პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, რომელიც ნორვეგიაში ქურდობისთვის დააკავეს, გაათავისუფლეს
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, რომელიც ნორვეგიაში ქურდობისთვის დააკავეს, გაათავისუფლეს

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის ცო­ლის ძმა, გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნორ­ვე­გი­ა­ში ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ზარ­დი­აშ­ვი­ლის სი­მამრმა ან­ზორ აბ­რა­ლა­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც აბ­რა­ლა­ვა აღ­ნიშ­ნავს, გა­და­მოწ­მე­ბის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ, მისი შვი­ლი და მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი კი­დევ ორი პირი, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 მა­ისს ჩა­მო­ვი­და.

„რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ჩა­მო­ვი­და. ეს იყო გა­და­მოწ­მე­ბის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­დუ­რა, იქ სამ­წუ­ხა­როდ, და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვა­დე­ბი არ აქვთ და ძა­ლი­ან დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა გა­და­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რა. თა­ვი­სე­ბუ­რი ბი­უ­როკ­რა­ტია აქვთ. რამე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ასე რო­გორ დამ­თავ­რდე­ბო­და?“ - გა­ნა­ცხა­და აბ­რა­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თე­ბერ­ვალ­ში ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ნორ­ვე­გი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვაც იყო.

გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვა ბოლო წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის სსიპ „სა­ჯა­რო აუ­დი­ტის ინ­სტი­ტუ­ტის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ აბ­რა­ლა­ვამ იან­ვრის ბო­ლოს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, „იქამ­დე კი შვე­ბუ­ლე­ბა აიღო“.

გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვას­თან ერ­თად ნორ­ვე­გი­ა­ში ასე­ვე და­ა­კა­ვეს თბი­ლი­სის მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ის­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი გი­ორ­გი კიკ­ნა­ძე, რო­მელ­მაც ნორ­ვე­გი­ა­ში წას­ვლამ­დე, ასე­ვე, შვე­ბუ­ლე­ბა და­წე­რა და ამ დრომ­დე მე­რი­ის მოქ­მედ თა­ნამ­შრომ­ლად ით­ვლე­ბა. კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი პირი გრი­შა მარ­ღა­ნი­აა.

ავტორი:

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, რომელიც ნორვეგიაში ქურდობისთვის დააკავეს, გაათავისუფლეს

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, რომელიც ნორვეგიაში ქურდობისთვის დააკავეს, გაათავისუფლეს

უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა, რომელიც სამართალდამცავებმა ნორვეგიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზარდიაშვილის სიმამრმა ანზორ აბრალავამ განუცხადა.

როგორც აბრალავა აღნიშნავს, გადამოწმების ხანგრძლივი პროცედურის შემდეგ, მისი შვილი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი, გაათავისუფლეს.

გრიგოლ აბრალავა საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა.

„რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვიდა. ეს იყო გადამოწმების ხანგრძლივი პროცედურა, იქ სამწუხაროდ, დაკავების შემთხვევაში, ვადები არ აქვთ და ძალიან დიდხანს გრძელდება გადამოწმების პროცედურა. თავისებური ბიუროკრატია აქვთ. რამე რომ ყოფილიყო, ასე როგორ დამთავრდებოდა?“ - განაცხადა აბრალავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თებერვალში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს შორის გრიგოლ აბრალავაც იყო.

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, „იქამდე კი შვებულება აიღო“.

გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში ასევე დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი გრიშა მარღანიაა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს