პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი აქვს საქართველოს ვალი?
რამდენი აქვს საქართველოს ვალი?

სა­ქარ­თვე­ლო, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, სეს­ხებს "სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი­დან", "აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი­დან", EBRD-დან, "მსოფ­ლიო ბან­კი­დან" და სხვა სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან იღებს.

რაც უფრო კარ­გი გა­დამ­ხდე­ლია ქვე­ყა­ნა, სეს­ხებს უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბით იღებს და სა­ვა­ლუ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მეტი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ან­მა სა­გა­რეო ვალ­მა, 2019 წლის 31 მარ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით 17.8 მლრდ აშშ დო­ლა­რი (48 მლრდ ლარი) შე­ად­გი­ნა.

რო­გორც ეკო­ნო­მის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის თა­ნახ­მად, სა­გა­რეო ვალი ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 60%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ვალი, ამ ეტაპ­ზე ჯდე­ბა აღ­ნიშ­ნულ კრი­ტე­რი­უმ­ში. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­რეო ვალი (7.4 მლრდ აშშ დო­ლა­რი) ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშპ-ს 45.9 პრო­ცენ­ტია.

"სა­გა­რეო ვალი არის და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი სეს­ხი, რომ­ლის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია, ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი გა­ი­ზარ­დოს. ზრდა თუ ნორ­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, სა­გა­რეო ვა­ლის დრო­უ­ლად და­ფარ­ვა­საც შევ­ძლებთ და გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და­საც, თან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­საც გავზრდით“, - გან­მარ­ტავს კე­პუ­ლა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, შე­იძ­ლე­ბა, სა­გა­რეო ვალ­მა მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 60%-ს გა­და­ა­ჭარ­ბოს, თუმ­ცა ეს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის სირ­თუ­ლე­ე­ბის წარ­მომ­ქმნე­ლი სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა.

"მა­გა­ლი­თად, ია­პო­ნი­ას მთლი­ან შიდა პრო­დუქტზე 2-ჯერ მეტი ვალი აქვს, თუმ­ცა ამ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ყვე­ლამ ვი­ცით. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­გა­რეო ვალი, რო­მელ­საც ვი­ღებთ, პირ­ველ რიგ­ში, სწორ პრო­ექ­ტებ­ში იხარ­ჯე­ბო­დეს" - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­გა­რეო ვალი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სახ­დე­ლია, ამი­ტომ ეკო­ნო­მის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა საქ­მის კურ­სში იყოს, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ აღე­ბუ­ლი სეს­ხი რამ­დე­ნად მიზ­ნობ­რი­ვად იხარ­ჯე­ბა.

"ჩვენ ვი­ნა­ხავთ მთავ­რო­ბას, პო­ლი­ცი­ას, ჯარს, უფა­სო ჯან­დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ჩვე­ნი­ვე გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით. რა თქმა უნდა, თუ ვა­ლის მო­ცუ­ლო­ბა ისე გა­იზ­რდე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ამ პრო­ცესს ვე­ღარ და­ე­წე­ვა და ვე­ღარ შეძ­ლებს ვა­ლის გა­დახ­დას, ეს პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა. ამი­ტომ არის სა­ჭი­რო მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან რომ ვი­ცო­დეთ, ქვე­ყა­ნა რაში იღებს ვალს.

ბი­უ­ჯეტ­ში გა­წე­რი­ლია, ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე რამ­დე­ნია გრან­ტი და ა. შ.

სა­გა­რეო ვა­ლის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვის მა­გა­ლი­თად სა­ბერ­ძნე­თი შეგ­ვიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნოთ. ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან იღებ­და ვა­ლებს და პენ­სი­ებს ზრდი­და. პენ­სი­ის გა­ცე­მა მო­რა­ლუ­რად კარ­გი ნა­ბი­ჯია, მაგ­რამ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი!

მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც უნ­დო­დათ, დრო­ზე გა­სუ­ლიყ­ვნენ პენ­სი­ა­ში, გაზ­რდი­ლი პენ­სი­ე­ბით ქი­რა­ობ­დნენ მომ­ვლე­ლებს, მათ შო­რის, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­და­ნაც. ეს იყო არას­წო­რი ნა­ბი­ჯი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამან სა­ბერ­ძნე­თის ეკო­ნო­მი­კა უმ­ძი­მეს შე­დე­გე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა" - გან­მარ­ტავს "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე.

ეკო­ნო­მის­ტი სოსო არჩვა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სა­გა­რეო ვალი არ აქვს, მთა­ვა­რია, რამ­დე­ნად სწორ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს ის და რამ­დე­ნად მა­ღა­ლია გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

"სესხს რომ იღებ, მისი გა­დახ­და დათ­ქმულ ვა­დებ­ში უნდა შე­გეძ­ლოს. ასე­ვე, დრო­უ­ლად უნდა შე­გეძ­ლოს მისი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის ანუ პრო­ცენ­ტის გა­დახ­დაც. ვა­ლის სი­დი­დე მხო­ლოდ ერთი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია იმი­სა, თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად ვი­თარ­დე­ბა მო­ცე­მუ­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა. თუ მხო­ლოდ სა­გა­რეო ვა­ლებს ავი­ღებთ, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით, მშპ-ს 110% (მთლი­ა­ნი სა­გა­რეო ვალი - 17,8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი).

ბევრ სხვა ქვე­ყა­ნას ჩვენ­ზე მეტი აქვთ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუმ­ცა გან­ვი­თა­რე­ბით ჩვენ­ზე წინ არი­ან. თუნ­დაც, აშშ, საფ­რან­გე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი თუ სხვა ქვეყ­ნე­ბი რომ ვნა­ხოთ. მათ სა­გა­რეო ვა­ლის ჩვენ­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვთ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვთ.

აქ რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ არის, ამას 2008 წლის გა­ზა­ფხულ­ზე აღე­ბუ­ლი 500 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რიც ადას­ტუ­რებს, რო­მე­ლიც მი­წის­ქვე­შა გაზ­სა­ცა­ვის ასა­შე­ნებ­ლად ავი­ღეთ, თუმ­ცა ახლა 2019 წე­ლია, გაზ­სა­ცა­ვი კი არ აგ­ვი­შე­ნე­ბია და აღე­ბუ­ლი ვა­ლიც გა­სას­ტუმ­რე­ბე­ლი გვაქვს. 2021 წლის­თვის თა­ვი­სი პრო­ცენ­ტე­ბით და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გვექ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 900 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ბო­ლომ­დე ეფექ­ტუ­რად ვერ ხდე­ბა რო­გორც სა­გა­რეო, ისე სა­ში­ნაო ვა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა" - აღ­ნიშ­ნა სოსო არჩვა­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­გა­რეო ვალი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ეკო­ნო­მის­ტი გვპა­სუ­ხობს, რომ აქ უნდა მი­ვუბ­რუნ­დეთ იმ სა­კითხს, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად ხდე­ბა აღე­ბუ­ლი სა­გა­რეო ვა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა"

„მა­გა­ლი­თად, თუ ჩვენ ისეთ რე­სურსს ვქმნით და ისეთ წარ­მო­ე­ბას ვა­ვი­თა­რებთ, რო­მელ­საც მულ­ტიპ­ლი­კა­ტო­რუ­ლი ეფექ­ტი აქვს, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ქვე­ყა­ნა­ში მეტი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი შე­მო­ვი­დეს.

თუ აღე­ბულ სესხს არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ან არა­მიზ­ნობ­რი­ვად ვი­ყე­ნებთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ამ­ძი­მებს. ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­დახ­და იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მიერ ბი­უ­ჯეტ­ში შე­ტა­ნი­ლი ფუ­ლით უნდა მოხ­დეს. რაც უფრო დი­დია ვალი, ქვე­ყა­ნას სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის­თვის უფრო ნაკ­ლე­ბი სახ­სრე­ბი დარ­ჩე­ბა: იქ­ნე­ბა ეს პენ­სი­ე­ბი, გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა თუ სხვა სა­კი­თხე­ბი, ამი­ტომ განსკუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ვე­კი­დოთ სეს­ხე­ბის ზრდას.

ვა­ლის აღე­ბის დროს მის­გან მი­ღე­ბუ­ლი ეფექ­ტი წინ უნდა უს­წრებ­დეს მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ხარ­ჯე­ბის ზრდას. ეს არის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი იმის­თვის, რომ შე­ვა­ფა­სოთ ვა­ლის აღე­ბა სა­სარ­გებ­ლოა თუ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი მიმ­დი­ნა­რე და უახ­ლო­ე­სი პერ­სპექ­ტი­ვის ამო­ცა­ნე­ბის­თვის“ - გან­მარ­ტა სოსო არჩვა­ძემ.

ავტორი:

რამდენი აქვს საქართველოს ვალი?

რამდენი აქვს საქართველოს ვალი?

საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა, სესხებს "საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან", "აზიის განვითარების ბანკიდან", EBRD-დან, "მსოფლიო ბანკიდან" და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან იღებს.

რაც უფრო კარგი გადამხდელია ქვეყანა, სესხებს უკეთესი პირობებით იღებს და სავალუტო ორგანიზაციებში მეტი ნდობით სარგებლობს.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი (48 მლრდ ლარი) შეადგინა.

როგორც ეკონომისტები განმარტავენ, დამკვიდრებული კრიტერიუმების თანახმად, საგარეო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის თქმით, საქართველოს საგარეო ვალი, ამ ეტაპზე ჯდება აღნიშნულ კრიტერიუმში. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალი (7.4 მლრდ აშშ დოლარი) ჩვენი ქვეყნის მშპ-ს 45.9 პროცენტია.

"საგარეო ვალი არის დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხი, რომლის სწორი მიმართულებით გამოყენებისას შესაძლებელია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდოს. ზრდა თუ ნორმალური იქნება, საგარეო ვალის დროულად დაფარვასაც შევძლებთ და გადასახადების გადახდასაც, თან ქვეყნის ეკონომიკასაც გავზრდით“, - განმარტავს კეპულაძე.

მისივე თქმით, შეიძლება, საგარეო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს გადააჭარბოს, თუმცა ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის სირთულეების წარმომქმნელი სულაც არ იქნება.

"მაგალითად, იაპონიას მთლიან შიდა პროდუქტზე 2-ჯერ მეტი ვალი აქვს, თუმცა ამ ქვეყნის ეკონომიკა როგორ მდგომარეობაშია, ყველამ ვიცით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ვალი, რომელსაც ვიღებთ, პირველ რიგში, სწორ პროექტებში იხარჯებოდეს" - აღნიშნა მან.

საგარეო ვალი, საბოლოო ჯამში, მოქალაქეების გადასახდელია, ამიტომ ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება საქმის კურსში იყოს, სახელმწიფოს მიერ აღებული სესხი რამდენად მიზნობრივად იხარჯება.

"ჩვენ ვინახავთ მთავრობას, პოლიციას, ჯარს, უფასო ჯანდაცვას უზრუნველვყოფთ ჩვენივე გადახდილი გადასახადებით. რა თქმა უნდა, თუ ვალის მოცულობა ისე გაიზრდება, რომ სახელმწიფო ამ პროცესს ვეღარ დაეწევა და ვეღარ შეძლებს ვალის გადახდას, ეს პრობლემა იქნება. ამიტომ არის საჭირო მონიტორინგი, როგორც პოლიტიკური ძალების, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რომ ვიცოდეთ, ქვეყანა რაში იღებს ვალს.

ბიუჯეტში გაწერილია, ვალის მომსახურებაზე რამდენია გრანტი და ა. შ.

საგარეო ვალის არამიზნობრივად ხარჯვის მაგალითად საბერძნეთი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იღებდა ვალებს და პენსიებს ზრდიდა. პენსიის გაცემა მორალურად კარგი ნაბიჯია, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, გაუმართლებელი!

მოქალაქეებსაც უნდოდათ, დროზე გასულიყვნენ პენსიაში, გაზრდილი პენსიებით ქირაობდნენ მომვლელებს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნიდანაც. ეს იყო არასწორი ნაბიჯი და საბოლოო ჯამში, ამან საბერძნეთის ეკონომიკა უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა" - განმარტავს "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე.

ეკონომისტი სოსო არჩვაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ ფაქტობრივად, არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც საგარეო ვალი არ აქვს, მთავარია, რამდენად სწორ ინვესტიციებს ახორციელებს ის და რამდენად მაღალია გადახდისუნარიანობა.

"სესხს რომ იღებ, მისი გადახდა დათქმულ ვადებში უნდა შეგეძლოს. ასევე, დროულად უნდა შეგეძლოს მისი მომსახურების საფასურის ანუ პროცენტის გადახდაც. ვალის სიდიდე მხოლოდ ერთი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად ეფექტიანად ვითარდება მოცემული ქვეყნის ეკონომიკა. თუ მხოლოდ საგარეო ვალებს ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს არის დაახლოებით, მშპ-ს 110% (მთლიანი საგარეო ვალი - 17,8 მილიარდი დოლარი).

ბევრ სხვა ქვეყანას ჩვენზე მეტი აქვთ ეს მაჩვენებელი, თუმცა განვითარებით ჩვენზე წინ არიან. თუნდაც, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი თუ სხვა ქვეყნები რომ ვნახოთ. მათ საგარეო ვალის ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, თუმცა საქართველოსთან შედარებით, ბევრად ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ.

აქ რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ამას 2008 წლის გაზაფხულზე აღებული 500 მილიონი დოლარიც ადასტურებს, რომელიც მიწისქვეშა გაზსაცავის ასაშენებლად ავიღეთ, თუმცა ახლა 2019 წელია, გაზსაცავი კი არ აგვიშენებია და აღებული ვალიც გასასტუმრებელი გვაქვს. 2021 წლისთვის თავისი პროცენტებით დასაბრუნებელი გვექნება, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი. ბოლომდე ეფექტურად ვერ ხდება როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალის გამოყენება" - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

კითხვაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს საგარეო ვალი მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე, ეკონომისტი გვპასუხობს, რომ აქ უნდა მივუბრუნდეთ იმ საკითხს, რამდენად ეფექტიანად ხდება აღებული საგარეო ვალის გამოყენება"

„მაგალითად, თუ ჩვენ ისეთ რესურსს ვქმნით და ისეთ წარმოებას ვავითარებთ, რომელსაც მულტიპლიკატორული ეფექტი აქვს, შესაძლებელია, ქვეყანაში მეტი ფინანსური რესურსი შემოვიდეს.

თუ აღებულ სესხს არარაციონალურად ან არამიზნობრივად ვიყენებთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას დაამძიმებს. ვალის მომსახურების გადახდა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულით უნდა მოხდეს. რაც უფრო დიდია ვალი, ქვეყანას სოციალური პროექტებისთვის უფრო ნაკლები სახსრები დარჩება: იქნება ეს პენსიები, განათლება, ჯანდაცვა თუ სხვა საკითხები, ამიტომ განსკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ სესხების ზრდას.

ვალის აღების დროს მისგან მიღებული ეფექტი წინ უნდა უსწრებდეს მის მომსახურებაზე ხარჯების ზრდას. ეს არის მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ შევაფასოთ ვალის აღება სასარგებლოა თუ დამაზიანებელი მიმდინარე და უახლოესი პერსპექტივის ამოცანებისთვის“ - განმარტა სოსო არჩვაძემ.

ვინ არის ანუკი არეშიძის ულამაზესი რძალი, რომლის მეუღლე საზოგადოებამ წლების წინ სკანდალით გაიცნო

კარფურის ქსელში ლოტომანია დაიწყო!

"მე ჩემს გორელ გოგოს ვგულშემატკივრობ..." - 31 დეკემბერს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალია, როგორია მოლოდინები და ვინ ვის გამარჯვებას ელოდება