონკოლოგიური დაავადების მანიშნებელი იყოს.

დროული დიაგნოსტიკა, პირველ რიგში, სრული გამოჯანმრთელების შანსს იძლევა. ასევე, ნაკლებხარჯიანი ხდება მკურნალობა და იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, ეს გაცილებით მარტივია, რეაბილიტაცია ბევრად იოლია, ვიდრე დაავადების გვიან სტადიაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი