პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ხინკალი და არც ხაჭაპური ჯანსაღი კვების რაციონში არ ჯდება" - ფერადი ოჯახური წყვილი "სამზარეულოს ომებიდან", რომელსაც საკუთარი სექსშოპი აქვს
"არც ხინკალი და არც ხაჭაპური ჯანსაღი კვების რაციონში არ ჯდება" - ფერადი ოჯახური წყვილი "სამზარეულოს ომებიდან", რომელსაც საკუთარი სექსშოპი აქვს

ნიცა გი­გა­უ­რი და გი­ორ­გი ჯო­მარ­დი­ძე - ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი, სპორ­ტუ­ლი და ჯან­სა­ღი ოჯა­ხუ­რი წყვი­ლია პრო­ექ­ტი­დან „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“. 12 წე­ლი­წა­დია ერ­თად არი­ან, ჰყავთ ორი შვი­ლი - 9 წლის გო­გო­ნა - ნიკე და 4 წლის მაქ­სი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­უ­კავ­ში­რეს.

„სწო­რედ იმან, რომ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი ავირ­ჩი­ეთ, ჩვენ­ში კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­აღ­ვი­ძა... ვარ­ჯი­ში, სწო­რი კვე­ბა იყო თა­ვი­დან პრობ­ლე­მა და ამი­ტომ, ჯერ ვარ­ჯი­ში და­ვი­წყეთ, მერე ძი­ლის რე­ჟი­მი მო­ვაგ­ვა­რეთ, თუმ­ცა ჯან­სა­ღი კვე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­კი­თხი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც თა­ვი­დან ბევ­რი რამ არ ვი­ცო­დით - მათ შო­რის, გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა, თან, ისე, რომ ყო­ფი­ლი­ყო ნაკ­ლე­ბკა­ლო­რი­უ­ლი. უცებ და მარ­ტი­ვად რაც მზად­დე­ბა, იმას ვა­კე­თებ­დით და ვჭამ­დით - რაც არც ისე გემ­რი­ე­ლი იყო. უბ­რა­ლოდ, მო­ხარ­შუ­ლი წი­წი­ბუ­რა, ბრინ­ჯი, კვერ­ცხი გემ­რი­ე­ლი რო­გორ იქ­ნე­ბო­და?! მოკ­ლედ, ჩვე­ნი რა­ცი­ო­ნის შეც­ვლა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მოგ­ვინ­და. ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი და­ვა­მა­ტეთ და კუ­ლი­ნა­რი­ა­საც ასე ნელ-ნელა და­ვუ­ახ­ლოვ­დით“, - აღ­ნიშ­ნავს ნიცა.

წყვი­ლი ალ­კოჰოლს სა­ერ­თოდ არ იღებს, არც თამ­ბა­ქოს ეკა­რე­ბა. რო­გორც უკვე ვთქვით, მათ ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ვარ­ჯიშს უკა­ვია, კვი­რა­ში 5 დღეს სპორტდარ­ბაზ­ში ატა­რე­ბენ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ის საქ­მე, რი­თაც დღეს­დღე­ო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ისიც გარ­კვე­ულ­წი­ლად ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია - ეს მათი სექსშო­პია:

„ადა­მი­ა­ნი ამ კუ­თხი­თაც დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს, რომ ჯან­სა­ღად იაზ­როვ­ნოს, რომ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ იყოს. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ დღეს ამის პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, სექსშოპ­ზე მო­თხოვ­ნაც დი­დია. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი თუნ­დაც იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ცოლ­ქმრუ­ლი ცხოვ­რე­ბაც გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნდეს... მოკ­ლედ, ვნა­ხეთ, რომ უცხო­ე­თი­დან ბევ­რი მე­გო­ბა­რი იწერ­და ამ პრო­დუქ­ტებს და თვი­თო­ნაც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით ამის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ჩვენც ვი­წერ­დით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ხალ­ხი მზად იყო, ბა­ზარ­ზე ეს სეგ­მენ­ტი მი­ე­ღო. თუმ­ცა 20 წლის წინ, სხვა სი­ტუ­ა­ცია გახ­ლდათ, თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი სექსშო­პი რომ გაჩ­ნდა, ხალ­ხმა არ მი­ი­ღო, მა­ღა­ზია და­არ­ბი­ეს, გა­ა­ნად­გუ­რეს. დღეს­დღე­ო­ბით მოს­წონთ, რომ უკვე აქ, ად­გილ­ზეა ეს პრო­დუქ­ტი, ლო­დი­ნი არ უწევთ და იმ დღეს­ვე შე­უძ­ლი­ათ შეკ­ვე­თის მი­ღე­ბა... ჩვე­ნი სტარ­ტა­პი ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან და­ვი­წყეთ, რაც ახა­ლი წლის პე­რი­ოდსაც და­ემ­თხვა, - ეს კი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სი­ურპრი­ზი­ვით აღ­მოჩ­ნდა, თუნ­დაც სა­ჩუქ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ბევ­რი რო­გორც „სეკ­რეტ სან­ტა“ ისე იძენ­და, რომ სხვა და­ე­სა­ჩუქ­რე­ბი­ნა“, - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა კუ­ლი­ნა­რი­ას, ამ დარ­გში მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი მიგ­ნე­ბე­ბი:

„ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვად­გი­ნე, რომ მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ვამ­ბობ­დი, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი ჩემი მე­უღ­ლე იყო. წი­ნა­აღ­მდე­გი იმის გამო ვი­ყა­ვი, რომ შევ­რცხვე­ბით-მეთ­ქი. მაგ­რამ თვით­შე­ფა­სე­ბა ცოტა ამე­წია მას მერე, რაც ჟი­უ­რის წევ­რებ­მა ნა­მუ­შე­ვა­რი კარ­გად შეგ­ვი­ფა­სეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­მაჩ­ნია და მგო­ნია, რომ სხვა კერ­ძებ­საც შე­საძ­ლოა, არა­ნაკ­ლე­ბად ვა­კე­თებ­დეთ, კარ­გად გა­მოგ­ვდი­ო­დეს“, - აღ­ნიშ­ნავს ნიცა.

- ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს კერ­ძებ­ზე რას გვე­ტყვით?

- ძა­ლი­ან შორს ვართ, ქარ­თუ­ლი არა­ნა­ი­რი კერ­ძი არ მიყ­ვარს, დიდი ხა­ნია, უარი ვთქვით მას­ზე, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან ნოყი­ე­რია და კა­ლო­რი­ე­ბი­თაა მდი­და­რი. არც ხინ­კა­ლი და არც ხა­ჭა­პუ­რი - ჯან­სა­ღი კვე­ბის რა­ცი­ონ­ში არ ჯდე­ბა. ფხა­ლე­უ­ლო­ბა კი­დევ შე­იძ­ლე­ბა და ისიც მხო­ლოდ დე­და­ჩე­მის მომ­ზა­დე­ბე­უ­ლი. თვი­თონ არც ვამ­ზა­დებ.

არ ვი­ღებთ ლორს, იმ დღეს კრე­ვე­ტე­ბი კი მო­ვამ­ზა­დეთ, მაგ­რამ არც გავ­კა­რე­ბი­ვართ. ხორ­ცე­უ­ლი­დან მხო­ლოდ ფი­ლეს ვი­ღებთ. ბოსტნე­ულს ძი­რი­თა­დად ვა­ცხობთ“, - გვე­უბ­ნე­ბა შოუს კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში ასე­თი მო­ლო­დი­ნი აქვს:

„თუ გა­და­ვე­დით მე­ო­რე ტურ­ში, ძა­ლი­ან ვიბ­რძო­ლებთ, რომ მო­ვი­გოთ, თუმ­ცა, გი­თხა­რით, რომ ჩვე­ნი იდეა არ იყო, მო­გე­ბის­თვის მოს­ვლა. მოკ­ლედ, „ქარ­თულ ტურ­შიც“ თუ გა­და­ვე­დით, უკვე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ“.

- ფე­რა­დი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა გაქვთ. ეს იმი­ჯი ცხა­დია თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა რო­გორ გი­ღებთ?

- ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნოს, რომ შო­უს­თვის შე­ვი­ღე­ბეთ თმა და და­ვი­წა­ნით. ვი­საც ეს აინ­ტე­რე­სებს, ჩვენს წინა წლე­ბის ფო­ტო­ებს გა­უყ­ვეს. ხან დრე­დი მქონ­და და ხან აფ­რი­კუ­ლი ნაწ­ნა­ვი და ახ­ლაც სწო­რედ ასე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბა მაქვს. ერთ ზა­ფხულს არ გა­ვი­კე­თე და გარ­შე­მო ყვე­ლას უკ­ვირ­და, - რა­ტო­მო? ძი­რი­თა­დად ზა­ფხუ­ლო­ბით მაქვს ეს გან­წყო­ბა. ასე­ვეა ჩემი მე­უღ­ლეც - 2013 წლი­დან ხან წი­თე­ლი თა­ვით და­დის, ხან - მწვა­ნე, შარ­შან ცი­სარ­ტყე­ლის ფე­რე­ბი ჰქონ­და სა­ერ­თოდ. უფრო ივენ­თებს ვამ­თხვევთ ხოლ­მე, რომ გან­წყო­ბა მა­ღა­ლი გვქონ­დეს. რე­ა­ლუ­რად კი მთელ დღე­ებს სამ­სა­ხუ­რის ოფის­ში ვა­ტა­რებთ, ვმუ­შა­ობთ, შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ო­დე­ბი და გა­რეგ­ნო­ბა­ზე ასე­თი ზრუნ­ვა, აუზი გვი­ხა­ლი­სებს ცხოვ­რე­ბას. გვინ­და, რომ რო­გორც გვინ­და, ისე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ. მი­ღე­ბენ ისე­თად, რო­გო­რიც ვარ. კომ­პლი­მენ­ტებს მე­უბ­ნე­ბი­ან, უარ­ყო­ფი­თი არას­დროს მი­მი­ღია. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნია და მა­საც კი მოს­წონს, არა­და, თი­თო­ე­უ­ლი ჩემი ტატუ გა­მო­ტი­რე­ბუ­ლი აქვს, თუმ­ცა გი­ორ­გის ფე­რა­დი თმა მას­ში თა­ვი­დან პრო­ტესტს იწ­ვევ­და, ახლა შე­ე­გუა. გი­ორ­გის არ უწევს ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ვინც ლან­ძღავს, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რებ­ში რა­ღაც უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი დაგ­ვი­წე­რეს, ანუ მათ, ვის­თვი­საც ფე­რა­დი თმა გა­სა­ლან­ძღი რამ არის. მაგ­რამ გი­ორ­გის პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტი ამა­ზე არა­ვის­თან ჰქო­ნია - სა­ყუ­რე რა­ტომ გი­კე­თი­ას თე­მა­ზე. ალ­ბათ მის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც აკ­ვირ­დე­ბი­ან, ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რომ კარ­გი ნა­ვარ­ჯი­შე­ბია“, - აღ­ნიშ­ნავს ნიცა და გვე­უბ­ნე­ბა, რომ ისი­ნი ცოტა ხან­ში ახალ ბიზ­ნესს გეგ­მა­ვენ, რის­თვი­საც უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან, თუ რას, ამას არ გვიმ­ხე­ლენ, მხო­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ, რომ მსგავ­სი მსოფ­ლი­ო­შიც არ არის.

ავტორი:

"არც ხინკალი და არც ხაჭაპური ჯანსაღი კვების რაციონში არ ჯდება" - ფერადი ოჯახური წყვილი "სამზარეულოს ომებიდან", რომელსაც საკუთარი სექსშოპი აქვს

"არც ხინკალი და არც ხაჭაპური ჯანსაღი კვების რაციონში არ ჯდება" - ფერადი ოჯახური წყვილი "სამზარეულოს ომებიდან", რომელსაც საკუთარი სექსშოპი აქვს

ნიცა გიგაური და გიორგი ჯომარდიძე - ყველაზე ფერადი, სპორტული და ჯანსაღი ოჯახური წყვილია პროექტიდან „სამზარეულოს ომები“. 12 წელიწადია ერთად არიან, ჰყავთ ორი შვილი - 9 წლის გოგონა - ნიკე და 4 წლის მაქსი.

როგორც ამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების სტილი, რასაც ცხოვრებაში ყველაფერი დაუკავშირეს.

„სწორედ იმან, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილი ავირჩიეთ, ჩვენში კულინარიული ინტერესები გააღვიძა... ვარჯიში, სწორი კვება იყო თავიდან პრობლემა და ამიტომ, ჯერ ვარჯიში დავიწყეთ, მერე ძილის რეჟიმი მოვაგვარეთ, თუმცა ჯანსაღი კვება ყველაზე რთული საკითხი აღმოჩნდა, რადგანაც თავიდან ბევრი რამ არ ვიცოდით - მათ შორის, გემრიელი საკვების მომზადება, თან, ისე, რომ ყოფილიყო ნაკლებკალორიული. უცებ და მარტივად რაც მზადდება, იმას ვაკეთებდით და ვჭამდით - რაც არც ისე გემრიელი იყო. უბრალოდ, მოხარშული წიწიბურა, ბრინჯი, კვერცხი გემრიელი როგორ იქნებოდა?! მოკლედ, ჩვენი რაციონის შეცვლა და გამრავალფეროვნება მოგვინდა. ინგრედიენტები დავამატეთ და კულინარიასაც ასე ნელ-ნელა დავუახლოვდით“, - აღნიშნავს ნიცა.

წყვილი ალკოჰოლს საერთოდ არ იღებს, არც თამბაქოს ეკარება. როგორც უკვე ვთქვით, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ვარჯიშს უკავია, კვირაში 5 დღეს სპორტდარბაზში ატარებენ და მიაჩნიათ, რომ ის საქმე, რითაც დღესდღეობით დაკავებულები არიან, ისიც გარკვეულწილად ჯანსაღი ცხოვრების ნაწილია - ეს მათი სექსშოპია:

„ადამიანი ამ კუთხითაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს, რომ ჯანსაღად იაზროვნოს, რომ გაღიზიანებული არ იყოს. აღმოვაჩინეთ, რომ დღეს ამის პრობლემა საქართველოში ბევრს აქვს და შესაბამისად, სექსშოპზე მოთხოვნაც დიდია. ეს ყველაფერი კი თუნდაც იმას ემსახურება, რომ ცოლქმრული ცხოვრებაც გამრავალფეროვნდეს... მოკლედ, ვნახეთ, რომ უცხოეთიდან ბევრი მეგობარი იწერდა ამ პროდუქტებს და თვითონაც დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ამის მომხმარებელი, ჩვენც ვიწერდით. აღმოჩნდა, რომ ხალხი მზად იყო, ბაზარზე ეს სეგმენტი მიეღო. თუმცა 20 წლის წინ, სხვა სიტუაცია გახლდათ, თბილისში პირველი სექსშოპი რომ გაჩნდა, ხალხმა არ მიიღო, მაღაზია დაარბიეს, გაანადგურეს. დღესდღეობით მოსწონთ, რომ უკვე აქ, ადგილზეა ეს პროდუქტი, ლოდინი არ უწევთ და იმ დღესვე შეუძლიათ შეკვეთის მიღება... ჩვენი სტარტაპი ნოემბრის ბოლოდან დავიწყეთ, რაც ახალი წლის პერიოდსაც დაემთხვა, - ეს კი ახალგაზრდებისთვის სიურპრიზივით აღმოჩნდა, თუნდაც საჩუქრების თვალსაზრისით. ბევრი როგორც „სეკრეტ სანტა“ ისე იძენდა, რომ სხვა დაესაჩუქრებინა“, - გვეუბნება რესპონდენტი.

რაც შეეხება კულინარიას, ამ დარგში მათთვის მნიშვნელოვანია ახალი მიგნებები:

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დავადგინე, რომ მეტად კრიტიკული ადამიანი ვარ და ამ შოუში მონაწილეობაზე უარს ვამბობდი, რომლის ინიციატორი ჩემი მეუღლე იყო. წინააღმდეგი იმის გამო ვიყავი, რომ შევრცხვებით-მეთქი. მაგრამ თვითშეფასება ცოტა ამეწია მას მერე, რაც ჟიურის წევრებმა ნამუშევარი კარგად შეგვიფასეს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია და მგონია, რომ სხვა კერძებსაც შესაძლოა, არანაკლებად ვაკეთებდეთ, კარგად გამოგვდიოდეს“, - აღნიშნავს ნიცა.

- ქართულ სამზარეულოს კერძებზე რას გვეტყვით?

- ძალიან შორს ვართ, ქართული არანაირი კერძი არ მიყვარს, დიდი ხანია, უარი ვთქვით მასზე, რადგანაც ძალიან ნოყიერია და კალორიებითაა მდიდარი. არც ხინკალი და არც ხაჭაპური - ჯანსაღი კვების რაციონში არ ჯდება. ფხალეულობა კიდევ შეიძლება და ისიც მხოლოდ დედაჩემის მომზადებეული. თვითონ არც ვამზადებ.

არ ვიღებთ ლორს, იმ დღეს კრევეტები კი მოვამზადეთ, მაგრამ არც გავკარებივართ. ხორცეულიდან მხოლოდ ფილეს ვიღებთ. ბოსტნეულს ძირითადად ვაცხობთ“, - გვეუბნება შოუს კონკურსანტი, რომელსაც აღნიშნულ პროექტში ასეთი მოლოდინი აქვს:

„თუ გადავედით მეორე ტურში, ძალიან ვიბრძოლებთ, რომ მოვიგოთ, თუმცა, გითხარით, რომ ჩვენი იდეა არ იყო, მოგებისთვის მოსვლა. მოკლედ, „ქართულ ტურშიც“ თუ გადავედით, უკვე ყველაფერს გავაკეთებთ“.

- ფერადი, გამორჩეული და ორიგინალური გარეგნობა გაქვთ. ეს იმიჯი ცხადია თქვენი არჩევანია. საზოგადოება როგორ გიღებთ?

- ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ შოუსთვის შევიღებეთ თმა და დავიწანით. ვისაც ეს აინტერესებს, ჩვენს წინა წლების ფოტოებს გაუყვეს. ხან დრედი მქონდა და ხან აფრიკული ნაწნავი და ახლაც სწორედ ასეთი ვარცხნილობა მაქვს. ერთ ზაფხულს არ გავიკეთე და გარშემო ყველას უკვირდა, - რატომო? ძირითადად ზაფხულობით მაქვს ეს განწყობა. ასევეა ჩემი მეუღლეც - 2013 წლიდან ხან წითელი თავით დადის, ხან - მწვანე, შარშან ცისარტყელის ფერები ჰქონდა საერთოდ. უფრო ივენთებს ვამთხვევთ ხოლმე, რომ განწყობა მაღალი გვქონდეს. რეალურად კი მთელ დღეებს სამსახურის ოფისში ვატარებთ, ვმუშაობთ, შვებულების პერიოდები და გარეგნობაზე ასეთი ზრუნვა, აუზი გვიხალისებს ცხოვრებას. გვინდა, რომ როგორც გვინდა, ისე გამოვიყურებოდეთ. მიღებენ ისეთად, როგორიც ვარ. კომპლიმენტებს მეუბნებიან, უარყოფითი არასდროს მიმიღია. დედაჩემი ძალიან კრიტიკული ადამიანია და მასაც კი მოსწონს, არადა, თითოეული ჩემი ტატუ გამოტირებული აქვს, თუმცა გიორგის ფერადი თმა მასში თავიდან პროტესტს იწვევდა, ახლა შეეგუა. გიორგის არ უწევს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ლანძღავს, თუმცა სოციალურ ქსელში კომენტარებში რაღაც უარყოფითი შეფასებები დაგვიწერეს, ანუ მათ, ვისთვისაც ფერადი თმა გასალანძღი რამ არის. მაგრამ გიორგის პირადი კონფლიქტი ამაზე არავისთან ჰქონია - საყურე რატომ გიკეთიას თემაზე. ალბათ მის ფიზიკურ მდგომარეობასაც აკვირდებიან, ითვალისწინებენ, რომ კარგი ნავარჯიშებია“, - აღნიშნავს ნიცა და გვეუბნება, რომ ისინი ცოტა ხანში ახალ ბიზნესს გეგმავენ, რისთვისაც უკვე სერიოზულად ემზადებიან, თუ რას, ამას არ გვიმხელენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მსგავსი მსოფლიოშიც არ არის.

"ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ... მათი ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს" - 2 წყვილი "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ათეულიდან

"3 დაკარგულია, 4 გატანილია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში" - მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილ ექსპონატებში დანაკლისი აღმოჩნდა: რას გეგმავს თეა წულუკიანი?

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა