მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობა და ახალგაზრდობა მამას, ძმებს, ქმარს და მის შვილებს ვუვლიდი..." - 71 წლის ქალის უმძიმესი ისტორია, რომელსაც გარდაცვლილი ქმრის დამლაგებლის სტატუსი აქვს
"ბავშვობა და ახალგაზრდობა მამას, ძმებს, ქმარს და მის შვილებს ვუვლიდი..." - 71 წლის ქალის უმძიმესი ისტორია, რომელსაც გარდაცვლილი ქმრის დამლაგებლის სტატუსი აქვს

ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რის“ ვებ-პლატ­ფორ­მა "ფან­ჯა­რა", ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ქა­ლის დი­რაფ­ლუზ ბუ­და­გო­ვას უმ­ძი­მეს ის­ტო­რი­ას აქ­ვეყ­ნებს. ქალი, რო­მე­ლიც სამი ათე­უ­ლი წელი იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის არ­ქო­ნის გამო უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა და გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დამ­ლა­გებ­ლის სტა­ტუ­სი აქვს. სწო­რედ ასე ფიქ­სირ­დე­ბა 71 წლის ქალი ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში...

თეთ­რი­წყა­რო­ე­ლი დი­რაფ­ლუ­ზი 34 წლის ასაკ­ში დმა­ნის­ში მა­მა­მი­სის ნე­ბით მე­ო­რე ცო­ლად გა­თხოვ­და. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, ქმარს ფე­ხე­ბი მა­ტა­რე­ბელ­მა გა­და­უჭ­რა და 25 წლის მან­ძილ­ზე, დი­რაფ­ლუ­ზი მას უვ­ლი­და. დღეს, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას მთე­ლი ამ წლე­ბის ჯაფა გარ­დაც­ვლი­ლი ქმრის ოფი­ცი­ა­ლურ დამ­ლა­გებ­ლო­ბად ჩა­ეთ­ვა­ლა, რად­გან ქმრის­გან დარ­ჩე­ნი­ლი ვე­რა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა ვერ მი­ი­ღო.

„მთე­ლი ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა მა­მას, ძმებს და ოჯახს ვუვ­ლი­დი. არც სკო­ლა­ში მივ­ლია, 4 კლა­სი და­ვამ­თავ­რე თუ არა, დიდი ხარო, სა­ო­ჯა­ხო სა­აქ­მე­ე­ბი უნდა გა­ა­კე­თოო, მი­თხრეს. მერე გა­მა­თხო­ვეს. 30 წელი ქმარს და მის შვი­ლებს მო­ვუ­ა­რე. ქმა­რი გარ­და­იც­ვა­ლა, მე კი უსახ­ლკა­როდ დავ­რჩი" - ამ­ბობს დი­ლაფ­ლუ­ზი.

71 წლის დი­რაფ­ლუზ ბუ­და­გო­ვა მარ­ნე­ულ­ში ცხოვ­რობს, იგი ყო­ველ­დღე დი­ლა­უ­თე­ნია, 6 სა­ათ­ზე მი­დის ბა­ზარ­ში. სოფ­ლის მო­ვაჭ­რე­ე­ბის­გან სა­ქო­ნელს ყი­დუ­ლობს, შემ­დგომ კი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი­ვე სა­ქო­ნელს ჰყი­დის, რომ სა­ღა­მოს პუ­რი­სა და საჭ­მლის სა­ყი­დე­ლი ფული ჰქონ­დეს. სე­ზონ­ზე, იგი დღე­ში 10 ლა­რად მი­წა­ზეც მუ­შა­ობს და დაგ­რო­ვილ თან­ხას კი სა­სა­მარ­თლო­ში და ად­ვო­კა­ტებს უხ­დის.

"რომ გა­მა­თხო­ვეს, ქმრის ცოლი გარ­დაც­ვლი­ლი იყო. 4 შვი­ლი ჰყავ­და, წლე­ბის მერე მეც გა­ვა­ჩი­ნე გოგო - აიდა. იმ პე­რი­ოდ­ში უფ­რო­სი შვი­ლე­ბი სწავ­ლობ­დნენ, ჯარ­ში იყ­ვნენ. ჩვენ რა­საც ვშო­უ­ლობ­დით, მათ ვუგ­ზავ­ნი­დით, რომ რუ­სეთ­ში, უცხო გა­რე­მო­ში, კარ­გად ეცხოვ­რათ“ - ამ­ბობს დუ­რაფ­ლუ­ზი.

რო­გორც მარ­ტო­ხე­ლა ქალი გვიყ­ვე­ბა, მისი ქმა­რი და ის ყველ­გან მუ­შა­ობ­დნენ, რათა ბავ­შვე­ბი შე­ე­ნა­ხათ. ქმა­რი ძი­რი­თა­დად რუ­სეთ­ში იყო, ის კი აქ შვი­ლებს უვ­ლი­და და მუ­შა­ობ­და. ისე­თი პე­რი­ო­დი იყო, რომ ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბა­ზე არც უფიქ­რი­ათ.

1989 წელს, დი­რაფ­ლუ­ზის ქმარს ის­რა­ფილს რუ­სეთ­ში და­საბ­რუ­ნე­ბელ გზა­ზე ავა­რი­ის შე­დე­გად მა­ტა­რე­ბელ­მა ფე­ხე­ბი და­ა­კარ­გი­ნა. 15 წელი, სიკ­ვდი­ლამ­დე, დი­რაფ­ლუ­ზი ქმარს თა­ვის გო­გოს­თან ერ­თად უვ­ლი­და. იმ პე­რი­ოდ­ში შვი­ლე­ბი უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მა­მის სა­ნა­ხა­ვად არც მი­დი­ოდ­ნენ.

„ის­რა­ფი­ლი 2013 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მისი უფ­რო­სი ვაჟი მა­შინ­ვე ჩა­მო­ვი­და და მის­გან დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თა­დერ­თი ქო­ნე­ბის - ჩვე­ნი სახ­ლის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე გა­და­ტა­ნა მო­ი­სურ­ვა. მე მივ­მარ­თე სა­სა­მარ­თლოს, სა­სა­მარ­თლო წლე­ბი გაგ­რძელ­და, მე კი მა­ინც გა­რეთ დავ­რჩი“ - აც­რემ­ლე­ბუ­ლი გვი­ამ­ბობს დი­რაფ­ლუ­ზი.

დი­რაფ­ლუზ ბუ­და­გო­ვას თქმით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სახ­ლი 5 წი­ლად დაჰ­ყვეს, 4 ის­რა­ფი­ლის პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან და­ბა­დე­ბულ შვი­ლებს და ერთი წილი მის ერთ გო­გოს. დი­რაფ­ლუ­ზი კი, ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის არ­ქო­ნის გამო, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც კი არ შე­უშ­ვეს. ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში მისი სტა­ტუ­სი დამ­ლა­გებ­ლად და­ფიქ­სირ­და.

"ჩემი გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბა ურ­თუ­ლე­სი იყო. გოგო ვი­ყა­ვი, მთე­ლი ბავ­შვო­ბა სულ სახ­ლის საქ­მე­ებს ვა­კე­თებ­დი. სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ­დით და წესი იყო ასე­თი - გო­გოს უნდა ეშ­რო­მა. როცა გავ­თხოვ­დი, ქმა­რი ხში­რად რუ­სეთ­ში იყო, მე კი მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი შვი­ლებ­თან ერ­თად. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ზე­წო­ლა ყო­ველ­თვის იყო. ბევრ რა­მე­ზე აკ­რძალ­ვე­ბი იყო - ქალი ხარ, ნა­მუ­სით უნდა იცხოვ­როო. ძა­ლა­დო­ბაც გა­ვი­ა­რე და ბევ­რი სხვა რამ, მაგ­რამ ამ­დე­ნი შრო­მის შემ­დეგ, მა­ინც გა­რეთ დავ­რჩი“ - ჰყვე­ბა დი­რაფ­ლუ­ზი.

დღეს­დღე­ო­ბით, დი­რაფ­ლუ­ზი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი­თაა და უსახ­ლკა­როა. ზოგ­ჯერ დას­თან, ძმას­თან და ხან­და­ხან შვილ­თან რჩე­ბა. ბა­ზარ­ში კი­დევ ვაჭ­რობს, რად­გან მისი შვი­ლი ქმარს გა­ცი­ლე­ბუ­ლია და 2 შვი­ლიშ­ვილს ეხ­მა­რე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად.

ესა­უბ­რა - შა­ლა­ლა ამირ­ჯა­ნო­ვა

ფე­ის­ბუქ-გვერ­დი "ფან­ჯა­რა" ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ებს ორ ენა­ზე - ქარ­თუ­ლად და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად აქ­ვეყ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"ბავშვობა და ახალგაზრდობა მამას, ძმებს, ქმარს და მის შვილებს ვუვლიდი..." - 71 წლის ქალის უმძიმესი ისტორია, რომელსაც გარდაცვლილი ქმრის დამლაგებლის სტატუსი აქვს

"ბავშვობა და ახალგაზრდობა მამას, ძმებს, ქმარს და მის შვილებს ვუვლიდი..." - 71 წლის ქალის უმძიმესი ისტორია, რომელსაც გარდაცვლილი ქმრის დამლაგებლის სტატუსი აქვს

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარის“ ვებ-პლატფორმა "ფანჯარა", ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალის დირაფლუზ ბუდაგოვას უმძიმეს ისტორიას აქვეყნებს. ქალი, რომელიც სამი ათეული წელი იყო დაქორწინებული, ქორწინების მოწმობის არქონის გამო უსახლკაროდ დარჩა და გარდაცვლილი მეუღლის ოფიციალური დამლაგებლის სტატუსი აქვს. სწორედ ასე ფიქსირდება 71 წლის ქალი ოფიციალურ დოკუმენტებში...

თეთრიწყაროელი დირაფლუზი 34 წლის ასაკში დმანისში მამამისის ნებით მეორე ცოლად გათხოვდა. რამდენიმე წელიწადში, ქმარს ფეხები მატარებელმა გადაუჭრა და 25 წლის მანძილზე, დირაფლუზი მას უვლიდა. დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მთელი ამ წლების ჯაფა გარდაცვლილი ქმრის ოფიციალურ დამლაგებლობად ჩაეთვალა, რადგან ქმრისგან დარჩენილი ვერანაირი ქონება ვერ მიიღო.

„მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მამას, ძმებს და ოჯახს ვუვლიდი. არც სკოლაში მივლია, 4 კლასი დავამთავრე თუ არა, დიდი ხარო, საოჯახო სააქმეები უნდა გააკეთოო, მითხრეს. მერე გამათხოვეს. 30 წელი ქმარს და მის შვილებს მოვუარე. ქმარი გარდაიცვალა, მე კი უსახლკაროდ დავრჩი" - ამბობს დილაფლუზი.

71 წლის დირაფლუზ ბუდაგოვა მარნეულში ცხოვრობს, იგი ყოველდღე დილაუთენია, 6 საათზე მიდის ბაზარში. სოფლის მოვაჭრეებისგან საქონელს ყიდულობს, შემდგომ კი დღის განმავლობაში იგივე საქონელს ჰყიდის, რომ საღამოს პურისა და საჭმლის საყიდელი ფული ჰქონდეს. სეზონზე, იგი დღეში 10 ლარად მიწაზეც მუშაობს და დაგროვილ თანხას კი სასამართლოში და ადვოკატებს უხდის.

"რომ გამათხოვეს, ქმრის ცოლი გარდაცვლილი იყო. 4 შვილი ჰყავდა, წლების მერე მეც გავაჩინე გოგო - აიდა. იმ პერიოდში უფროსი შვილები სწავლობდნენ, ჯარში იყვნენ. ჩვენ რასაც ვშოულობდით, მათ ვუგზავნიდით, რომ რუსეთში, უცხო გარემოში, კარგად ეცხოვრათ“ - ამბობს დურაფლუზი.

როგორც მარტოხელა ქალი გვიყვება, მისი ქმარი და ის ყველგან მუშაობდნენ, რათა ბავშვები შეენახათ. ქმარი ძირითადად რუსეთში იყო, ის კი აქ შვილებს უვლიდა და მუშაობდა. ისეთი პერიოდი იყო, რომ ქორწინების მოწმობაზე არც უფიქრიათ.

1989 წელს, დირაფლუზის ქმარს ისრაფილს რუსეთში დასაბრუნებელ გზაზე ავარიის შედეგად მატარებელმა ფეხები დააკარგინა. 15 წელი, სიკვდილამდე, დირაფლუზი ქმარს თავის გოგოსთან ერთად უვლიდა. იმ პერიოდში შვილები უკვე დაოჯახებულები იყვნენ და როგორც თვითონ ამბობს, მამის სანახავად არც მიდიოდნენ.

„ისრაფილი 2013 წელს გარდაიცვალა, მისი უფროსი ვაჟი მაშინვე ჩამოვიდა და მისგან დარჩენილი ერთადერთი ქონების - ჩვენი სახლის საკუთარ სახელზე გადატანა მოისურვა. მე მივმართე სასამართლოს, სასამართლო წლები გაგრძელდა, მე კი მაინც გარეთ დავრჩი“ - აცრემლებული გვიამბობს დირაფლუზი.

დირაფლუზ ბუდაგოვას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლი 5 წილად დაჰყვეს, 4 ისრაფილის პირველი ცოლისგან დაბადებულ შვილებს და ერთი წილი მის ერთ გოგოს. დირაფლუზი კი, ქორწინების მოწმობის არქონის გამო, სასამართლო პროცესზეც კი არ შეუშვეს. ოფიციალურ დოკუმენტებში მისი სტატუსი დამლაგებლად დაფიქსირდა.

"ჩემი გავლილი ცხოვრება ურთულესი იყო. გოგო ვიყავი, მთელი ბავშვობა სულ სახლის საქმეებს ვაკეთებდი. სოფელში ვცხოვრობდით და წესი იყო ასეთი - გოგოს უნდა ეშრომა. როცა გავთხოვდი, ქმარი ხშირად რუსეთში იყო, მე კი მარტო ვცხოვრობდი შვილებთან ერთად. საზოგადოებისგან ზეწოლა ყოველთვის იყო. ბევრ რამეზე აკრძალვები იყო - ქალი ხარ, ნამუსით უნდა იცხოვროო. ძალადობაც გავიარე და ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამდენი შრომის შემდეგ, მაინც გარეთ დავრჩი“ - ჰყვება დირაფლუზი.

დღესდღეობით, დირაფლუზი სოციალურად დაუცველის სტატუსითაა და უსახლკაროა. ზოგჯერ დასთან, ძმასთან და ხანდახან შვილთან რჩება. ბაზარში კიდევ ვაჭრობს, რადგან მისი შვილი ქმარს გაცილებულია და 2 შვილიშვილს ეხმარება მატერიალურად.

ესაუბრა - შალალა ამირჯანოვა

ფეისბუქ-გვერდი "ფანჯარა" ქალების ისტორიებს ორ ენაზე - ქართულად და აზერბაიჯანულად აქვეყნებს.

"თეთრმა სახლმა სულ ახლახანს დაადასტურა, რომ აშშ მზად არის საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები" - ჯინ შაჰინი

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

"დედასავით გვექცევიან, არანაირი დასჯა არ არის ჩვენთან" - ნინოწმინდის პანსიონში შესულმა "ობიექტივმა" ბავშვებისგან მეუფის საქებარი კომენტარები ჩაწერა