პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვირინგი და დონაცია - რა ხდება მაშინ, როდესაც დონაციის მსურველი ე.წ. ტატუს ატარებს?
სვირინგი და დონაცია - რა ხდება მაშინ, როდესაც დონაციის მსურველი ე.წ. ტატუს ატარებს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში, უან­გა­რო დო­ნა­ცი­ის მსურ­ველ­თა შო­რის, ხში­რად ჩნდე­ბა კი­თხვა - რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც დო­ნა­ცი­ის მსურ­ვე­ლი სვი­რინგს ატა­რებს. შე­უძ­ლია თუ არა მას, სის­ხლის გა­ღე­ბა?

კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ცალ­სა­ხაა: „გა­აჩ­ნია რა შემ­თხვე­ვა­ში”...

სა­ქარ­თვე­ლო­ში, სის­ხლის ბან­კე­ბის მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით, თუ თქვე­ნი სვი­რინ­გი ერთი წლის და მე­ტი­საა, მა­შინ სის­ხლის დო­ნა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას: მსოფ­ლი­ო­ში, სვი­რინ­გე­ბის ტრენ­დის გაზ­რდამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა დო­ნა­ცი­ის კულ­ტუ­რა. მა­გა­ლი­თად, სის­ხლის დო­ნა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად, ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „Independent”-ი სვი­რინ­გე­ბის მი­მართ მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ას და ტა­ტუ­ე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას ასა­ხე­ლებს. მათი მო­ნა­ცე­მე­ბით, დო­ნორ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2015 წელს 40%-ით შემ­ცირ­და წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბრი­ტა­ნეთს 204 000 ახა­ლი დო­ნო­რი დას­ჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სის­ხლის მო­თხოვ­ნის შე­სავ­სე­ბად.

ამას­თა­ნა­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სვი­რინ­გის გა­კე­თე­ბა დო­ნა­ცი­ის­გან მცი­რე ხნით თა­ვის შე­კა­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს, სა­ერ­თო ჯამ­ში ეს საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს სის­ხლის მა­რაგს და რაც მთა­ვა­რია, აფერ­ხებს რე­გუ­ლა­რულ დო­ნო­რებს.

სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ფორ­მა­ცი­ის უქონ­ლო­ბის ან არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ სვი­რინ­გის გამო სის­ხლის ჩა­ბა­რე­ბას ვე­ღა­რას­დროს შეძ­ლე­ბენ - ეს მო­საზ­რე­ბა მცდა­რია!

დას­კვნის სა­ხით: თუ თქვენ სის­ხლის უან­გა­რო დო­ნო­რო­ბას აპი­რებთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სვი­რინ­გის გა­კე­თე­ბი­დან ერთი წელი უნდა იყოს გა­სუ­ლი, ხოლო, თუ რე­გუ­ლა­რუ­ლი დო­ნო­რი ბრძან­დე­ბით, მა­შინ კარ­გად და­ფიქ­რდით სა­ნამ ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამთ, ვი­ნა­ი­დან, თქვენ­ზე მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

წყა­რო: http://www.independent.co.uk

NS

ავტორი:

სვირინგი და დონაცია - რა ხდება მაშინ, როდესაც დონაციის მსურველი ე.წ. ტატუს ატარებს?

სვირინგი და დონაცია - რა ხდება მაშინ, როდესაც დონაციის მსურველი ე.წ. ტატუს ატარებს?

საქართველოში, უანგარო დონაციის მსურველთა შორის, ხშირად ჩნდება კითხვა - რა ხდება მაშინ, როდესაც დონაციის მსურველი სვირინგს ატარებს. შეუძლია თუ არა მას, სისხლის გაღება?

კითხვაზე პასუხი ცალსახაა: „გააჩნია რა შემთხვევაში”...

საქართველოში, სისხლის ბანკების მოთხოვნის მიხედვით, თუ თქვენი სვირინგი ერთი წლის და მეტისაა, მაშინ სისხლის დონაცია შესაძლებელია.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას: მსოფლიოში, სვირინგების ტრენდის გაზრდამ მნიშვნელოვნად შეცვალა დონაციის კულტურა. მაგალითად, სისხლის დონაციის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად, ბრიტანული გამომცემლობა „Independent”-ი სვირინგების მიმართ მსოფლიო ტენდენციას და ტატუების პოპულარობას ასახელებს. მათი მონაცემებით, დონორთა რაოდენობა 2015 წელს 40%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთს 204 000 ახალი დონორი დასჭირდება ქვეყანაში სისხლის მოთხოვნის შესავსებად.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სვირინგის გაკეთება დონაციისგან მცირე ხნით თავის შეკავებას გულისხმობს, საერთო ჯამში ეს საგრძნობლად ამცირებს სისხლის მარაგს და რაც მთავარია, აფერხებს რეგულარულ დონორებს.

სამწუხაროდ, ინფორმაციის უქონლობის ან არასწორი ინფორმაციის გამო, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ სვირინგის გამო სისხლის ჩაბარებას ვეღარასდროს შეძლებენ - ეს მოსაზრება მცდარია!

დასკვნის სახით: თუ თქვენ სისხლის უანგარო დონორობას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სვირინგის გაკეთებიდან ერთი წელი უნდა იყოს გასული, ხოლო, თუ რეგულარული დონორი ბრძანდებით, მაშინ კარგად დაფიქრდით სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ვინაიდან, თქვენზე მრავალი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

წყარო: http://www.independent.co.uk

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი