პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 07:04-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ნაგებობა იდგა საუკუნეების წინ მახათას მთაზე იქ, სადაც ახლა ტაძარია - საინტერესო ცნობები თბილისის უძველესი შენობების შესახებ
რა ნაგებობა იდგა საუკუნეების წინ მახათას მთაზე იქ, სადაც ახლა ტაძარია - საინტერესო ცნობები თბილისის უძველესი შენობების შესახებ

თბი­ლი­სის ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი იყო და არის სა­სუ­ლი­ე­რო შე­ნო­ბე­ბი და ესე­ნია - ეკ­ლე­სი­ე­ბი, ტაძ­რე­ბი, მო­ნას­ტრე­ბი, მე­ჩე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან­ვე დე­და­ქა­ლა­ქის მშვე­ნე­ბაა. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტაძ­რე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ სი­ო­ნი, ან­ჩის­ხა­ტი, ქა­შუ­ე­თი, მამა და­ვი­თი, მე­ტე­ხი... „ასე­ვე იყო სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი (ვა­ხუშ­ტის ხუთი „სომ­ხის საყ­და­რი“ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი).

ში­ი­ტუ­რი მე­ჩე­თი შაჰ-აბას I-ის ბრძა­ნე­ბით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში 1606 წელს იყო აშე­ნე­ბუ­ლი, კა­თო­ლი­კუ­რი ტა­ძა­რი (ვა­ხუშ­ტის 1735 წლის ქარ­თლის რუ­კის გეგ­მის გან­მარ­ტე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია „ლა­თინთ საყ­და­რი“) კი, XVIII სა­უ­კუ­ნე­ში აიგო. შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ ლუ­თე­რან­თა ორი კირ­ხა, ორი სი­ნა­გო­გა და ორი მე­ჩე­თი (ში­ი­ტუ­რი და სუ­ნი­ტუ­რი). 1735 წელს ვა­ხუშ­ტის მიერ შედ­გე­ნი­ლი რუ­კის გან­მარ­ტე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია „ბერ­ძნის საყ­და­რი“ - გვი­ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი, ეთ­ნოგ­რა­ფი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი.

ან­ჩის­ხა­ტი აგე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მემ­კვიდ­რის, დაჩი უჯარ­მე­ლის მიერ. სა­ხელ­წო­დე­ბა „ან­ჩის­ხა­ტი“ XVII სა­უ­კუ­ნე­ში მი­ი­ღო კლარ­ჯე­თის სო­ფელ ან­ჩის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რის ხა­ტის პა­ტივ­სა­ცე­მად. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ო­ნის ტა­ძარს, მას სა­ფუძ­ვე­ლი VI სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ქარ­თლის გამ­გებ­ლის, გუ­ა­რა­მის დროს ჩაყ­რია, ხოლო მშე­ნებ­ლო­ბა VII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ადარ­ნა­სეს გამ­გებ­ლო­ბის დროს დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

მე­ტე­ხის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სია თბი­ლი­სის ის­ნის უბან­ში XIII სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­შია აგე­ბუ­ლი (ტა­ძარ­ში 1974 წლი­დან, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი თე­ატ­რი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი). იმ­დრო­ინ­დელ ისან­ში (შემ­დეგდ­რო­ინ­დელ ავ­ლა­ბარ­ში) კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა. XVII სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში კა­რის ეკ­ლე­სია აუ­შე­ნე­ბია ერეკ­ლე II-ის მე­უღ­ლეს, და­რე­ჯან დე­დო­ფალს. ეს ეკ­ლე­სია იონა მიტ­რო­პო­ლიტს 1824 წელს მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის მო­ნას­ტრად უკურ­თხე­ბია. იქვე მახ­ლობ­ლად იდგა წმინ­და მა­რი­ნეს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­აც.

ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა კი­დევ და­ვა­სა­ხე­ლოთ ჯვრის­მა­მა (აშე­ნე­ბუ­ლია XVI სა­უ­კუ­ნე­ში მონ­ღო­ლე­ბის მიერ დან­გრე­უ­ლი ად­რინ­დე­ლი ეკ­ლე­სი­ის ად­გილ­ზე). კა­ლო­უბ­ნის ეკ­ლე­სია ახა­ლან­დელ კი­ნო­თე­ატრ „რუს­თა­ვე­ლის“ ად­გილ­ზე მდგა­რა.

კა­ლო­უ­ბა­ნი პირ­ვე­ლად 1560 წლის სა­ბუთ­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი: „ტფი­ლის­ქა­ლაქს ერთი სა­სახ­ლე კა­ლო­უ­ბანს“... ხოლო 1715 წლის დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ „გა­რე­თუ­ბანს კა­ლო­უ­ბა­ნი წმი­დის გი­ორ­გის საყ­დრის თა­ვის­სის მა­მუ­ლით ზუმ­ბუ­ლი­ძეთ სამ­კვიდ­რო არის“. ტა­ძა­რი უგუმ­ბა­თო ყო­ფი­ლა. რო­გორც და­ვით კა­რი­ჭაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, „აქა სწავ­ლო­ბენ მრა­ვალ­ნი ყმა­ნი კი­თხუ­ა­სა წიგნ­თა­სა და წე­რა­სა“.

ქა­შუ­ე­თის წმი­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია პირ­ვე­ლად 1440 წელს შედ­გე­ნილ სი­გელ­ში გვხვდე­ბა. ლე­გენ­და მის აშე­ნე­ბას 13 ასუ­რელ მა­მას მი­ა­წერს. XIX სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­წე­უ­ლი ტა­ძა­რი გივი ამი­ლახ­ვა­რის მიერ 1754 წელს იყო აგე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი კვლავ ამი­ლახ­ვრე­ბის თა­ოს­ნო­ბით 1907-1910 წლებ­ში აშენ­და, რო­მე­ლიც 1947 წელს ლადო გუ­დი­აშ­ვილ­მა მო­ხა­ტა. XII სა­უ­კუ­ნე­შია აშე­ნე­ბუ­ლი ვე­რეს წმინ­და ან­დრი­ას ეკ­ლე­სია (ლურ­ჯი მო­ნას­ტე­რი).

გა­რე­უ­ბან­ში სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­აც იდგა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის უკან არ­სე­ბუ­ლი „სა­მე­ბის“ ეს ტა­ძა­რი 1790 წელს პეტ­რე აღ­ნი­აშ­ვილს აუ­გია, ხოლო სამ­რეკ­ლო მის­თვის 1853 წელს მი­უ­შე­ნე­ბი­ათ.

ვე­რის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც ლურ­ჯი მო­ნას­ტრის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ეკ­ლე­სია XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზეა აგე­ბუ­ლი. სა­ხელ­წო­დე­ბა „ლურ­ჯი“ მი­ი­ღო ლურ­ჯი ფე­რის შო­რენ­კე­ცე­ბის (ჭრე­ლი აგუ­რი) გამო, რი­თაც და­ფა­რუ­ლი იყო საყ­დრის გუმ­ბა­თი. XIX სა­უ­კუ­ნე­ში 20-იან წლებ­ში ლურჯ მო­ნას­ტერს სა­ხუ­რა­ვი ჩა­მო­ექ­ცა, მღვდელმსა­ხუ­რე­ბაც შე­წყვე­ტი­ლა.

ერთხანს იქ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თო­ფის წამ­ლის სა­წყო­ბი მო­უ­წყვია. 1871 წელს მთავ­რო­ბამ ეკ­ლე­სი­ი­დან თო­ფის წა­მა­ლი გა­მო­ი­ტა­ნა, ტა­ძარს რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტა­რეს და ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ტრა­დი­ცი­ებს და­ა­შო­რეს. მღვდელმსა­ხუ­რებ­მა 1873 წელს აღად­გი­ნეს. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი.

ჩვენს რეს­პონ­დენ­ტთან სა­უ­ბარ­ში ვარ­კვევთ, რომ ჩუ­ღუ­რეთ­ში ორი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია მდგა­რა: კვი­რა­ცხოვ­ლის და წმინ­და ნი­კო­ლო­ზის, ერ­თიც სომ­ხუ­რი ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის (XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი მე­ო­თხე­დი). ეკ­ლე­სი­ის შე­მო­სავ­ლი­თა და მრევ­ლის­გან შე­მო­წი­რუ­ლი თან­ხით, ამ ეკ­ლე­სი­ას­თან XIX სა­უ­კუ­ნის 80-90-იან წლებ­ში მო­ძღვარ სო­ლო­მონ შო­ში­აშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბით, ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­უ­არ­სე­ბი­ათ.

ორი ეკ­ლე­სია იყო კუ­კი­ა­ზე. ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ეკ­ლე­სია 1856 აა­გეს, მა­შინ­დე­ლი კი­რიჩ­ნი­სა და ნი­კო­ლო­ზის ქუ­ჩე­ბის კუ­თხე­ში. შე­და­რე­ბით გვი­ა­ნაა აშე­ნებ­ლი მე­ო­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტა­ძა­რი კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე. კუ­კი­ა­ზე­ვე 1870-ია­ნებ­ში ზუ­ბა­ლაშ­ვილ­მა ქარ­თველ კა­თო­ლი­კე­თა პეტ­რე და პავ­ლე მო­ცი­ქულ­თა ეკ­ლე­სია ააგო. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის პროს­პექ­ტის გა­დაკ­ვე­თა­ზე იდგა გერ­მა­ნელ ლუ­თე­რან­თა ეკ­ლე­სია (პირ­ვე­ლი კირ­ხა გერ­მა­ნე­ლებს იქ XIX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში უკვე ჰქო­ნი­ათ. შემ­დეგ კი უფრო დიდი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს აა­შე­ნეს, რო­მე­ლიც 1897 წელს აკურ­თხეს.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გერ­მა­ნუ­ლი კირ­ხა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ჩა­მორ­თმე­უ­ლი რა­დი­ო­მიმ­ღე­ბე­ბის სა­წყო­ბად. ლუ­თე­რა­ნუ­ლი ეკ­ლე­სია 1946-1947 წლებ­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ედ­ნის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის დროს და­ან­გრი­ეს. კირ­ხას გამო ქუ­ჩას ეწო­და „კი­რიჩ­ნა­ია“). დი­დუ­ბე­ში დგას ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სია, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც 1882 წელს დამ­თავ­რდა. მისი აღმშე­ნე­ბე­ლი ყო­ფი­ლა დე­კა­ნო­ზი ზედ­გი­ნი­ძე. ეს ეკ­ლე­სია ადრე არ­სე­ბუ­ლი ნა­ეკ­ლე­სი­ა­რის ად­გილ­ზე აშე­ნე­ბუ­ლა, რო­მე­ლიც XII სა­უ­კუ­ნე­ში იყო აგე­ბუ­ლი.

თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია ასე­ვე წმინ­და ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, ის XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შია აგე­ბუ­ლი. იქ, სა­დაც წმინ­და ბარ­ბა­რეს ეკ­ლე­სია მდე­ბა­რე­ობს, იმ ად­გილს ჯერ კი­დევ XVIII სა­უ­კუ­ნე­ში დირ­სი­ჭა­ლა ერ­ქვა (დირ­სი­ჭა­ლა, რო­მე­ლა­ურ­თან ერ­თად, ავ­ლაბ­რი­სა და ნავ­თლუ­ღის გამ­ყო­ფი იყო).

თბი­ლის­ში მა­ხ­ა­თას მთა­ზე 2012 წელს ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­შია გარ­კვე­უ­ლი, მა­ხ­ა­თას მთა­ზე ძვე­ლა­დაც ყო­ფი­ლა ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც წმინ­და ელი­ას/ილი­ას სა­ხე­ლო­ბის ყო­ფი­ლა. ეს ეკ­ლე­სია როს­ტომ მე­ფის მიერ 1654 წელს გა­ცე­მულ წყა­რო­ე­ბის წიგნ­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

„სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, მათ დიდი ნა­წი­ლი ყო­ფი­ლი ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც გვი­ან სომ­ხებს შე­უ­ძე­ნი­ათ. მა­გა­ლი­თად, ფეტ­ხა­ი­ნი, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე ბეთ­ლე­მი ერ­ქვა (ეს ეკ­ლე­სია 1740 წელს თა­ვად გივი ამი­ლახ­ვარს გა­ნუ­ახ­ლე­ბია. სომ­ხებ­მა ის მას შემ­დეგ შე­ი­ძი­ნეს. ამ ეკ­ლე­სი­ას სომ­ხებს გი­ორ­გი XII-ის დროს ბერ­ძნე­ბიც ედა­ვე­ბოდ­ნენ.

სურფ-გე­ვორ­ქი, რო­მელ­საც ქარ­თველ­თა ხელ­ში „ცი­ხის დიდი საყ­და­რი“ ერ­ქვა და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის იყო. ყვე­ლა­ზე მეტი სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია ავ­ლა­ბარ­ში იყო: ხო­ჯე­ვან­ქის ღვთის­მშო­ბე­ლი, წმინ­და კა­რა­პე­ტის, გრი­გოლ გან­მა­ნათ­ლებ­ლის, „ეჩ­მი­ა­წი­ნი-სურბ-გე­ვორქ, ეს უკა­ნას­კნე­ლი XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს აა­გეს სომ­ხე­თის სო­ფელ ეჩ­მი­ა­ძი­ნი­დან ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­მა სომ­ხებ­მა. ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი კი „ხოჯა ვან­ქის ასტვა­წა­წა­ნი“ XVII სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი.

გა­რე­თუ­ბან­ში არ­სე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ ვან­ქის ეკ­ლე­სია (XVI სა­უ­კუ­ნე), ქა­ო­ანთ ეკ­ლე­სია (იდგა მეტ­რო სად­გურ „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის“ პირ­და­პირ) და „ზირ­კი­ნა­ანთ წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია“ (XVIII სა­უ­კუ­ნე. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის „ზა­რია ვოს­ტო­კას“ რე­დაქ­ცი­ის უკან, ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მხა­რე­ზე).

რო­დე­საც თბი­ლი­სის სა­კულ­ტო ნა­გე­ბობ­ზე ვსა­უბ­რობთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ აღი­ნიშ­ნოს კლდის უბან­ში მდე­ბა­რე „ათე­შენ­გა“, რო­მე­ლიც ცე­ცხლთაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა სა­ლო­ცა­ვის ნან­გრე­ვე­ბია,“ - დას­ძენს პრო­ფე­სო­რი.

ასე რომ, იმ­დრო­ინ­დე­ლი ტაძ­რე­ბი დღემ­დე დე­და­ქა­ლა­ქის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბია, რო­მელ­თაც რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი, ისე კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

რა ნაგებობა იდგა საუკუნეების წინ მახათას მთაზე იქ, სადაც ახლა ტაძარია - საინტერესო ცნობები თბილისის უძველესი შენობების შესახებ

რა ნაგებობა იდგა საუკუნეების წინ მახათას მთაზე იქ, სადაც ახლა ტაძარია - საინტერესო ცნობები თბილისის უძველესი შენობების შესახებ

თბილისის ძველი ნაგებობები იყო და არის სასულიერო შენობები და ესენია - ეკლესიები, ტაძრები, მონასტრები, მეჩეთები, რომლებიც უძველესი დროიდანვე დედაქალაქის მშვენებაა. მართლმადიდებლური ტაძრებიდან შეიძლება გამოვყოთ სიონი, ანჩისხატი, ქაშუეთი, მამა დავითი, მეტეხი... „ასევე იყო სომხური ეკლესიები (ვახუშტის ხუთი „სომხის საყდარი“ აქვს მითითებული).

შიიტური მეჩეთი შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, ქალაქის ცენტრში 1606 წელს იყო აშენებული, კათოლიკური ტაძარი (ვახუშტის 1735 წლის ქართლის რუკის გეგმის განმარტებაში მითითებულია „ლათინთ საყდარი“) კი, XVIII საუკუნეში აიგო. შეიძლება დავასახელოთ ლუთერანთა ორი კირხა, ორი სინაგოგა და ორი მეჩეთი (შიიტური და სუნიტური). 1735 წელს ვახუშტის მიერ შედგენილი რუკის განმარტებაში მითითებულია „ბერძნის საყდარი“ - გვიამბობს პროფესორი, ეთნოგრაფი როლანდ თოფჩიშვილი.

ანჩისხატი აგებულია ვახტანგ გორგასლის მემკვიდრის, დაჩი უჯარმელის მიერ. სახელწოდება „ანჩისხატი“ XVII საუკუნეში მიიღო კლარჯეთის სოფელ ანჩის საკათედრო ტაძრიდან გადმოსვენებული მაცხოვრის ხატის პატივსაცემად. რაც შეეხება სიონის ტაძარს, მას საფუძველი VI საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის გამგებლის, გუარამის დროს ჩაყრია, ხოლო მშენებლობა VII საუკუნის მეორე ნახევარში ადარნასეს გამგებლობის დროს დასრულებულა.

მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია თბილისის ისნის უბანში XIII საუკუნის შუა ხანებშია აგებული (ტაძარში 1974 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ექსპერიმენტული თეატრი იყო განთავსებული). იმდროინდელ ისანში (შემდეგდროინდელ ავლაბარში) კიდევ რამდენიმე ქართული ეკლესია ყოფილა. XVII საუკუნის 70-იან წლებში კარის ეკლესია აუშენებია ერეკლე II-ის მეუღლეს, დარეჯან დედოფალს. ეს ეკლესია იონა მიტროპოლიტს 1824 წელს მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრად უკურთხებია. იქვე მახლობლად იდგა წმინდა მარინეს ქართული ეკლესიაც.

ქართული ტაძრებიდან შეიძლება კიდევ დავასახელოთ ჯვრისმამა (აშენებულია XVI საუკუნეში მონღოლების მიერ დანგრეული ადრინდელი ეკლესიის ადგილზე). კალოუბნის ეკლესია ახალანდელ კინოთეატრ „რუსთაველის“ ადგილზე მდგარა.

კალოუბანი პირველად 1560 წლის საბუთშია მოხსენიებული: „ტფილისქალაქს ერთი სასახლე კალოუბანს“... ხოლო 1715 წლის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „გარეთუბანს კალოუბანი წმიდის გიორგის საყდრის თავისსის მამულით ზუმბულიძეთ სამკვიდრო არის“. ტაძარი უგუმბათო ყოფილა. როგორც დავით კარიჭაშვილი აღნიშნავდა, „აქა სწავლობენ მრავალნი ყმანი კითხუასა წიგნთასა და წერასა“.

ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია პირველად 1440 წელს შედგენილ სიგელში გვხვდება. ლეგენდა მის აშენებას 13 ასურელ მამას მიაწერს. XIX საუკუნეში მოღწეული ტაძარი გივი ამილახვარის მიერ 1754 წელს იყო აგებული. დღევანდელი კვლავ ამილახვრების თაოსნობით 1907-1910 წლებში აშენდა, რომელიც 1947 წელს ლადო გუდიაშვილმა მოხატა. XII საუკუნეშია აშენებული ვერეს წმინდა ანდრიას ეკლესია (ლურჯი მონასტერი).

გარეუბანში სამების ეკლესიაც იდგა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის უკან არსებული „სამების“ ეს ტაძარი 1790 წელს პეტრე აღნიაშვილს აუგია, ხოლო სამრეკლო მისთვის 1853 წელს მიუშენებიათ.

ვერის პარკის ტერიტორიაზეა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია, რომელიც ლურჯი მონასტრის სახელითაა ცნობილი. ეკლესია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. სახელწოდება „ლურჯი“ მიიღო ლურჯი ფერის შორენკეცების (ჭრელი აგური) გამო, რითაც დაფარული იყო საყდრის გუმბათი. XIX საუკუნეში 20-იან წლებში ლურჯ მონასტერს სახურავი ჩამოექცა, მღვდელმსახურებაც შეწყვეტილა.

ერთხანს იქ რუსეთის ხელისუფლებას თოფის წამლის საწყობი მოუწყვია. 1871 წელს მთავრობამ ეკლესიიდან თოფის წამალი გამოიტანა, ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციებს დააშორეს. მღვდელმსახურებმა 1873 წელს აღადგინეს. საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი.

ჩვენს რესპონდენტთან საუბარში ვარკვევთ, რომ ჩუღურეთში ორი ქართული ეკლესია მდგარა: კვირაცხოვლის და წმინდა ნიკოლოზის, ერთიც სომხური ღვთისმშობლის სახელობის (XIX საუკუნის პირველი მეოთხედი). ეკლესიის შემოსავლითა და მრევლისგან შემოწირული თანხით, ამ ეკლესიასთან XIX საუკუნის 80-90-იან წლებში მოძღვარ სოლომონ შოშიაშვილის თაოსნობით, ქართული სამრევლო სასწავლებელი დაუარსებიათ.

ორი ეკლესია იყო კუკიაზე. ალექსანდრე ნეველის ეკლესია 1856 ააგეს, მაშინდელი კირიჩნისა და ნიკოლოზის ქუჩების კუთხეში. შედარებით გვიანაა აშენებლი მეორე მართლმადიდებლური ტაძარი კუკიის სასაფლაოზე. კუკიაზევე 1870-იანებში ზუბალაშვილმა ქართველ კათოლიკეთა პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია ააგო. მარჯანიშვილისა და დავით აღმაშენებლის პროსპექტის გადაკვეთაზე იდგა გერმანელ ლუთერანთა ეკლესია (პირველი კირხა გერმანელებს იქ XIX საუკუნის 20-იან წლებში უკვე ჰქონიათ. შემდეგ კი უფრო დიდი XIX საუკუნის ბოლოს ააშენეს, რომელიც 1897 წელს აკურთხეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული კირხა გამოყენებული იყო თბილისის მოსახლეობისგან ჩამორთმეული რადიომიმღებების საწყობად. ლუთერანული ეკლესია 1946-1947 წლებში მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტრუქციის დროს დაანგრიეს. კირხას გამო ქუჩას ეწოდა „კირიჩნაია“). დიდუბეში დგას ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის მშენებლობაც 1882 წელს დამთავრდა. მისი აღმშენებელი ყოფილა დეკანოზი ზედგინიძე. ეს ეკლესია ადრე არსებული ნაეკლესიარის ადგილზე აშენებულა, რომელიც XII საუკუნეში იყო აგებული.

თბილისელებისთვის ცნობილია ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, ის XIX საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. იქ, სადაც წმინდა ბარბარეს ეკლესია მდებარეობს, იმ ადგილს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დირსიჭალა ერქვა (დირსიჭალა, რომელაურთან ერთად, ავლაბრისა და ნავთლუღის გამყოფი იყო).

თბილისში მახათას მთაზე 2012 წელს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს ჩაეყარა საფუძველი. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია გარკვეული, მახათას მთაზე ძველადაც ყოფილა ეკლესია, რომელიც წმინდა ელიას/ილიას სახელობის ყოფილა. ეს ეკლესია როსტომ მეფის მიერ 1654 წელს გაცემულ წყაროების წიგნშია მოხსენიებული.

„სომხურ ეკლესიებს რაც შეეხება, მათ დიდი ნაწილი ყოფილი ქართული ტაძრებია, რომლებიც გვიან სომხებს შეუძენიათ. მაგალითად, ფეტხაინი, რომელსაც თავის დროზე ბეთლემი ერქვა (ეს ეკლესია 1740 წელს თავად გივი ამილახვარს განუახლებია. სომხებმა ის მას შემდეგ შეიძინეს. ამ ეკლესიას სომხებს გიორგი XII-ის დროს ბერძნებიც ედავებოდნენ.

სურფ-გევორქი, რომელსაც ქართველთა ხელში „ციხის დიდი საყდარი“ ერქვა და წმინდა გიორგის სახელობის იყო. ყველაზე მეტი სომხური ეკლესია ავლაბარში იყო: ხოჯევანქის ღვთისმშობელი, წმინდა კარაპეტის, გრიგოლ განმანათლებლის, „ეჩმიაწინი-სურბ-გევორქ, ეს უკანასკნელი XVIII საუკუნის ბოლოს ააგეს სომხეთის სოფელ ეჩმიაძინიდან ჩამოსახლებულმა სომხებმა. ყველაზე ადრეული კი „ხოჯა ვანქის ასტვაწაწანი“ XVII საუკუნეშია აგებული.

გარეთუბანში არსებული სომხური ეკლესიებიდან შეიძლება დავასახელოთ ვანქის ეკლესია (XVI საუკუნე), ქაოანთ ეკლესია (იდგა მეტრო სადგურ „თავისუფლების მოედნის“ პირდაპირ) და „ზირკინაანთ წმინდა გიორგის ეკლესია“ (XVIII საუკუნე. საბჭოთა პერიოდის „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის უკან, ზუბალაშვილის ქუჩის მხარეზე).

როდესაც თბილისის საკულტო ნაგებობზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ აღინიშნოს კლდის უბანში მდებარე „ათეშენგა“, რომელიც ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავის ნანგრევებია,“ - დასძენს პროფესორი.

ასე რომ, იმდროინდელი ტაძრები დღემდე დედაქალაქის მნიშვნელოვანი ობიექტებია, რომელთაც როგორც ისტორიული, ისე კულტურული თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა

თბილისის რომელ ქუჩებზეა შეზღუდლი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - რას აცხადებს შსს?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 337 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამეში 10 ადამიანი გარდაიცვალა