სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დღესაც ძალიან მომინდა იმიჯი შემეცვალა" - როგორ გამოიყურება "ლუნა" ცხვირის ოპერაციის შემდეგ
"ერთ დღესაც ძალიან მომინდა იმიჯი შემეცვალა" - როგორ გამოიყურება "ლუნა" ცხვირის ოპერაციის შემდეგ

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ობ­მა - ქეთი ხუ­ციშ­ვილ­მა რი­ნოპ­ლას­ტი­კა გა­ი­კე­თა. რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ცხვი­რის ფორ­მის შეც­ვლა და ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟეტს ეს ამ­ბა­ვი, ამის შე­სა­ხებ ქე­თის ვე­სა­უბ­რეთ...

- რი­ნოპ­ლას­ტი­კა რამე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზის გამო არ გა­და­მი­წყვე­ტია. ოპე­რა­ცია, სის­ხლი, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ძა­ლი­ან მა­ში­ნებ­და. ამი­ტომ ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი წი­ნათ არა­სო­დეს გამ­ჩე­ნია. ერთ დღე­საც, 41 წლის ასაკ­ში, ძა­ლი­ან მო­მინ­და იმი­ჯი შე­მეც­ვა­ლა. პირ­ველ რიგ­ში, ცხვირს "მი­ვა­დე­ქი": კლი­ნი­კა­ში წა­ვე­დი, ოპე­რა­ცი­ის დღე დავ­ნიშ­ნეთ და რი­ნოპ­ლას­ტი­კა გა­ვი­კე­თე. უკ­მა­ყო­ფი­ლო კი არა, ქალი ის­ტე­რი­კა­ში ვარ, ისე მომ­წონს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცოტა ხნის წინ გა­ვი­კე­თე და ცხვი­რი ჯერ კი­დევ შე­სი­ვე­ბუ­ლი მაქვს.

- რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და, რო­დე­საც სახ­ვე­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ, სარ­კე­ში პირ­ვე­ლად ჩა­ი­ხე­დე?

- ვა­ი­მე!.. ჰო, კლი­ნი­კა­ში სახ­ვე­ვე­ბი რომ მო­ვიხ­სე­ნი, სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა მე­უ­ცხო­ვა. არ მო­მე­წო­ნა-მეთ­ქი, - ამას ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ ჯერ "და­უ­ლა­გე­ბე­ლი", და­სი­ვე­ბუ­ლი იყო, რა თქმა უნდა, თუმ­ცა უც­ბად, მა­ინც სხვა სახე და­ვი­ნა­ხე. არა­ნა­ი­რი შიში არ მიგ­რძნია - ვი­ცო­დი, რომ ჩა­ცხრე­ბო­და და ძა­ლი­ან მა­გა­რი დად­გე­ბო­და.

- ცხვი­რის ახალ­მა და ლა­მაზ­მა ფორ­მამ შენს ხა­სი­ათ­ზე ზე­გავ­ლე­ნა ხომ არ მო­ახ­დი­ნა?

- რა თქმა უნდა, ახა­ლია და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ხარ. როცა შენი თავი მოგ­წონს, ხა­სი­ა­თიც გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ყო­ველ დი­ლით, სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვი­სას სა­კუ­თა­რი თავი მომ­წონს.

- აღ­ნიშ­ნე, იმი­ჯის შეც­ვლა გა­დავ­წყვი­ტე და ცხვი­რით და­ვი­წყეო. კი­დევ რის შეც­ვლას აპი­რებ?

- კბი­ლე­ბი ჩა­ვის­ვი... არ ვგეგ­მავ, რომ გა­რეგ­ნო­ბა­ში, თუნ­დაც - სა­ხე­ზე, რამე შე­ვიც­ვა­ლო.

- ჩაც­მის სტი­ლი, ვარ­ცხნი­ლო­ბა?

- ძა­ლი­ან "თა­ვი­სუ­ფალ" ვარ­ცხნი­ლო­ბას ვა­ტა­რებ. ქორ­წილ­შიც რომ წა­ვი­დე, გან­სა­კუთ­რე­ბულ, სა­ლო­ნურ ვარ­ცხნი­ლო­ბას არ ვი­კე­თებ - შე­იძ­ლე­ბა, თმა შინ მო­ვი­წეს­რი­გო და ისე წა­ვი­დე, თან - ჯინ­სის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი. თუ დამ­ჭირ­და, რა თქმა უნდა, სა­ლონ­საც ვსტუმ­რობ, მა­გა­ლი­თად - ფრჩხი­ლებს ვი­წეს­რი­გებ ხოლ­მე.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი საქ­მის კურ­სში იყო, როცა ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­დი?

- რა თქმა უნდა. სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­დის: ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ. შე­იძ­ლე­ბა, პერ­სო­ნა­ჟის გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბა­ზე უარი თქვან, მაგ­რამ თან­ხმო­ბა მი­ვი­ღე, რის გა­მოც შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- შენი გა­რეგ­ნო­ბის ცვლი­ლე­ბა ლუ­ნას ცხოვ­რე­ბა­ზე რო­გორ იმოქ­მე­დებს?

- ეგ უკვე არ ვიცი. გა­აჩ­ნია, ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი დევ­და­რი­ა­ნი რო­გორ სცე­ნარს და­წერს.

- სხე­უ­ლის კარგ ფორ­მა­ში ყოფ­ნას რო­გორ ახერ­ხებ?

- უიმე, ამას ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. არც ჩაც­მუ­ლო­ბას და არც სხვა რა­მეს იმ­დენ ყუ­რა­დღე­ბას არ ვუთ­მობ, რამ­დენ­საც - სხე­უ­ლის ფორ­მა­ში ყოფ­ნას. 2 წელი დარ­ბაზ­ში აქ­ტი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ­დი, მაგ­რამ ახლა, ცხვი­რის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ქი­რურ­გმა მი­თხრა, - რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჯი­ში არ შე­იძ­ლე­ბაო. ვარ­ჯი­ში ჩემ­თვის ისე­თი რა­მეა, რომ წარ­მო­იდ­გი­ნე, ამის გამო, ლა­მის ოპე­რა­ცია არ გა­ვი­კე­თე. ჰოდა, ახლა ამ რამ­დე­ნი­მე თვის გას­ვლას ვე­ლო­დე­ბი. ასე­თი ნა­ბი­ჯი რა­ღა­ცე­ბის დათ­მო­ბას ითხოვს. დი­ე­ტე­ბის დაც­ვა დი­დად არ მჩვე­ვია. უბ­რა­ლოდ, კვე­ბას მა­ინც ვა­კონ­ტრო­ლებ: ღა­მით არ ვჭამ, ცო­მე­უ­ლი და ტკბი­ლე­უ­ლი არ მიყ­ვარს.

- ცხვირ­თან და სა­ერ­თოდ, გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სი გქო­ნი­ათ?

- არა­სო­დეს. "ძველ ცხვირ­შიც" უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავ­და, ბევ­რს მოვ­წონ­დი და ბო­ლოს და ბო­ლოს, სე­რი­ალ­ში მოვ­ხვდი (იცი­ნის). ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ეტა­პი, როცა რა­მის შეც­ვლა იმი­ტომ კი არ გინ­და, რომ არ მოგ­წონს, უბ­რა­ლოდ, გე­მოვ­ნე­ბა გეც­ვლე­ბა, რა­ღა­ცე­ბის გა­და­ფა­სე­ბა ხდე­ბა... ასა­კის მო­მა­ტე­ბას­თან ერ­თად, რა­ღა­ცის შეც­ვლა მო­მინ­და. რომ არ შე­მეც­ვა­ლა, არც ამის გამო ვიქ­ნე­ბო­დი უბე­დუ­რი, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა და ცხვი­რი "გა­ვი­კე­თე" - სხვა­ნა­ი­რი იმი­ჯი მსურ­და.

- ად­რინ­დე­ლი ქე­თის მი­მართ ხან­და­ხან ნოს­ტალ­გია ხომ არ გა­წუ­ხებთ?

- არა, არა­ნა­ი­რად. ოპე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - აღარც გვახ­სოვს, იმ ცხვი­რით რო­გო­რი იყა­ვიო. ცხვი­რის ახა­ლი ფორ­მა სა­ხე­ში კარ­გად "ჩაჯ­და". დი­ლით რომ ვდგე­ბი და სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბი, ჩემი გა­რეგ­ნო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. "ძვე­ლი ქეთი" არა­ნა­ი­რად არ მე­ნატ­რე­ბა.

- შენს გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სი­ახ­ლეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონს. ზოგი მაშ­ტერ­დე­ბა და ვერ ხვდე­ბა - "ის" ვარ თუ არა. ერთი პე­რი­ო­დი, მეტ­რო­შიც თა­ვი­სუფ­ლად დავ­დი­ო­დი. ხომ იცი, ადა­მი­ანს რომ გეჩ­ქა­რე­ბა და სწო­რედ ამ დროს გა­ჩე­რე­ბენ? ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი აღარ მექ­მნე­ბო­და ხოლ­მე (იღი­მის). თა­ვი­სუფ­ლად ვმოძ­რა­ობ­დი. ხალ­ხი მაკ­ვირ­დე­ბო­და და რომ უნდა აღ­მო­ე­ჩი­ნათ, ნამ­დვი­ლად ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი თუ არა, ამა­სო­ბა­ში, მათ უკვე გავ­ცდე­ბო­დი ხოლ­მე და ვე­ღარ ხვდე­ბოდ­ნენ, ვინ ვი­ყა­ვი (იცი­ნის).

- ეს თქვენ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო?

- კი, ძა­ლი­ან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ერთ დღესაც ძალიან მომინდა იმიჯი შემეცვალა" - როგორ გამოიყურება "ლუნა" ცხვირის ოპერაციის შემდეგ

"ერთ დღესაც ძალიან მომინდა იმიჯი შემეცვალა" - როგორ გამოიყურება "ლუნა" ცხვირის ოპერაციის შემდეგ

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობმა - ქეთი ხუციშვილმა რინოპლასტიკა გაიკეთა. რატომ გადაწყვიტა ცხვირის ფორმის შეცვლა და ხომ არ უკავშირდება სერიალის სიუჟეტს ეს ამბავი, ამის შესახებ ქეთის ვესაუბრეთ...

- რინოპლასტიკა რამე კონკრეტული მიზეზის გამო არ გადამიწყვეტია. ოპერაცია, სისხლი, ასეთი რაღაცები ძალიან მაშინებდა. ამიტომ ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთების სურვილი წინათ არასოდეს გამჩენია. ერთ დღესაც, 41 წლის ასაკში, ძალიან მომინდა იმიჯი შემეცვალა. პირველ რიგში, ცხვირს "მივადექი": კლინიკაში წავედი, ოპერაციის დღე დავნიშნეთ და რინოპლასტიკა გავიკეთე. უკმაყოფილო კი არა, ქალი ისტერიკაში ვარ, ისე მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გავიკეთე და ცხვირი ჯერ კიდევ შესივებული მაქვს.

- როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც სახვევების მოხსნის შემდეგ, სარკეში პირველად ჩაიხედე?

- ვაიმე!.. ჰო, კლინიკაში სახვევები რომ მოვიხსენი, საკუთარი გარეგნობა მეუცხოვა. არ მომეწონა-მეთქი, - ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჯერ "დაულაგებელი", დასივებული იყო, რა თქმა უნდა, თუმცა უცბად, მაინც სხვა სახე დავინახე. არანაირი შიში არ მიგრძნია - ვიცოდი, რომ ჩაცხრებოდა და ძალიან მაგარი დადგებოდა.

- ცხვირის ახალმა და ლამაზმა ფორმამ შენს ხასიათზე ზეგავლენა ხომ არ მოახდინა?

- რა თქმა უნდა, ახალია და ასეთ შემთხვევაში, ადამიანი აჟიტირებული ხარ. როცა შენი თავი მოგწონს, ხასიათიც გიუმჯობესდება. ყოველ დილით, სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი მომწონს.

- აღნიშნე, იმიჯის შეცვლა გადავწყვიტე და ცხვირით დავიწყეო. კიდევ რის შეცვლას აპირებ?

- კბილები ჩავისვი... არ ვგეგმავ, რომ გარეგნობაში, თუნდაც - სახეზე, რამე შევიცვალო.

- ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა?

- ძალიან "თავისუფალ" ვარცხნილობას ვატარებ. ქორწილშიც რომ წავიდე, განსაკუთრებულ, სალონურ ვარცხნილობას არ ვიკეთებ - შეიძლება, თმა შინ მოვიწესრიგო და ისე წავიდე, თან - ჯინსის სამოსში გამოწყობილი. თუ დამჭირდა, რა თქმა უნდა, სალონსაც ვსტუმრობ, მაგალითად - ფრჩხილებს ვიწესრიგებ ხოლმე.

- "ჩემი ცოლის დაქალების" შემოქმედებითი ჯგუფი საქმის კურსში იყო, როცა ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებდი?

- რა თქმა უნდა. სხვაგვარად არ გამოდის: ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. შეიძლება, პერსონაჟის გარკვეულ ცვლილებაზე უარი თქვან, მაგრამ თანხმობა მივიღე, რის გამოც შემოქმედებით ჯგუფს დიდ მადლობას ვუხდი.

- შენი გარეგნობის ცვლილება ლუნას ცხოვრებაზე როგორ იმოქმედებს?

- ეგ უკვე არ ვიცი. გააჩნია, ქალბატონი ქეთი დევდარიანი როგორ სცენარს დაწერს.

- სხეულის კარგ ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებ?

- უიმე, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. არც ჩაცმულობას და არც სხვა რამეს იმდენ ყურადღებას არ ვუთმობ, რამდენსაც - სხეულის ფორმაში ყოფნას. 2 წელი დარბაზში აქტიურად ვვარჯიშობდი, მაგრამ ახლა, ცხვირის ოპერაციის შემდეგ, ქირურგმა მითხრა, - რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიში არ შეიძლებაო. ვარჯიში ჩემთვის ისეთი რამეა, რომ წარმოიდგინე, ამის გამო, ლამის ოპერაცია არ გავიკეთე. ჰოდა, ახლა ამ რამდენიმე თვის გასვლას ველოდები. ასეთი ნაბიჯი რაღაცების დათმობას ითხოვს. დიეტების დაცვა დიდად არ მჩვევია. უბრალოდ, კვებას მაინც ვაკონტროლებ: ღამით არ ვჭამ, ცომეული და ტკბილეული არ მიყვარს.

- ცხვირთან და საერთოდ, გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსი გქონიათ?

- არასოდეს. "ძველ ცხვირშიც" უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, ბევრს მოვწონდი და ბოლოს და ბოლოს, სერიალში მოვხვდი (იცინის). ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა რამის შეცვლა იმიტომ კი არ გინდა, რომ არ მოგწონს, უბრალოდ, გემოვნება გეცვლება, რაღაცების გადაფასება ხდება... ასაკის მომატებასთან ერთად, რაღაცის შეცვლა მომინდა. რომ არ შემეცვალა, არც ამის გამო ვიქნებოდი უბედური, მაგრამ შესაძლებლობა მომეცა და ცხვირი "გავიკეთე" - სხვანაირი იმიჯი მსურდა.

- ადრინდელი ქეთის მიმართ ხანდახან ნოსტალგია ხომ არ გაწუხებთ?

- არა, არანაირად. ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მეუბნებოდნენ, - აღარც გვახსოვს, იმ ცხვირით როგორი იყავიო. ცხვირის ახალი ფორმა სახეში კარგად "ჩაჯდა". დილით რომ ვდგები და სარკეში ვიყურები, ჩემი გარეგნობა ძალიან მომწონს. "ძველი ქეთი" არანაირად არ მენატრება.

- შენს გარეგნობასთან დაკავშირებულ სიახლეს სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. რეალურ ცხოვრებაში, გარშემო მყოფები რას გეუბნებიან?

- აბსოლუტურად ყველას ძალიან მოსწონს. ზოგი მაშტერდება და ვერ ხვდება - "ის" ვარ თუ არა. ერთი პერიოდი, მეტროშიც თავისუფლად დავდიოდი. ხომ იცი, ადამიანს რომ გეჩქარება და სწორედ ამ დროს გაჩერებენ? ასეთი სიტუაციები აღარ მექმნებოდა ხოლმე (იღიმის). თავისუფლად ვმოძრაობდი. ხალხი მაკვირდებოდა და რომ უნდა აღმოეჩინათ, ნამდვილად ქეთი ხუციშვილი ვიყავი თუ არა, ამასობაში, მათ უკვე გავცდებოდი ხოლმე და ვეღარ ხვდებოდნენ, ვინ ვიყავი (იცინის).

- ეს თქვენთვის კომფორტული სიტუაცია იყო?

- კი, ძალიან...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ