პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს 7 მთავარი ქალი სახელმწიფო ქუსლქვეშ
მსოფლიოს 7 მთავარი ქალი სახელმწიფო ქუსლქვეშ

ვინ თქვა, რომ პო­ლი­ტი­კა ქა­ლე­ბის საქ­მე არ არის? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­რეფ­ნებ­ში ხში­რად ვერ გა­ი­გო­ნებ ქა­ლის ქუს­ლე­ბის ხმას. მშვე­ნი­ე­რი სქე­სის ბევ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი როდი მიჰ­ყავს კა­რი­ე­რულ კი­ბეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის ოლიმ­პამ­დე - ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მა­ღა­ლი ქუს­ლე­ბი­თა და ქვე­და­კა­ბით მას­ზე აცო­ცე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია.

ახლა კი იმ ძლი­ერ ქალ­ბა­ტო­ნებს წარ­მო­გიდ­გენთ, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წრეს: პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც იპო­ვეს ბედ­ნი­ე­რე­ბა და ქვე­ყა­ნა­საც მარ­თა­ვენ.

კრის­ტი­ნა ფერ­ნან­დეს დე კირშნე­რი, არ­გენ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტი

სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ეს ლა­მაზ­მა­ნი მა­შინ­ვე გახ­და პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც კი ეს მა­ღა­ლი პოს­ტი მის­მა ქმარ­მა ნეს­ტორ კირშნერ­მა და­ტო­ვა. არ­გენ­ტი­ნის სა­თა­ვე­ში მარ­თლაც ოჯა­ხუ­რი ცვლაა. კრის­ტი­ნა თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში მე­ო­რე ქალ პრე­ზი­დენ­ტად იქცა და პირ­ველ სა­ხალ­ხოდ არ­ჩე­ულ ქა­ლად ამ პოსტზე.

გა­ნათ­ლე­ბით იუ­რის­ტი სა­ად­ვო­კა­ტო პრაქ­ტი­კას მის­დევ­და, თან პარ­ტი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბა­სა და ოჯახ­საც არ ივი­წყებ­და: ნეს­ტორ­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ­მა ორი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. გარ­და ამი­სა, ნამ­დვილ ლე­დიდ რჩე­ბა და ხში­რად შე­დის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქალი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რე­ი­ტინ­გებ­ში.

ელენ ჯონ­სონ-სერ­ლი­ფი, ლი­ბე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი

ეს ქალ­ბა­ტო­ნი იმით არის უნი­კა­ლუ­რი, რომ სუს­ტი სქე­სის პირ­ვე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ვინც აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. ჰარ­ვარ­დში ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ ლი­ბე­რი­ის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წის პოსტზე მი­იწ­ვი­ეს. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფს და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად დას­დეს ბრა­ლი 3 მლნ დო­ლა­რის მით­ვი­სე­ბა­ში. თუმ­ცა ამ ფაქ­ტმა ვერ შე­უ­შა­ლა ხელი ელენს, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ თვით ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე გა­და­სუ­ლი­ყო. მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­და ქვეყ­ნის მოქ­მედ რე­ჟიმს, რის გა­მოც 10 წლით ჩას­ვეს ცი­ხე­ში, მაგ­რამ მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ლი­ბე­რი­ი­დან გა­ა­ძე­ვეს.

თუმ­ცა მის ხა­სი­ათ­ში არ არის მარ­ცხთან შე­გუ­ე­ბა: ჯონ­სონ-სერ­ლი­ფი "სიტი-ბან­კის" აფ­რი­კუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ოთხი ვა­ჟის გა­ჩე­ნაც მო­ას­წრო, მერე კი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. ელენს ქმა­რიც ჰყავ­და, თუმ­ცა ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე ელე­ნის ერთ-ერ­თმა წი­ნა­მორ­ბედ­მა (ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც ელე­ნი მი­ნის­ტრი იყო) მოკ­ლა.

ან­გე­ლა მერ­კე­ლი, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი

ეს გერ­მა­ნე­ლი რკი­ნის ლედი, რო­გორც ხან­და­ხან უწო­დე­ბენ ან­გე­ლა მერ­კელს, პირ­ვე­ლი ქალი გახ­და გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის პოსტზე. გვა­რი მერ­კე­ლი მას პირ­ვე­ლი ქმრის­გან ერგო - ულ­რიხ მერ­კე­ლის­გან, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნო. სხვა­თა შო­რის, რუ­სუ­ლად შე­სა­ნიშ­ნა­ვად ლა­პა­რა­კობს და თა­ვის დრო­ზე რუ­სულ ენა­ში გა­მარ­თულ ოლიმ­პი­ა­დებ­შიც იმარ­ჯვებ­და. ან­გე­ლა გა­ნათ­ლე­ბით ფი­ზი­კო­სია, პო­ლი­ტი­კა­ში კი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რატ­თა პარ­ტი­ა­ში აქ­ტი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა.

ჰელ­მუტ კო­ლის ფა­ვო­რიტ­მა მერ­ყე­ო­ბის გა­რე­შე აქ­ცია ზურ­გი თა­ვის მფარ­ველს, როცა კოლი ფი­ნან­სურ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პარ­ტი­ის მე­თა­უ­რო­ბაც თა­ვად­ვე იკის­რა. ახლა ფრაუ კან­ცლე­რი გა­თხო­ვი­ლია - მე­ო­რედ. მისი ქმა­რი ქი­მი­კო­სი იო­ა­ჰიმ ზა­უ­ე­რია, რო­მელ­საც ხან­და­ხან ირო­ნი­უ­ლად "ჰერ მერ­კელს" უწო­დე­ბენ. მაგ­რამ ნუთუ ეს უბე­დუ­რე­ბაა, როცა შენი ცოლი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლია ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჟურ­ნალ "ფორბსის" მო­ნა­ცე­მე­ბით.

ტა­რია ჰა­ლო­ნე­ნი, ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი

ტა­რია ჰა­ლო­ნე­ნი პირ­ვე­ლი ქა­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე, მაგ­რამ იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ მე­ო­რე ვა­დი­თაც აირ­ჩი­ეს, ეს კი ყვე­ლა მა­მა­კაცს როდი ძა­ლუძს.

ტა­რია მშე­ნებ­ლი­სა და დი­ა­სახ­ლი­სის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ სწავ­ლა არ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. თუმ­ცა 22 წლი­სამ მა­ინც ჩა­ა­ბა­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 25-ისამ კი იუ­რის­ტის დიპ­ლო­მი მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა უკვე ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი გახ­და, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მი­ნის­ტრი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, აღი­ა­რებ­და, რომ იუ­რისპრუ­დენ­ცია მა­ინც მისი საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა.

ტა­რია ცნო­ბი­ლია, რო­გორც სქე­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი დამ­ცვე­ლი და ურ­წმუ­ნო ფე­მი­ნის­ტი, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად მო­სიყ­ვა­რუ­ლე დედა და ცოლი. ტა­რი­ას ქმა­რი, პენ­ტი არა­ი­არ­ვი, მისი ყო­ფი­ლი მე­ზო­ბე­ლია. წყვილს არა­ფერ­მა შე­უ­შა­ლა ხელი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­გის­ტრი­რე­ბის გა­რე­შე ეცხოვ­რათ მთე­ლი 16 წელი, თუმ­ცა მა­ღალ­მა პოსტმა, რო­მე­ლიც ტა­რი­ამ და­ი­კა­ვა, მას თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და­ა­კის­რა - ხე­ლის მო­წე­რა მა­ინც მო­უხ­დათ. აქამ­დე კი პრე­სა­ში დიდ­ხანს მსჯე­ლობ­დნენ, რო­გორ მო­ეხ­სე­ნი­ე­ბი­ნათ მისი თა­ნა­მე­ცხედ­რე: "ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი" თუ "პრე­ზი­დენ­ტის მა­მა­კა­ცი".

პრა­ტი­ბხა პა­ტი­ლი, ინ­დო­ე­თის პრე­ზი­დენ­ტი

ინ­დო­ე­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კაა და პრე­ზი­დენტს იქ უმ­თავ­რე­სად ცე­რე­მო­ნი­უ­ლი ხა­სი­ა­თის როლი ენი­ჭე­ბა, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ქა­ლის­თვის იო­ლია ამ პოს­ტის და­კა­ვე­ბა. პრა­ტი­ბხა პა­ტი­ლი ინ­დო­ე­ლი ქა­ლე­ბის ნამ­დვი­ლი იმე­დია. კვლე­ვის თა­ნახ­მად, ამ ქვე­ყა­ნა­ში სქე­სობ­რი­ვი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცია ხომ კვლავ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

ინ­დო­ეთ­ში აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში ერთხელ უკვე იყო ქალი - ლე­გენ­და­რუ­ლი ინ­დი­რა გან­დი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­ლდათ. პრა­ტი­ბხამ 72 წლის ასაკ­ში და­ი­კა­ვა პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი. თა­ვის კო­ლე­ჯში ყო­ფი­ლი სი­ლა­მა­ზის დე­დო­ფა­ლი, პრაქ­ტი­კო­სი ად­ვო­კა­ტი იყო და 27 წლი­სა და­ინ­ტე­რეს­და პო­ლი­ტი­კით. პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე სამი წლით ადრე შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტო­რად აირ­ჩი­ეს. ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის და­წყო­ბაც მო­ას­წრო: ინ­დო­ელ პო­ლი­ტი­კოსს გაჰ­ყვა ცო­ლად და ქალ-ვაჟი გა­ა­ჩი­ნა.

მერი მა­კე­ლი­სი, ირ­ლან­დი­ის პრე­ზი­დენ­ტი

მერი მა­კე­ლი­სი ყვე­ლა­ფერ­ში ფრი­ა­დო­სა­ნია: სკო­ლა უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბით და­ამ­თავ­რა, ბელ­ფას­ტის სა­მე­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­დაც იუ­რის­ტის დიპ­ლო­მი მი­ი­ღო, უკვე 24 წლი­სა კი დუბ­ლი­ნის პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სო­რი გახ­და. პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რე­ბულ­მა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ამ არე­ნა­ზე. მორ­წმუ­ნე კა­თო­ლი­კე აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ო­და აბორ­ტე­ბის, ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით, ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ემ­ხრო­ბო­და ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას.

დღეს ის სა­ხალ­ხო რჩე­უ­ლია, რო­მელ­მაც ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­ი­მარ­ჯვა და მე­ო­რე ვა­დი­თაც აირ­ჩი­ეს. გარ­და ამი­სა, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მა­კე­ლის­მა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით 10 პრო­ცენ­ტით და­იკ­ლო ხელ­ფა­სი. მე­რის ქმა­რი და სამი შვი­ლი ჰყავს.

და­ლია გრი­ბა­უ­ის­კა­ი­ტე, ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტი

ამ ქალ­ბა­ტონ­მა, ისე­ვე რო­გორც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლებ­მა, თა­ვი­სე­ბუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა: მისი შემ­თხვე­ვა მე­ო­რეა ლიტ­ვის ის­ტო­რი­ა­ში, როცა პრე­ზი­დენ­ტი ხმის მი­ცე­მის პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ზე აირ­ჩი­ეს. ქა­ლის მმარ­თვე­ლო­ბის სა­ხალ­ხო მხარ­და­ჭე­რა აშ­კა­რაა.

გა­ნათ­ლე­ბით და­ლია ეკო­ნო­მის­ტია, ლე­ნინ­გრად­ში სწავ­ლობ­და და "როტ-ფრონ­ტის" ბეწ­ვე­უ­ლის ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და. ვინ იფიქ­რებ­და, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ლიტ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ვიცე-მი­ნის­ტრის პოსტს და­ი­კა­ვებ­და. მას მერე, რაც ლიტ­ვა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რდა, და­ლია

ევ­რო­კო­მი­სი­ის წევ­რი გახ­და. 2008 წელს "წლის ქა­ლად" აღი­ა­რეს ლიტ­ვა­ში, უკვე 2009 წელს კი პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. ის ნამ­დვი­ლი პო­ლიგ­ლო­ტია: ფლობს ლიტ­ვურ, ინ­გლი­სურ, რუ­სულ, პო­ლო­ნურ და ფრან­გულ ენებს. არც სიმ­კაც­რე­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში სჭირ­დე­ბა ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა: კა­რა­ტეს შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლია. და ის ერ­თა­დერ­თი ქა­ლია ჩვენს რე­ი­ტინ­გში, რო­მე­ლიც გა­თხო­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

მსოფლიოს 7 მთავარი ქალი სახელმწიფო ქუსლქვეშ

მსოფლიოს 7 მთავარი ქალი სახელმწიფო ქუსლქვეშ

ვინ თქვა, რომ პოლიტიკა ქალების საქმე არ არის? მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების დერეფნებში ხშირად ვერ გაიგონებ ქალის ქუსლების ხმას. მშვენიერი სქესის ბევრი წარმომადგენელი როდი მიჰყავს კარიერულ კიბეს ძალაუფლების ოლიმპამდე - ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი ქუსლებითა და ქვედაკაბით მასზე აცოცება ძალიან ძნელია.

ახლა კი იმ ძლიერ ქალბატონებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც ყველაფერი მოასწრეს: პირად ცხოვრებაშიც იპოვეს ბედნიერება და ქვეყანასაც მართავენ.

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი, არგენტინის პრეზიდენტი

საოცარია, მაგრამ ეს ლამაზმანი მაშინვე გახდა პრეზიდენტი, როგორც კი ეს მაღალი პოსტი მისმა ქმარმა ნესტორ კირშნერმა დატოვა. არგენტინის სათავეში მართლაც ოჯახური ცვლაა. კრისტინა თავის ქვეყანაში მეორე ქალ პრეზიდენტად იქცა და პირველ სახალხოდ არჩეულ ქალად ამ პოსტზე.

განათლებით იურისტი საადვოკატო პრაქტიკას მისდევდა, თან პარტიულ მოღვაწეობასა და ოჯახსაც არ ივიწყებდა: ნესტორთან ქორწინებაში მყოფმა ორი შვილი გააჩინა. გარდა ამისა, ნამდვილ ლედიდ რჩება და ხშირად შედის ყველაზე ლამაზი ქალი პოლიტიკოსების რეიტინგებში.

ელენ ჯონსონ-სერლიფი, ლიბერიის პრეზიდენტი

ეს ქალბატონი იმით არის უნიკალური, რომ სუსტი სქესის პირველი წარმომადგენელია, ვინც აფრიკის კონტინენტზე პრეზიდენტი გახდა. ჰარვარდში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ ლიბერიის ფინანსთა მინისტრის თანაშემწის პოსტზე მიიწვიეს. ამ თანამდებობაზე მყოფს და­უმსახურებლად დასდეს ბრალი 3 მლნ დოლარის მითვისებაში. თუმცა ამ ფაქტმა ვერ შეუშალა ხელი ელენს, გარკვეული დროის შემდეგ თვით ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადასულიყო. მკაცრად აკრიტიკებდა ქვეყნის მოქმედ რეჟიმს, რის გამოც 10 წლით ჩასვეს ციხეში, მაგრამ მალე გაათავისუფლეს და ლიბერიიდან გააძევეს.

თუმცა მის ხასიათში არ არის მარცხთან შეგუება: ჯონსონ-სერლიფი "სიტი-ბანკის" აფრიკული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ოთხი ვაჟის გაჩენაც მოასწრო, მერე კი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც პრეზიდენტად აირჩიეს. ელენს ქმარიც ჰყავდა, თუმცა ის პრეზიდენტის პოსტზე ელენის ერთ-ერთმა წინამორბედმა (ვის ხელისუფლებაშიც ელენი მინისტრი იყო) მოკლა.

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი

ეს გერმანელი რკინის ლედი, როგორც ხანდახან უწოდებენ ანგელა მერკელს, პირველი ქალი გახდა გერმანიის კანცლერის პოსტზე. გვარი მერკელი მას პირველი ქმრისგან ერგო - ულრიხ მერკელისგან, რომელიც მოსკოვში სწავლის პერიოდში გაიცნო. სხვათა შორის, რუსულად შესანიშნავად ლაპარაკობს და თავის დროზე რუსულ ენაში გამართულ ოლიმპიადებშიც იმარჯვებდა. ანგელა განათლებით ფიზიკოსია, პოლიტიკაში კი ქრისტიან-დემოკრატთა პარტიაში აქტიური მოღვაწეობის წყალობით მოხვდა.

ჰელმუტ კოლის ფავორიტმა მერყეობის გარეშე აქცია ზურგი თავის მფარველს, როცა კოლი ფინანსურ სკანდალში გაეხვია, მოგვიანებით კი პარტიის მეთაურობაც თავადვე იკისრა. ახლა ფრაუ კანცლერი გათხოვილია - მეორედ. მისი ქმარი ქიმიკოსი იოაჰიმ ზაუერია, რომელსაც ხანდახან ირონიულად "ჰერ მერკელს" უწოდებენ. მაგრამ ნუთუ ეს უბედურებაა, როცა შენი ცოლი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალია ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით.

ტარია ჰალონენი, ფინეთის პრეზიდენტი

ტარია ჰალონენი პირველი ქალია ამ ქვეყანაში პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ იმდენად პოპულარულია, რომ მეორე ვადითაც აირჩიეს, ეს კი ყველა მამაკაცს როდი ძალუძს.

ტარია მშენებლისა და დიასახლისის ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რომ სწავლა არ იყო აუცილებელი და მუშაობა დაიწყო. თუმცა 22 წლისამ მაინც ჩააბარა უნივერსიტეტში, 25-ისამ კი იურისტის დიპლომი მიიღო. მოგვიანებით, როცა უკვე ცნობილი პოლიტიკოსი გახდა, პარლამენტის დეპუტატი, სოციალური საკითხების მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, აღიარებდა, რომ იურისპრუდენცია მაინც მისი საყვარელი საქმეა.

ტარია ცნობილია, როგორც სქესობრივი უმცირესობების უფლებების აქტიური დამცველი და ურწმუნო ფემინისტი, მაგრამ იმავდროულად მოსიყვარულე დედა და ცოლი. ტარიას ქმარი, პენტი არაიარვი, მისი ყოფილი მეზობელია. წყვილს არაფერმა შეუშალა ხელი, ოფიციალური რეგისტრირების გარეშე ეცხოვრათ მთელი 16 წელი, თუმცა მაღალმა პოსტმა, რომელიც ტარიამ დაიკავა, მას თავისი მოვალეობები დააკისრა - ხელის მოწერა მაინც მოუხდათ. აქამდე კი პრესაში დიდხანს მსჯელობდნენ, როგორ მოეხსენიებინათ მისი თანამეცხედრე: "ცხოვრების მეგზური" თუ "პრეზიდენტის მამაკაცი".

პრატიბხა პატილი, ინდოეთის პრეზიდენტი

ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტს იქ უმთავრესად ცერემონიული ხასიათის როლი ენიჭება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალისთვის იოლია ამ პოსტის დაკავება. პრატიბხა პატილი ინდოელი ქალების ნამდვილი იმედია. კვლევის თანახმად, ამ ქვეყანაში სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია ხომ კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

ინდოეთში აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში ერთხელ უკვე იყო ქალი - ლეგენდარული ინდირა განდი, რომელიც პრემიერ-მინისტრი გახლდათ. პრატიბხამ 72 წლის ასაკში დაიკავა პრეზიდენტის პოსტი. თავის კოლეჯში ყოფილი სილამაზის დედოფალი, პრაქტიკოსი ადვოკატი იყო და 27 წლისა დაინტერესდა პოლიტიკით. პრეზიდენტობამდე სამი წლით ადრე შტატის გუბერნატორად აირჩიეს. ოჯახური ცხოვრების დაწყობაც მოასწრო: ინდოელ პოლიტიკოსს გაჰყვა ცოლად და ქალ-ვაჟი გააჩინა.

მერი მაკელისი, ირლანდიის პრეზიდენტი

მერი მაკელისი ყველაფერში ფრიადოსანია: სკოლა უმაღლესი შეფასებებით დაამთავრა, ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც იურისტის დიპლომი მიიღო, უკვე 24 წლისა კი დუბლინის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი გახდა. პოლიტიკურ პარტიაში გაწევრებულმა პირველი ნაბიჯები გადადგა ამ არენაზე. მორწმუნე კათოლიკე აქტიურად გამოდიოდა აბორტების, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებისა და განქორწინებების აკრძალვის მოთხოვნით, ასევე აქტიურად ემხრობოდა ირლანდიის გაერთიანებას.

დღეს ის სახალხო რჩეულია, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში მაქსიმალური ხმების რაოდენობით გაიმარჯვა და მეორე ვადითაც აირჩიეს. გარდა ამისა, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მაკელისმა საკუთარი ინიციატივით 10 პროცენტით დაიკლო ხელფასი. მერის ქმარი და სამი შვილი ჰყავს.

დალია გრიბაუისკაიტე, ლიტვის პრეზიდენტი

ამ ქალბატონმა, ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილებმა, თავისებური პოლიტიკური რეკორდი დაამყარა: მისი შემთხვევა მეორეა ლიტვის ისტორიაში, როცა პრეზიდენტი ხმის მიცემის პირველივე ტურზე აირჩიეს. ქალის მმართველობის სახალხო მხარდაჭერა აშკარაა.

განათლებით დალია ეკონომისტია, ლენინგრადში სწავლობდა და "როტ-ფრონტის" ბეწვეულის ფაბრიკაში მუშაობდა. ვინ იფიქრებდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლიტვის ხელისუფლებაში რამდენიმე ვიცე-მინისტრის პოსტს დაიკავებდა. მას მერე, რაც ლიტვა ევროკავშირში გაწევრდა, დალია

ევროკომისიის წევრი გახდა. 2008 წელს "წლის ქალად" აღიარეს ლიტვაში, უკვე 2009 წელს კი პრეზიდენტად აირჩიეს. ის ნამდვილი პოლიგლოტია: ფლობს ლიტვურ, ინგლისურ, რუსულ, პოლონურ და ფრანგულ ენებს. არც სიმკაცრესა და ძალაუფლებაში სჭირდება ვინმეს დახმარება: კარატეს შავი ქამრის მფლობელია. და ის ერთადერთი ქალია ჩვენს რეიტინგში, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა